მიმავალი

8
მიდის დრო და არ ჩერდება,
ასწრებს დღეებს წამები,
მოგონებად შემოსილი
წუთიერი ფრანებით.
ფრენდნენ, როგორც პეპლები
და ღამის უხმო ქარები,
ასეთ მთვარეს ვერც კი ათრობს
ვარსკვლავების თარეში.
ასეთ ღამეს ვერ წაბილწავს
წუთიერი წამები,
სად დავკარგეთ მზის სხივები
ანდაც თოვა პირქუში,
შემოდგომის ფოთოლცვენა
და ზაფხულის სინქრონი.
გადაიღებს მალე წვიმა
წვიმა არც კი ასველებს,
ისეთ ზეცას რა ვუთხარი,
ღრუბლებს, რომ ვერ ატირებს.
ფარდებს იქით გაზაფხულდა,
კრიფეს იასამნები,
ია ლურჯ ფერს შეიმკობს
და კონად გადდიადდების.
არა ეყო წლებს ურიგოს,
გზები უკუღმართებიმ
დაკარგული ნეტარების
დამხობილი თვალები.
8