რა რიგათ გითხრათ, რით გიამბოთ რა არის ღამე?!
ღამე უძირო, უფსკრულივით უმისამართო,
შენზე ფიქრებში გათენებულ აისში ვლამობ,
ხანაც უდარდელ, გახარებულ ჭაბუკის როლში, სცენაზე ვდგავარ, თითქოს ყველა თამაშობს, ყველა.
მე ვინიღბები, ათას ტანჯულს ვისახებ ნიღბად, მაგრამ გახრწნილნი ერთსახოვან ნიღბებით სახლობთ.
ყველა იღიმის, როცა დარდი კვლავ იმალება, ყველა კი ტირის, როცა ღიმილს ფრთა ესახება...
დუმდა ეკლესიის ყველა მოციქული, აღარც თეთრ ღამეებს შერჩათ განთიადი, მთვარეს რაღად უნდა შენი ხასიათი, ყველამ დაივიწყა ქარის თავშლიანი...
ვითარც თავშლიანი, ვითარც მოგონებად...
დარჩა წარსული და სევდა დარდიანი, ყველას მადლობით და ყველას სიყვარულით, ღამე ჩამოწვა და ფიქრი დაიკარგა.
სადღაც უსაშველო დგება სიყვარული, ბედნიერებისთვის გროში გაიაფდა...
დუმდა ჩვენი ღამე, ღამე უსაშველო, როგორც უსაშველო დგება სიყვარული.