მძულს ყოველი წამი, უშენობით ნათევი ღამე.
მძულს ადგილები, უჩვენობით რომ იწყენს გამვლელს,
მძულს მოგონება, შენი თმების სურნელი, ფერი
მძულს ჩემი თავი, რომ დამხრჩვალი მივყვები ტალღებს.
მიყვარს წვიმები, ნამთვრალევი, უძირო მთვარე
მიყვარს ქარები, ხეთა შრიალს რომ იწყებს გარეთ,
მიყვარს სევდა და მის გარშემო მწუხარე დარდი,
მიყვარს ავგული ბედისწერა, სიზმრები შენზე.
ფერები მუქი, აბსტრაქტული მეოცნებენი,
ზამთრის სუსხის დროს გაქცეულნი, პირამიდებში,
მუსიკა ჩუმი, უჩვეულოდ დადუმებული,
და შენზე ფიქრი უსამართლოდ დატყვევებული.
მიყვარს გრძნობები, ერთგულება, ქუჩის ძაღლები,
მიყვარს პოეტნი, თვითმკვლელობით გარდაცვლილები,
მიყვარს მენავე, იალქნებით ქარწაღებული,
და მიყვარს შენში აღდგომილი ტრფობის სონეტი.
მძულს ეს სიცოცხლე, მინიჭებულ იარლიყებით,
მძულს მზე ზამთარში, შემოდგომით მწვანე ფოთლები,
მძულს შენი ქუჩის უბადრუკი ლამპიონები,
და მძულს უშენოდ ჩამომჭკნარი თეთრი ვარდები.