"ნიუტონის ვაშლი" ტკბილ-ცხარე საფერავის კარამელთან, პიტნიანი ნადუღის კრემთან და მაწვნის ნაყინთან.

0
ერთ დღეს, როდესაც ნიუტონი ხის ქვეშ იყო წამოწოლილი, ხიდან ვაშლი ჩამოვარდა და მას თავზე დაეცა. -ცოტა იქით ვერ ჩამოვარდებოდი? წამოიძახა ნიუტონმა. და უცებ მიხვდა: ყველაფერი ვარდება უმოკლესი მანძილის გავლით. ეს იყო დიდი აღმოჩენა. ნიუტონმა დედამიწის მიზიდულობის კანონი აღმოაჩნია, მაგრამ თუ გიფიქრიათ ვაშლს რა ბედი ეწია ? მე გეტყვით, ეს ვაშლი ჩემთან გამოგორდა და ნიუტონის მსგავსად მეც დამაფიქრა დესერტის მიმზიდველობის კანონზე. ამიტომაც გადავწყვიტე "ნიუტონის ვაშლის" დესერტის რეცეპტი გამეზიარებინა თქვენთვის. პროდუქტები: ვაშლი-1 ცალი საფერავი-300 მლ ლიმონის ცედრა-1 ჩ/კ ლიმონის წვენი-1 ჩ/კ დარიჩინი- 1/2 ჩ/კ შაქარი-150 გრ ანისეს ვარსკვლავი -1ც დაღერღილი წიწაკა-2 გ კარაქი-25 გრ მაწონი-2 ქილა შაქარი-180 გრ (მაწონის ნაყინისთვის) წყალი-20 მლ ვანილი-3 გრ სტაბილიზატორი-10 გრ პიტნიანი ნადუღის კრემი-20 გრ მომზადების წესი: პირველ რიგში, საშუალო ქვაბს ვავსებთ ღვინით და ვუმატებთ: ცედრას, ლიმონის წვენს, დარიჩინს, შაქარს, ანისეს ვარსკვლავს და დაღერღილ წიწაკას. ცეცხლს ვანთებთ დაბალზე და ვტოვებთ 5 წთ განმავლობაში. ცალკე ვაშლს ვთლით. დანით ვაძლევთ იდეალურად მრგვალ ფორმას. ვდებთ საფერავით სავსე ქვაბში და ვუმატებთ თავისივე კანს. ვხარშავთ 15 წთ განმავლობაში. იმისათვის რომ სითხემ უკეთ შეაღწიოს ვაშლში შეგვიძლია ნემსით დავჩხვლიტოთ. მაწვნის ნაყინი: მაწვნის ნაყინის მომზადება უნდა დავიწყოთ ერთი დღით ადრე. ქვაბში ვყრით შაქარს და ვუმატებთ წყალს შაქრის კრისტალების უფრო მარტივად გასახსნელად. როგორც კი გაიხსნება ვუმატებთ ვანილს და სტაბილიზატორს. გადმოვდგამთ ცეცხლიდან და მაწონთან ერთად ვაბლენდერებთ, შემდეგ გადავიტანთ ლანგარზე და შევდგამთ საყინულეში 24 საათით. აუცილებელია ყოველ 5 საათში ერხელ გამოვიტანოთ მოვურიოთ და მერე ისევ შევდგათ, იმისათვის რომ ნაყინის მასა თანაბრად გაიყონოს. რაც შეეხება კარამელს, საჭიროა ღვინის სითხე, რაშიც ვაშლს ვამზადებდით, გადმოვწუროთ სხვა ქვაბში, დავუმატოთ ოდნავ შაქარი და დავდგათ საშუალოზე მაღალ ცეცხლზე. დავუმატოთ დაღერღილი წიწაკა და ვადუღოთ სანამ კარამელის მასად არ იქცევა. შემდეგ დავუმატოთ კარაქი და უგემრიელესი საფერავის კარამელიც მზად არის. რაც შეეხება პიტნიანი ნადუღის კრემს წინა სტატიაში მეწერა გადადით ლინკზე და ნახავთ დაწვრილებით. https://feedc.com/post/35918 გემრიელად მიირთვით.
#chef
#cuisine
#georgia
#pastry
#tbilisi
#თბილისი
#foodislove
#loveisfood
#stayhome
#cookwithlove
0