Hashtags
Sakukavo, Georgia0 Monthly reads · No posts last week
August 3

Now in Sakukavo

25
Start telling story...
Izabel Kiria
Sakukavo · 3 months ago
იტალიაში საქართველოს ჰიმნი ააჟღერეს
იტალიელები საქართველოს ჰიმნს უსმენენ ? უკრაინელები სულიკოს მღერიან ? ნეტა რა იქნება შემდეგი?? ??❤#საქართველო #იტალია #ჰიმნი ????#italy #georgia ????
Izabel Kiria
Sakukavo · 3 months ago
დღის ფოტო - სამეგრელო
#საქართველო #სამეგრელო #კარანტინი #შსს #პოლიციელიგმირია
Izabel Kiria
Sakukavo · 3 months ago
გავიხსენოთ 9 აპრილს დაღუპული გმირების სახელები
1. ადამია აზა, 22 წლის 2. ბაშალეიშვილი ეკა, 16 წლის 3. ბეჟანიშვილი ეკა, 16 წლის 4. გიორგაძე ნატო, 23 წლის 5. დოლიძე თამუნა, 28 წლის 6. ენუქიძე თინა, 70 წლის 7. თოიძე ნინო, 25 წლის 8. კიკვიძე ზაირა, 61 წლის 9. ლოლაძე მანანა, 33 წლის 10. მამულიშვილი თამარი, 50 წლის 11. მეტრეველი ვენერა, 12. ნოზაძე მამუკა, 22 წლის 13. სამარგულიანი ნანა, 41 წლის 14. ქვასროლიაშვილი შალვა, 15. ჭყონია-სამარგულიანი მარინა, 31 წლის 16. ჭიპაშვილი ელისო, 25 წლის 17. ჭოველიძე თამარი, 16 წლის 18. ჯანგირაშვილი ნოდარი, 40 წლის 19. ჯინჭარაძე მზია, 43 წლის 20. მელქაძე მანანა 23 წლის 21. ქარსელაძე გია 25 წლის#მადლობათავისუფლებისთვის ?❤?
Izabel Kiria
Sakukavo · 3 months ago
როგორ გამოვიყენოთ ფარი და ნიღაბი სწორად - პაატა იმნაძის რჩევები
როგორ დავიცვათ თავი ვირუსისგან - მოსახლეობის უმეტესობა ცდილობს, სახლიდან პირბადის გარეშე არ გავიდეს, თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ პირბადე მხოლოდ დაავადებულ ადამიანს უნდა ეკეთოს, რადგან ჯანმრთელს ვირუსისგან ვერ იცავს. სახის კიდევ ერთი დამცავი საშუალება ე.წ. ფარია, რომელიც მრავალჯერადი გამოყენებისაა და მისი გაწმენდა შესაძლებელია. როგორ მოვიხმაროთ ფარი და პირბადე - ამ კითხვაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ აფთიაქებსა და მაღაზიებში უკვე გამოჩნდა ქართული წარმოების ფარები, რაც ძალიან სასიხარულოა, თუმცა მხოლოდ ფარის ტარება სახის ნიღბის გარეშე ეფექტური არ არის. ამასთან, პაატა იმნაძის თქმით, ფარი უნდა ვიხმაროთ სწორად - ის მთლიანად უნდა ფარავდეს სახეს.
Izabel Kiria
Sakukavo · 3 months ago
როგორ მოხდება წმინდა ცეცხლის ჩამობრძანება საქართველოში?!
საქართველოში წმინდა ცეცხლს, Georgian Airways-ის თელ ავივი-თბილისის სპეცრეისით ჩამოიტანენ. საქართველოში წმინდა ცეცხლი ტრადიციულად Georgian Airways-ის რეისით ჩამოჰქონდათ, თუმცა COVID-19 პანდემიის გამო ისრაელის მიერ, ისევე როგორც საქართველოს მიერ რეგულარული ფრენები შეჩერებული იყო. როგორც ირკვევა, ავიარეისი 18 აპრილს, საღამოს შესრულდება, რომელიც საქართველოში წმინდა ცეცხლს ჩამოიტანს. სპეცრეისით სამშობლოში საქართველოს მოქალაქეებიც დაბრუნდებიან, რომელთაც ქვეყანაში დაბრუნება სურთ. აღნიშნულ ავიარეისებზე ბილეთები გაიყიდება რეისის თარიღამდე 2 დღით ადრე, კომპანიის ვებ-გვერდზე, ბილეთის ფასი განსაზღვრულია 199 ევრო. ​როგორც რამდენიმე დღის წინ საქართველოში ისრაელის ელჩმა რან გიდორმა სოციალურ ქსელში დაწერა, ისრაელის საელჩო, საქართველოს ხელისუფლება და საპატრიარქო ინტენსიურად თანამშრომლობენ, რათა მოხდეს წმინდა საფლავის ტაძრის ცეცხლის ჩამობრძანება ქართველ მორწმუნეებთან#საქართველო #იერუსალიმი #ეკლესია
Izabel Kiria
Sakukavo · 3 months ago
ეს ფოტო ისტორიას დარჩება ?❤#სოციალურიდისტანცია #ეკლესია #მრევლი
Izabel Kiria
Sakukavo · 3 months ago
ასე უნდა დავიცვათ ბავშვი კორონა ვირუსისგან ???
Izabel Kiria
Sakukavo · 3 months ago
კაკო პაპას ტიტები
გურჯაანში, სოფელ კოლაგში მცხოვრები 63 წლის კაკო ჯეირანაშვილი ახლა, წესით, თბილისში, ნავთლუღის ბაზარში უნდა იყოს და საკუთარი ხელით მოყვანილ ტიტებს ყიდიდეს, თუმცა, COVID-19-ის პანდემიის გამო საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის, კარანტინისა და სხვა შეზღუდვების მიზეზით, ნავთლუღის ყვავილების განყოფილება არ მუშაობს. შესაბამისად, კაკოც კახეთშია და ყოველდღე უყურებს, თუ როგორ ჭკნება მის ეზოში 5 000-ზე მეტი წითელი ტიტა. კაკო პაპას დასახმარებელი კამპანიის ფარგლებში, კი 5000 ლარი შეგროვდა ?☺️?#სიკეთეგადამდებია
Izabel Kiria
Sakukavo · 3 months ago
ისე დავამარცხე ეს ვირუსი, რომ C და D ვიტამინების გარდა, სხვა არაფერი მიმიღია
ამერიკაში, ფილადელფიაში მყოფი ქართველი ექიმი, ნინო ქავთარაძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. ნინო ქავთარაძე ამბობდა, რომ ვირუსი თითქმის უსიმპტომოდ მიმდინარეობდა, მან შემთხვევით გაიკეთა Covid19-ზე ტესტი და აღმოჩნდა, რომ ის დაინფიცირებული იყო. დღეს ამერიკის ერთ-ერთი ლაბორატორიიდან მიღებული პასუხით ორგანიზმში ვირუსი აღარ არის, განმეორებით ტესტზე პასუხი უარყოფითია. „ძალიან გახარებული ვარ, რომ განვიკურნე. სამეცნიერო კვლევების მიხედვით, მოსახლეობის 25 პროცენტი ისე ინფიცირდება და ამარცხებს ვირუსს, რომ ვერც იგებენ, ფაქტობრივად უსიმპტომოდ მიმდინარეობს ვირუსული ინფექცია. მე ძალიან მსუბუქი ფორმებით მქონდა ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა – დაღლილობა, უენერგიობა, კიდურებში სისუსტის შეგრძნება და თავის ტკივილი. მხოლოდ ეს ჩივილები მქონდა. მართალი გითხრათ, ორი დღის წინ, ვიგრძენი კიდეც, რომ ჩემს ორგანიზმში არსებული ვირუსი აღარ იყო. ისევ ენერგიული გავხდი და რომ გავიღვიძე სამყარო ძველებურად მეჩვენა, აღარც სისუსტეს ვგრძნობდი. დღეს კი, ლაბორატორიამ Covid19-ზე ჩემი ტესტის პასუხი უარყოფითად შეაფასა, რაც იმას ნიშნავს, რომ აღარ მაქვს ვირუსი და უკვე გამოვჯანმრთელდი. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ Covid19 არც განაჩენია და არც მომაკვდინებელი დაავადება, რომელსაც საზოგადოების ნაწილი ასე აღიქვამს. ესაა ვირუსული დაავადება და დამოკიდებულია იმუნურ სისტემაზე. საერთაშორისო გაიდლაინები გვატყობინებენ, რომ ორგანიზმის მოსაძლიერებლად C და D ვიტამინები უნდა მივიღოთ, ასევე დაემატა ცინკიც. მნიშვნელოვანი ისაა, რომ თვითნებურად არ უნდა დალიოს არავინ, ექიმმა საჭირო დოზა უნდა დანიშნოს ინდივიდუალურად. ისე დავამარცხე ეს ვირუსი, რომ C და D ვიტამინების გარდა, სხვა არაფერი მიმიღია“ – ამბობს ნინო ქავთარაძე. წყარო - Primetime.ge #კორონავირუსი #მსოფლიო #საქართველო #ამერიკა #ექიმი
Izabel Kiria
Sakukavo · 4 months ago
ძველი ჰიტი, რომელიც ნათლად აღწერს დღევანდელ მსოფლიოს
There comes a time whan the world must come together as one... we are all a part of God's great, big family... we're saving our own lives... we are the world ... ???#world
Izabel Kiria
Sakukavo · 4 months ago
უსაფრთხოების უმაღლესი ზომები
კორონა ვირუსის გავრცელების შემდგომ სოციალურ ქსელში სხვადასხვა სახის იუმორნარევი პოსტები ვრცელდება, განსაკუთრებით აქტუალური კი დეზინფექცია და უსაფრთხოების ზომებია ? და ქართველი მომხმარებლები არამხოლოდ ხელს იბანენ ხშირად, არედ აღმოჩნდა, რომ უმრავლესობამ საკვების გარეცხვა და დეზინფექციაც დაიწყო ??#კორონავირუსი #დეზინფექცია #დავიცვათჰიგიენისწესები #დარჩისახლში #საქართველო #2020
Izabel Kiria
Sakukavo · 4 months ago
"არ მინდა შენი კორონა ვირუსი ჩემს ქვეყანაში"
23 წლის აზიელ სტუდენტს სასტიკად გაუსწორდნენ და სცემეს ლონდონში მამაკაცებმა, ხოლო ერთ-ერთი მათგანი უყვიროდა: "არ მინდა შენი კორონავირუსი ჩემს ქვეყანაში." CNN- ის ცნობით, მან სახის დაზიანება მიიღო "რასობრივი, გამძაფრებული შეტევის დროს". წყარო -#კორონავირუსი #მსოფლიო #რასიზმი
Izabel Kiria
Sakukavo · 4 months ago
"ზოგიერთს ძალიან უნდა ერთი ინფიცირებული მაინც აღმოჩნდეს ეკლესიის წიაღში"
სულ მგონია, ზოგიერთს ძალიან უნდა ერთი ინფიცირებული მაინც აღმოჩნდეს ეკლესიის წიაღში, რომ ღვთისმსახურება შეჩერდეს. შეიძლება ვინმეს კონკრეტული სასულიერო პირი აღიზიანებდეს, მაგრამ ამის გამო წირვა-ლოცვის მიმართ ასეთი სკეპტიკური დამოკიდებულება ყოველგვარ ნორმას სცილდება. პირიქით, განსაცდელის ჟამს ლოცვა უფრო უნდა გავაძლიეროთ... უსაფრთხოების ზომები კი არა მხოლოდ ეკლესიაში, არამედ ყველგან უნდა დავიცვათ!.. წერს თავის სოციალურ ქსელში - მამა პეტრე კოლხი
Izabel Kiria
Sakukavo · 4 months ago
21:00 - კომენდანტის საათი ამოქმედდა
✔ქვეყანაში არსებული პანდემიიდან გამომდინარე, უწყებათაშორისი საბჭოს, 30 მარტის გადაწყვეტილებით 21:00-დან 06:00-მდე იმოქმედებს კომენდანტის საათი, რაც კრძალავს მოქალაქეების გადაადგილებას ნებისმიერი მიმართულებით. ✔კანონდამრღვევთათვის დაწესებულია სანქციები#პანდემია #კორონავირუსი #კარანტინი #კომენდანტისსაათი #საქართველო #დარჩისახლში#coronavirus #pandemy #quarantine #curfew #georgia #stayathome #staysave
Izabel Kiria
Sakukavo · 4 months ago
მადლობა ყველას
მადლობა ყველას - ვინც 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ, ჩვენთვის - ვისაც გვთხოვენ, რომ მხოლოე დავრჩეთ სახლში ?❤#დარჩისახლში #კორონავირუსი #კარანტინი #კომენდანტისსაათი #საქართველო #სამეგრელო #stayathome #staysave ?❤
Izabel Kiria
Sakukavo · 4 months ago
მაინც გაზაფხულია !
“იცით, ყოველ წელიწადს, იმდენი ყვავილი ამოდის დედამიწაზე, რამდენი ადამიანიც არის იმ წელიწადს შეყვარებული..” ??????#ყვავილები #გაზაფხული #სოფელი #ფერები #ბედნიერება#flowers #spring #village #countryside #colors #love #happiness
Izabel Kiria
Sakukavo · 4 months ago
სანამ სახლში ხართ
ინტერიერის შეცლა რემონტის გარეშე ✔ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, უმრავლესობას გვიწევს დავრჩეთ სახლში, რაც არც თუ ისე სასიამოვნო პროცესია განსაკუთრებით ექსტრავერტი ადამიანებისთვის, რომლებიც სულ რაღაც აქტივობას ეძებენ ? ✔შესაბამისად გთავაზობთ რჩევებს თუ როგორ უნდა გაატაროთ დრო სახლში და მოწყენილობას თავი დააღწიოთ, ახლა სწორედ ის დროა ცვლილებები შეიტანოთ თქვენი სახლის ინტერიერში, რისთვისაც ამ ეტაპზე საკმარისია უკვე არსებული დეკროაციებისა და ავეჯის გადაადგილება და ინტერიერის გადახალისება ? ?პირველ რიგში, გაანთავისუფლეთ სახლი არასაჭირო ნივთებისგან . ჩაატარეთ ყველაფრის რევიზია რაც თაროებზე, კარადებში და სათავსოში გიდევთ. ყველანაირი მწუხარების გარეშე მოაშორეთ არასაჭირო, ძველი ნივთი, რომლებსაც დიდი ხანია აღარ იყენებთ. ამის შემდეგ თქვენ იგრძნობთ მეტ თავისუფლებას ინტერიერში. ავეჯიდან დატოვეთ მხოლოდ აუცილებელი და საჭირო. მაგალითისათვის, მისაღებში ასეთი ავეჯია : დივანი, კომფორტული სავარძელი, პატარა მაგიდა და თარო ან სტელაჟი წიგნებისა და აქსესუარებისათვის. ?ვისაც ხატვა გეხერხებათ-შეგიძლიათ ეს დრო ერთი კედლის მოხატვას ან აბსტრაქტული დეკორაციის შექმნას დაუთმოთ. მაგალითსთვის იხილეთ ლინკი ? ?ინტერიერის გასახალისებლად შექმენით ხელნაკეთი აქსესუარები , შეგიძლიათ დეკუპაჟის მეთოდით გააფორმეთ ძველი ზარდახშა. მაგალითსთვის იხილეთ ლინკი? ?ასევე შეგიძლიათ ძველ ავეჯს ახალი სიცოცხლე შთაბეროთ. მაგალითისთვის იხილეთ ლინკი ? გისურვებთ ჯანმრთელობას და ნაყოფიერ დღეებს ?#დარჩისახლში #სახლშიუკეთესია
Izabel Kiria
Sakukavo · 4 months ago
ფოტო მარნეულიდან
ფოტო მარნეულიდან#დარჩისახლში
Izabel Kiria
Sakukavo · 4 months ago
ურწმუნო - მორწმუნეს ვერასდროს გაუგებს
მეჩვენება, მორწმუნეების დევნის კამპანია ხომ არ იწყება ქვეყანაში. ურწმუნო მორწმუნეს ვერასოდეს გაუგებს. სხვადასხვანაირად უყურებენ ისინი ცხოვრებას. ფრთხილად ვიყოთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო დირექტორმა პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.#კორონავირუსი #საქართველო #ეკლესია
Izabel Kiria
Sakukavo · 4 months ago
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 47-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 47-მდე გაიზარდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 1966 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 259 პაციენტი რჩება.#კორონავირუსი #პანდემია #მსოფლიო #საქართველო #დარჩისახლში
August 3

Now in Sakukavo

25
Monday
26° / 17°
Tuesday
26° / 19°
Wednesday
26° / 20°
Thursday
27° / 21°
Friday
28° / 21°
Exchange rate
1 USD
3.09
1 EUR
3.64
1 Bitcoin
34544.98