Hashtags
Vaziani, Georgia1k Monthly reads · No posts last week
August 12

Now in Vaziani

28
ნამდვილი ფერები მსოფლიოზე
Vaziani · 3 weeks ago
მუსიკალური ფესტივალი
სასიამოვნო განტვირთვა, გიჟური გართობა, სიმშვიდის შეგრძნება, ემოციების გადმოცემა. ეს მცირე ჩამონათვალია იმ ყველაფრისა რისი შეგრძნების საშუალებასაც მუსიკა გვაძლევს. მასში ხომ ხშირად ვპოულობთ შვებას, რადგან ის ადამიანის ცხოვრების თანმდევი ნაწილია. მისი მეშვეობით ვუზიარებთ ერთმანეთს ემოციებს, გრძნობებს, შეხედულებებს, აზრებს, ფიქრებს. ადამიანის ცხოვრებაში მას დიდი ადგილი უჭირავს. როგორც იტყვიან ,,როდესაც ბედნიერი ხარ, გსიამოვნებს მუსიკა. როდესაც მოწყენილი ხარ, იაზრებ ტექსტს“. მისმა ამ თვისებებმა, გამოიწვია მისი მრავალფეროვნება. ჩვენ ყველას განსხვავებული ჟანრის მუსიკა მოგვწონს და მათ მოსასმენად ხშირად მივდივართ: კონცერტებზე, ფესტივალებზე, სხვადასხვა საღამოებზე ან უბრალოდ ჩვენთვის მყუდრო ადგილას, სადაც შევძლებთ ბოლომდე შევიგრძნოთ ის. დღეს მე მსურს გესაუბროთ მუსიკალურ ფესტივალებზე, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობენ მსოფლიოში. ისინი ძირითადად ზაფხულის ცხელ დღეებში იმართება. უამრავი ადამიანი მსოფლიოს გარშემო დიდი მოთმინებით ელის მას, რათა რამდენიმე დღე ან კვირა სასიამოვნოთ გაატაროს ღია ცის ქვეშ, მეგობრებთან ან ახლობლებთან ერთად. მსოფლიოში უამრავი მუსიკალური ფესტივალი ტარდება, მაგრამ არის რამდენიმე მათგანი რომელიც გამოირჩევა პოპულარობით, მასშტაბით და ხანგრძლივობით. მაგალითად: Coachella Valley Music and Arts Festival, Tomorrowland, Glastonbury Festival, Woodstock, Rock in Rio, Danube Island Festival და ა.შ. აქვე მსურს ვახსენო მუსიკალური ფესტივალები, რომლებიც საქართველოში ტარდება და რომლებიც, ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობენ, არა მარტო საქართველოში არამედ მთელ ევროპაში. მაგალითად: ANAKLIA ECHOWAVES, ჯაზ-ფესტივალი და სხვა. როდესაც მუსიკალურ ფესტივალებზე ვსაუბრობთ, უამრავ ადამიანს პირველი რაც ახსენდება არის Coachella Valley Music and Arts Festival. ყოველწლიური მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალი, რომელიც ტარდება Empire polo club-ში, კალიფორნიაში. მას საფუძველი 1999 წელს ჩაეყარა და პირველ წელს მხოლოდ 10 000 მაყურებელი ჰყავდა. თუმცა დღეს დღეობით ის ერთ-ერთი პოპულარული ფესტივალია და ადამიანები მთელი მსოფლიოდან მიდიან. ეს არის ფესტივალი მრავალფეროვანი მუსიკით. აქ მოუსმენ ისეთი ჟანრის მუსიკას, როგორიცაა: პოპი, როკი, ჰიფ-ჰოფი, ინდი და ელექტრონული საცეკვაო მუსიკა. აქვე აღსანიშნავია ის რომ, უამრავი ცნობილი მომღერალი იღებს ამ ფესტივალში მონაწილეობას. როგორებიც არიან: Beyonce, Lewis Capaldi, Ed Sheeran, Calvin Harris, Paul McCartney და სხვა. ამ ფესტივალზე თქვენ ისიამოვნებით არა მარტო მუსიკით არამედ გარემოთიც. ეს არის ფესტივალი რომელშიც გაერთიანებულია სიამოვნება, სანახაობა, გართობა და აღმოჩენები. როდესაც ცნობილ მუსიკალურ ფესტივალებზე ვსაუბრობთ აუცილებლად უნდა ვახსენოთ Glastonbury Festival, რომელიც Coachella-სთან შედარებით უფრო ძველია. ეს არის 5-დღიანი თანამედროვე საშემსრულებლო ხელოვნების ფესტივალი, რომელიც ტარდება ინგლისში. პირველად ის 1970 წელს ჩატარდა, ჯიმი ჰენდრიქსის გარდაცვალებიდან მეორე დღეს და გაგრძელდა ორი დღე. მისი ღირებულება £1 შეადგენდა და მასში შედიოდა უფასო რძე ადგილობრივი ფერმიდან. მას შემდეგ ფესტივალი განვითარდა და იქცა ყველაზე წარმატებულ და ცნობილ მუსიკალურ ფესტივალად. აქ თანამედროვე მუსიკის გარდა შეგიძლიათ ნახოთ ხელოვნების სხვადასხვა დარგები, როგორიცაა: ცეკვა, კომედია, თეატრი, კაბარე და ასევე მოინახულოთ ცირკი. ეს არის ფესტივალი სავსე სანახაობითა და გართობით. ერთ-ერთი რამ რითაც ეს ფესტივალი განსაკუთრებულია, არის მუსიკალური ჟანრების შეუზღუდაობა. აქ შეგიძლიათ მოუსმინოთ ნებისმიერი ჟანრის მუსიკა თქვენი საყვარელი შემსრულებლის შესრულებით. სწორედ ეს უკანასკნელია ის ერთ-ერთი მიმზიდველი ფაქტორი. ამ ფესტივალზე მყოფი ადამიანები ეზიარებიან მუსიკის სხვადასხვა ჟანრს, რაც უფრო შთამბეჭდავს ხდის მას. ჩვენი ქვეყანა იმისდა მიუხედავად რომ არ გამოირჩევა მუსიკალური ფესტივალების მრავალფეროვნებით, ბოლო რამდენიმე წელია რაც აქტიურად ატარებს სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის ფესტივალებს. ამით ცდილობენ განავითარონ ეს მიმართულება. ამის ერთ-ერთი კარგი მაგალითია ANAKLIA ECHOWAVES. ეს 4-დღიანი მუსიკალური ფესტივალია, რომელიც ტარდება ანაკლიაში, საქართველოში. პირველად ფესტივლი 2018 წელს ჩატარდა „EXIT”-ის ფარგლებში. „EXIT”-ს 2014 წელს „ევროპის საუკეთესო ფესტივალი“ ეწოდა, რის შემდგომაც გადაწყვიტეს მისი დახმარებით გაემართათ ფესტივალი. მას შემდეგ ის ყოველწლიურად იმართება. ეს არის ფესტივალი სადაც შეგიძლიათ მოუსმინოთ სხვადასხვა ჟანრის მუსიკას, გაერთოდ და ისიამოვნოთ მცხუნვარე მზის ქვეშ. ეს ფესტივალი ცნობილია არა მარტო საქართველოში, არამედ მთლიან ევროპაში. ის აღიარეს ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფესტივალად. ეს მცირე ჩამონათვალია იმ შესანიშნავი ფესტივალებისა, რომლებიც მთელ მსოფლიოში ტარდება. თითოეული ფესტივალი განსხვავებულია ჟანრობრივად თუ შემოთავაზებული აქტივობებით, მაგრამ თითოეულ მათგანს აერთიანებს ერთი რამ, რასაც მუსიკა და მისდამი სიყვარული ჰქვია. #ტექნოლოგიები #ჯანსაღიცხოვრება #მოდა #მოგზაურობა #ხელოვნება #ახალიამბები Feedc #feedcgrant
+6
ნამდვილი ფერები მსოფლიოზე
Vaziani · 3 weeks ago
ტექნოლოგია
XXI-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა რომელიც უბრალოდ არ წყვეტს განვითარებას დღითიდღე უფრო დახვეწილი და გამოყენებადი ხდება წარმოუდგენელია XXI-ე საუკუნის ადამიანის თუნდაც მომავლის ადამიანის მის გარეშე წარმოდგენა ტერმინი ტექნოლოგია პირველად შემოღებული იყო გერმანელი მეცნიერის იოჰან ბეკმანის მიერ 1772წელს. ტექნოლოგია არის მეცნიერება იმ იარაღების, პროცესებისა და მეთოდების შესახებ, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა საგნების და ობიექტების დამზადებისათვის, რაიმეს წარმოების მიზნით. სხვაგვარად, ტექნოლოგია ეს არის ნივთიერების, ენერგიის და ინფორმაციის გადამუშავების ხერხი. ტექნოლოგიების განვითარების პროცესში გარდატეხა შეიტანა ისეთმა მოვლენებმა, როგორებიც იყო: ორთქლის ძრავის გამოგონება 1712 წელს, ელექტრობისა და შიგა წვის ძრავის გამოყენება 1800–იან წლებში, კავშირგაბმულობის საშუალებებისა და ელექტრონიკის განვითარება ბოლო ათწლეულებში, ასევე ატომური და კოსმოსური ტექნიკა და ტექნოლოგიები. როგორც ზევით ვახსენე ტექნოლოგია დღითიდღე იმდენად ვითარდება რომ დღეს მას შეუძლია ადამიანის ჯანმრთელობის გაუმჯობესება და ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარება მედიცინაშიც: სტომატოლოგია, ქირურგია,ტრავმაყოლოგია,ნეირო-კარდიო ქირურგია,ქიმიო თერაპია ფართოდ გამოიყენება და დიდ შედეგამდეც მიჰყავს ექიმები. დღევანდელ რეალობაში ადამიანებს შორის დისტანციის დაცვა რთულად წარმოსადგენია მაშინაც კი როცა COVID 19 ისდროს ექიმების მთავარი რეკომენდაციას წარმოადგენს სახლში დარჩემა და საქმეების სახლიდან მართვა კომპიუტერის და ინტერნეტის გარეშე წარმოუდგენელია დღეს კომპიუტერი რომელიც სახლში გვაქვს ბევრად განსხვავებულია პირველი კომპიუტერისგან ის უფრო კომპაქტური,კომფორტული და მოსახერხებელია ზუსტად იგივე გზა გაიარა ინტერნეტმაც ჩვენამდე რომ ისე მოეგწია როგორიც დღეს არის ვგულისხმობ მეხუთე თაობის 5G ინტერნეტს მან გამოჩენისთანავე პანიკა და შფოთვა გამოიწვია ხალხის დიდ ნაწილში რა არის 5G და რას მოუტანს ის ადამიანს? სუპერსწრაფი „მეხუთე თაობის 5G“ მობილური ინტერნეტი ზოგიერთ ქვეყანაში 2019 წელს ამოქმედდება. გვპირდებიან, რომ გადმოწერის სიჩქარე 10-20-ჯერ სწრაფი იქნება, ვიდრე ახლა გვაქვს. ის მომდევნო - მეხუთე თაობის მობილური ინტერნეტკავშირია, რომელიც ყველაზე სწრაფ ჩამოწერისა და ატვირთვის სიჩქარეს გვპირდება, უფრო მრავალფეროვანი და უფრო სტაბილურია. მისი ამოქმედება რადიოსიხშირის გამოყენების უკეთეს ხარისხსა და ერთი და იმავე ადგილიდან, უფრო მეტი ადამიანისთვის ხარისხიან ინტერნეტთან ხელმისაწვდომობას გაზრდის. რისი გაკეთების საშვალებას იძლევა? „რაც უნდა იყოს, ვიცით, რომ ჩვენი სმარტფონებით საქმეს სწრაფად და ხარისხიანად გავაკეთებთ“, - განმარტავს იან ფოგი OpenSignal-იდან, რომელიც მობილური ინტერნეტკავშირის ანალიზის კომპანიაა. წარმოიდგინეთ უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებიც სამძებრო-სამაშველო მისიას ასრულებს. იქნება ეს ხანძრის დროს გაწეული სამუშაო თუ სატრანსპორტო სისტემის მონიტორინგი. ამ ყველაფერს უსადენო ინტერნეტკავშირი სჭირდება, რომელიც დრონებს ერთმანეთთან და 5G სადგურებთან დააკავშირებს. 4G ინტერნეტის სიჩქარე საუკეთესო შემთხვევაში წამში 45მბ-ია ინდუსტრია იმედოვნებს რომ 5G-ის სიჩქარე 1გბ-მდე გაიზრდება და 10-20 -ჯერ სწრაფი იქნება წინა თაობის ინტერნეტზე რაც შეეხება თეორიას რომ ის ჯანმრთელობას ვნებს კვლევებით დამტკიცდა რომ აფსურდია ისეთ ქვეყნებში სადაც უკვე იყენებენ მაგ: სამხრეთ კორეაში არცერთი შემთქხვევა არ ყოფილა 5Gით დაზარალების პირიქით ერთი-ორად გაამარტივა ვირუსთან ბრძოლა და ონლაინ ცხოვრებაც. ტექნოლოგიის საჭიროებაზე წარსული ფაქტებიც მეტყველებს და ამდტკიცებს რომ მისი ცოდნა და სწორი გამოყენება ძალააა. მეორე მსოფლიო ომის დროს ერთ-ერთ საიდუმლო დავალებას წარმოადგენდა გერმანელების კოდის გაშიფრვა და მათი კორდინატების დადგენა ალან ტიურინგის, ლეგენდარული მათემატიკოსის, კრიპტოლოგის ისტორია, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს შექმნა მანქანა "ენიგმა", გერმანული კოდის, გასატეხად ენიგმა — გერმანული წარმოების პორტატიული ელექტრომექანიკური მანქანა, ის იყენებს როტორებს, უხმობს მათ ავიდნენ ცილინდრებზე ინფორმაციის კოდირებისათვის და\ან დეკოდირებისათვის. უფრო სწორედ, „ენიგმა“ — მანქანების მთელი ოჯახია, ვინაიდან არსებობდა მრავალი სხვადასხვა ვარიანტი. ის იქნა გამოშვებული გაყიდვაში ევროპასა და მთელს დანარჩენ მსოფლიოში 1920 წლიდან. ის ასევე იყო გამოყენებული სამხედრო და დიპლომატიური დანიშნულებით არაერთ ნაციაში. ყველაზე მეტად მას იყენებდნენ გერმანელები და მათი მოკავშირეები, მეორე მსოფლიო ომში და მის დაწყებამდე. მიუხედავად იმისა რომ მეორე მსოფლიო ომამდე, მისი მომხმარებლების მიერ ის იყო განხილული როგორც ზუსტი, ინგლისელ კრიპტოლოგების შეეძლოთ ამ მანქანით დაშიფრული გზავნილების გაშიფრვა ელექტრომექანიკური ბომბებით. ამ წყაროს წყალობით მიღებულმა ინფორმაციამ საკმაოდ წინ წაწია ინგლისი ომში. ნავარაუდებია რომ ევროპის ბრძოლა დასრულდა ერთი წლით ადრე გერმანული კრიპტოანალიზის კოდის ხარჯით, რომელშიც საკმაო როლი ითამაშა ენიგმათი დაშიფრული ინფორმაციის გაშიფრვამ. თუმცა მანქანას ჰქონდა თავისი ნაკლებიც, დაშვებული ენიგმას გამომყენებელი დამშიფრველების მიერ, ისევე როგორც პოლიტიკოსების არასწორი ნაბიჯები, რომლებმაც შეამცირეს დაშიფრვის სირთულე. #ასტროლოგია #ტექნოლოგიები #მეცნიერება #ბიზნესი #ხელოვნება #ახალიამბები Feedc Feedc Community საქართველო #feedcgrant #feedcgrantproject
+6
Maka Yifshidze
Vaziani · 4 months ago
August 12

Now in Vaziani

28
Wednesday
32° / 21°
Thursday
29° / 20°
Friday
31° / 18°
Saturday
29° / 18°
Sunday
19° / 9°
Exchange rate
1 USD
3.09
1 EUR
3.65