ლიბერალური ოლიგარქიის დასასრულის დასაწყისი

4
 საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი აშშ მთავრობამ დაასანქცირა და ფინანსური შეზღუდვებიც დაუწესა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს მაღალჩინოსას, თუნდაც ყოფილს, ფინანსური სანქციები დაუწესეს და საბანკო ანგარიშები გაუყინეს საქართველოს ეროვნული ბანკის მეშვეობით. ფაქტია დეოლიგარქიზაციის პროცესი დაიწყო...მმართველი პარტიის პოლიტიკოსების აშშ ელჩზე თავდასხმებს აშშ მთავრობამ სანქციებით უპასუხა და თან მძიმე ბრალდებებიც მოაყოლა. როგორც ჩანს დღევანდელ საქცია არ იქნება ბოლო და დასანქცირებულთა სია გაიზრდება. ალბათ დღეს მმართველ პარტიაში აქტუალურია კითხვა - ვინ იქნება შემდეგი? ეს მათი პრობლემაა და არ არის ხალხის საზრუნავი...
მაგრამ ამ ფინანსური საქნციების დაწესებამ წარმოაჩინა ის მძიმე გარემოება, რომ ლიბერალური ოლიგარქია უკვე სერიოზული პრობლემა გახდა არამარტო ქართველი ხალხისთვის, არამედ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორისთვის, რადგან მმართველი ლიბერალური ოლიგარქიის უნიათო მმართველობა ანუ უმართავობა პრობლემას უქნის საქართველოსთან სწორი და გამართული პარტნიობას დასავლეთის ქვეყნებთან. ეს კი უკვე ქართული სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკისთვის ხელისშემშლელი ფაქტორია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების დამსახურებაა თუნდაც წარმატებული ე.წ. "არ აღიარების პოლიტიკა". არ ვსაუბრობთ ნატო-ს ქვეყნების დამსახურებაზე ქართული ჯარის და თავდაცვისუნარიანობის განვითარების თუ საქართველოდან რუსეთის ჯარის გაყვანის საკითხებში...
აშშ და ნატო-ს ქვეყნებს დიდი წვლილი მიუძღვიუს დამოუკიდებელი საქართველოს განვითარების საქმეში და დიდია მისი კოტრიბუცია სახელმწიფოს ინსტიტუციონალურ, ეკონომიკურ თუ საგანმანათლები სფეროში. თუ საკითხავია ეს ყოველივე ჩვენ როგორ გამოვიყენეთ? ამ დახმარებით როგორ გავაძლიერეთ ქვეყანა? პასუხი სამწუხაროა, რადგან ქვეყანაში შევქმენით ჯერ ლიბერალური ავტორიტარიზმი, ეხლა გვაქვს ლიბერალური ოლიგარქია. ერთიც და მეორე ცალსახად არ პასუხობს საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევის გამკვკავების საქმეს და უკვე ხელს უშლის სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობას. საქართველოს პარტნიორებიც კი ხვდებიან უკვე როგორც გასული ავტორიტარიზმი, ასევე დღევანდელი ოლოგარქია არის უდიდესი შემაფერხებელი ფაქტორი ჩვენი ხალხის უსაფრთხოებისთვის და კეთილდღებისთვის. მეტიც ორივე ეს სისტემა, ხომ ერთი-ერთში იმეორებს პოსტსაბჭოთა რუსეთის მმართველობის მოდელსა და საზრდოობს პუტინისეულ მმართველობის სტილის კოპირებით.
ამიტომაც, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოქმედი კოჰაბიტაციის პოლიტიკური ფორმულა 4+1=5 ქვეყანას მხოლოდ რუსული ვექტორისკენ უბიძგებს ქვეყანას ანუ იყოს რუსეთის გავკენის სფეროს ნაწილი, ვიდრე იყის დემოკრატიული თანამეგიბრობის წევრი. ამიტომაც 2024 წელს კოჰაბიტაცია უნდა დაასრულოს ქართველმა ხალხმა და არჩევნებზე თითოეულმა მოქალაქემ ხმა უნდა მისცეს მისთვის მისაღებს პოლიტიკურ ძალას, გარდა ქოც-ნაცურ ფარისევლურ დაპირისპირებისა. აქ საარჩევნი შედეგის გათვლა მარტივია ხმას აძლევ ქოცს ესე იგი აძლიერებ ნაცს, ხოლო თუ ხმას აძლევ ნაცს ესე იგი აძლიერებ ქოცს ანუ შედეგად აძლიერებ კოჰაბიტაციას...
აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ოლიგარქიის შემოთავაზებული კოჰაბიტაცია ძალზედ აფერხებს:
1. ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას;
2. საქართველოს სოციალურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას;
3. დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას;
4. ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებას;
5. წარმატებული მოქალაქეების ფენის ჩამოყალიბებას;
6. კავკასიისა და შვი ზღვის რეგიონში საქართველოს გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ფუნქციების დაბრუნებას;
7. ახალგაზრდა თაობის აქტოურ ჩაბმას ქვეყნის განვითარების საქმეში;
8. სტრატრგიულს პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის ჩამოყალიბებას.
და ბოლოს გეორგიევსკის ტრაქტის ხელმოწერის დღიდან ქართული სახელმწიფოს არსებობა რუსეთისთვის იქცა კოშმარად და დღესაც ესეა. მე-18 საუკუნიდან დღემდე რუსეთი იყო, არის და იქნება ქართული სახელმწიფოებრიობის დაუძინებელი მტერი. თუმცა, დღეს საქართველოს აქვს დიდი შანსი 21-ე საუკუნეში დარჩეს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და ამისთვის მხოლოდ ორი რამ არის საჭირო:
1. ქვეყნის შიგნით დავასრულოთ ლიბერალური ოლიგარქიული მმართველობა, როგორც დავასრულეთ 2012 წელს ლიბერალური ავტორიტარული მმართველობა. ეს საშინაო დავალებაა!!!
2. აქტიურად დავიწყოთ ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი, რათა გავაძლიეროთ ქვეყნის თავდაცვის უნარიანობა. ეს კი უკვე საგარეო დავალებაა!!!
ასე რომ, ყოველივე ქართველი ხალხის, თითოეული მოქალაქის ხელშია!!! ჩვენ ამას შევძლებთ...
4