კიდევ ერთი სტატია და მექსიკის კონგრესზე მსჯელობაც ამით დავასრულოთ 👽🤔
• ამაღელვებელი დროა ყველასთვის, ვისაც თუნდაც ოდნავი ინტერესი მაინც გააჩნია უცხო ცივილიზაციის ძიებაში.
ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა (JWST) აღმოაჩინა მეთანის, ნახშირორჟანგისა და წყლის კვალი ეგზოპლანეტა K2-18b ატმოსფეროში.
კიდევ უფრო საინტერესო ის არის, რომ მან შესაძლოა დიმეთილ სულფიდიც აღმოაჩინა, გაზი, რომელიც დედამიწაზე მხოლოდ სიცოცხლის სხვადასხვა ფორმების მიერ იწარმოება.
მოგვიწევს, გაზის არსებობის დასადასტურებლად და აღნიშნული პლანეტის ატმოსფეროს გასაანალიზებლად მცირედიც მოვიცადოთ.
როგორც უკვე გითხარით, ჯეიმი მოსანმა ორი მუმიფიცირებული "უცხოპლანეტელი" წარადგინა და თქვა, რომ მათი დნმ-ის მესამედი "უცნობია" და რომ "ეს ნიმუშები არ არის ჩვენი ევოლუციური ისტორიის ნაწილი დედამიწაზე", - იუწყება Sky News-ი.
მოსანმა ასევე განაცხადა, რომ ისინი პერუს მაღაროებში იპოვეს და ითვლება, რომ ათასი წლის არიან.
აღსანიშნავია, რომ 2015 წელს მოსანმა კიდევ ერთი სხეული წარადგინა, რომელიც აღმოჩნდა, რომ ადამიანის ბავშვის მუმიფიცირებული ცხედარი იყო, რომლის თავის ქალას ხელოვნური დეფორმაცია ჰქონდა გადატანილი.
2018 წელს მოსანმა კიდევ აღმოაჩინა "უცხოპლანეტელები".
» ,,იმ მასალის კანდიდატი, საიდანაც მუმია გაკეთდა, არის ძაღლისებრთა ოჯახის წარმომადგენელი,” - განუცხადეს "რადიო კაპიტალს" სასამართლო მედიცინის ინსტიტუტის მკვლევრებმა.
უფრო დეტალურად კი საქმე შემდეგშია:
ამ წაგრძელებული თავის მისაღებად, მუმიის შემქმნელებს უნდა ამოეჭრათ სახე და ყველა კბილი, ხოლო ზემოდან ხელოვნური ტყავი დაედოთ.
» „მოსანმა ბევრი რამ გააკეთა. ის ამბობს, რომ გვადალუპეს ღვთისმშობელს ესაუბრა“, - განუცხადა ABC News-ს ჯულიეტა ფიერომ, მექსიკის ეროვნული ავტონომიური უნივერსიტეტის ასტრონომიის ინსტიტუტის მკვლევარმა.
,,მოსანმა მითხრა, რომ უცხოპლანეტელები არ მელაპარაკებიან მე ისე, როგორც მოსანთან, იმიტომ რომ, მე მათი არსებობის არ მჯერა."
• ფიერომ ასევე უარყო გამოთქმული მოსაზრება, რომ თითქოს მექსიკის ეროვნული ავტონომიური უნივერსიტეტი მოსანის მოსაზრებებს უჭერს მხარს.
სანამ, მკვლევრები წარდგენილი "უცხოპლანეტელების" ნამდვილობას არ დაადასტურებენ და გაასაჯაროებენ მტკიცებულებებს იმისა, რომ მუმიები ბავშვები ან ცხოველები არ არიან, სკეპტიკურად უნდა შევხედოთ მიმდინარე მოვლენებს და დაველოდოთ შემდეგ კვლევებს.