შეიქმნას დიასპორის სამინისტრო!!!

12
საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს
საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერს,
საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ბექა ოდიშარიას
მ ი მ ა რ თ ვ ა
(დიასპორის სამინიტროს შექმნის თაობაზე)
უკვე 30 წელზე მეტია ქართული დიასპორა აქტიურად არის ჩართული დამოუკიდებელი საქართველოს განვითარების საქმეში და თავისი თავდადებით დღემდე იგი ერთგული რჩება ქართული სახელმწიფოსი. ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი მაგალითი გვაქვს თუ როგორ ლობირებს ქართული დიასპორა საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ კულტურულ ინტერესებს ადგისამყოფელ ქვეყნებში, ასევე თუ როგორ აქტიურად ეწევა ფინანსური თუ ინტელექტუალური კაპიტალი ტრანსფერს სამშობლოში. ყოველივეს ამას ქართული დიასპორა დღესაც აგრძელებს და მომავალშიც გააგრძელებს. ამიტომაც, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართული დიასპორა საქართველოს აქტიური ქომაგი და ლობისტია ადგილსამყოფელ ქვეყნებში.
უცხოეთში მცხოვრებ მილიონზე მეტ თანამემამულესთან (საქსტატის 2014 წლის მონაცემებით უცხოეთში ცხოვრობს 800 000 მოქალაქე) და მათ მიერ შექმნილ დიასპორულ ორგანიზაციებთან საქართველოს ხელისუფლების ურთიერთობის ინსტიტუციური ზრდა შეიმჩნეოდა 2016 წლამდე, როდესაც საქართველოში ერთდროულად ფუნქცუინირებდა დიასპორასთან ურთიერთობის სამთავრობო უწყება (დიასპორის საკითხებში სახელმწიფო სახელმწიფო მინისტრის აპარატი) და საპარლამენტო კომიტეტი (საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი). ეს იყო პერიოდი, როდესაც სხვადასხვა უწყებაში არსებული რიგითი დეპარტამენტებთან ურთიერთობის დონე გაიზარდა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს მიეცათ შესაძლებლობა პირადაპირი და უშუალო კომუნიკაცია ჰქონოდათ მთავრობის წევრ - მინისტრთან, მის წინაშე გაეჟღებინათ საკუთარი ინიციატივები და მიღეთ განმატებები საქართველო მთავრობის სტრატეგიულ მიზნების განხორცილებაში მათი ჩართულობაზე. შეიძლება ითქვას, რომ ქართული დიასპორასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობა თანასწორ დონეზე იყო და ეს ურთიერთობა იყო მჭიდრო და პარტნიორული.
2016 წელს საქარველოს მთავრობას იმის მაგივრად, რომ უფრო განემტკიცებინა და განევითარებინა ქართულ დიასპორასთან ურთიერთობა, მიიღო გადაწყვეტილება გაეუქმებინა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო სახელმწიფო მინისტრის აპარატი და დიასპორასთან ურთიერთობა დაეყენებინა საელჩოების, საკონსულოების თუ სხვადასხვა უწყების რიგითი დეპარტამენტების დონეზე ანუ მარტივად, რომ თქვათ ქართულ დიასპორასთან ურთიერთობამ პრიორიტეტულობა დაკარგა საქართველოს მთავრობაში, მეტიც გაზარდა ბიუკრატია ამ ურთიერთობაში. სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმებამ თავის მხრივ დააყენა საქართველოს პარლამენტში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის არსებობის საკითხი და ამ მხრივ არაერთი საკანონმდებლო ინიციატივას ჰქონდა ადგილი. თუმცა, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულებისა და დიასპორული ორგანიზაციების, ასევე კავკასიოლოგთა ჯგუფების არაერთი პროტესტისა აღნიშნული კომიტეტის გაუქმება საბედნიეროდ აღარ მოხდა და იგი დღესაც აგრძლებს თავის საქმინობას.
2016 წლიდან დღემდე ქართული დიასპორა დარჩა  საელჩოების, საკონსულოების თუ სხვადასხვა უწყების რიგითი დეპარტამენტების ამარა, რის შედეგად მოირყა მთავრობაში ერთი ფანჯრის პრინციპით კომუნიკაცია, ხოლო საელჩოებს, საკონსულოებს თუ სხვადასხვა უწყების რიგით დეპარტამენტს სჭირდება დიდი დრო მათ წინაშე დასმული კონკრეტული საკითხები შეათანხმონ უფლებამისლ ხელმძღვანელ პირთან, ხოლო შეთანხმებული საკითხი მიიტანონ უცხოეთში მცხოვრებ ინიციატორთან. ამას თავის მხრივ ემატება ზოგიერთი სახელმწიფო მოხელის არაკომპეტენტურობა ქართული დიასპორის საკითხებში, შედეგად 2016 წლამდე დაწყებული წარმატებული პროექტები გაუქმდა და ახლებიც არც დაწყებულა. ფაქტია, რომ საქართველოს მთავრობის სახით მას აღარ ჰყავს პარტნიორი და მხარდაჭერი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ქართული დიასპორა თავისი ძალებით და ენერგიით ცდილობს გააგრძელოს სამშობლოს გვერდში დგომა და ხელი შეუწყოს საქართველოს განვითარებას, რამეთუ კარგად აცნობიერებს საკუთარ ვალდებულებას ქართველი ხალხის წინაშე.
დღეს უცხოეთში მილიონზე მეტი თანამემამულე ცხოვრობს და მათმა ფულადი გზავნილების მოცულობა წლიწლამდე იზრდება, მეტიც გზავნილებმა უკვე გადააჭარბა უცხოური ინვესტიციების მოცულობას და 2021 წელს 2,35 მილიარდ აშშ დოლარი შეადგინა. მთლიანად 2021 წლის განმავლობაში, საქართველოში გზავნილები 464 მილიონი დოლარით (24.6%-ით) გაიზარდა და ზრდადობის ტემპს ინარჩუნებს. ამ გზავნილებით ემიგრანტები არაარტო ხელს უწყობენ საკუთარი ოჯახების კეთილდღეობას, არამეს საქართველოს სავალუტო სტაბილურობის მდგრადობასაც უზრუნველყოფენ, რადგანაც ეს გზავნილი სხვადასხვა უცხოურ ვალუტაში (აშშ დოლარი, ევრო, ბრიატანული ფუნტი და სხვა) იგზავნება საქართველოში. ამ გზავნილების კონვერტაციით საქართველოს ბანკების მოგებამ წელს შეადგინა 301 მილიონი ლარი. ამ გზავნილებით ხდება დღგ-ს გადასახადის უდიდესი ნაწილის ფორმირება საქართველოში, როდესაც ემიგრანტის ოჯახები ყიდულობენ პროდუაციას საქართველოში (2021 წელს დღგ გადასახდით მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 4883,9 მილიონი ლარი).  ამ გზავნილებით ხდება მცირე და საშუალო ბიზნესის შენარჩუნება, სამშენებლო ბიზნესის განვითარება და აგრობიზნესის დაფინანსება. ემიგრანტული ფულად გზავნილებთან ერთად, საქართველოში შემოდის ტონობით ემიგრანტული ამანათები, რომელთა განბაჟებით მიღებული გადასხადი შედის საქართველოს ბიუჯეტში. შეიძლება ითქვას, რომ ქართული დიასპორა საქართველოს სტაბილური და ერთგული ინვესტორია.
ამასთან ერთად, საქართველოში ხორციელდება პირდაპირი დიასპორული ინვესტიცია ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში (ტურიზმი, სოფლიდ მეურნეობა და სხვ.) და აღდგენა დაიწყო მივიწყებულმა დარგებმა (ზეთისხილის ზეთის წარმოება), მეტიც შეიქმნა 21-ე საუკუნისთვის დამახასიათებელი ახალი დარგები (ემიგრაციის ახალგაზრდა თაობის მიერ საქართველოში შეიქმნა პირველი ქართული სოციალური ქსლი - Feedc). ამას გარდა, ქართული დიასპორა აქტიურად ეხმარება ქართულ ტურიზმსა და ქართველ მწარმოებლებს, რათა მათი პროდუქცია აქტიურად შევიდეს და ღირსეული ადგილი დაიმკვიდრეს საექსპორტო ბაზრებზე. ქართული დიასპორა აქტიურად ებრძვის ქართული პროდუქციის ფალსიფიკაციას. თამამდ შეიძლება ითქვას, რომ ქართული დიასპორა ყოველივე ქართულის ქომაგია.
ასევე საყურადღებოა, რომ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების ხელშეწყობით მათი ადგილსამყოფელი სახელმწიფოები ინტენსიურად ეხმარებიან ახალგაზრდა ქართულ დემოკრატიასა და ურყევად უჭერენ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რისი არაერთი მაგალითია საერთაშორისო გამოფენებსა და საერთაშორისო საძიებო სისტემებში არაღიარებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეჟიმების მონაწილეობის თაობაზე მათი მხრიდან საჯაროდ გამოთქმული მკაცრი პროტესტები. ქართული დიასპორა აქტიურად ეწევა სახალხო დიპლომატია ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საკეთილდღეოდ.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, დღევანდელი ქართული დიასპორა ნამდვილად იმსახურებს, რომ მასთან ურთიერთობაში საქართველოს მთავრობა წარმოდგენილი იყოს მთავრობის წევრის - მინისტრის სახით, რომელიც პირდაპირ და უშუალოდ იქნება ანგარიშვალდებული ქართული დიასპორის წინაშე, ხოლო უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებსა და დიასპორულ ორგანიზაციებს თავის მხრივ,  ექნებათ უშუალო და პირდაპირი კომუნიკაცია (არა საელჩოების თუ სხვადასხვა რიგითი დეპარტამენტების მეშვეობით), რათა შეთავაზონ თავისი ინიციატივები და დახმარება გაუწიონ საქართველოს მთავრობას ეროვნული ინტერესებს უზურნველყოფაში. 
შესაბამისად, მოცემულ ეტაპზე აუცილებელია მთავრობის შემადგენლობაში არსებობდეს საქართველოს მიგრაციისა და დიასპორის საქმეთა სამინისტრო, რომელიც უნდა იყოს დინამიკური, ინტერაქტიული სამინისტრო, რომელიც გარდა მიგრაციის სამთავრობო სტრატეგიის განხორცილებისა,  იმუშავებს უცხოეთში მცხოვრები მილიონზე მეტი ქართული წარმოშობის თანამემამულეთა საკითხებზე, მათ შორის სამშობლოში დაბრუნებული ემიგრანტების რეინტეგრაციაზე. მეტიც, მსოფლიო მიგრაციული პროცესების გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ მიგრაციის (იმიგრაციული და ემიგრაციული) პროცესების მართვისა და დიასპორასთან ურთიერთობის საკითხები აუცილებელია თავმოყრილი იქნებს ერთ სახელმწიფო უწყებაში, რომელსაც უხელმძღვანელებს მთავრობის კაბინეტის წევრი-მინისტრი.
ახლად შექმნილი სამინისტრო თავიდანვე უნდა ეცადოს დააკავშიროს ქართული სატვისტომოები და მათი ორგანიზაციები სამშობლოსთან. იგი ქართულ დიასპორას უნდა უზრუნველყოფდეს ინფორმაციით, პარტნიორობით და თანამონაწილეობით ყველა საკითხში, რომელიც ეხება უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებსა (ქართული წარმოშობის პირებსა და არარეზიდენტ ქართვლებს), ასევე საზღვარგარეთ მოქმედ დიასპორულ ორგანიზაციებს. სამინისტრო უნდა იყოს თანამედროვე, კომპაქტური და ეფექტური სამინისტრო, რომელიც თავისი არსით იქნება ერთი ფანჯრის პრინციპის სახელმწიფო ორგანო, რომელიც იხელმძღვანელობს ხუთი ძირითადი პრინციპით:
1.      შესთავაზოს მოთხოვნებზე გათვლილი გადაწყვეტილებები უცხოეთში მცხოვრებ ქართვლებს, მათი მრავალმხრივი მოლოდინების შესატყვისად;
2.      მისცეს სტრატეგიული მიმართულებები საქართველოს საქმიანობას დიასპორასთან;
3.      მოახდინოს ინვესტირების უნარის მქონე დიასპორული ჯგუფების ცოდნისა და რესურსების მობილიზება;
4.      თავი მოუყაროს ყველა დიასპორულ ინიციატივას;
5.      შექმნას სამშობლოში დაბრუნებული ემიგრანტების რეინტეგრაციის ეფექტური და მოქნილი პროცედურები.
ამიტომაც, ქართული სახელმწიფოსა და დიასპორის ურთიერთობის გაფართოების და წვდომის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, სამინისტრო ფოკუსირებული უნდა იყოს საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებზე და იმ ქსელის განვითარებაზე, რომელიც მათ ერთმანეთთან აკავშირებს. სამინისტროს მიერ შემუშავებული უნდა იყოს მეთოდები, პროგ-რამები და სქემები, რომელთა მეშვეობით დააკმაყოფილდება ის მოლოდინები და საჭიროებები, რომლებიც აქვთ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებსა და დიასპორულ ორგანიზაციებს. ერთი სიტყვით, სამინისტრო უნდა იყოს დამაკავშირებელი ხილი ქართული სახელმწიფოსა და დიასპორას შორის, უცხოეთში მცხოვრები თითოეული თანამემამულის დამხამრე და ქომაგი საქართველოში, რასაც ვერ უზრუნველყოფს დღეს არსებული სამთავრობო სისტემა.
12