ვნებების თამაში

8
ალუბლისფერი აღსარება ვნებათა ქარში
გადასწვდომია გულში ჩაკლულ სონეტას ტრფობის
თეთრ დღესასწაულს უთენდება უმზეო დილა
რადგან გრძნობები გადაიქცნენ  უმწეო ბინდად.
მელანქოლია, უჩვეულო ღრმა საფიქრალი
მთლად არეული, დაქანცული დროის ისარი
ჩუმი ნაპირი, ზეცა მუქი მთლად მოხუშული
აჩქეფებული, ანგრეული ტალღა სიმძაფრით.
გარემოებით დაქცეული დასი თეატრის
დანაშაული უსასჯელოდ, ყალბი ფინალით
სიჩქარით დაკარგული ნელი სიზმარი
გაღვიძებისას დავიწყებულ ცხადში ვიყავით.
ქაოსით მოცულ რეალობას უკრავდნენ ტაშს
და lacrimosa ზე ადუნებდნენ ეგოს ფირალის
დამარცვალებულ სიყვარულსაც მოსწყინდა ყოფა
და დაანგრია აღსარებით ლურჯი ტაძარი.
სულში ავდარი აღარ იღებს, მუდამ იქ არის
დაჩაჩანაკდა ზეციერი უცხო მხედარიც
უფრთო ქებარით დარჩენილი ღმერთი ცხედარში
განსვენებული, დამხობილად მოსჩანს კედარში.
8