საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ სამთავრობო თვითმფრინავით არასამსახურებრივად სარგებლობისა და შვილის აშშ უძვირეს სასწავლებელში შვილის ჩაყვანის ფაქტი ძალზედ ნიშანდობლივია, რადგანაც მკაფიოდ წარმოაჩენს ლიბერალური (ბენდუქიძისეული) ოლიგარქიის ნამდვილ სახეს, კერძოდ:
1. დღევანდელი ქართული ლიბერალური ოლიგარქიისთვის არაპრესტიჟულია ქართულ უნივერსიტეტებში შვილებისთვის სწავლა. არადა უკვე ორი ათეული წელია ქოც-ნაცები მართავენ ქვეყანას და ვერც-ერთი უმაღლესი სასწავლებელი ვერ გახადეს პრესტიჟული საქართველოში.
2. მისასალმებელია, რომ პრემიერ-მინისტრი ზრუნავს საკუთარ სტუდენტ-შვილზე, მაგრამ მისი მოვალობა იზრუნოს ასევე ათეულობით ათას სტატუს შეჩერებულ ქართველ სტუდენტზე, რომლებიც ვერ ახერხებენ საკუთარი სწავლის დაფინანსებას. საკითხის გადასაწყვეტად სტუდენტური დასაქმების პროგრამებია საჭირო, რომელიც არაერთ ევროპულ ქვეყანაში უკვე აპრობირებულია და ეფექტურად მუშაობს.
3. როგორც ცნობილია პრემიერ-მინისტრი საყოველთაო გაწვევის მომხრეა, თუმცა საკუთარ შვილის აშშ ჩაყვანით და ჯარში მსახურის გადავადებით, მიანიშნებს, რომ სამშობლოს დაცვა და მოქალაქეობრივი ვალის მოხდა არ არის უპირატესი მისთვის, ისევე როგორც ლიბერალური ოლიგარქიის სხვა წარმომადგენლებისთვის. ამიტომაც, საინტერესოა, საზოგადოებამ იცოდეს პოლიტიკოსების შვილები სად და რომელ სამხედრო ქვედანაყოფებში იხდიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს?! მეტიც, ასევე საინტერესოა თავად როგორ მოიხადეს სავალდებულო სამხედრო სამსახური?!
4. რა შეეხება თავად პრემიერ-მინისტრის გამგზავრებას ქვეყნის ფარგლებს გარეთ, საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია იგი იყო თუ არა შვებულებაში, რადგანაც ევროპული სტანდარტით აღნიშნულის თაობაზე ხდება საზოგადოების წინასწარ ინფორმირება და სახელდება დროებით მოვალეობის შემსრულების ვინაობა. სანამ ეს გარემოება არ დადასტურდება დოკუმენტალურად (მთავრობის განკარგულებით), უნდა ვივარაუდოთ, რომ პრემიერი ქვეყნიდან ჩუმად გაიპარა, ისე როგორც პრეზიდენტი ამ დღეებში. მნიშვნელობა არ აქვს რომელს რა კეთილშობილური მიზნები ამოძრავებდა როცა იპარებოდა ქვეყნიდან, რადგანაც კონსტიტუციის დაცვა სავალდებულოა ყველასთვის!!! ქვეყნის მართვა უწყეტი პროცესია, 24/7 პრინციპით და ეფუძნება კონსტიტუციას!!!
5. და ბოლოს, ოფიციალური განცხადებები პრემიერმაც და პრეზიდენტმაც თავად აანაზღაურეს გაპარვასთან დაკავშირებული სამგზავრო ხარჯები. თუ პრეზიდენტის ფრანგულ პენსიასთან არ აქვს საზოგადოებას შეკითხვები, პრემიერის ხარჯებთან კი - შეკითხვებია, რადგანაც საკითხავია საიდან გამოინახა ჩარტერული რეისის ხარჯები, როცა დეკარაციის მიხედვით, პრემიერ-მინისტრი ვალებშია, ოჯახში მის გარდა არავინ მუშაობს და მშობლები აძლევენ საარსებო ფულს?! ასევე შეკითხვაა ორივე თანამდებობის პირთან, როგორ დაიფარა სახელმწიფო დაცვის ხარჯები მათი გაპარვისას და უცხოეთში ყოფნისას, მგზავრობის პერიოდში?! რადგანაც მათი პირადი დაცვა ასევე ხორცუელდება უწყვეტად.
სამწუხაროდ, დღევანდელი ლიბერალური პოლიტიკური ელიტა არ არის მიჩვეული კონსტიტუციით ცხოვრებას და მუშაობას, მათთვის უფორ მისაღებია ბენიტო მუსოლინისეული ცხოვრების სტანდარტი: "მეგობრებს ყველაფერი, დანარჩენებს კანონი". მიუხედვად იმისა, რომ სახეზეა ორივე თანამდებობის პირის იმპიჩმენტის საფუძვლები, ეს კიდევ ერთი ქოც-ნაცური პოლიტიკური სპექტაკლი იქნება, რომელსაც საზოგადოება იხილავს...
ასე, რომ შეიძლება ითქვას, რომ დღევადელი ლიბერალური პოლიტიკური ელიტა სრულად წააგავს რუსულ ოლიგარქიულ ელიტას და აქვს რუსული მმართველობის სტილი, რომელიც კატეგორიულად მიუღებელია ქართული სახელმწიფოებრიობისთვის, რადგანაც 3000 წლოვანი ქართული სახელმწიფოებრიობა არამარტო ქართული ცივილიზაციის ნაყოფია, არამედ ასევე ეფუძნება ბერძნულ ფილოსოფიას, რომაულ სამართალს და ქრისტიანულ ფასეულობებს!!!
ამიტომაც, დღეს შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში შემდგარი ფაქტია: ლიბერალურმა მმართველობამ შობა ჯერ ავტორიტარიზმი და ეხლა ასაზრდოებს ოლიგარქიას, რაც საბოლოოდ მოსპობს სახელმწიფოებრიობას!!!
შესაბამისად, სანამ დრევანდელი ლიბერალური მმართველობა არ შეიცვლება პროგრესი და განვითარება, ასევე ევროატლანტიკური ინტეგრაცია შორეული მომავალის პერსპექტივა იქნება. თუმცა, საკითხავია მანამდე ქართველებს გვექნება კი სახელმწიფო?!