1 ოქტომბერი - ოცნებების სასაფლაო

4
11 წლის შემდეგ უკვე დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ 2012 წლის 1 ოქტომბერის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა "ქართული ოცნება"-მ დაასამარა საქართველოს მოქალაქეების იმედები, ისევე როგორც "ვარდების რევოლუციით" მოსულმა ავტორიტარულმა რეჟიმმა გააცრუა ქართველი ხალხის იმედები და დღეს უკვე სახეზე გვაქვს მოქალაქეთა დიდი უმრავლესობის სრული ნიჰილიზმი ქართული სახელმწიფოს გაძლიერების მიმართ. მოქალაქეები და განსაკუთრებით ახალგაზრდები ემიგრაციას ირჩევენ, საკუთარი ქვეყნის აღმშენებლობის ნაცვლად.
ჩვენი მოქალაქეების ასეთი განწყობა არ არის უსაფუძვლო, მეტიც ამ განწყობის ხელშემწყობი მოქმედი ლიბერალური ხელისუფლებაა, როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური ძალებიც. მოკლედ რომ ვთქვათ ეს მდგომარეობა ლიბერალური მმართველობის ლოგიკური შედეგია, რადგანაც სამი ათწლეულის განმავკობაში მათ ჩამოაყალიბეს ისეთი სისტემა, რომ რაიმეს, თუნდაც უმნიშვნელოს გაკეთებაც, ტიტანურ ძალისხმევას, უამრავი წინააღმდეგობის გადალახვას და თავგანწირვას მოითხოვს. ლიბერლაურმა ელიტამ უბრალოდ მოკლა კონკურენცია ყველა სფეროში საქართველოში და გზა გაუხსნა კორუფციას, ნეპოტიზმისა და არაკომპეტენტურობას. 
ამიტომაც, მთავრობის მიერ დეკლარირებული ეკონომიკური ზრდის მიუხედვად და სხვადასხვა კვლევის მიხედვით, ახალგაზრდათა 58% უმუშევარია, ამის ნახევარი არც სწავლობს, ხოლო ყოველ მეოთხე სტუდენტი ქვეყნიდან წასვლაზე ფიქრობს. შესაბამისად, უპერსპექტივობისა და სტაბილური სამუშაოს არ ქონის გამო, ქვეყანას ტოვებს 19-დან 35 წლამდე ახალგაზრდები, ყველაზე შრომისუნარიანი თაობა, მეტიც დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული თაობა!!!
აღარ ვსაუბრობთ სოციალურ დაუცველთა არმიაზე, სამართლიანო ის აღდგენის მოლიდინში მყოფ ათასობით მოქალაქეზე და მომავლის გარეშე დარჩენილ უსახლკარო ოჯახებზე. და რაც ყველაზე ამაზრზენია ლიბერალურმა მმართველიბამ დააკანონო მონობის ახალი სახე, საბანკო კაბალა. დღეს საქართველოში ბანკების მონოპოზაცია არის დამკვიდრებული და სრულად ჩამკვდარია სხვა ფინანსური ინსტრუმენტებთან ხელმისაწვდომობა!!! 
ცნობილი ფრანგი ფსიქოლოგი გუსტავ ლებინი აღნიშნავდა, რიმ "ერის განვითარებისთვის აუცილებელია სამი რამ: განათლება, კულტურა და სახელმწიფო, მაგრამ ვერცერთი ეს ინსტიტუცია ვერ უზრუნველყოფს ერის განვითარებას, თუ განვითარების სურვილი თავად ერის ხასიათში არ დევს". ზუსტადაც ამ სურვილის ჩაკვლა არის დღევანდელი ლიბერალური მმართველობის მიზანიც და ამოცანაც, რათა დიდხნას შეინარჩუნოს მმართველობა. თავისუფალი მოქალაქეები, დემოკრატიული ინსტიტუტები და კანონის უზენაესობა მათთვის ხომ დიდი კოშმარია!!!
ასე, რომ ლიბერალური მმართველი ელიტა როგორც 1 ოქტომბრამდე, ასევე 1 ოქტომბრის შემდეგაც იყო და არის ყველას სამსახურში, გარდა ქართველი ხალხისა. ისინი არც კი თვლიან თავს ანგარიშს ვალდებულად ამომრჩევლის, საქართველოს მოქალაქის წინაშე, მათ ხომ ყველას საქართველოს მოქალაქის პასპორტის გარდა, სხვა ქვეყნის მოქალაქის პასპორტებიც უდევთ ჯიბეში და იციან სად უნდა გაიქცევიან საქართველოდან, როდესაც მათი დრო დასრულდება....
ამიტიმაც, უდავოა, რომ ჩვენი ხალხის დღევანდელ გამოწვევად რჩება დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და სოციალურ სამართლიანობაზე დაფუძნებული თანამედროვე ქართული სახელმწიფო ჩამოყალიბება, რომელიც საბოლოო ჯამში მიგვიყვანს წარმატებულ მოქალაქეთა საზოგადოებამდე!!!
4