გაქცევა

7
დღეებმა წუთებს მიჰყიდეს წამმნი,
მიმოიარეს ჟამმან მდელონი,
ჩვენს შორის დროის მიმომქცეველნი,
დარჩება მარად სამყაროს ქიმზე.
და ჩაიარეს უხმოდ მდევრებმა,
ყური არ უგდეს მიმოცვლას გზათა
მერე მშიერნი კორტნავდნენ მიწას,
ეძებდნენ მასში დარჩენილ ფარ-ხმალს.
მთათა შორიდან, სალთა კლდეთაგან
დამარცვალებულ ეპოქის ფერთა,
დადგა ზეცა და ღრუბელთა სევდა,
ცრემლების ზღვათა გადიქცა ცათა.
სჯობს უდაბნოსა გასწიროს თავი,
ბეტონის ჯუნგლებს გაექცეს ღმერთი,
და მარადიულ, ღრმა სამყოფელში
ჩაძირულ კაცთა იგემოს ძღვენი.
ფერები მუქი, მუყაითად გაშავებული
დასჩემდა კაცთა, სამოსელად სულიერების.
ჩვენ გიჟები ვართ სამყაროს ფონზე,
თეთრ ხალათებში სიცოცხლეს ვებრძვით,
ვათენებთ ღამებს, დღეს ვუკადრისობთ
და ველოდებით, ცა როდის იჭექს.
7