პოლიტიკური ლუსტრაცია იმპიჩმენტისას

4
ძვ.წ.ა. 331 წელს გავგამელის ბრძოლის წინ სპარსეთის მეფემ დარიუს III-მა ალექსანდე მაკედონელს "პატარა ბიჭი" უწოდა, რაზედაც ალექსანდრემ უპასუხა, რომ თუ დამამარცხებ, მაშინ გამოვა რომ პატარა ბიჭი დაამარცხე და მაშინ რა ფასი აქვს შენს გამრჯვებას, ხოლო თუ მე დაგამარცხე, მაშინ გამოვა, რომ პატარა ბიჭმა დაგამარცხა და შენ სიდიადე გაქარწყლდებაო...
საქართველომ პრეზიდენტმა დღეს იგივე შეცდომა დაუშვა, როდესაც "პატარა ბიჭები" უწოდა იმპიჩმენტის ინიციატორებს. ამით მან დააკნინა თავისი წარმატება, რადგან თუ გაიმარჯვებდა, მაშინ გამოვა რომ პატარა ბიჭებზე გაიმარჯვა და პატარებზე გამარჯვება არ არის ძალიან აღმაფრთოვებელი. ეს აშკარად მის პოლიტიკური შორსმჭვრეტელებოს ნაკლებობაზე მიუთითეს, ხილო პრეზიდენტის მიმართვაზე და საპარლამენტო გამოსვლის სხვა ასპექტები აღარც კი ღირს საუბარი, მათი დაბალი პოლიტიკური შინაარსის გამო. 
სრულიად გაუგებარია ამ სამი კვირის განმავლობაში ოპოზიციის მიერ ატეხილი ისტერია იმპიჩმენტთან დაკავშირებით, რადგანაც იმპიჩმენტის პროცესი არის დემოკრატიული მექანიზმი და მისი წამოწყების უფლება გარანტირებულია ჩვენი კონსტიტუციით. თუმცა, ისტერია ლოგიკურია, როდესაც იმპიჩმენტი ეხება "ერთპროცენტიანი" რეიტინგის მქონე პოლიტიკოსს, როგორც მას უწოდებს 2018 წელს მისი მხარდამჭერი მმართველი პარტიის ქოცლიდერები. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წელს სალომე ზურაბიშვილი საერთოდ ურეიტინგი პოლიტიკოსი იყო...
როგორც ცნობილია, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ქოცნაცებმა ურეიტინგო საპრეზიდენტო კანდიდატები შეთავაზა ქართველ ამომრჩეველს. დღეს ყკვე ნათელია, რომ ქოცნაცების შეცდომები უკვე ზიანს აყენებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და ეს ყოვლად დაუშვებელია!!!
და ბოლოს, დღეს გვაქვს მოცემულობა, რომ ქოცებმა პრეზიდენტად გაიყვანილმა "ერთპროცენტიანი" რეიტინგის მქონე პოლიტიკოსმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, ხოლო როცა კონსტიტუციის დამრღვევ პრეზიდენტს მხარი დაუჭირა ნაცებმა და მისმა სატელიტებმა...
დღესავით ნათელია, რომ 2024 წლის არჩევნებზე აუცილებელია ჩამოვართვათ ხელისუფლება ქოცნაცებს, ხოლო ამისთვის ამომრჩეველმა ხმა უნდა მისცეს ქოცნაცების გარდა ყველა სხვა პარტიას, რადგან პარლამენტის მრავალპარტიულობა და პოლიტიკური კონკურენცია დაასრულებს ფეიკი პრეზიდენტების და პოლიტიკოსების დროს საქართველოში!!!
4