ქართველ ნეოლიბერალებს ხალხის არ სჯერათ

8
"მე ხალხს მივეცი ძალაუფლება - იმიტომ, რომ მე მჯერა ხალხის." - ეს სიტყვები ეკუთვნის მარგარეტ ტეტჩერს, დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერს...
ბოლო 30 წლის განმავლობაში არცერთ ქართველ ლიბერალ მმართველს არ მიუცია ძალაუფლებ ქართველი ხალხისთვის, რადგან უბრალოდ მისი არ სჯეროდათ და ეხლაც არ სჯერათ. ამის ნათელი მაგალითია დღევანდელი ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური ორთაბრძოლა, სადაც ე.წ. "მეორადი მოხმარების ნაცები" ებრძვიან ძველ ნაც-უფროსებს და რაც ყველაზე სამარცხვინოა, მსჯავრდებული უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და ელემენტარული მკურნალობის საკითხი აქციეს პოლიტიკური სპეკულაციის ძირითად საგნად. მათ სრულიად დავიწყებული აქვთ ქართველი ხალხი და მისი ყოველდღიური პრობლემები ამ პანდემიის დროს.
ნათელია რომ სამართლი სასამართლოს მიერ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის გასამართლება, მის მიერ ჩადენილი სისტემური დანაშაულის გამო, არ შედის ორივე პარტიის პოლიტიკურ ინტერესში, რაც ქართველი ხალხის ინტერესებს სრულიად ეწინააღმდეგება. ამიტომაც, ქართველი ამომრჩევლის ვერდიქტი აუცილებელია იყოს მხოლოდ ამ პოლიტიკური ძალების, მეორადი ნაცებისა და ძველი ნაცების პოლიტიკურ მოუსვლელში გასტუმრება და უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილისთვის სამართლიანი სასამართლოს ჩატარება, ნაფიც მსაჯულთა (12 საქართველოს მოქალაქის) მონაწილეობით.
#ოჯახი #სამშობლო #ღმერთი
8