ქართული ოცნება სიღარიბის წარმატებული მმართველი

4
საქართველოს მმართველმა პარტიამ, სადაც რამოდენიმე ათეული ქართველი მილიონერი არის გაერთიანებული, 9 წლიანი მმართველობის თავზე არამარტო ვერ მოახერხა სიღარიბის დაძლევა, თითქმის გაანადგურა საშუალო ფენა, მისი მცირე და საშუალო ბიზნესი. შეიძლება ითქვას, რომ ქართველი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის პარტია "ქართული ოცნება" სიღარიბის წარმატებული მართველია. ამიტომაც, პარტიას ამომრჩეველმა სამართლიანად "ოლიგარქიული" შეარქვეს. არავის აღარ ეპარება ეჭვი, რომ საქართველოს მართავს ოლიგარქია.
ბიძინა ვანიშვილის დეკლარირებული "შუას გაკრეფის პოლიტიკა" შეეხო არამარტო პოლიტიკას, არამედ ბიზნესაც. ეს ბუნებრივია, რადგან პოლიტიკური გაერთიანება დაფინანსების გარეშე ვერ იარსებებს. ამიტომაც, ბიძინა ივანიშვილისთვის ან/და მისი პარტიისთვის მიუღებელი პარტიები არ უნდა არსებობდნენ ქართულ პოლიტიკაში, უკეთეს შემთხვევაში ისინი მხოლოდ ფონის შემქნელები, მათ მხოლოდ "პოლიტიკური გარნირის" ფუნქცია უნდა ჰქონდეთ ფასადური დემოკრატიის შესაქმნელად. ასე უყურებს მილიარდერი ქართული პოლიტიკის დაფას და ამას ახორციელებს მისი დაფუძნებული და მართული პარტია და მისი ლიდერები.
შესაბამისად, ოცნების სტრატეგია მარტივია: ამომრჩეველი არ უნდა იყოს მდიდარი ან თუნდაც მატერილურად უზრუნველყოფილი, რადგან არ შექმნას ივანიშვილისგან არაკონტროლირებადი პოლიტიკური გაერთიანება. ამას გარდა, საქართველოში არ უნდა არსებობდეს ივანიშვილისგან უკონტროლო ფინანსური ნაკადი, რომელიც პოლიტიკაში შეაღწევს და შექმნის კონკურენტუნარიან პოლიტიკურ გაერთიანებას და დაუპირისპირდება ოცნებას. ამ სტრატეგიას აქვს თავისი საფუძველი, რადგან მან იცის, რომ მომავალში იგი ვეღარ ჩაანაცვლებს ოცნებას ახალი პარტიით, როგორც ეს 2012 წელს განახორციელა, როდესაც 2002-2011 წლებში მის მიერ სრულად მხარდაჭერი (მხარდაჭერის დეტალები იხილეთ კოტე კუბლაშვილის და გიგი უგულავას ინტერვიუებში, ასევე გაეცანით ნაციონალური მოძრაობის 2008 წლის და ოცნების 2012 წლის საარჩევნო მასალებს, ძალზედ ბევრი დამთხვევაა!!!), მიხეილ სააკაშვილი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ჩაანაცვლა საკუთარი პარტიით და კოალიციით. ეს ჩანაცვლებაც ლამაზად შეფუთა სხვა პარტიებთან კოალიციით, უმეტეს წილად ნაციონალური მოძრაობის ყოფილი პარტნიორებით (რესპუბლიკელები, თავისუფალი დემოკრატები).
ამ სტრატეგიის ნაწილი იყო და არის ე.წ. "კოჰაბიტაცია" ანუ მიხეილ სააკაშვილისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შენარჩუნება ქართულ პოლიტიკაში, სახელმწიფო სამსახურსა და მათი მოწვევა თვით ოცნების პარტიულ სტრუქტურებში. მიზეზი ნათელია, ბიძინა ივანიშვილის სრული მხარდაჭერის გარეშე დანჩენილ ნაციონალურ მოძრაობას 2012 წლიდან არ გააჩნია იმდენი პოლიტიკური რესურსი, რომ ჩაანაცვლოს ოცნება და აიღოს ძალაუფლება. ამის ნათელი მაგალითია 2012 წლიდან დღემდე ჩატარებული ყველა დონის არჩევნების შედეგები.
შედეგად ბიძინა ივანიშვილმა და მისმა პარტიამ მიიღო, როგორც სპორტში იტყვიან, სასარგებლო სპარინგ-პარტნიორი ნაციონალური მოძრაობის სახით. ამიტომაც, 2012 წლიდან, სახელმწიფო და თვითმმართველობების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მუდმივად მონაწილეობენ და მსუყედ იღებენ სატენდერო თანხებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობასთან დაახლოებული ბიზნესმენები თუ კომპანიები, რომლებიც შემდგომ ნაციონალური მოძრაობის შემომწირველებად გვევლინებიან. ამის გარდა, როგორც პარტია, ნაციონალური მოძრაობა, იღებს ყოველწლიურ პირდაპირ დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან (დაფიანსების დეტელები განთავსებულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე).
აღნიშნულის გათვალისიწნებით, საფუძვლიანად შეიძლება ითქვას, რომ ბიძინა ივანიშვილის 2002-2021 წლებში მხარდაჭერილ ორივე პარტიას 2013 წლიდან მუდმივად აფინანსებს საქართველოს გადამხდელები, სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ეს დაფინანსება გაგრძელდება 2024 წლამდე, თუ რამე არ შეიცვალა ქართულ პოლიტიკაში მაგ დროისთვის.
ამიტომაც, იმისთვის, რომ ივანიშვილმა თავისი პარტიით შეინარჩუნოს ძალაუფლება: აუცილებელია ორივე მხარდაჭერილი პარტია იყოს აქტიური ქართულ პოლიტიკაში და არ დაუშვას მესამე ძალის ჩამოყალიბება, ხოლო ამისთვის აუცილებელია სხვა არასასურველ პარტიებს გადაეკეტოს დაფინანსების წყარო საქართველოში. მარტივად რომ ვთქვათ ამომრჩეველი უნდა იყოს ღარიბი!!! ამის ნათელი მაგალითია ოცნების "ძველი გვარდია", ე.წ. 2012-იანელები, რომლებიც გაწირა ივანიშვილმა უმუშევრობისთვის და სიღარიბისთვის (ზოგიერთი კი - ემგრანტობისთვის), ხოლო ისინი ჩაანაცვლა მორჩილი კოჰაპიტირებული ნაციონალებით ან ნაციონალების მხურვალე მხარდამჭერებით თანამდებობზე, როგორც პარტიაში, ასევე სახელმწიფო სტრუქტურებში, რადგანაც თავისუფლებისა და დემოკრატიის მსურველი 2012-იანელები, რომლებიც დაუპირისპირდნენ და დაამარცხეს მიხეილ სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმი, შემდგომში დაამარცხებდნენ მის ოლიგარქოულ რეჟიმსაც!!! საყურადღებოა, რომ "ქართული ოცნების კოალიციის" ე.წ. 2012-იანელების ნაწილი ბიძინა ივანიშვილის და მისი პარტიის მოწინააღმდეგეა... 
ამდენად, დღეს გვაქვს სამწუხარო მოცემულობა, რომ ქართველი ამომრჩევლის სიღარიბე ეს არის გარანტია ოლიგარქოული ოცნების მმართველობის და ავტორიტარული ნაციონალური მოძრაობასთან კოჰაბიტაციის შენარჩუნების. შესაბამისად, ოლიგარქიული ოცნება ინარჩუნებს მმართველი პარტიის სტატუსს, ხოლო ავტორიტარული ნაციონალური მოძრაობა კი - მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსს. სახეზეა ბიძინა ივანიშვილის ორი ხელით თამაში, რომელიც ხელს უშლის მესამე პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებას თავისუფალი ამომრჩევლის მიერ!!!
ამასთან ერთად, ბიძინა ივანიშვილს არ ავიწყდება, რომ სიღარიბის მმართვაში მნიშვნელოვანია, რომ მმართველს არ გამოეპაროს ზღვარი, როდესაც სიღარიბე გადადის შიმშილში და მშიერ ამომრჩეველს არაფერი არ აქვთ დასაკარგი, იწყებს აჯანყებას. ესეც კარგად აქვს გათვლილი ბიძინა ივანიშვილს და ნებსით თუ უნებლიედ ამ საკითხში მას აქტიურად ეხმარება ქართული ემიგრაცია, რომლებიც ყოველწლიაურად თითქმის მილიარდ დოლარის ოდენობის გზავნილებს აგზავნის საქართველოში, ხოლო ამ თავდადებისთვის ოცნების მთავრობას 2016 წლიდან სრულიად უყურადღებოდ აქვს დატოვებული ემიგრანტები უცხოეთში. ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტიის ლიდერები დარწმუნებულები არიან, რომ ემიგრაცია ყოველთვის გადმორიცხავს უცხოურ ვალუტას ოჯახებისთვის საქართველოში და მას რაიმე ყურადღება მთავრობის მხრიდან არ ესაჭიროება. მეტიც, მთავრობა ხელსაც კი შეუწყობენ საქართველოში მყოფებს ემიგრაციაში წასასვლელად, რადგან ბიძინა ივანიშვილის სიტყვებით, სამუშაო ადგილების შექმნას დიდი ფინანსური რესურსი ესაჭირობა, რომელიც მილიარდელსა და მისი პარტიის მილიონერებს რატომღაც არ გააჩნიათ. ასე რომ, ქართველი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის პარტია "ქართული ოცნება" სიღარიბის წარმატებული მმართველია!!!
ასე, რომ ბიძინა ივანიშვილმა შექმნა სისტემა, რომელიც დიდხანს უზრუნველყოფს მის მმართველობას საქართველოში. თუმცა არის ერთი გარემოება, რომ მის მართულ საქართველოში მის ოჯახის წევრებსაც არ უნდათ ცხოვრება და ისინი მუდმივად ცხოვრებენ უცხოეთში, ისინიც ემიგრანტები არიან, ხოლო თუ გაეროს მონაცემებს დავუჯერებთ, თუ ემიგრაცია ასე გაგრძელდა 50 წელში ქართველობა არ იქნება დომინანტი ერი საქართველოში!!! 
დღეს ქართულ პოლტიკაში ყველაფერი ხელისგულზეა!!! დღეს ყველა ჩანს ვინ ვინაა!!! მაგრამ რა გამოსავალი რჩება ქართველ ამომრჩეველს ამ სიტუაციაში? გაგრძელება შემდეგ სტატიაში...
4