კანდიდატის სტატუსი ქოც-ნაცური მმართველობის დასრულებაა

5
"რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ოპოზიციის რიგებში არიან ადამიანები, რომლებიც ევროპელ პარტნიორებთან დახურულ კარს მიღმა საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება უნდა გადავადდეს და 2024 წლის არჩევნების შემდეგ მიენიჭოს საქართველოს სტატუსი...
თუ იმის გავითვალისწინებთ ოპოზიციის თუ რომელ ჯგუფთან აქვს განცხადების ავტორს მჭიდრო ურთიერთკავშირი, მაშინ სრულიად ნათელი გახდება, რომ საუბარია ნაციონალურ მოძრაობასა და მის სატელიტებზე, რომლებისთვისაც ქოცების მმართველობის დროს კანდიდატის სტატუსის მიღება მათი პოლიტიკური არსებობის დასასრულია. ამიტომაც ალაპარაკდა ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია საკუთარი პარტიის შექმნაზე.
რაც შეეხება თავად ქართულ ოცნებას, იგი დიდი ხანია ჩამოყალიბდა პრორუსულ ძალად და მათი რიტორიკაც ანტიდასავლურია უკვე, ხოლო კანდიდატის სტატუსის მიღების წინ, თავის სატელიტი ჯგუფი - ევროპელი სოციალისტები გამოვიდნენ ინიციატივით, რომ 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობა არაელექტრონული პირადობით იქნეს შესაძლებელი, რაც გაყალიბების ერთ-ერთ საშუალებად არის აღიარებული,
ფაქტია, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ ევროკავშირის მხრიდან მონიტორინგის საგანი უპირველეს ყოვლისა გახდება არჩევნები და მისი ლეგიტიმაციის ხარისხი, რაც ნაც-ქოცებისთვის კოშმარია, რომელიც იწვევს მათი მმართველობის დასრულებას და საპარლამენტო რესპუბლიკისთვის დამახასიათებელი კოალიციური მმართველობის დასაწყისს. კოალიციური მმართველობის სისტემაში ქოც-ნაცებს არ შეუძლიათ არსებობა და პოლიტიკური საქმიანობა, რადგანაც ასეთ პოლიტიკურ კონკურენციაში საკითხის დასმა ივანიშვილ-სააკაშვილის კონკურენციის ჭრილში  წარმოუდგენილია და მეტიც უაზროც კი არის. კონკურენტიან პოლიტიკურ სივრცე პოლიტიკური პროგრამების შეჯიბრების ადგილია და არა ბელადომანიის, პოლიტიკური სექტების არსებობის.
ბოლო 30 წელმა ნათლად აჩვენა, რომ საქართველოს კონსტიტუციით დეკლარირებული  სოციალურო სახელმწიფოს ჩამოყალიბება და ინსტიტუციებით მოქმედი სახელმწიფოს შექმნა ევროპელი პარტნიორების გარეშე წარმოუდგენელია, მეტიც აუცილებელია ევროკავშირის ინსტიტუციებთან მჭიდრო ურთიერთობა და  მოქმდება. ამიტაც, კანდიდატის სტატუსი ჩვენი სახელმწიფოებრიობის გაძლიერების გარემოებად უნდა ვაქციოდ და თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ინსტიტუციური განვითვითარების დამხმარე საშუალებად.
შესაბამისად, ამ გზაზე მიმავალი საქართველოს მოქალაქეებისთვის ნაც-ქოცები ზედმეტი ტვირთია და ისტორიულ წარსულში უნდა იქნენ დატოვებულნი, მეტიც აუცილებელია ნაც-ქოცების მმართველობის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება!!! ქოც-ნაცებისთვის მეორე ნიურბერგის პროცესი გარანტირებული უნდა იყოს, რათა შემგომ მსგავსი მმართველობები რომ არ განმეორდეს ჩვენს ქვეყანაში!!!
5