კომედია "იმპიჩმენტი"

6
პირველად საქართველოში პირველი ქალი პრეზუდენტის წინააღმდეგ მმართველმა პარტიამ იმპიჩმენტი დაანონსო და რამოდენიმე დღეში ოფიციალურად დაიწყებს!!!
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იმპიჩმენტი დემოკრატიული პროცესია და ყველა დემოკრატიული ქვეყნის კონსტიტუციებშია გაწერილი!!!
დღევანდელი პარლამენტის შემადგენლობიდან გამომდინარე, ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე მმართველი გუნდი დიდი ალბათობით იმპიჩმენტს ვერ განახორციელებს. შესაბამისად, თუ რაში სჭირდება ეს პოლიტიკური კლოუნადა მმართველ გუნდს, ეს ახლო მომავალში გაირკვევა... მანამდე სანამდე არ დაიდება მმართველი გუნდის მხრიდან იმპიჩმენტის გამომწვევი პოლიტიკური და სამართლებრივი კონკრეტული საფუძველი, არის მხოლოდ ვარაუდი და ვარაუდზე კომენტარის გაკეთება არასერიუზიულია!!!
ამიტომაც, გასაკვირვია იმპიჩმენტთან დაკავშირებით კომენტარები, რომელსაც აკეთებს ყველა პოლიტიკოსი ვისაც არ ეზარება, მთავარი ოპოზიციური პარტიიდან დაწყებული წვრილფეხობით დამთავრებული ისე, რომ არც მმართველი გუნდის იმპიჩმენტის სამართლებრივი დასაბუთებას და არც საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნასაც არ დალოდებიან. ისინი კომენტარებს ვარაუდით, ემოციის დონეზე და პოლიტიკური სიმპატიების მიხედვით აკეთებენ და არც პოლიტიკურ, არც სამართლებრივ გააზრებას არც კი ახდენენ.
სახეზეა, რომ ჩვენი ოპოზიციისთვის იმპიჩმენტის, როგორც დემოკრატიული პროცესის, მცნება ჯერ კიდევ გამოცანაა და ბოლომდე გაუაზრებელია. ასე თუ გააგრძელეს, ესენი ქოცებს ვერ შეცვლიან 2024 წლის არჩევნებზე და ქოცების დღის წესრიგით იქნებიან დაკავებულნი ანუ იქნებიან კომფორტის ზონაში, მუდმივად ოპოზიციაში. მეტი მათ არც შეუძლიათ!!!
ასე, რომ ქოცები აგრძელებენ პოლიტიკური სპექტაკლის დადგმას და ოპოზიისთვის როლების დარიგებას. ცხადია, თუ განვითარება და გაძლიერება გვინდა, 2024 არჩევნებზე ქოც-ნაცობა უნდა გავამგზავროთ ისტორიის სანაგვეზე!!!  
6