ხმაურით ქართა...

8
ჩუმი ქალაქი, ხმაურით ქართა...
თეთრ-თმა ფერებში შეღებილი მწვერვალნი მთათა...
გაციებული და გაყინული მყინვარნნიი მთათა...
და რაღაც ჩუმი სიმფონია ხმაურით ქართა...
ჩარჩა, ნათელში გვირგვინი დარდთა...
ამაოების გარდიწევა მოთეთრო ფარდა...
და რაღაც ქმნილი, გამაძღარი სიკვდილის ფარჩად
დახატავს ქალაქს, ხმაურით ქართა...
სოციოფატი, აგრესორი, თვით დილეტანტი,
გონება მშვიდი, შემოდგომის ყვითელი გრძნობით,
მთვარის სიბრიყვით ნაჩუქარი მუზების გროვით,
არხევდა ფარდებს, ჩემს ქალაქში, ხმაურით ქართა...
ჩუმდება ყველა, ლაპარაკი გახდა გოდება,
დუმს დედამიწა, წვიმის წვეთებს მოაქვთ ეს განცდა,
რომ დახატავენ, ლექსს შეთხზავენ, პოემას უწყვეტს...
საქართველოში, იმ ქალაქში, ხმაურით ქართა...
8