Hashtags
Mukhuri, Georgia33 Monthly reads · 1 post last week
August 3

Now in Mukhuri

26
Start telling story...
Anni Kvaratskhelia
Mukhuri · 21 hours ago
ქალები, რომლებიც სისასტიკეს სხვადასხვა გზით დაუპირისპირდნენ
5 წიგნი ძლიერი ქალების შესახებ მსოფლიო ლიტერატურას ყველანაირი პერსონაჟის შესახებ დაწერილი წიგნები ახსოვს, მათ შორის ძლიერ ქალებზეც, თუმცა იმის გამო, რომ ისტორიულად ქალებს განათლების მიღების უფლება წართმეული ჰქონდათ, დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ კაცი ავტორების მიერ შექმნილ ლიტერატურულ სამყაროს ვეცნობოდით, სადაც ქალებს დიდი ადგილი არ ეკავათ, ან თუ ეკავათ, უმეტეს შემთხვევაში მათი როლი დედის, ცოლის ან სასიყვარულო ობიექტის ფუნქციით შემოიფარგლებოდა. ფემინისტური მოძრაობის გაძლიერებასთან ერთად ლიტერატურაში აქტიურად გამოჩნდნენ მწერალი ქალებიც, შესაბამისად, მათ თავიანთი თუ სხვა ქალების იმ გამოცდილებების შესახებ მოგვითხრეს, რომლებიც მანამდე საერთო ყურადღების მიღმა რჩებოდა ან მეტიც — მათზე საუბარიც კი აკრძალული იყო. ახლა სწორედ რამდენიმე ასეთი გამორჩეული წიგნის შესახებ გიამბობთ, სადაც ქალების თავს გადახდენილ სასტიკ ამბებთან ერთად იმ ძლიერ პერსონაჟებზეა მოთხრობილი, რომლებიც ამ სისასტიკეს სხვადასხვა გზით დაუპირისპირდნენ. 1. მხევლის წიგნი — მარგარეტ ეტვუდი ხშირად, როცა მასშტაბური სოციალური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური კრიზისი იწყება, ძალაუფლების მქონე ჯგუფი ან თუნდაც მთელი მმართველი სისტემა იწყებს დამნაშავის, განტევების ვაცის ძიებას. ეს შეიძლება იყოს რომელიმე ეთნიკური ჯგუფი, სექსუალური უმცირესობა ან მარგინალიზებული სოციალური ფენა, მაგრამ ყველაზე ხშირად ასეთ დროს ქალთმოძულეობა იფეთქებს ხოლმე: მაშინვე იწყება ფემინურობის, როგორც სისუსტის განდევნა, უარყოფა და მასკულინური ძალადობის გაიდეალება (დიქტატურა, ჯარი, პოლიციური რეჟიმი) ან ქალების მთლიანად დაქვემდებარება. მარგარეტ ეტვუდმა 1985 წელს გამოაქვეყნა რომანი-წინასწარმეტყველება, სადაც აღწერილია, თუ როგორ წაართმევენ პირველ რიგში სწორედ ქალებს ყველა უფლებას მათ მიერ ჩადენილი "ცოდვების" სახელით გლობალური კრიზისის დაწყებისას. ახლა კი, როცა ამბიონებიდან ხანდახან ისიც გვესმის, რომ კორონავირუსის პანდემია გახშირებული აბორტების ბრალია, ეს წიგნი კიდევ ერთხელ აჩვენებს მკითხველს თავის უნიკალურ მნიშვნელობას გამოქვეყნებიდან ათწლეულების შემდეგაც კი და იმას, რომ ქალების თავისუფლების საკითხი ნებისმიერ წამს შეიძლება დადგეს კითხვის ქვეშ, ამიტომ პატრიარქატის, თუნდაც სახეცვლილად ძალადობრივი სისტემის წინააღმდეგ ბრძოლა ჯერ კიდევ არ არის დასრულებული. 2. პერსეპოლისი — მარჯან სატრაპი ირანსა და იქ არსებულ მდგომარეობაზე საუბრისას მრავალფეროვან მოსაზრებებს ვისმენთ, თუმცა იშვიათად იმ ადამიანებისგან, ვისაც იქ მიმდინარე ცვლილებები თავად შეეხო. შესაბამისად, მსგავსი ამბები ხშირად პირადი ინტერპრეტაციებით სახეშეცვლილი და უცხო დამკვირვებლის თვალითაა გადმოცემული. აი მარჯან საპტრაპიმ კი სწორედ თავისი გამოცდილება გააცოცხლა და თანაც როგორ — გრაფიკული რომანის სახით. პერსეპოლისი ირანის რევოლუციამდე არსებულ მდგომარეობას, რევოლუციის მიზეზებსა და შედეგებსაც ერთი ქალის ავტობიოგრაფიული დეტალებით მოგვითხრობს, რომელმაც ყველაფერი ეს საკუთარ ტყავზე გამოსცადა და გადარჩენა შეძლო. თავის სამშობლოში მოულოდნელ რელიგიურ და სოციალურ ცვლილებებთან ერთად მარჯან სატრაპი შეულამაზებლად აღწერს დასავლური კულტურის დამოკიდებულებებსაც ამ ყველაფრის მიმართ: როგორ სტერეოტიპულად აღიქვამდნენ მას, როგორც ირანელ ქალს და ა.შ. ამ საკმაოდ მძიმე, ემოციურ და ისტორიული მნიშვნელობის წიგნს კი განსაკუთრებულ ხიბლს თანდართული ილუსტრაციები მატებს, რომლებიც ასევე სატრაპის ოსტატობის დამსახურებაა. 3. იისფერი — ელის უოკერი ერთი შეხედვით ეს წიგნი სულაც არ არის ძლიერ ქალზე, პირიქით: იისფერისმთავარი გმირი, სილი ყველანაირად განადგურებული, დამცირებული და შეურაცხყოფილი ქალია. თუმცა ის მაინც ახერხებს, რომ გადარჩეს, ცხოვრება გააგრძელოს და მთელ სამყაროზე არ გაბოროტდეს. განა ეს ნაკლები გმირობაა? კაცების უმეტესობა იმ ჩაგვრის უმცირეს დოზასაც კი ვერ გაუძლებდა, რისი ატანაც სილის ყოველდღიურად უწევდა. თუმცა ამ ყველაფერს სილი ასე მარტივადაც ვერ გაუმკლავდებოდა, მის გვერდით სხვა ქალები რომ არ ყოფილიყვნენ და ეს წიგნიც სწორედ იმ საოცარი სოლიდარობის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ყველაზე დამცირებულებს, უსამართლოდ და დაუნდობლად გათელილებს ერთმანეთის გაძლიერებასა და შეყვარებაში ეხმარება. ამ წიგნის პერსონაჟებთან ერთად წარმოუდგენლად ძლიერი ქალია თავად ავტორიც, ელის უოკერი, რომელმაც მრავალი შეზღუდვისა და ცენზურის მიუხედავად მაინც შეძლო, რომ ეს ისტორია ყველასთვის მოეყოლა. 4. დედის რძე — ნორა იკსტენა საბჭოთა კავშირში ადამიანების სასტიკ ბედზე საუბრისას, როგორც წესი, ძირითადად ცნობილი პოლიტიკოსების, მწერლებისა თუ ჯარისკაცების (რომლებიც, რა თქმა უნდა, სრული უმრავლესობით კაცები იყვნენ) ცხოვრებას ვიხსენებთ, არადა ისიც კარგად ვიცით, რომ ამ პერიოდში ქალებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი სხვადასხვა სამუშაო სექტორში და მათი ყოველდღიური ყოფაც არანაკლებ დაინტერესებას უნდა იწვევდეს თანამედროვე პერსპექტივიდან. ნორა იკსტენამ თავის სულის შემძვრელ რომანში სწორედ საბჭოთა ტოტალიტარულ რეჟიმში მცხოვრები ქალების ბედზე მოგვითხრო: ორი ქალის, ორი თაობის, დედისა და შვილის ცხოვრებაზე, რომელთა ურთიერთდაპირისპირებული გრძნობები მაინც საერთო რკინის ფარდით იყო დახშული. მართალია, ეს წიგნი ძირითადად პესიმიზმითაა გაჟღენთილი, თუმცა ამ რომანში სწორედ ყველაფრის უარყოფა, თუნდაც საკუთარი შვილის ძუძუთი გამოკვებაზე უარის თქმაც კი, ძალადობრივ რეჟიმთან ბრძოლის ერთ-ერთ ალტერნატიულ სახედ გვევლინება. თუ როგორ, ამას წიგნის წაკითხვის შემდეგ გაიგებთ, როცა პერსონაჟებთან ერთად ლატვიის მდინარეებში იბანავებთ და შემდეგ პირში დაგუბებული უიმედობის მიუხედავად ახალგამომცხვარ ღვეზელს დააგემოვნებთ. 5. კასანდრა — კრისტა ვოლფი ვოლფი გამოჩენილი გერმანელი მწერალია, რომელსაც, სამწუხაროდ, ქართველი მკითხველები კარგად არ იცნობენ. თუმცა 2018 წელს ქართულად ნათარგმნი კასანდრა ნამდვილად კარგი დასაწყისია, რომ ამ მწერლის საოცარი ოსტატობა ამჯერად მაინც აღმოვაჩინოთ. კრისტა ვოლფს უყვარს წარსულის ლაბირინთებში ჭეშმარიტების ძიება და ამ რომანშიც ბერძნული მითოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გმირი ქალის, კასანდრას შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ომის წყურვილით დაბრმავებულ კაცებს მოახლოებული საშინელების შესახებ აფრთხილებს და ცდილობს, ხოცვა-ჟლეტა ყველას თავიდან აარიდოს. კასანდრა განსაკუთრებული უნარით — მომავლის წინასწარი განჭვრეტითაა დაჯილდოებული, თუმცა ეს ჯილდოზე მეტად უფრო მის სასჯელად იქცევა: მიუხედავად იმისა, რომ ის სიმართლეს ყველას წინასწარ უმხელს, მას არ უსმენენ. აღსანიშნავია, რომ, როცა კრისტა ვოლფმა ეს რომანი გამოაქვეყნა, ის ცენზურის მსხვერპლი გახდა. კასანდრას მსგავსად მისი დადუმებაც სცადეს. წყარო: On.ge #ახალიამბები
+3
Gela Kalichava
Mukhuri · 2 months ago
თაფლის გაწურვა მუხურში
ვისაც არ გამოგიცდიათ აუცილებლად უნდა გამოსცადოთ ! თაფლის გაწურვა საკმაოდ სასიამოვნო და შრომატევადი საქმიანობა ყოფილა,ამავდროულად საინტერესო,რადგან აღფრთოვანებული დარჩებით,მეფუტკრის მიერ მონათხრობი, ფუტკრის საკმაოდ “მკაცრი” წეს-ჩვეულებებით.
ნუციკო ფიფია
Mukhuri · 2 months ago
აკო თოლორდავა
Mukhuri · 2 months ago
#goodplaces #art #photo #design
Ana Sokhadze
Mukhuri · 2 months ago
Ana Sokhadze
Mukhuri · 2 months ago
Ana Sokhadze
Mukhuri · 2 months ago
გიგა ნაჭყებია
Mukhuri · 4 months ago
თეა ცანავა
Mukhuri · 4 months ago
მძიმე გაზაფხული გვაქვს, მაგრამ უფლის წყალობით ამასაც მოვერევით.....??❤
გუქიტო კვარაცხელია
Mukhuri · 11 months ago
მუხური?
Tamuna Akhalaia
Mukhuri · 11 months ago
hello
Gela Kalichava
Mukhuri · 11 months ago
ზღვის დონიდან დაახლოებით 900 მეტრზე !
Gela Kalichava
Mukhuri · 1 year ago
აუცილებლად ეწვიეთ მუხურს,სანამ დროა✌️??
Gela Kalichava
Mukhuri · 1 year ago
სოფელი , რომელიც ნებისმიერ ამინდში სასიამოვნო და ძალიან მაგარია ✌️
ლევან თორია
Mukhuri · 1 year ago
❤️
ლევან თორია
Mukhuri · 1 year ago
ლუგელას ხეობა?❤️
ლევან თორია
Mukhuri · 1 year ago
მუხური❤️
ლევან თორია
Mukhuri · 1 year ago
❤️❤️
ლევან თორია
Mukhuri · 1 year ago
❤️
ლევან კვარაცხელია
Mukhuri · 1 year ago
შურუბუმუ. მუხური.
August 3

Now in Mukhuri

26
Monday
26° / 17°
Tuesday
27° / 17°
Wednesday
28° / 18°
Thursday
29° / 21°
Friday
30° / 21°
Exchange rate
1 USD
3.09
1 EUR
3.64
1 Bitcoin
34547.72