NATO-ში ინტეგრაცია თავდაცვა ოკუპაციისაგან

5
უკრაინაში რუსეთის შეჭრამ და 2008 წლის სცენარით ტერიტორიების ოკუპაციამ, საგრძნიბლად შეცვალა ძალთა ბალანსი არამარტო ჩვენს რეგიონში, არამედ მსოფლიოშიც. ამის ნათელი მაგალითია მიმდინარე წლის 11-20 სექტემბერს სომხეთში დაგეგმილი ამერიკულ-სომხური სამხედრო წვრთნები - Eagle Partner 23, რომელშიც 175 სომხეთის შეიარაღებული ძალები და 85 ამერიკელი ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნულ მოვლენა გასათვალისწინებთ იმის ფონზე, როდესაც სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან (ОДКБ) მუდმივი წარმომადგენელი გაიწვია, ხოლო მიმდინარე წლის 3 სექტემბერს, პრემიერ-მინისტრმა პაშინიანმა ფრანგულ გამოცემა - "La Repubblica"-სთან ინტერვიუში განაცხადა რუსეთის დისტანცირების შესახებ სამხრეთ კავკასიისგან. ამ ინტერვიუში სომხეთის პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუს სამშვიდობოებს არ შეუძლიათ ლაჩინის დერეფნის გაკონტროლება და რომ უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულება არასწორია (!!!).
სახეზეა სომხეთის მცდელობა აშშ მხარდაჭერით დააბალანსოს თურქთულ-აზარბაიჯანული მზარდი ზეწოლა, რადგანაც მხოლოდ აშშ და ნატო არის ის ძალა, რომელსაც ანგარიშს გაუწევს როგორც აზარბაიჯანი და თურქეთი ერთის მხრივ, ასევე რუსეთი მეორეს მხრივ. თურქეთის შემთხვევაში, იგი NATO-ს წევრი ქვეყანაა, ხოლო რუსეთის შემთხვევაში, კი - ეს კარგად გამოჩნდა უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე, როდესაც საომარი მოქმედებების დროს, რუსეთი ითვალისიწებს NATO-სთან კონფრონტაციის საფრთხეს, რასაც ვერ ვიტყვით ევროკავშირზე. თუ როგორ განვითარდება მოვლენები და დარჩება თუ არა რუსული ბაზა სომხეთში სამომავლოდ, ამას დრო გვიჩვენებს, მაგრამ ის, რომ სომხეთი არ შეეგუება არსებულ მდგომარეობას და ეცდება გააძლიეროს თავისი უსაფრთხოება, მაგრამ მხოლოდ რუსეთზე არ იქნება დამოკიდებული უკვე აშკარაა. მეტიც ამ პროცესში აქტიურად გამოიყენებს აშშ მოქმედ საკუთარ გავლენიან დიასპორასაც.
რაც შეეხება საქართველოს, მან აუცილებელია გააცნობიეროს, რომ აღნიშნულ სიტუაციაში გადამწყვეტია თავდაცვის მოდელის ახალებურად გააზრება და "ტოტალური თავდაცვის" ქართული ვარიანტის შემუშავება, რომელიც არამარტო სამხედრო, არამედ სამოქალაქო კონპონენტსაც მოიცავს და დაეყრდნობა ცნობილ პრონციპს: "თუ გსურს მშვიდობა, ემზადე ომისთვის". ამას გარდა, NATO-ში, როგორც მსოფლიო დონის სამხედრო ორგანიზაციაში, ინტეგრაციის პროცესი აუცილებელია გახდეს ქვეყნის ნომერი პირველი პრიორიტეტი, რადგანაც ჩვენი ქვეყნის ოკუპანტისთვის მხოლოდ NATO არის ანგარიშგასაწევი ძალა ვიდრე ევროკავშირი. ნიშანდობლივია ევროკავშირის წევრი- სახელმწიფოების, როგორიცაა ფინეთი და შვედეთი, რომლებმაც უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე განაცხადეს NATO-ს გაწევრიანების სურვილი და სასწრაფო წესით დაიწყეს ინტეგრაციის პროცესი(!!!). საყურადრებოა, რომ NATO-ში ინტეგრაციის პროცესი არ გამორიცხავს ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებას და ევროსტანდარტის საქართველოში დამკვიდრებას. პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ NATO-ში ინტეგრაციის დაჩქარება მოამზადებს ქვეყანას ევროკავშირის წევრობისთვის!!!
ამასთან ერთად, NATO-ში ინტეგრაციის პრიორიტეტულობას ამყარებს ის გარემოება, რომ საქართველოს ირგვლივ, როგორ კავკასიის რეგიონში, ასევე შავი ზღვის რეგიონსა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარეობა საომარი მოქმდებები და აუცილებელია საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების მდგრადობის გაძლიერება, რაც მხოლოდ NATO-ში ინტეგრაციის პროცესის გააქტიურებით არის შესაძლებელი. აქვე აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის, როგორც რეგიონალური ორგანიზაციის, წევრის სტატუსის მიღების შემდეგ, საქართველოს კიდევ დიდი გზა ექნება გასავლელი ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის მისაღებად. სამწუხაროდ რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, საქართველოს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა სჭირდება დღესვე, დრო არ ითმენს!!!  
5