ფაქტია, რომ უცხო გავლენის გამჭირვალეობის შესახებ კანონის მიღების აუცილებლობა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30-იან წლებში გაჩდა აშშ-ში და მას შემდეგ საკითხი აქტუალურობას არ კარგავს. ამიტომაც, ყველა სახელმწიფო თავისებურად ახდენს სამართლებრივ რეგულირებას გამომდინარე თავის საშინაო და საგარეო პრიორიტეტებიდან, რათა დაიცვან საკუთარი უსაფრთხოება.
დღეს, სოციალური ქსელებისა და ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში უცხო გავლენის გამჭირვალეობის საკითხი უფრო მწვავედ დგას. მარტო იმის აღნიშვნა რად ღირს, რომ არაერთი ბრალდება გაჟღერებულა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ქვეყნების თუ აშშ-ს არჩევნებში ჩარევის თაობაზე.
შესაბამისად, საქართველოც ვალდებულია დაიცვას საკუთარი პოლიტიკური სისტემა და არჩევნების პროცესი.
ამიტომაც, თუ გვსურს უცხო გავლენის შემცირება აუცილებელია გამჭირვალეობა, მაგრამ ამის გაკეთება აუცილებელია საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორების გამოცდილების გაზიარებით. თუნდაც, იმიტომ, რომ მათ აქვთ დიდი გამოცდილება ამ სფეროში და საქართველოს უსაფრთხოების სისტემაში მათ საგრძნობი კონტრიბუცია აქვთ განხორციელებული უკვე.
ჩვენი ორგანიზაცია აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში იზიარებს აშშ გამოცდილებას - FARA, როდესაც კანონის გამოყენება ხდება მაშინ თუ უცხო დონორის დავალება ითვალისიწინებს კომუნიკაციას საკანონმდებლო და სამთავრო ორგანოებთან. მარტივად, რომ ვთქვათ როცა ადგილი აქვს უცხოელი დონირის პოლიტიკურ ლობიზმს, რაც ითვალისიწნებს შებამისი საკანონმდებლო ცვლილების მიღებას ან სამთავრობო პოლიტიკის შემუშავებას, როცა ხდება უცხოელი დონორს მონაწილეობა ქვეყნის საშინაო საქმეებში.
შესაბამისად, საქართველოს შემთხვევაში ესეთი რეგულაციები აუცილებელია შევიდეს "ლობისტური საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონში და არ არის აუცილებელი იყოს ცალკე კანონად, რადგან იგი იწვევს სტიგმატიზაციას და გვაბრუნებს საბჭოთა წარსულში, როგორც ეს იყო "ხალხის მტრის" შემთხვევაში.
მიგვაჩნია, რომ საქართველოში პოლიტიკური ლობიზმი უნდა იყოს გამჭირვალე და ჩეკისტური ტრადიციების ადგილი არ არის ჩვენ ქვეყანაში!!!
შემოთავაზებული კანონი თავისი სულისკვეთებით არ ემსახურება გამჭირვალეობას, იწვევს სტიგმატიზაციას და აღრმავეებს პოლიტიკურ პოლარიზაციას მოსახლეობაში!!!
#მამული #ენა #სარმუნოება