სამართლიანობის აღდგენა შეიძლება დღეს!!!

ByთანამემამულეGeorgia8 Nov, 2021
7
დღევანდელი მმართველი და მთავარი ოპოზიციური პარტიები ერთხმაში ამბობენ, რომ სამართლიანობის აღდგენა დღეს შეუძლებელია. ორივე მხარეს სხვასასხვა არგუმენტები მოჰყავთ, კერძოდ: ქართული ოცნება ამბობს, რომ ეს შეუძლებელია იმიტომ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი დაზარებულებისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ვერ შეძლებს, ხოლო ნაციონალური მოძრაობა კი, - ე.წ. "კლანი"-ს მიერ მართული სასამართლო ვერ შეძლებს სამართლიანად აღასრულოს მართმსაჯულება. ამიტომაც, დღეს ათი ათასობით მოქალაქე და მისი ოჯახი უიმედოდ ელოდება მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მიერ მათ წინააღმდეგ ჩადენილი სისტემური დანაშულის გამოძიებასა და უშუალო დამნაშავეების დასჯას.
სამართლიანობის აღდგენის პროცესის ჩიხში შესვლა სრულიად აკმაყოფილებს, როგორც ქართულ ოცნებას, ასევე კოჰაბიტაციაში მყოფ ნაციონალურ მოძრაობას, რადგანაც პოლიტიკურ მოედანზე ოცნება ინარჩუნებს თავის უღალატო სპარინგ-პარტნიორს, რის შედეგადაც ქართული ოცნება რჩება მმართველ პარტიად, ხოლო ნაციონალური მოძრაობა კი, - მთავრ პოლიტიკურ ძალად და ერთად აფერხებენ მესამე პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებას. მოკლედ, ორივე პარტია კეთილსინდისიერად ასრულებენ ბიძინა ივანიშვილის დავალებას შუას გაკრეფის თაობაზე!!!
ორივე პარტიის პოლიტიკური მიზნები გასაგებია და ნათელია. ამაზე სტატიაში "ქართული ოცნება სიღარიბის წარმატებული მმართველი" ვისაუბრეთ და აქ აღარ შევჩერდებით. ამჯერად, ჩვენი მიზანია განვიხილოთ ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერილი პარტიების არგუმენტების სისწორე სამართლიანობის აღდგენის საკითხში.
დავიწყოთ ქართული ოცნების არგუმენტით, რომელიც თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა და თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი იმიტომ შეჩერდა, რომ სახელმწიფოს არ აქვს საჭირო ფინანსური რესურსი, რომ შეძლო მიხეილ სააკაშვილის რეჟიმით დაზარებულებისთვის ზარალის ანაზღაურება. ამ არგუმენტზე იტყვიან, რომ ნახევრად ნათქვამი სიმართლე არისო, რადგანაც ბიუჯეტიდან გასული თანხა არ არის გამხდელის მიერ გადახილი დაკარგული გადასახადი, რადგანაც მოცემულ შემთხვევაში, თუ დანაშაული დატკიცდა და გამოვლინდა კონკრეტული დამნაშავე სახელმწიფო მოხელე, მაშინ მას მოუწევს სახელმწიფოსთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება, ასევე ზარალის ანაზღაურება მოუწევს მის ოჯახს, რომელმაც ისარგებლა დამნაშავე მოხელის მიერ მიღებული ხელფასით თუ სხვა ფინანსური წახალისებით სახელმწიფოს მხრიდან, ასევე სახელმწიფოს მიერ მიღებული ფინანსური წახალისებით შეძენილი ქონებითაც, როგორც დანაშაულის ჩადენის შედეგად მიღებული სიკეთით. დამნაშავე სახელმწიფო მოხელისგან ამოღებული სახსრები გადავა სახელმწიფო ხაზინაში. ამ მხრივ, ბრწყინვალე გამოცდილება აქვს იტალიის სამრთალდამცავებს სამოხელეო დანაშაულებების, მათ შორის კორუფციის, გამოძიების სფეროში და მათი კონსულტაციებით შესაძლებელია ეფექტური მექანიზმების შექმნა. ასე, რომ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს დაზარებულებზე გაცემული კომპენსაცები შეივსება მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დამნაშავე სახელმწიფო მოხელეების მიერ!!!
რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის არგუმენტს, რომ ე.წ. "კლანი"-ს მიერ მართული სასამართლო ვერ შეძლებს სამართლიანად აღასრულოს მართმსაჯულება, ამ არგუმენტზეც, როგორც ქართული ოცნების არგუმენტზე, იტყვიან, რომ ნახევრად ნათქვამი სიმართლე არისო, რადგანაც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დამნაშავე სახელმწიფო მოხელეები იმსახურებენ სამართლიან სასამართლოს, მაგრამ არა ე.წ. "კლანი"-ს მოსამართლის მიერ გამოტანილ ვერდიქტს, არამედ იმ 12 ნაფიცი მსაჯულის, იმ 12 საქართველოს მოქალაქის მიუკერძოვებელ ვერდიქტს, რომელზეც 12 ნაფიცი მსაჯულზეც შეთანხმდება ბრალდებაც (პროკურორი) და დაცვა (ადვოკატი). სწორედაც, 12 საქართველოს მოქალაქის ვერდიქტით მოხდება ბრალდებული სახელმწიფო მოხელის დამანაშევედ ცნობა და არა მოსამართლის გადაწყვეტილით, თუნდაც ეს მოსამართლე ე.წ. "კლანი"-ს ერთგული წევრი და ქართული ოცნების დავალებების უპირობო შემსრულებელი იყოს. დღევდელი სისხლის სამართლის პროცესი იძლევა ბრალდების (ქართული ოცნება) და დაცვის (ნაციონალური მოძრობა) მიერ შერჩეული 12 ნაფიცი მსაჯულის სასამრთლოს შესაძლებლობას, რომელიც შეძლებს მიუკერძოვებელი ვერდიქტის გამოტანას!!!
მაგრამ ამ საკითხებზე არ საუბრობს არცერთი მხარე, რადგან ორივე მხარესთვის პოლიტიკურად წამგებიანია როგორც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დამნაშავე სახელმწიფო მოხელეების გასამართლება, ასევე ნაფიცი მსაჯულების ანუ ხალხის ვერდიქტი. მიზეზები მარტივია, რადგანაც პირველ შემთხვევაში, დამნაშავე სახელმწიფო მოხელეების გასამართლება დაასამარებს კოჰაბიტაციას და ქართულ ოცნებას დააკარგვინებს უპირობოდ მორჩილ სახელმწიფო მოხელეებს, ხოლო მეორე შემთხვევაში, 12 ნაფიცი მსაჯულის სასამრთლოს შემთხვევაში, კი - ბრალდება (ქოცები) ვეღარ იტყვიან ჩვენ გავასამართლეთო (თუ აწყობთ საერთოდ სააკაშვილის გასამართლება საკითხავია ჯერ კიდევ?!), ხოლო დაცვა (ნაცები) ვეღარ იტყვიან სააკაშვილი უდანაშაულოა, ისევე როგორც დასავლეთი ვეღარ დაიცავს სააკაშვილის უდანაშაულობას.
ამიტომაც, როგორც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დამნაშავე სახელმწიფო მოხელეების გასამართლება, ასევე ნაფიცი მსაჯულების ანუ ხალხის ვერდიქტი, სრულად დაასამარებს ბიძინა ივანიშვილის შუას გაკრეფის პოლიტიკას და შეარყევს მის სრულ კონტროლს მმართველ პარტიასა და მთავარ ოპოზიციურ ძალაზე, რამეთო ორივე მისი პირმშოა, ორივე მისი მხარდაჭერილია და როგორც ჩანს მათი დაკარგვის ძალზედ ეშინია, რადგანაც თუ პოლიტიკური სცენიდან გაქრება რომელიმე იგივე ბედი ეწევა მეორესაც და ბიძინა ივანიშვილის გავლენა თუ არ გაქრება საგრძნობლად შესუსტდება!!!
ByთანამემამულეGeorgia8 Nov, 2021
7