Hashtags
Melekeduri, Georgia84 Monthly reads · 1 post last week
August 3

Now in Melekeduri

25
Start telling story...
მარიამ ვაშაყმაძე
Melekeduri · 13 hours ago
მარცხი გამარჯვებაა
გამარჯვებებისთვის მხოლოდ მაშინ იქნები მზად, როცა მარცხის შიშს დაამარცხებ. დიდ მოგებას ძალიან ბევრი წაგება უდევს საფუძვლად. როცა ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც იმარჯვებენ, გვინდა, რომ ჩვენც პირველვე ცდაზე მივაღწიოთ დასახულ მიზანს და არ ვფიქრობთ იმაზე, რომ ჩვენ არ ვიცით, სად და რამდენჯერ დამარცხდნენ წარმატებული ადამიანები. თუ რამეს მოინდომებთ და მისი შესრულებისას ბევრჯერ დამარცხდებით, დანებების ნაცვლად უნდა გიხაროდეთ, რადგან ყოველი წაგების შემდეგ თქვენ იცვლებით და ძლიერდებით, სწორედ ბევრი მარცხით ამარცხებთ მარცხის შიშს. ამის შემდეგ გამარჯვებას კი განსაკუთრებული ფასი აქვს. ძალიან ბევრი ადამიანი, რომელმაც მსოფლიოს დაამახსოვრა თავი, ერთ დროს დაიწუნეს, დასცინეს კიდეც, მაგრამ მათ თავი დაამახსოვრეს მსოფლიოს სწორედ იმიტომ, რომ არ შეწყვიტეს ბრძოლა და მიაღწიეს იმას რაც უნდოდათ. შეუძლებელია, მოინდომო, ნამდვილად მოინდომო და ვერ შეძლო. დამარცხდი? ძალიან კარგი, შენ წინ დიდი გამარჯვება გელოდება. მანამდე კი დატკბი ყველა წაგებით და არასოდეს დანებდე. ზოგჯერ მონდომებას ნიჭზე მეტიც კი შეუძლია.#მოტივაცია #მარცხიგამარჯვებაა
August 3

Now in Melekeduri

25
Monday
24° / 14°
Tuesday
28° / 15°
Wednesday
26° / 16°
Thursday
26° / 16°
Friday
28° / 17°
Exchange rate
1 USD
3.09
1 EUR
3.64
1 Bitcoin
34547.72