დამშვიდობება

9
აიქროლებენ შენს გარშემო ცივი ქარები,
ნეტარი სითბო დაგჩემდება თებერვლის თვეში,
უარყოფ ღმერთს და მის გარშემო ადამიანებს,
კისერ-მოტეხილ სატანასთან დამეგობრდები.
იქნები მარტის უწყინარი, უმწიკლო წვიმა,
კართან დაგხვდება მოკრეფილი ლურჯი იები.
იამებ, თვალებს მოედება კვლავ ალისფერი,
კოპწია გრძნობის ნავსაყუდელს დაელოდები.
იპოვი ყელზე დაკიდებულ გვირილის სევდას
ლმობიერ ზეცას ახედავ და მოგაგონდები.
არ თქმული სიტყვა მოგეხვევა ჩემი მკლავივით.
შორს დაინახავ, რომ ვიღაცა უთუოდ შენ გგავს
ვაი, რომ მოვა ის უღმერთო, ვერა ძლებს სხვებთან,
იხარებს შენთან, მოშორებით ვითარც აჩრდილი,
ლანდად გაჩნდება სიბნელეში ბრმა სილუეტი.
იქნება შენთან, შენს გარეშე დაიფერფლება.
9