შეცდომების გააზრება იწყება?!

3
როგორც ჩანს მმართველი პარტიის აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებმა დაიწყეს ამავე პარტიის საკანონმდებლო ხელისუფლების წევრების შეცდომების გააზრება. როგორც იტყვიან სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს...
ამიტომაც, ჯერ ერთი, იქნებ ორივე ხელისუფლებამ ბოლომდე გაიზროთ, რომ ამ ფორმით კანონის ძალაში შესვლას ეწინააღმდეგება არმარტო ძალიან ბევრი დასავლური ორგანიზაცია, არამედ საქართველოს სტარატეგიური პარტნიორი-სახელმწიფოები, რომლებიც ეხმარებიან ქართველ ხალხს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის განმტკიცებაში, მაგრამ თუ როგორ ეფექტურად იყენებს ამას ჩვენი ხელისუფლებები ეს მოახლოვებულ არჩევნებზე გასარკვევი საკითხია.  
მეორედ, იქნებ მმართველი პარტიის გააზრებულმა წევრებმა მთავრობაში ჯერ კიდევ გაუაზრებელ წევრებს პარლამენტში აუხსნათ, რომ პარლამენტის 150 წევრიდან 84 დაუჭირა მხარი ამ კანონის მიღებას, რაც საკმარისია შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად. ამიტომაც, იქნებ თავად გამოასწორონ უკვე გაფუჭებული საქმე...
და ბოლოს, ამ გაფუჭებული საქმის გამოსწორებისას, იქნებ კარგად გაიაზროთ ვენეციის კომისიის სამართლებრივი შენიშვნები და ქართველი ხალხის საპროტესტო მოთხოვნები, რადგანაც ოპოზიციას საერთოდ არ გააჩნია რაიმე შენიშვნა ისე ჩაიარა საპარლამენტო მოსმენებმა, ხოლო პრეზიდენტის შენიშვნები იუმორისტული სკეჩისთვის თუ გამოდგება...
სტატია ვრცლად - https://tinyurl.com/2s4anv8r
3