77 ათასი ბავშვის შიმშილი კი არავის ადარდებს...

8
ერთი პატიმარის შიმშილს აპროტესტებს მთელი ოპოზიცია და 77 ათასი ბავშვის შიმშილი კი არავის ადარდია!!
პენსიონერები არავის აინტერესებს...
გზებზე რომ ბევრი ადამიანი იღუპება გაუმართავი ტრანსპორტის გამო არავის ადარდია...
ოკუპირებულ რაიონებში მიმდინარე მოვლენებიც - ყურადღების მიღმა არის...
ემიგრანტებიც მიყრილნი ვართ ბედის ანაბარად. რათქმაუნდა თუ მოხდა უბედური შემთხვევა - წაგვასვენებენ სახელმწიფო ხარჯით. ქვეყნის პრობლემები არავის ადარდია და მაგიტომაც არის ყურადღების გადატანა ერთი პატიმრის ჭამა-არჭამაზე.
ქვეყანას გააჩნია სიმდიდრეები და ხალხი მშიერია!!! ქვეყანას გააჩნია 10 მილიარდი ტონა რკინა და ასევე მარგანეცის 70% დედამიწის მარაგი, და ჩვენი ხალხი ისევ უმუშევარია.
ქვეყანას გააჩნია დასალევის წყლის უმდიდრესი მარაგი და ჩვენი ქვეყნის 70% ისევ განიცდის უწყლობას დაბა-სოფლებში.
ჩვენ გაგვაჩნია შავი ზღვაზე უმდიდრესი ზღვის ნობათი (თევზეული და სხვა წიაღისეულები) და დასავლეთ საქართველო დაუსაქმებელია.
ჩვენ გაგვაჩნია ზღვა, რკინიგზა და 35-ზე მეტი აეროპორტი და ჩვენი გადაზიდვები ისევ წამგებიან რეჟიმში მუშაობენ.
გაგრძელება შეიძ₾ება უსასრულოდ, მაგრამ ვის აინტერესებს? ხალხიც დაბეჩავდა და ეძებს გამოსავალს ევროპასა და ამერიკაში დაბალ ანაზღაურებად სამსახურებში მოხვედრაში.
არც ნაციონალურ მოძრაობას და არც ოცნების პარტიებს არ გააჩნიათ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხედვა ჩამოყალიბებული!! მაგიტომაც მელიების და წვრილფეხა პოლიტიკური საქონლების დონეზეა ყველაფერი ჩამოქვეითებული. რით დაგეხმაროთ თუ თქვენ არ გჭირდებათ ნორმალურად მოაზროვნე ახალ სახეებს დაუჭიროთ მხარი?
არის ასეთი ძალა, და ეს ძალა ჩვენს ხელშია!!!               
8