მე შენს გარეშე დავრჩები მარტო,
როგორც ზამთარში ხე უმოსელი,
დავდგები მაგრად, ვერ შემაციებს
თეთრი ფიფქები, ქართა მონაბერი.
მე უხამსი ვარ, ღრმა, უნაპირო,
ჩემს სულში ხელებს იბანს სატანა...
რა ვეღარ გაძღა, ჩემი
წვალებით
ღმერთი, რომელმაც გამათამამა.
სულში მარტებია ჰქუხან აპათიად,
ჩემში თვითმკვლელობამ ღამე გაათია,
ახლა ღამე არის, მთვარე ამაყია
დილას უჩემობამ მზე ვერ აპატია.
წავედი შორს და გავცდი ჰორიზონტს
ვეღარ ვგრძნობ, მაღლიდან გიყურებთ - სჯობს.
მე შენს სიყვარულთან სანთელი დავანთე
მარადიული სიცოცხლის ტაძარზე.