თანამედროვე კონსერვატიზმი ეროვნული ინტერესების დაცვაზე დგას

8
საქართველოში მოქმედი ფსევდოდასავლური და ლიბერალური პარტიების, როგორც მმართველი, ისე ოპოზიცაური პარტიების, 30 წლიანი საქმიანობის შედეგად, საქართველოში აშკარად გამოხატული პრორუსული პარტიის დაფუძნება უბრალოდ დროის საკითხი იყო და ესეც უკვე გაცხადდა. სამწუხაროდ, ამ დღეებში ალტინფო ჯგუფის მიერ საკუთარი პარტიის სადამფუძნებლო ყრილობა გამართა და საზოგადოებას კონსერვატიული მსოფლმხედველობის პოლიტიკური გაერთიანება წარუდგინა.
კონსერვატულობის მიუხედავად პარტია აშკარად პრორუსული გეზი აქვს, რაც მისი ლიდერების განცხადებებში ღიად და დაუფარავად გაჟღერდა. მათი განცხადებები და დღევანდელი სამოქმედო გეგმა ცალსახად მიუთითებს რუსეთთან დაახლოებასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენიის მოტივით ყველა დათმობაზე წასვლა ოკუპანტთან. ყოველივე არამარტო არ შეესაბამება დამოუკიდებელი საქართველოს ინტერესებს უახლოეს თვალსაწიერში, არამედ არც სახარბიელო იქნება ჩვენი ქვეყნისთვის ხანგრძლივ პერსპექტივაში. თუ რატომ, ამ კითხვაზე პასუხი "პრიმაკოვის დოქტრინაშია", რომლითაც დღეს რუსეთის მმართველი ელიტა ხელმძღვანელობს და ამ დოქტრინის გამოყენების პირდაპირი შედეგია 2008 წლის ომი, ყირიმის ანექსია, დონბასა და ლუგანსკში, სირიისა და მთიანი ყარაბახის კონფლიქტებში რუსეთის ჩართულობა. აშკარაა, რომ ეს დოქტრინა ზღუდავს მცირე სახელმწიფოების სუვერენიტეტს პოსტსაბჭოთა სივრცეში და თუ ამ დოქტრინას არ დაუპირისპირე დემოკრატიული საზოგადოების საერთაშორისო ერთობა, ძნელი იქნება მასთან გამკვლავება საქართველოსნაირი ქვეყნებისთვის.
ამას გარდა, საყურადღებოა, რომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტების დროს რუსეთი ჯარები უშუალოდ იდგნენ კონფლიქტის ზონაში და მეტიც აქტიურად უჭერდნენ მხარს სეპარატისტულ მოძრაობებს, მათშორის სისტემატიურად აწვდიდა იარაღებს სეპარატისტებს და ამრაგებდნენ ცოცხალი ძალითაც, გადამდგარი პროფესიონალური სამხედროებით. ფაქტია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში რუსეთი იყო დასუსტებული სახელმწიფო და გამოცხადებული იყო მისი დეფოლტიც, იგი მაინც ებრძოდა ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტს. ფაქტია, რომ დღევანდელი რუსეთისთვის ძლიერი და ერთიანი მეზობელი, დემოკრატიული და განვითარებული საქართველო მიუღებელია და ეწინააღმდეგება მის ეროვნულ.ინტერესებს. ამის ნათელი მაგალითია რუსეთი მოქმედი თავდაცვის, საგარეო და უსაფრთხოების დოქტრინები, რომელიც ეფუძნება ალექსანდრე დუგინის ევრაზიულობასა და პრიმაკოვის დოქტრინას.
ასე, რომ არამარტო უახლესი, არამედ რუსეთ-საქართველოს ურათიერთობის მთელი ისტორიაში ძნელად თუ მოიძებნება მომენტი, როდესაც რუსეთმა რაიმე დათმო საქართველოსთვის. და თუ მაინც შეიძლება მოიძებნოს რაიმე მსგავსი ფაქტი, იქვე დავინახავთ, რომ რუსეთის ინტერესი უბრალოდ დაემთხვა ქართულ ინტერესებს და დათმობაც მოხდა რუსეთში მყოფი ქართველების აქტიური მომაწილეობით. თუმცა, ასეთი მაგალითები თითქმის არ არის რუსეთთან ურთიერთობაში და სავარაუდოდ არც მომავალში შეიძლება იყოს.
რაც შეეხება დღევანდელ კონსერვატივიზმს, რომელიც ეყრდნობა ტეტჩერისრეიგანისა და ბუშის დოქტრინებს, უპირობოდ აღიარებს ეროვნული ინტერესების პრიმატს საერთაშორისო ურთიერთობებში და ამ ინტერესების ყოველმხრივ დაცვას საგარეო საფრთხებისგან, ხოლო ეროვნული ინტერესების და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვა საგარეო ფაქტორების მავნე ზეგავლენისგან, თავისმხრივ უზრუნვეყოფს საშინაო სტაბილურობას, მოქალაქეთა კეთილდღეობას და ადამიანის უფლებების დაცვას ქვეყნის იურისდიქციაში.
დღევანდელი კონსერვატივიზმი ეროვნული, პატრიოტული და მხედრული ფასეულობებით სარგებლობს ეროვნული ინტერესების რეალიზაციისას და ამიტომაც, იგი არ შემოიფარგლება მხოლოდ ადამიანის უფლებების დაცვით, როგორც თანამედროვე ლიბერალიზმი. კონსერვატიზმისთვის ადამიანის უფლებების დაცვასთან ერთად ეროვნული ინტერესების დაცვაც ფრიად მნიშვნელოვანია, რამეთუ პიროვნების თავისუფლების უზრუნველსაყოფად სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობის არსებობას და მისი სუვერენიტეტის დაცვას მიიჩნეევს. ამდენად, ახლადდაფუძნებული კონსერვატიული მოძრაობის თავმჯდომარის საჯარო განცხადებას, რომ გონიოში რუსეთის ჯარების განლაგება აფხაზეთის დაბრუნებას შეუწყობს ხელს, უფრო კოლობროციანისტულია თავისი არსით ვიდრე კონსერვატიული და ემსახურება კონსერვატიული მსოფლმხედველობის დისკრედიტაციას.
თანამედროვე კონსერვატიზმი რჩება თავისუფალი ეკონომიკის და სახელმწიფოს რეგულირების მინიმალიზაციის მომხრედ ქვეყნის შიგნით, მაგრამ ეროვნული ინტერესების და სახელმწიფოებრივი სურევენიტეტის დამცველი ქვეყნის გარეთ. კონსერვატიზმი ძლიერი ოჯახის და ტრადიციული ფასეულობების მხარდამჭერია. კონსერვატიზმი ეროვნული თანხმობის და საყოველთაო კეთილდღებიის მომხრეა. ამიტომაც, ბუნებრივია, რომ თანამედროვე ქართული კონსერვატიზმი სამ სვეტზე დგას: ოჯახი, სამშობლო, ღმერთი და ყველგან მთავარ საზრუნავად ადამიანს მიიჩნევს.  
8