თეთრი ფოთოლი

6
ზამთრის ქარებში გარდაცვლილი თეთრი ფოთოლი,
გაშალა გზებზე შემოდგომამ ყვითელი გრძნობით,
ათას ფერებში დახატული კი ცისარტყელა,  
ნაწვიმარ მდელოს ესახება, როგორც სიზმარი.
მიდიან დღეში ორჯერ მიტად ვიდრე აქამდე,
ეს უბადრუკი, გაყოფილი უფრთო წუთები,
და მაინც ვერ გრძნობს გული შავად ამოსაღები,
რომ ბნელი ყოფის დაკრძალვაზე არ ვიმყოფებით.
არადა მიდის, მიაბნევს და მიერეკება 
ჩემი ლექსები მარადიულ გვირგვინს მისწვდება,
მე გეფიცებით დავამთავრე მზისკენ ყურება,
თეთრი ფოთოლი, მთვარის შუქზე დაიფერფლება.
დაინამება გაზაფხულზე ია სინაზით,
და ისევ იფრენს სიხარულით შავი მერცხალი,
პირამიდებში ეპოქალურ ხმას მიითვისებს,
და ჩემი ქოხის კუთხეში თვლემს მიუსაფარი.
გარეთ ზეცაა, უჩვეულოდ, ღრმად მოხუშული,
სუსხი ქარები აციებენ გამვლელ პოეტებს,
თეთრი ფოთოლი, თეთრი გზა და თეთრი საკანი,
თეთრი სამოსი სიგიჟისგან ფერ-გადასული…
გარდაცვალება პოეტური თეთრ ფოთოლშია.
6