კონსერვატიზმი მოკლედ

5
კონსერვატიზმი ტრადიციულად მემარჯვენეობასთან ასოცირდება და ძველი, ტრადიციული ფასეულობების პატივისცემას უსვამს ხაზს.
შესაბამისად, კონსერვატორები ფრთხილად ეკიდებიან ან საერთოდ უარყოფენ რადიკალური რეფორმების გზას. კონსერვატორები მიიჩნევენ, რომ სოციალური უთანასწორობა ბუნებრივი მოვლენაა და მისი სრული აღმოფხვრა უბრალოდ შეუძლებელია.
კონსერვატორებისთვის კერძო საკუთრება წმინდაა და სახელმწიფოს მხრიდან მასში რაიმე გზით ჩარევა ან მისი შეზღუდვა კატასტროფის ტოლფასია. ამაში კონსერვატიზმი სოციალისტურ იდეოლოგიას უპირისპირდება.
კონსერვატიზმი, ლიბერალიზმის მსგავსად, არ ეწინააღმდეგება და არ უარყოფს ადამიანის უფლებებს და ძირითად თავისუფლებებს. თუმცა, ლიბერალიზმისგან განსხვავებით, პიროვნების თავისუფალი ნებისა და ინდივიდუალური თავისუფლებების წინ ძლიერ სახელმწიფოს აყენებს და პრიორიტეტად უსაფრთხოებასა და წესრიგს მიიჩნევს.
წყარო: civiceducation.ge
5