ქართველის მოსამართლეების დასანქცირება

6
ამ დღეებში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ გააკეთა განცხადება საქართველოს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული ოთხი პირის დასანქცირების შესახებ მნიშვნელოვან კორუფციაში მონაწილეობის გამო.
უმჯობესი იქნებოდა ეს მოსამართლეები 2012 წლამდე ყოფილიყვნენ დასანქცირებულნი, სანამ ნაციონალების ხელისუფლება შეიცვლებოდა და ეს ავადსახსენებელი კოჰაბიტაცია დაიწყებოდა...
თუმცა, როგორც იტყვიან სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!!!
ამავდროულად, ქართველი მოსამართლეებისთვისაც კარგი გაკვეთილი იქნება, რომ ხელისუფლებებს კი არ უნდა ემსახურონ, როგორც აქამდე იყო შევარდნაძის ხელისუფლებიდან მოყოლებული, არამედ მართმსაჯულობა განახორციელონ!!!
მხოლოდ სამწუხარო ის არის, რომ ჩვენით ვერ ვხდებით ამას და ისევ სტრატეგიულმა პარტნიორმა ქვეყანამ უნდა მიგვითითოს. თუმცა, ამ მინიშნების გამო მავანი საყვედურსაც გამოთქვამენ...
არადა, ძალზედ გასაკვირვია, რომ გირგვლიანის და მსგავსი საქმეების მოსამართლეებს ქართული ოცნების მხარდამჭერები თავგამოდებით რომ იცავენ...
ასე, რომ ფაქტია: აუცილებელია ჩატარდეს ყველა ქართველი მოსამართლის საქმიანობის რევიზია, სრულად ამუშავდეს ნაფი მსაჯუკების ინსტიტუტი და ახლებურად მოხდეს სასამართლოს რეფორმა!!!
#დიდება საქართველოს!!!
6