Hashtags
Tsalenjikha, Georgia8.4k Monthly reads · 43 posts last week
August 11

Now in Tsalenjikha

21
Anni Kvaratskhelia
Tsalenjikha · 2 hours ago
დიდება გმირებს!
12 წელი გავიდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან, რომელსაც მრავალი მშვიდობიანი მოქალაქის და ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლე შეეწირა, წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარმა დეპუტატმა,გოგა გულორდავამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მმართველი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატთან , ალექსანდრე მოწერელიათნ ერთად აგვისტოს ომში დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო და მათი საფლავები ყვავილებით შეამკო. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ცხინვალის მისადგომებთან დაიღუპა წალენჯიხელი კაპრალი კობა ხარჩილავა ,ასევე აგვისტოს ომს ემსხვერპლნენ კეკე, ენვერ და დოდო ჭანიები, რომლებიც გორის გზატკეცილზე სამარშუტო ტაქსით გადაადგილებოდნენ. რუსეთ-საქართველოს შორის აგვისტოს ხუთდღიან ომში საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 14 პოლიციელი და 169 სამხედრო. 8 ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. დაიჭრა 1 747 ადამიანი. საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე. წყარო:წალენჯიხის მუნიპალიტეტის მერია#პოლიტიკა #ახალიამბები
Anni Kvaratskhelia
Tsalenjikha · 3 hours ago
ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთმა კორონავირუსის ვაქცინა შექმნა
ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ახალი კორონავირუსის ვაქცინა შექმნა, - ამის შესახებ Reuters-ი წერს. სააგენტო წერს, რომ ვაქცინას ჯერ საბოლოო შემოწმება არ გაუვლია, თუმცა, მის მასობრივ წარმოებაში ჩაშვებას წლის ბოლოს გეგმავენ. Reuters-ის წყაროს ინფორმაციით, მომდევნო კვირების განმავლობაში, იმ ექიმებს, რომლებიც კოვიდინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ, შესთავაზებენ, როგორც მოხალისეები, ჩაერთონ კვლევის ბოლო ფაზაში და თავადაც გაიკეთონ შექმნილი ვაქცინა. რუსეთის საინვენსტიციო ფონდის მეთაური, კირილ დიმიტრიევი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ ვაქცინის შექმნა ისეთივე დიდებული მოვლენაა, როგორც 1957 წელს პირველი თანამგზავრის, „სპუტნიკ–1“-ის გაშვება კოსმოსში. მისივე განცხადებით, ვაქცინა მსოფლიო ბაზარზე „სპიტნიკ - V“ -ის სახელით გამოჩნდება. დიმიტრიევის თქმით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ერთი მილიარდი დოზის გადაცემაზე თხოვნა უკვე მიიღეს. რამდენიმე დღის წინ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ რუსეთს მოუწოდა, უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინის წარმოებისთვის, არსებულ პროტოკოლს მიჰყვეს. ეს მას შემდეგ, რაც მოსკოვმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის სწრაფი წარმოება დააანონსა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. წყარო: Imedi news#ვაქცინა #რუსეთი #ჯანსაღიცხოვრება #პოლიტიკა #ახალიამბები
Anni Kvaratskhelia
Tsalenjikha · 3 hours ago
"ბუნების თითოეულ გამოვლინებაში არის რაღაც გასაოცარი"
სერიიდან "ჩემი ეზოს ყოველი კუთხე-კუნჭული მიყვარს". ფოტოგენური კისა და ფერთა გამა🧚 🐰 მიყვარს, მიყვარს და მიყვარს!!!#გაატარეზაფხულიჯგალში #ჯანსაღიცხოვრება #მოგზაურობა #ხელოვნება #ახალიამბები#ჯგალი
Anni Kvaratskhelia
Tbilisi · 6 hours ago
სამი თვალი, სამი ყური და სხვის საქმეში - ცხვირი
ასე გამოიყურება ინფორმაცია, რომელსაც ადამიანი აგროვებს, რრალურად კი არაფერში არ სჭირდება, გამოუსადეგარია. მაგალითად:რამდენი აქვს ნათესავს,ახლობელს ხელფასი; როდის დაქორწინდება თამაზის ბიჭი; ეთერის გოგო ისევ გვიან დაბრუნდა სახლში და თან, ახლა სხვა მანქანით მოიყვანეს; რაზე იჩხუბეს თანამშრომლის შვილმა და რძალმა და მერე როგორღა შერიგდნენ; როგორი რემონტი გააკეთა ნაცნობმა და მერე"სადაური ავეჯი დაიდგა ზალაში"; ყავს თუ არა საყვარელი მაიას, რომლის ქმარიც მეორე წელია ციხეშია; რა სახსრებით დაიწყო თამუნამ ბიზნესი, მაშინ როდესაც რომ კითხო ფული არ აქვს. რაც უფრო მეტ, მსგავს შეკითხას სვამს ადამიანი და ცდილობს,რადაც არ უნდა დაუჯდეს პასუხებიც მიიღოს, მით მეტი ნაგვით იწნეხება,იპრესება და თავს რომ ცუდად გრძნობს,მაინც სხვას აბრალებს... რატომ?! რისთვის?!#მოდა #ხელოვნება #ახალიამბები
Anni Kvaratskhelia
Tbilisi · 7 hours ago
კორონა ვირუსი გამო მე- 6  თვეაა რაც ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტი ჩაკეტილია.
კორონა ვირუსი გამო მე- 6 თვეაა რაც ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტი ჩაკეტილია. აფხაზეთში საკვები პროდუქტების და მედიკამენტების დეფიციტია. განსაკუთრებით რთული ვითარებაა გალის რაიონში. ოფიციალური თბილისის არაერთი მოწოდების და საერთაშორისო ორგანიზაციების მცდელობის მიუხედავად, საოკუპაციო რეჟიმი გადაწყვეტილების გადახედვას არ ჩქარობს. მათი თქმით ამ ეტაპზე საქართველოსთან ე.წ საზღვირს განხსნა არ იგეგმება. მიმდინარე წლის თებერვალის დასაწყისში დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ე.წ. საზღვარი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის არგუმენტით ჩაკეტეს. "ჩვენ ვესაუბრეთ სოციალური ქსელის საშულაებით ოკუპირებლ აფხაზეთში მცხოვრებ თანამოქალაქეს რუსუდან სამუშიას ,რომელიც ღიად აცხადებს ,რომ არსებობს ჰუმინატარული კრიზისი აფხაზეთში და მოუწოდებს ლეგიტიმურ მთავრობას მოხერხდეს დიალოგის საშუალებით პრობლემის გადაჭრა" აქვეყნებს ოდიშკნიუსი. ოდიშინიუსი ასევე ესაუბრა კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს. ზაქარეიშვილის განცხადებით აუცილებელია დიალოგის გაღრმავება ოფიციალურ თბილისსა და აფხაზეთს შორის მოსკოვის გარეშე და ამით შესაძელებელია ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან აცილება. პრობლემის შესახებ საჯაროდ ვერ საუბრობს გალის საავადმყოფოს ერთ-ერთი მედ-პერსონალი და მისი უსაფრთხოებიდან გამომდიანრე ,,ოდიშინიუსიც“ არ მოახდენს მის იდენტიფიცირებას. ექიმი გვწერს,რომ პრობლემა დიდი ხანია არსებობს ,მისი განცხადებით არ აქვთ სამედიცინო ეკიპირება და ამ პრობლემით უნდა დაინტერესდეს აფხაზეთის ა/რ ჯანდაცვის სამინიტრო. ,, აფხაზეთის მთავრობა თავისი ჯანდაცვის არაკომპეტენტური კანტორით საკითხს არც კითხულობს პრობლემებს ვერ შეუქმნი ჩვენს სამსახურს, ყოვლ დღე დიდი ძალისხმევა გვჭირდება ელემენტარული პირობების გასატანად… ყველამ ყველაფერი იცის და არც მაქ არავის იმედი, , მავთულხლართების მიღმა ბევრმა არიცის თუ რა არის სიცოცხლის უფლებებზე ბრძოლა“ წერს საავადმყოფოს თანამშრომელი აფხაზეთის ა/რ მთავრობას უყურადღებობსა და გუგლრილობაში ადანაშაულებს ,,ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდოამრე ლექსო გოგოხია. მისი თქმით აფხაზეთის მთავრობის წევრები კორონაპანდემის დროს ერთხელაც არ ჩამოსულან .ე.წ საზღვართან და არ დაინტერესებულან მოქალეების მდოგმარეობით ბრალდებებს პასუხობენ აფხაზეთის ა/რ მთავრობში, ჯანდაცვის მინიტრის მოადგილის მარინე ონიანის განცხადებით ბრალდებები არის უსაფუძვლო და მისი თქმით სამინტრო 24 საათის რეჟიმში მუშაობს,იმისათვის რომ თავისი ძალებით დაეხამაროს საუკუპაციო რეჟიმის ქვეშ მოქცეულ თითოეულ ადამიანს ადამიანის უფლებათა ცენტრი (საქართველო) და ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი შეშფოთებას გამოხატავენ ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის გამო, რაც შედეგად მოჰყვა აფხაზეთის რეგიონისა და დანარჩენი საქართველოს დამაკავშირებელი გამშვები პუნქტების დახურვას. ცნობისთვის ამ დროისთვის აფხაზეთში კორონავირუსის 134 დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელებულია 37 ადამიანი, გარდაცვლილია 3.#ჯანსაღიცხოვრება #ახალიამბები
Anni Kvaratskhelia
Tbilisi · 7 hours ago
აკვაპარკი ანაკლია
რამდენიმე დღის წინ ანაკლიის აკვაპარკში ვიყავი, მეგობრებთან ერთად. პირადი რეკომენდაცია მათ ჩემგან..! ფოტო:Aquapark Anaklia#ანაკლია #აკვაპარკი #მოგზაურობა #ახალიამბები
Anni Kvaratskhelia
Tbilisi · 7 hours ago
ყველა მოქალაქე, რომელიც დატოვებს მესტიის მუნიციპალიტეტს გაივლის სავალდებულო კარანტინს.
დაბა მესტიასა და მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში - უშგულსა და ლენჯერში საკარანტინე შეზღუდვები დაწესდა. კერძოდ, იზღუდება მესტიის მუნიციპალიტეტში შესვლა-გასვლა, რასაც საპატრულო პოლიცია და სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები გააკონტროლებენ. ასევე, შეზღუდვებია გადაადგილებაზე დაბა მესტიასა და დაბა მესტიის სოფლებს შორის. გარდა ამისა, ფუნქციონირების უფლება ექნებათ მხოლოდ აფთიაქებს, საბანკო დაწესებულებებს, სასურსათო მაღაზიებსა და ღია ტიპის საკვებ დაწესებულებებს. თავშეყრის ადგილებზე მკაცრად გაკონტროლდება დისტანციის დაცვა, დახურულ სივრცეებში ნიღბების გამოყენება და ჰიგიენა. Covid-19-ის ვირუსის ფართოდ გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, შესაბამისი უწყებები მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებიდან ტურისტებს საკარანტინე ზონებში განათავსებენ. როგორც "რადიო ათინათის" საინფორმაციო გვერდზე ვკითხულობთ, ყველა მოქალაქე, რომელიც დატოვებს მესტიის მუნიციპალიტეტს გაივლის სავალდებულო კარანტინს. უკვე შექმნილია რეგიონული შტაბი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას და უწყებების კოორდინირებულ ქმედებებს უზრუნველყოფს. მთავრობა მოუწოდებს მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ უშგულში, დაბა მესტიასა და სოფელ ლენჯერში, ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, ტესტირების მიზნით მიმართონ ცხელების ცენტრებს ან დარეკონ 112- ზე. ინფორმაციისთვის, სვანეთში 17 მოქალაქეს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. აქედან, სამი ადამიანი თბილისდან მესტიაში სტუმრად ჩავიდა, დანარჩენები მათი კონტაქტები არიან. ამასთან, ინფიცირებულია ერთი მედიკოსი, რომელიც მესტიის საავადმყოფოში მუშაობს.#სვანეთი #კარანტინი #ჯანსაღიცხოვრება #ახალიამბები
Tamar Kvaratskhelia
Tsalenjikha · 21 hours ago
მეტი სიფრთხილე
🔺️დილიდან პასუხის მოლოდინში. 🔺️ პასუხი საბედნიეროდ უარყოფითია. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ იძლევა მოდუნების, თვითკმაყოფილების საფუძველს. 🔺️ჩვენ გვმართებს, საზოგადოებასთან, მოსახლეობასთან ერთად გავაგრძელოთ იმ რეკომენდაციების შესრულება, რომელიც შემუშავებულია ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის მიერ. 🔺️სვანეთში დადასტურებული შემთხვევა, მიგვანიშნებს, რომ რეგიონს მეტი სიფრთხილე და მოთმინება მართებს, რადგან საზოგადოების მაღალი თვითშეგნება დღეს, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია პანდემიასთან ბრძოლაში.#ახალიამბები
Anni Kvaratskhelia
Tsalenjikha · 3 days ago
სოციალური მედიის უფასო მასტერკლასი
გიზიარებთ სუპერ-პუპერ ივენთს. მსურველები ლინკზე ნახავთ სარეგისტრაციო ფორმას. შეავსეთ და სამშაბათს, 11 აგვისტოს, 19:00 საათზე შეუერთდით Online მასტერკლასს. Good luck ^_^#event #Registration #Education #ტექნოლოგიები #ბიზნესი #ახალიამბები
Anni Kvaratskhelia
Tsalenjikha · 3 days ago
SpaceX-მა ორბიტაზე Starlink-ის კიდევ 57 თანამგზავრი გაიყვანა
კომპანია SpaceX-მა დედამიწის ორბიტაზე რაკეტა Falcon 9 გაუშვა, რომლის ბორტზეც Starlink-ის კიდევ 57 თანამგზავრი და ამერიკული კომპანია BlackSky-ს ორი აპარატი იყო განთავსებული. კომპანია SpaceX-მა დედამიწის ორბიტაზე რაკეტა Falcon 9 გაუშვა, რომლის ბორტზეც Starlink-ის კიდევ 57 თანამგზავრი და ამერიკული კომპანია BlackSky-ს ორი აპარატი იყო განთავსებული. გაშვების შემდეგ რაკეტის პირველი საფეხური ატლანტის ოკეანეში, პლატფორმაზე Of Course I Still Love You („რა თქმა უნდა ისევ მიყვარხარ“) დასვეს. თანამგზავრების ახალი ჯგუფი სპეციალური მოწყობილობით არის აღჭურვილი, რომელიც აპარატების სიკაშკაშეს ამცირებს. შესაბამისად სატელიტები ასტრონომებს მუშაობაში ხელს არ შეუშლის. სამი წლის წინ SpaceX-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა Starlink-ის პროექტი წარადგინა, რომლის მიზანიც მთელი პლანეტის ინტერნეტით უზრუნველყოფაა. კომპანიის საბოლოო მიზანი ორბიტაზე 12 ათასი აპარატის გაგზავნაა. წყარო: Imedi news #ბიზნესი #ახალიამბები #მოგზაურობა #ასტროლოგია
Anni Kvaratskhelia
Tsalenjikha · 3 days ago
"წარმატების რეალური საიდუმლო ენთუზიაზმია"
ერთი შეხედვით ძალიან რთულია იყო წარმატებული, თუმცა ამ მიზნის მისაღწევად თუ შრომას და მონდომებას არ დაიშურებ, ყველაფერი გამოგივა. ბოლოს და ბოლოს, ერთხელ ცხოვრობ ადამიანი და ხომ შეიძლება ისიამოვნო ცხოვრებით, მიიღო მაქსიმალური და იყო კმაყოფილი. ჩემს ირგვლივ ბევრი ადამიანია, ვისი მიღწევებიც მუნიციპალოტეტის, ერის სიამაყეა. რუბრიკა "წარმატებული წალენჯიხელებიც" სწორედ ამ მიზანს ემხრობა და მისი საშუალებით შევეცდები წარმატებული ადამიანები გაგაცნოთ. რუბრიკის პირველი რესპოდენტია მარიამ შეროზია. მარიამ, გამარჯობა! პირველ რიგში მადლობა რომ დრო გამონახე და გამოცდილებას გვიზიარებ. უშუალოდ თემაზე გადავალ და დასაწყისისთვის, მკითხველმა რომ გაგიცნოს მოკლედ გვიამბე შენზე. - გმარჯობა, ანი. მადლობა შენ დაინტერესებისთვის. დავიწყებ იქიდან, რომ ვარ 25 წლის, დაბდებული წალენჯიხაში.ვსწავკობდი თბილისის სახწლმწიფო კონსერვატორიაში, პროფესიით მუსიკათმცოდნე ჟურნალისტი, ხოლო დამატებითი პროფესიით ვოკალისტი ვარ. სანამ უშუალოდ სამოქალაქო აქტივიზმზე გადავალ, მაინტერესებს, პროფესიის არჩევისას სირთულეები ხომ არ შეგხვედრია, მაშინ როდესაც დღევანდელი აბიტურიენტების ნაწილი ამ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ იღებს. -ბავშვობიდან ჟურნალისტობაზე ვვოცნებობდი, ამიტომ გადაწყვეტილების მიღება არ გამჭირვებია.მუყაოსგან გამოჭრილი ტელევიზორიდანაც ვწამყვანობდი და წარმოსახვითი რესპოდენტებიც მყავდა, განსაკუთრებით სკოლაში, მაგრამ მიუხედავად ამისა მუსიკასაც ვერ ველეოდი. სანამ სკოლას მოვრჩებოდი და ჩავაბარებდი, კონსერვატორიაში ახალი ფაკულტეტი გაიხსნა, სამი მიმართულებით. მათშორის იყო მუსიკის ჟურნალისტიკა და მეც ორი ოცნება ერთდროულად ავიხდინე... პირველ პრიორიტეტად მეწერა და დიდად არც იმედი არ მქონდა, თუმცა.... მოხდა ისე, როგორც მოხდა... იმედი ბოლოს კვდება! შენდა საბედნიეროდ ახალი ფაკულტეტის დამკვიდრება ორივე ოცნების ხორცშესხმაში დაგეხმარა. როდის დაიწყე აქტიური ცხოვრება და ზოგადად, რას ნიშნავს შენთვის იყო აქტიური მოქალაქე. -კი, ნამდვილად ასეა. ძალიან ადრეულ ასაკში, ალბათ. ბუნებით ძალიან ობიექტური ადამიანი ვარ. ვერ ვგუობ უსამართლობას, ბულინგს. პროტესტის გაჩენასთან ერთად, რაღაცის შეცვლის სურვილი სულ მქონდა. სურვილი იდეად გადაიზრდებოდა და იდეა აუცილებლად უნდა მოსულიყო სისრულეში. შესაბამისად სამოქალაქო აქტივობაში გადაიზარდა და ამ ყველაფერთან ერთად პროფესიაც მიწყობდა ალბათ ხელს. როგორც ვიცი რადიო ათინათშიც გამოიკვეთა თქვენი პროფესიით ჩართულობა. თუ შეგიძლია ამაზეც მოგვიყევი, საიდან დაიწყო შენი და ათინათის ისტორია.. - პირველივე კურსიდან ვცდილობდი პროფესიით მემუშავა. ვცდილობდი და გამომდიოდა კიდეც. ტელევიზიაშიც ვიმუშავე და მას მერე რაც თბილისიდან რაიონს დავუბრუნდი იყო რადიო ათინათიც. ადგილი, სადაც ყოველთვის ვპოულობდი ჩემს თავს. რადიო, რომელიც არ იყო უბრალოდ სამსახური, არ იყო უბრალოდ პროფესია, ეს იყო სულის საზრდო. 105.9 ჩემი ტალღა, ჩემი მსმენელი! შრომას ყოველთვის აქვს შედეგი! როგორც ვიცუ გყავს შვილი. მაინტერესებს,მიუხედავად იმისა, რომ ვაჟკაცის დედა გქვია, როგორ ასწრებ დროსი გადანაწილებას, ისე რომ არც ერთი მხარე არ არის განაწყენებული. -კი, მყავს 5 წლის სამყარო. ადვილი არ არის ასწრებდე ყველაფერს და იყო კარგი დედა, მაგრამ მე და გიო თავიდანვე ასე მოვდივართ. 2 კვირის იყო პირველად რომ წავიყვანე ფინალურ გამოცდაზე. ისიც შეეჩვია დედის გრაფიკს და ფეხი აუწყო ჩემეულ ცხოვრებას. ორივემ ზუსტად ვიცით, რომ ყველა კეთილი საქმე უპირველესად მისთვის კეთდება და ის არის სტიმული ყველა გათენების. ვცდილობ ვიყო კარგი შვილის აღმზრდელი კარგი დედა. რა გამოვა ამას დრო და მისი მომავალი გვიჩვენებს. -ცოტა საქართველოს საზღვრებს გავცდები და გკითხავ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის განათლების პრობრამაზე, რომელსაც თუ არ ვცდები აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო მასპინძლობდა. როგორ გახდი ამ პროგრამის მონაწილე და მაინც, როგორია საზღვრებს გარეთ? -გასულ ზაფხულს იყო ბაქო და იყო იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის პროგრამა, დაუვიწყარი დღეები და აზერბაიჯანული მოგონებები. ამას გარდაც იყო სხვა პროგრამებიც და სხვა ქალაქები. რამდენად სენსიტიური კითხვაა, - როგორია საზღვრებს გარეთ. იცით? თითქოს სიახლეები გაბედნიერებს და მუდმივად ძიებაში ხარ, მაგრამ შინაგანად გრძნობა გიმძაფრდება. მშობლიური ქვეყნის სიყვარული მძაფრდება, ოჯახის მონატრება, ქართულ-მეგრული სამზრეულო და ამ ყველაფერთან ათასობით კილომეტრი რომ გაშორებს შვილს. თუმცა განსხვავებული ტრადიციები, გარემო და ადამიანები ძალიან, ძალიან საინტერესოა ჩემთვის. -ცხოვრება ძალიან დიდი სირთულეებს გვიმზადებს. საინტერესოა, იმედგაცრუების გრძნობა გქონია თუ არა და თუ კი, რამდენად უმოქმედია მას შენს სურვილზე -ჰოომ, აი იმედგაცრუება! მქონია, ბევრჯერ და მწარედ. ძირითადად საკუთარ თავს ვაბრალებ, რადგან მგონია ყველას ისე ვუყვარვარ ან ისე მიმიღებს, როგორც მათ მე! შესაბამისად ბევრჯერ მტკენია! რამხელა სიცარიელეს ტოვებს! თითქოს სხეულს გინაწევრებენ, მაგრამ ამ ყველაფრის ფონზე შინაგანად ძლიერდები. ამ იმუნიტეტით მოვდივარ დღემდე. -იმედგაცრუების გრძნობა ბევრის ცხოვრებაში წინსვლის მოტივაციას კარგავს, მაგრამ როგორც ვხედავთ, შენ შემთხვევაში ასე არ მომხდარა. თქვენს ასაკში რთულია ერთბაშად ძალიან ბევრ საქმეს შეეჭიდო და აქედან ყველა ბრწყინვალედ გამოგდიოდეს. მეტიც, ვიცით რომ დააფუძნეთ ვოკალური სტუდია "თოლიგე" . მოგვიყევი, როგორ შეძელი და რა ბარიერების გადალახვა მოგიწია მიზნის განსახორციელებლად. -მაწითლებთ და ვერც ვიფერებ. დიახ, მეორე შვილს ვეძახი ,,თოლიგე"-ს. ცხოვრების იმ ეტაპზე ყოფნისას, როდესაც ბევრმა შეიძლება იფიქროს, რომ ყველაფერი მორჩა, მე გადავწყვიტე, რომ სულაც არა. ადამიანმა საკუთარ თავში უნდა ეძიო ძალა და ყოველთვის შეცვალო გარშემო არსებული რეალობა. ბევრი არც მიფიქრია, ზუსტად ვიცოდი, რომ ხსნა იყო სიმღერაში და საქმეში, რომელიც პირველ რიგში ჩემი შვილისთვის იქნებოდა მნიშვნელოვანი და შემდეგ უკვე მისი თანატოლებისთვის. აქედან გაჩნდა ვოკალური სტუდია ,,თოლიგე"და უკვე მესამე წელია წარმატებით და აქტიურად აგრძელებს ფუნქციონირებას. -მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან კარგ, სასიკეთო საქმეს ჩაუყარე საფუძველი! როგორც ვიცი საზაფხულო შემოთავაზებებიც გაქვთ "თოლიგეში". საინტერესოა, რას სთავაზობათ ახალგაზრდებს? -დიახ. გვაქვს საზაფხულო სკოლა, სხვადასხვა მიმართულებებით, აქტივობებით და ძალიან მრავალფეროვანი პროგრამით. მორგებული სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიას. სულ რაღაც ერთი კვირაა პირველი ნაკადი მივიღეთ და უკვე ძალიან კარგ შედეგამდე გავედით. ახლა მეტი ენთუზიაზმით ვართ და მოუთმენლად ველოდებით შემდეგი ნაკადის შემონათებას ჩვენს ხელოვნების კერაში. -ძალიან მიხარია და ბარემ, ჩემი ბლოგის მკითხველებს თუ დაუანონსებთ თქვენ სამომავლო გეგმებს (თუ საიდუმლო არაა), მით უკეთესი. -საიდუმლო ნამდვილად არაა. დავაანონსებ იმას, რომ სტუდიის კერძო მუსიკალურ სკოლად ჩამოყალიბებასა და ასევე, ფილიალის ზუგდიდში გახსნაზე ვმუშაობ. რა კარგი სიახლეა, მოხარული ვარ! იმედგაცრუება, ტკენა, ყველაფერი ძლიერი ადამიანების ხვედრია. იმედგაცრუების შედეგი კი სახეზეა. ძალიან მიზანსწრაფული ადამიანი ხარ და მჯერა, რომ ის, ვინც ბლოგს წაიკითხავს, ორმაგად დააფასებს ადამიანის ფენომენს! მინდა ძალიან ბევრი წარმატება გისურვო, რადგან ამას იმსახურებ! და ბოლოს, დიდი მადლობა ამდენად კარგი რესპოდენტობისთვის. -მადლობა, რომ ბლოგის პირველ რესპოდენტად ამირჩიეთ. უდიდეს წარმატებებს გისურვებთ. ბევრ მკითხველს, მსმენელს და ა.შ ხოლო, რამდენად კარგი - ამას მკითხველი შეაფასებს... #წარმატებულიწალენჯიხელები #თოლიგე #რესპოდენტი #წარმატება #წალენჯიხა #ათინათი #feedc #ტექნოლოგიები #ბიზნესი #მოგზაურობა #ხელოვნება #ახალიამბები
+9
Anni Kvaratskhelia
Tsalenjikha · 3 days ago
საკრებულოს, ამავე მუნივიპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადება
#ახალიამბები
Anni Kvaratskhelia
Tsalenjikha · 3 days ago
რუბრიკა "წარმატებული წალენჯიხელები"
საღამო მშვიდობისა , Fიდსელებო. რადგან ახლა ამას კითხულობთ ე.ი ჩემი ბლოგისთვის დრო გამონახეთ, რაც მე ძალიან მახარებს. ერთ-ერთ სტატიაში დავწერე, რომ კონკურსის შემდეგ კარგი სიახლით დაგიბრუნდებოდით. პირობა რა თქმა უნდა, ძალაშია. რაც შეეხება სიახლეს, გადავწყვიტე რომ წარმატებული ადამიანები გაგაცნოთ ( წალენჯიხის მუნიციპალიტეტიდან წავიწყებ), რომლებსაც ბევრი კარგი უკეთებიათ და დღეს, მათი მიღწევები ჩვენთვის მოტივაციაა, ცვლილების სურვილი. ფორმატი - ინტერვიუ. სიხშირე - კვირაში 2-ჯერ იმედია გამომყვებით და ერთად აღმოვაჩენთ ნიჭს, რომელსაც ფართო გზა სჭირდება!#რუბრიკა #წალენჯიხელები #წარმატება #განათლება #ახალიამბები
Anni Kvaratskhelia
Tsalenjikha · 3 days ago
Aswan, Egypt by lisahomsy.
#ახალიამბები #მოგზაურობა #ხელოვნება
Anni Kvaratskhelia
Tsalenjikha · 4 days ago
დემნა ჩვეულ ფორმაშია
წყარო: Guram sherozia's blog#მოდა #ახალიამბები
Anni Kvaratskhelia
Tsalenjikha · 4 days ago
ვაკვირდები და ჩუმად ვარ
ფოტოს ავტორი: Shermazana#ახალიამბები #ხელოვნება
Anni Kvaratskhelia
Tsalenjikha · 4 days ago
ზუგდიდის ცენტრში სასტუმრო "ოდიშის" შენობა გაიყიდება
ზუგდიდში, გამსახურდიას გამზირისა და რუსთაველის ქუჩის კვეთაზე მდებარე სასტუმრო "ოდიშის" ყოფილი შენობა პირობიან აუქციონზე გაიყიდება. ამის შესახებ საკრებულოს დღეს გამართულ სხდომაზე გახდა ცნობილი. ქონების საწყისი ფასი 4 000 000 ლარია. გარდა ამისა, შემსყიდველმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 წლის განმავლობაში 4 მილიონი ლარის ინვესტიცია სასტუმროს ან/და კომერციული ფართის მოწყობისთვის უნდა განახორციელოს. რაც შეეხება აღნიშნულ შენობაში მცხოვრებ დევნილებს, საკრებულოს თავმჯდომარის ცნობით, მათი განსახლება ბარამიას ქუჩაზე მდებარე ახლად აშენებულ ბინებში მოხდება. წყარო: რადიო ათინათი
Anni Kvaratskhelia
Tsalenjikha · 4 days ago
„აქციე იდეა კანონპროექტად“
📢მაშინ როდესაც Covid19 მძვინვარებდა, დისტანციურ რეჟიმში სტაჟირება გავიარე "საქართველოს პარლამენტში". ახლა კი დიდი სურვილი მაქვს ეს შანსიც გამოვიყენო, მაგრამ სამართლის სტუდენტი არ ვარ... ჰო და იმის თქმა მინდა, რომ სამართლის სტუდენტებმა ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ! დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ლინკზე.#კონკურსი #საქართველოსპარლამენტი #განათლება "ცოდნაძალაა #ახალიამბები
Anni Kvaratskhelia
Tsalenjikha · 5 days ago
დილა მშვიდობისა, საქართველო!
...აქ დილა ჩიტების ჭიკჭიკით იწყება. მერე საქონელს ეზოდან გადმოდენის ბიჭი. ვიდრე მზე შუბისტარზე დადგება, ჩიტების ხმას გადაფარავს დინჯი ნადური. ცვარი მარგალიტებივით ადევს მცენარეებს, ლაკადის მიდამოებს ნისლი ეფარება, თანდათან იწყება სოფლის გამოღვიძება და ასე, ამ ლამაზ ფონს სოფლის ბავშვების ჟრიამულიც ემატება. ყველა სოფელს თავისი უნიკალური თავგადასავალი აქვს. აქ იბადება სიმღერა, მითი, ლეგენდა, ლექსი... იბადებიან ადამიანები, რომლებიც ქმნიან ქვეყნის საგმირო და კულტურულ ისტორიას. სოფელი ინახავს ამ ადამიანების სიყვარულს და პატივისცემას, უყვართ სტუმარი და საინტერესო ამბების თხრობა. ვინიცის რამხელა ისტორიაა აქვს ჩემს სოფელს. რამდენი ჭირ-ვარამი გამოუვლია. სწორედ წარსულითა და მისაბაძი ადამიანებით ვამაყობთ და ვცდილობთ, რომ ყველას გავაცნოთ ეს დიდი ოჯახი. ჩვენ კი ის მომავლის თაობა ვართ, ვისი მეოხებითაც უნდა დაიწეროს ახალი და უფრო საამაყო ისტორია, რომელიც შემდგომ თაობასაც მისცემს სიამაყის საშვალებას. Jgali#მოგზაურობა #ხელოვნება #ახალიამბები
Anni Kvaratskhelia
Tsalenjikha · 4 days ago
მასტერკლასი "ბიზნეს გეგმა"
გიზიარებთ ძალიან, ძალიან მაგარ ივენთს! მსურველები იმედია ჩაერთვებით... მასტერკლასი "ბიზნეს გეგმა" უფასოდ და საჩუქრად : " პროექტების მართვის ონლაინ ტრენინგი " - (მასტერკლასის მონაწილეებისთვის) აღწერა: - მართვის ბიზნეს მოდელი. - ფინანსური ბიზნეს გეგმა. - მარკეტინგული ბიზნეს გეგმა. - ბიზნეს პროექტი. მასტერკლასს უძღვება: სამი ბიზნეს წიგნის ავტორი,აკრედიტებული მარკეტერი ევროპაში,ბიზნეს ტრენერი და კონსულტანტი - გიორგი კუჭუხიძე. დრო: 7 აგვისტო,19:00-22:00 საათი. მასტერკლასი ჩატარდება დისტანციურად. დამატებითი დეტალებისთვის გაიაერთ რეგისტრაცია 👇#ივენთი #ბიზნესგეგმა #დისტანციურირეჟიმი #განათლება #ტექნოლოგიები #ბიზნესი #ხელოვნება #ახალიამბები
Anni Kvaratskhelia
Tsalenjikha · 4 days ago
წალენჯიხელებო, აბა გავერთიანდით
ახალგაზრდები თემის გაძლიერებისთვის
წალენჯიხელებო, აბა  გავერთიანდით
docs.google.com
ახალგაზრდები თემის გაძლიერებისთვის
Anni Kvaratskhelia
Tsalenjikha · 4 days ago
გვარი არ მოეწონათ, მაგრამ ვიდეო მაგარიაო
ეს ადამიანი ჩემთვის აღმოჩენაა, თავისი ზღაპრული ფოტო-ვიდეო მა
გვარი არ მოეწონათ, მაგრამ ვიდეო მაგარიაო
ეს ადამიანი ჩემთვის აღმოჩენაა, თავისი ზღაპრული ფოტო-ვიდეო მა
Anni Kvaratskhelia
Tsalenjikha · 4 days ago
ნაკადულის ჩხრიალი თქვენთანაც ისმის?
ფოტო: Shermazana#გაატარეზაფხულისაქართველოში#მოგზაურობა #ხელოვნება #ახალიამბები #აჭარა
Anni Kvaratskhelia
Tsalenjikha · 4 days ago
შატილის აღმოსავლეთ ფლანგი
ფოტო: Shermazana#ხელოვნება #სპორტი #ახალიამბები #მოგზაურობა
Anni Kvaratskhelia
Tsalenjikha · 4 days ago
სოხუმსა და მოსკოვს შორის სარკინიგზო მიმოსვლა ხვალიდან განახლდება
ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლა, რომელიც მარტის ბოლოს შეწყდა, 7 აგვისტოდან აღდგება. ამის შესახებ "აფსადგილ ინფო" წერს "აფხაზეთის რკინიგზის" გენერალური დირექტორის იგორ მარღანიას ინფორმაციაზე დაყრდნობით. #აფხაზეთი #მოგზაურობა #ახალიამბები
Anni Kvaratskhelia
Tsalenjikha · 4 days ago
ჯვარში მამაკაცი დაჭრეს
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში 40 წლის მამაკაცი სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მამაკაცი სოფელ ოჭანეს მკვიდრია. ის სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. #ახალიამბები
Tamar Kvaratskhelia
Tsalenjikha · 5 days ago
ფოცხო
გიგანტური ენგურჰესი ენგურჰესი #ახალიამბები
Anni Kvaratskhelia
Tsalenjikha · 5 days ago
ის რაც გვაძლიერებს
წარმოიდგინეთ რომ მოკალათებული ხართ საწოლზე, საყვარელ წიგნში მთელი არსებით ჩაფლული, საოცრად მაგარ მომენტზე, აი ისეთზე შერლოკ ჰოლმსმა კვალს სწრაფად რომ მიაგნო და ჰოპ, ყავა მოგინდათ. გამოძიებით ისე ხართ გართული, წიგნიც ინსტიქტურად დახურეთ. რამდენიმე წუთში საყვარელი ფინჯნით ხელში ბრუნდებით, ძალიან ჩქარობთ, რომ შერლოკის ინტუიციას მიჰყვეთ, თუმცა ნამდვილად ვერაფერში დაგეხმარებათ სისწრაფე, რადგან წიგნის გვერდებში ბოდიალი არ აგცდებათ. ამიტომ სასურველია, ყავაზე ფიქრი ოდნავ განზე გადავდოთ და მთელი არსებით ჩავიმალოთ საყვარელი წიგნის საინტერესო გვერდებში, ისე რომ პილასოსივით შევისრუტოთ ჩვენთვის მოსაწონი ფრაზები. ხშირად ეს ფრაზები კარგი ნაშრომის შექმნაშიც კი გვეხმარება. გვიმაღლებს ცნობიერებას, სიტყვის მარაგს, მხატვრულ ინტერპრეტაციას, რაც ამა თუ იმ ჩანახატს უფრო ეფექფურს და ჩვეულებისამებრ საინტერესოს ხდის. სწორედ მათ, ვისაც ავტორის მიერ შეთხზული ისტორიების კითხვა უყვარს, საკუთარის შექმნაც სიამოვნებს. ასეთი ადამიანები წერენ ყველაზე ბედნიერ მომენტშიც და ყველაზე მტკივნეულ სიტუაციაშიც. წერა საუკეთესო თავშესაფარია, თუ ერთფეროვანი სამყაროდან გაქცევა გინდა. დაფიქრდით, როცა ცუდი ხასიათი გადაივლის და თქვენს გულში გამოიდარებს, როგორი სასიამოვნო იქნება ისტორიის წაკითხვა რაც გადაგხდათ, თქვენი სიტყვები კი აშკარად იმსახურებს ულამაზეს დღიურში გაიშალოს და არა ფურცლის ნაგლეჯზე. რა თქმა უნდა ბგერების ჰაეროვნებისთვის კარგი ხარისხის კალამიც საჭიროა. თუ ბეჭვდა გირჩევნიათ ხელით წერას მაშინ მოკალათდით და ლეპტოპს გაუზიარეთ თქვენი დარდი. შეიძლება უბრალოდ გიყვარს საყვარელი ფრაზების წიგნიდან ამოკრება, მაშინ მინი დღიური გამოგადგება ან ფანქარი წიგნში მოსანიშნად. ეს დღიური კი შეიძლება შენთვის უსაყვარლეს ნივთად იქცეს. ზოგადად ასე ხდება, როცა რაღაც გიზიდავს არასდროს არ გინდა მისი განზე გადადება. შეიძლება მგზავრობაც კი მოგიწიოს მასთან ერთად... ამასწინათ მდინარეზე ვიყავით მე და ჩემი "არ ილაპარაკო".თურმე რა დიდი სიამოვნებაა მყუდრო გარემოში, სიგრილისა და მდინარის დინების ნოტაზე წიგნის გვერდებში მოგზაურობა... მორჩა, წიგნის სათაურისა არ იყოს, მეტს არ ვილაპარაკებ... სასიამოვნო არდადეგებს გისურვებთ❤ #ჭანისწყალი #ჯგალიდაჰარმონია Jgali#სპორტი #მოგზაურობა #ახალიამბები
Anni Kvaratskhelia
Tsalenjikha · 5 days ago
მე და ღამე
შავი ჩამოაწვა მღელვარე დედამიწას, მთვარემ დაიტია გულზე სინანული, ბინდმა დააბნელა ირგვლივ არემარე და მე ისევ დავრჩით დარდით განაბული. სრული სიჩუმეა, მთვარემ მოიწყინა, ვარსკვლავთ ერთი გუნდი ღრუბელს მიემალა, მხოლოდ ჩურჩულებენ ნუ თუ დაგვცინიან, მთვარის სინანულმა გული გამიქვავა. ერთად ვსეირნობდით, უკან მომყვებოდა ლამპარანთებული ბილიკს მინათებდა, მერე უცებ ჩაქრა, უკან დაიხია მე კი ერთ ადგილზე, ძეგლად გამაშეშა. მთვარემ მოიწყინა, სახე შეიცვალა ცრემლად დაიღვარა მთელი დედამიწა, ვარსკვლავთ სიკაშკაშე, წამში გარდისახა გლოვის მძიმე ღამედ, უძლურ ტრაგედიად! ა.კ#მოგზაურობა #ახალიამბები
Anni Kvaratskhelia
Tsalenjikha · 5 days ago
ჯგალი ურთიერთობაა
მიუყვები მარცხნივ, მთისკენ ლაკადისკენ მიგაქვს გეზი, წალენჯიხას გამოივლი და ჯგალისკენ მიიწევი. ჯგალიაო იტყვის ხალხი სტუმარიც და მასპინძელიც ყველას უყვარს ჩვენი ხალხი, თუმცა ყველა გვტოვებს წამში. ილუზია შევიქმენით, თითქოს აქ გვაქვს სოფლის სახლი, მაგრამ მაგი რად გვარგია, გამოგვირთეს ვაიფაი. ზაფხულობით, აქ ისვენებს თბილისელი, ზუგდიდელი, აზერიც და ინგლისელიც, მაგრამ ყველა იხიზნება, რაც დადგება სექტემბერი. ზაფხულს ძლიერ გვიხალისებს აქ მდინარე ჭაბისწყალი გოგო, ბიჭი, ქალი, კაცი, ყველა მანდვე დაიარის. მაღლა მეზობლი ყანაა, წამოიყვანს კამაზს ძალით მდინარესაც აგვიმღვრევს და მერე ვიწყებთ თამაშს კარტის. ერთხელ , შუა მზიან ამინდს სქურში გაიხიზნა ხალხი, პიკნიკიო გაიძახდნენ, მთელი კვირა წუთი, წამი. ჩვენთან, ცენტრში ვიკრიბებით თაკო, თეტი, მართა, ანი ხარჩილავა, როგავები და სტუმრები მთელი ჯგალის. მთელი ღამე სოფლის სახლში, ჟრიამული ისმის ხალხის, ზოგი ფრემბურსა თამაშობს, ზოგიც ჯოკერს მაზიანით. მეორე დღეს სოფლის სახლის ადმინისტრაცია ჩხავის, ამოგვიგდეთ ფილა ქვები და გათხარეთ ეზო-კარი. ფრემბურთი და წკენტა კარტი, მთელი ღამე არის ხალხი ღამღამობით ბურთს დასდევენ, ფაროსანებს კი დღის თვალით. ჩვენი ჯგალი მაგარია, აქ ნამდვილი ხალასია, ბავშობა და სიანცე კი, ჩვენთვის დიდი წამალია. ივლის, ივნის და აგვისტოს, ჯგალში ხალხის განგაშია, წელიწადის სხვა დროებს კი, ცარიელი ქაღალდია. ა.კ Jgali#jgali #village #friendship #მოგზაურობა#ახალიამბები
+4
Anni Kvaratskhelia
Tsalenjikha · 5 days ago
მხუთავი აირი
ნაღვლიან დღეებს რა მოსთვლის, სულს რომ გიკოდავს უსაშველოდ. ასე, ვერტიკალური თუ ჰორიზონტალური მიმართულებით ბრუნავებ, ბრუნავენ და ბოლოს, როცა ქარი მძლავრად დაუბერავს, შეიძლება დანებდნენ და მისი მიმართულებით გადაიხარონ. ჩამოგშორდნენ, მაგრამ არა საბოლოოდ. ნუ იდარდებ, მე ისევ დავბრუნდები, – დაგიბარებს და ირონიულ ღიმილს გიწილადებს… დრო გადის , ფიქრები სულს გიწიოკებენ, შიგაგანად გღრღნიან, მაგრამ ეგ არაფერი – შეჩვეული ხარ. ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალიაო, მაგრამ როგორ?! ჩემი აზრით, დრო ტკივიკთან გაჩვევს. ეჩვევი, ეჩვევი, თან იმდენად, რომ კარგი დღეები მოსაბეზრებელიც კი ხრება. მე იმ დღეების უბილეთო მგზავრი ვარ, რომლებიც არ ჩერდებიან, მაგრამ არც არსად მიდიან, დღეები რომლებიც ღამემდე მთავრდება. რამდენი სიხარულია გარშემო? იმაზე მეტია ვიდრე ცაში ვარსკვლავი, მაგრამ მათსავით შორეული და მიუწვდომელი… მხოლოდ ხანდახან, ტკივილის ღრუებით დაფარულ სულში გაიელვებს ბედნიერება და სურვილების ცეცხლის ნაცვლად, შინაგან სევდის წვიმას მიგაფიცხებს. ჰო, ჩვენ ხშირად გვავიწყდება რომ გატეხილი გულის მალამო სევდაა და არა სიხარული. სევდა, რომელიც თავს ძალიან გაჩვევს…#ახალიამბები
Anni Kvaratskhelia
Tsalenjikha · 6 days ago
გვარი და გვარიშვილობა
#ახალიამბები
Anni Kvaratskhelia
Tsalenjikha · 6 days ago
ლევანის სახლი
Google map-ს ახალი ლოკაცია შეემატა. ლევან კვარაცხელია #მოგზაურობა #ახალიამბები
Anni Kvaratskhelia
Tsalenjikha · 6 days ago
რადიო ჩართვა თემაზე "ახალგაზრდების აქტიურობა და მოტივაცია'
Fიდსელებო, შუადღე მშვიდობისა! იმედია კარგად ხართ. სიახლით მივედი თქვენთან... რადიოს მოყვარულების საყურადღებოდ დავაანონსებ, რომ ხვალ, 16:00 საათზე, რადიო ათინათის გადაცემა "მომავლის თაობის" შუადღის ჩართვის სტუმარი ვიქმები. თემიდან გამომდინარე ახალგაზრდების ჩართულობაზე და მოტივაციაზე ვისაუბრებ, რომელზეც ჩემი საკონკირსო ბლოგი იყო აგებული. იმედია შემოგვიერთდებით და ჩვენი მოტივაცი თქვენთვისაც სამოტივაციო გახდება! კარგ დღეს გისურვებთ!ათინათი#feedcgrant #RadioAtinati #feedc#ტექნოლოგიები #ახალიამბები
Tamar Kvaratskhelia
Tsalenjikha · 5 days ago
ღამის წალენჯიხა
როგორ ერთობა ახალგაზრდობა წალენჯიხაში🎶🎹🎧🎤🎺🥁🎵🎵🎙🎹📞📯📢🔊#ახალიამბები
Tamar Kvaratskhelia
Tsalenjikha · 5 days ago
მე მიყვარს წალენჯიხა
#ახალიამბები
ელზა ელზა
Tsalenjikha · 1 week ago
🗼🗼🗼
Anni Kvaratskhelia
Tsalenjikha · 1 week ago
დაწყებული, მაგრამ დაუსრულებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები გრანელის პარკში
წალენჯიხაში დაიწყო გრანელის პარკის რეაბილიტაცია, ამის შემდეგ დაიწყო და დასრულდა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის მშენებლობა, დაიწყო და დასრულდა შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის მშენებლობა, დაიწყო და დასრულდა ჭავჭავაძეზე გზის რეაბილიტაცია, გაჩნდა ახალი კორონავირუსი მსოფლიოში, დაიწყო და დასრულდა ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა, გადაირა კორონავირუსის პიკმა, დაიწყო და შესაძლოა დასრულდეს წალენჯიხის გაზიფიცირება; ველოდებით კორონავირუსის შემდგომ ტალღას, გრანელის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაობი კი ჯერაც გრძელდება. წყარო: Tsalenjikha liveTsalenjikha #ბიზნესი #სპორტი #ხელოვნება #მოგზაურობა #პოლიტიკა #ახალიამბები
Anni Kvaratskhelia
Tsalenjikha · 1 week ago
20 წლამდე გოგონა თვითმკვლელობის მიზნით მდინარეში გადახტა
ფოთში,გვიან ღამით , ცოტნე დადიანის ხიდიდან ახალგაზრდა გოგო გადახტა.თვითმხილველების თქმით 20 წლამდე გოგონა ხიდის მოაჯირზე იჯდა და თვითმკვლელობის მიზნით მდინარეში გადახტა.ჯერჯერობით უცნობია ახალგაზრდა გოგონას ვინაობა. ამ წუთებში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.ადგილზე მობილიზებულია პოლიციის ბრიგადები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.შსს-ში მიმდინარეობს ინფორმაციის დაზუსტება. წყარო: მეცხრე ტალღაPoti #ახალიამბები
Anni Kvaratskhelia
Tsalenjikha · 1 week ago
შუადღე მშვიდობისა ანაკლიიდან
"ღამით იგის სხეულში გუშინდელი იგი გაჩნდა, რომელიც ცას უყურებდა და ხედავდა , რომ ცა იგი იყო, ზღვას უყურებდა და ხედავდა, რომ ზღვა იგი იყო, ტყეს უყურებდა და ხედავდა, რომ ტყე იგი იყო... იგიში იყო ყველაფერი და ყველაფერში იყო იგი" /ჯ.ქარჩხაძე/ Anaklia#ხელოვნება #მოგზაურობა #ახალიამბები
Anni Kvaratskhelia
Tsalenjikha · 1 week ago
ყველაფერი ვერ გვეცოდინება - უცნობი კი ყველაზე საინტერესოა
ჩვენ უამრავი ტექნოლოგიის მომხმარებლები ვართ, ყოველდღიურად ვსტუმრობთ სხვადასხვა სოციალურ ქსელს, ვიყენებთ ინოვაციურ ტექნოლოგიებს, მიუხედავად ამისა ძალიან ბევრი საინტერესო ფაქტი ჩვენთვის ჯერ კიდევ უცნობია. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ 6 უცნობ და ძალიან საინტერესო ფაქტს ტექნოლოგიების შესახებ. სიტყვა ,,რობოტს“ არც ისე კარგი მნიშვნელობა აქვს თუ ამ სიტყვის ეტიმოლოგიას გადაამოწმებთ დარწმუნდებით ამ მოსაზრების სისწორეში. სახელი რობოტი ჩეხეთიდან მოდის ,,robota” და ითარგმნება, როგორც ,,იძულებით მომუშავე”. ეს სიტყვა პირველად 1920 წელს გამოიყენეს. Samsung-ი 38 წლითა და 1 თვით უფროსია, ვიდრე Apple-ი შესაძლო არიცოდი, რომ კომპანია Samsung-ი ბევრად ადრე დაარსდა, ვიდრე Apple-ი. Samsung-ი დაარსდა 1938 წლის 1 მარტს ლი ბიუნ-ჩულ-ის მიერ, ხოლო Apple-ი 1976 წლის 1 აპრილს სტივ ჯობსისა და სტივ უოზნიაკის მიერ. დომენის სახელის რეგისტრაცია ადრე უფასო იყო ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ადამიანები ვერ აანალიზებდნენ თუ რამხელა მნიშვნელობა მიენიჭებოდა ინტერნეტს, დომენის სახელის რეგისტრაცია უფასო იყო. 1995 წლიდან ეს პროცესი ფასიანი გახდა, 2 წლით დომენის სახელის რეგისტრაცია 100 დოლარი ჯდებოდა. რადიოს 38 წელი დასჭირდა იმისათვის, რომ 50 მილიონიანი აუდიტორია ჰყოლოდა ალბათ ვერ წარმოიდგენდით, რომ რადიოს 38 წელი დასჭირდებოდა 50 მილიონიანი აუდიტორიის შესაქმნელად, თუმცა ეს რეალობაა. iPod-ს კი მხოლოდ 3 წელი დასჭირდა იგივე შედეგისთვის. პირველ ფოტოაპარატს ძალიან დიდი დრო სჭირდებოდა ფოტოს გასამჟღავნებლად პირველი ფოტოაპარატი 1826 წელს გამოვიდა, მას 8 საათი სჭირდებოდა კადრის გასამჟღავნებლად. მოგვიანებით კი 1839 წელს Louis Daguerre-იმ ეს დრო 15 წუთამდე შეამცირა. პირველ მაღვიძარას მხოლოდ ერთ დროს შეეძლო დარეკვა პირველი მაღვიძარა გამოიგონა ლევი ჰუჩინმა 1787 წელს, რამდენადაც უცნაურად არ უნდა ჟღერდეს მას მხოლოდ ერთ დროს, დღის 4 საათზე შეეძლო ადამიანის გაღვიძება.წყარო: Academy of digital industries. #ტექნოლოგიები #ახალიამბები
+4
Anni Kvaratskhelia
Tsalenjikha · 1 week ago
ჩარლზ ბუკოვსკის გენია ციტატებში
გერმანული ფესვების მქონე, ამერიკელი მწერალი ჩარლზ ბუკოვსკი ე.წ ,,ბინძური რეალიზმის” სტილში წერდა, ისე რომ მის ნაწარმოებებში პერსონაჟები, საგნები და მოვლენები არაა შელამაზებული, პირიქით ის უხეში და აგრესიული ფორმით აღწერს რეალობას, ისეთს როგორიც არის ის რეალობაში. 1. კარგია როცა გაქვს წასასვლელი, მაშინ როცა ყველაფერი ძალიან ცუდადაა. 2. ცხოვრებაზე ჩემი შეხედულებიდან გამომდინარე, ჩემთვის მთავარია ადამინებთან ურთიერთობას თავი ავარიდო. რაც უფრო ნაკლებ ადამიანთან მიწევს ურთიერთობა მით უკეთ ვგრძნობ თავს. 3. მარტოობა მაძლიერებს; მის გარეშე ისე ვარ როგორც მშიერი და მწყურვალი, მის გარეშე გატარებული ყოველი დღე მასუსტებს, მე არ ვამაყობ ჩემი მარტოობით მაგრამ, მე მასზე ვარ დამოკიდებული. 4. ზოგადად მე ცუდი ვარ, მაგრამ როცა მე კარგი ვარ,ეშმაკმა დალახვროს ისეთი კარგი ვარ. 5. უბრალოდ იცხოვრო სანამ არ მოკვდები ეს უკვე _ მძიმე შრომაა. 6. უმადურობა და უხეშობა ბადებს პირად ჭეშმარიტებას. 7. როცა შენ მთვრალი ხარ, სამყარო უწინდებურად სადღაც გვერდითაა, მაგრამ ის ყელში მაინც არ გიჭერს. 8. სამყაროს გადარჩენა რომ დაიწყო, თითოული ადამიანი ცალ-ცალკე უნდა გადაარჩინო,ყველას გადარჩენა ეს რომანტიზმია თუ პოლიტიკა?!. 9. უკიდურესი ნაგავის ხილვა ეკრანებზე ადამიანებისთვის იმდენად ჩვეულებრივი გახდა, რომ ისინი ვერც კი აცნობიერებენ რომ ნაგავს უყურებენ. 10. დეპრესია და თვითმკვლელობა ხშირად არასწორი დიეტის შედეგია. 11. მწერლები_ ეს სასოწარკვეთილი ხალხია, და როცა მათ იმედი უჩნდებათ ისინი ვერ ახერხებენ წერას. 12. 25 წლის ასაკში გენოიოსობა ყველას შეუძლია, აი 50 წლის ასაკში ამისთვის რაიმეს გაკეთებაა საჭირო. 13. პატიოსნება ტალანტს იშვიათად წაადგება. აი იღბალი სხვა საქმეა. ტალანტი მას ყოველთვის ფეხდაფეხ დასდევს. 14. საქმე ცუდად მიდიოდა, მაგრამ არავინ იცის საით. 15. რა თქმა უნდა შესაძლებელია ადამიანი გიყვარდეს _ თუ მას ძალიან კარგად არ იცნობ. 16. სამყაროს პრობლემა იმაშია, რომ განათლებული ადამიანები სავსე არიან ეჭვებით, ხოლო გაუნათლებლები თავდაჯერებულობით. 17. თუ კი ადამიანის მოტყუება მოახერხე, ეს სულაც არ ნიშნავს, იმას რომ ის სულელია; ეს ნიშნავს რომ შემ იმაზე მეტად გენდობოდნენ, ვიდრე სინამდვილეში იმსახურებდი. 18. სილამაზე ეს არაფერია. შენ თვითონაც არ იცი, როგორ გაგიმართლა, რომ ლამაზი არ ხარ. თუ კი ადამიანებს მოწონხარ, იცი რომ საქმე სულ სხვა რამეშია. 19. თუ კი თქვენ სინდისი სულ აღარ შეგრჩათ, და იცით ეს მაშინ უნდა იცოდეთ, რომ თქვენ სინდისი ჯერ კიდევ შეგრჩენიათ. 20. არის დღეები, როცა ჯობია საწოლიდან არ გამოხვიდე და პლედში თავიც ჩარგო. 21. თუ ნაბიჭვარი ხარ ესე თქვი. თორემ სხვა ვინმე გეტყვის. მაგრამ თუ მე გეტყვი პირველი, ამით სხვებს განვაიარაღებ. 22. პირველი რაც მე შენში მომეწონა, აი ის რომ შენ არ გაქვს ტელევიზორი- თქვა ლიდიამ. 23. მე მეტისმეტად კარგად ვიცნობ საკუთარ ნაკლოვანებებს, იმისთვის რომ საპასუხოდ სიყვარული არ მოვითხოვო. 24. იყო სიკეთის და ბოროტების მიღმა ეს ჩვეულებრივი მომენტია, მაგრამ იმისთვის რომ ვიცხოვროთ ჩვენ ერთ_ ერთის არჩევა მაინც გვიხდება. 25. ზოგიერთ ადამინრბს არ შეუძლიათ ჭკუიდან გადასვლა _ ამიტომაც მათი ცხოვრება საშინლად მოსაწყენია. 26.თუ არ შეგიძლიათ იყო ჯენტლმენი, მაშინ ღორი მაინც ნუ იქნები. 27. იპოვო ის რაც გიყვარს, თუნდაც მოგკლას. 28. მე არ მჯერა, რომ სამყაროს შეცვლა შეიძლება უკეთესობისკენ, მე მჯერა რომ , შეიძლება შეეცადო რომ ის არ გახდეს უფრო ცუდი. 29. ყოველთვის გამოჩნდება ის ვინც შენ დღეს გააფუჭებს, და მთელ ცხოვრებასაც. 30. ვფიქრობ უნდა დავლიო. დალევა ყველას ჭირდება, უბრალოდ მათ ამის შესახებ არ იციან.Jgali #ახალიამბები
Anni Kvaratskhelia
Tsalenjikha · 1 week ago
ცხოვრება ინტერნეტამდე
#ხელოვნება #ახალიამბები
+4
Anni Kvaratskhelia
Tsalenjikha · 1 week ago
სოფელ ჩქვალერში საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა
ინფორმაციას წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი, გოგა გულორდავა, სოციალურ ქსელში აქვეყნებს.#ტექნოლოგიები #ბიზნესი #ახალიამბები
Kakha Kvaratskhelia
Tsalenjikha · 1 week ago
წალენჯიხაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ჩატარდა
ელექტრონული მუსიკის ფესტივალი წალენჯიხაში
წალენჯიხაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ჩატარდა
youtu.be
ელექტრონული მუსიკის ფესტივალი წალენჯიხაში
Kakha Kvaratskhelia
Tsalenjikha · 1 week ago
"წალენჯიხის სამცაცხვი"
საქართველოში ტაძრების სიახლოვეს ბევრგან არის "სამცაცხვი", მაგრამ სილამაზით, ასაკით და ისტორიული წარსულით წალენჯიხისას ვერცერთი შეედრება. ქალაქს 105 მეტრის სიმაღლიდან გადაჰყურებს, როგორც მფარველი ანგელოზი. რამდენ საუკუნეს ითვლის თითო ცაცხვი და რამდენ ისტორიულ საიდუმლოებებს ინახავს, ზუსტად ვერავინ გეტყვით. თითეულის ცაცხვის საშუალო გარშემოწერილობა 7 მეტრია. ამ ბუნების საოცრების გვერდითაა წალენჯიხის სახელოვანი ტაძარი, ბიზანტიელი ოსტატის მიერ ხელმოწერილი ერთადერთი მხატვრული ძეგლი, იქვეა ლევან მეორე დადიანის აკლდამა ისიც თავისი მასშტაბებითა და გაქანებით ერთდადერთი საქართველოში. სამწუხაროა, რომ დღეს, სამცაცხვის ტერიტორია მოუწესრიგებელია. #მოგზაურობა
+4
თამარ ღვინჯილია
Tsalenjikha · 1 week ago
,,წენდიხა’’
წალენჯიხა, მეგრული „წენდიხა“, ჭანისწყალი მეგრული „წენწყარი“ მდინარისა და გეოგრაფიული პუნქტის ამგვარი სახელწოდებანი დადასტურებულია როგორც ქართული, ასევე უცხოური წყაროების მიერ. წალენჯიხა და მისი მიდამოები დასავლურ ქართველ ტომთა თავდაპირველი სამოსახლო ადგილი ყოფილა. ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორია დასახლებული ყოფილა ჯერ კიდევ მაშინ, როცა ადამიანი ქვისა და ბრინჯაოს იარაღებს ხმარობდა. წალენჯიხის ტერიტორიაზე დასავლურ ქართული ტომები სწორედ რომ ამ ხანიდან ცხოვრობდნენ. ამაზე მიუთითებს თვით ამ პუნქტისა და მდინარის სახელწოდებანი „ჭელენჯიხა“, „წენდიხა“ წალენჯიხა. მე-10 მე-11 საუკუნეებში წალენჯიხა მნიშვნელოვანი დასახლებული პუქტი ყოფილა, ამას ადასტურებს იმ დროისთვის ისეთი დიდი და მნიშვნელოვანი ეკლესია როგორიცაა მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი. ამ დროიდან მოყოლებული წალენჯიხის მნიშვნელობა თანდათან იზრდებოდა ისე რომ მე-13 მე-14 საუკუნეებისათვის ის დადიანების ერთადერთ რეზიდენციად იქცა. აქ ჰქონდათ სასახლე, საჭურჭლე (საგანძური) და როგორც ჩანს საგვარეულოს სამარხიც. ქალაქის მნიშვნელობის ამგვარმა ზრდამ გამოიწვია მე-14 საუკუნეშივე ოდიშის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საეპისკოპოსოს გადატანა წალენჯიხაში. საეპისკოპოს ცენტრის წალენჯიხაში გადატანამ გამოიწვია ის დიდი მშენებლობანი და აგრეთვე წალენჯიხის ეკლესიის მოხატვა მე-14 საუკუნეში, ვამეყ დადიანის დროს (1384—1396 წ. წ.). დადიანების რეზიდენციათა შორის წალენჯიხა დიდხანს იყო ერთ-ერთი უპირველესი. საბჭოთა პერიოდში წალენჯიხა იქცა ჩაის გადამუშავების ერთ-ერთ ცენტრად, რამაც ხელი შეუწყო დასახლების ურბანიზაციას. მოქმედებდა ჩაის ექვსი ფაბრიკა. 1964 წელს წალენჯიხამ მიიღო ქალაქის სტატუსი. დღეს მოქმედებს მხოლოდ ერთი ფაბრიკა. Tsalenjikha#ჩემიქალაქი #ისტორია #ისტორიულიფაქტები
+3
Anni Kvaratskhelia
Tsalenjikha · 1 week ago
მე არა, ჩვენ გავიმარჯვეთ!
ბლოგს რომ ვწერდი ვფიქრობდი, ვიყავი თუ არა მზად იმისთვის რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიმეყვანა. დიდი ფიქრის შემდეგ, როდესაც ფიზიკური და ფსიქოლოგიური მზადყოფნა გამოვუცხადე ჩემ თავს იმისთვის, რომ ახალ პლათფორმას კარგად გავაცნობდი ჩემ მეგობრებს, რომ საკონკურსო ბლოგზე ეაქტიურათ - მზად ვარ-მეთქი, გადავედი Feedc-ზე და ავტვირთე ბლოგი ("შავიდან თეთრამდე არც ისე შორია"). ბლოგი 12-ში ავტვირთე, კონკურსი კი 11-ში დაიწყო. თავიდან ცოტა "დავშინდი", მეთქი მეტოქეს 121 ხმა აქვს, როგორ დავეწიო, როცა Feedc-ის არც თუ ისე ბევრი მომხმარებელი მყავს სამეგოროში-თქო. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტურში მაქსიმუმები არ იყო საჭირო, დავიჟინე და მანდაც თუ არ ვცდები უმაღლესი მაჩვენებელი დავაფიქსირე. იმაში კი ვიყავი დარწმუნებული, რომ ამის შემდეგ მეორე ტურში გადასვლა და ორმოცდაათეულში მოხვედრა არ გამიჭირდებოდა, მაგრამ გაორმაგებულმა პასუხისმგებლობამ და ამბიციამ ისევ "შემაშინა". ახალი ბლოგი მინდოდა ძალიან ჩემეული ყოფილიყო, სადაც ბავშობის ოცნებას, სურვილებს და ზოგადად პიროვნებას გავუსვამდი ხაზს. მჯეროდა, რომ დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანდი და ზუსტად ამიტომ ავირჩიე ეს უკანასკნელი. ვიფიქრე, მოდი, თუ გავიმარჯვებ ბარემ "ბავშობის ოცნებით" გავიმარჯვო-მეთქი. კონკურენტი ბლოგერების აქტიურობა ის ერთადერთი იყო, რომელიც პირიქოთ მოტივაციას მაძლევდა, რომ გაორმაგებული ენერგიით შევმდგარიყავი საქმეს. ბოლო დღემდე ვიგებდი, უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის ხმა მემატებოდა, ვიდრე წარმოვიდგენდი და ეს თქვენი დამსახურებაა! ჩემი ძალიან მაგარი მეგობრების დამსახურებაა, რომლებიც დღე და ღამე ტელეფონზე იყვნენ ჩამოკიდებულები და მეგობრების ინფორმირებას ცდილობდნენ! ძალიაან ბევრ ალტერნატივას მივმართეთ და დღეს, როდესაც ვიხსენებ თუ როგორ თავდაუზოგავად ვშრომოდით, მიხარია, ამაყი ვარ, რომ ეს ჩემ გარშემო ხდებოდა! არც ერთი წუთით არ განმიხილავს მეორე და მესამე ადგილი. ასე ვამბობდი - თუ პირველზე ვერ გავედი, მაშინ მეორე და მესამე არ მინდა-მეთქი. მაგრამ 12:00-მდე, ხმის მიცემის შეწყვეტის ბოლო წუთამდე გვეგონა, რომ მეორე ადგილზე გავიდოდი, რადგან კონკურენტს წუთში ათობით ხმა ემატებოდა. კი გვიკვირდა ასე როგორ-თქო, მაგრამ აბა ჩვენ რა ვიცოდით რაში იყო საქმე. იმედი მაინც არ დაგვიკარგავს. დ: ჰო და ამდენი წერის შემდეგ, როცა ჩემითვე ვხვდები, რომ დაგღალეთ და უნდა შევწყვიტო , გეტყვით რომ ბედნიერი ვარ , გახარებული, სიხარულისგან ატიდებული და თან ძალიან ამაყიც! ამ კონკურსმა ძალიან მაგარი ადამიანები გამაცნო, რომლებთან ახლო კონტაქტი თითქმის არასდრო არ მქონია და ყველაზე მაგარი ისაა, რომ ეს ადამიანები თვითონ იჩენდნენ ყურადღებას, რომ რამენაირად დამხმარებოდნენ... მადლობა სათითაოდ ყველას! მახსოვს ყოველი სამოტივაციო სიტყვა, რომელიც მოგიწერიათ, გითქვამთ, მიგინიშნებიათ და ა.შ! მთავარი ესაა და არა ის, რომ 3000 ლარიანი გრანტი მოვიგე! და ახლა, როცა ფიდს და ინბოქსს ვათვალიერებ, ასობით მილოცვას და გახარებული ადამიანების ხმას ვგებულობ, ორმაგად დიდი ემოციის ქვეშ ვარ და არ ვიცი ეს ენერგია სად წავიღო, რა მოვიმოქმედო და რა გავაკეთო?! კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას... განსაკუთრებით კი იმათ, ვინც ჩემთან ერთად აღამებდა და ათენებდა! ჩემი სუპერმენები ხართ! მე კი არა ჩვენ გავიმარჯვეთ..! ♥️ And last... 1533 უნიკალური ხმა! We did it✋ პ.ს მახსოვს წინათ ასე დავწერე, თუ მიზანი დავისახე, მაშინ აუცილებლად შევასრულებ-მეთქი, ჰო და 3000 ლარი მოდის ჯგალში♥️ (აუცილებლად შეგატყობინებთ თამხას რაშიც გამოვიყემებ). დიდი მადლობა Feedc -ს, რომელიც ჩემი ყოველდღიურობის მთავარი წერტილი გახდა! დამელოდეთ, ძალიან, ძალიან მაგარ რაღაცებს შემოგთავაზებთ! love uuuuuu alllllll✨ Jgali#feedcgrant #literature #winner #ახალიამბები
+4
Anni Kvaratskhelia
Tsalenjikha · 1 week ago
ტრენინგი მედია წიგნიერებაზე
გამარჯობა, მეგობრებო. ვისაც დრო გაქვთ და გაინტერესებთ აღნიშნული თემა - შემოგვიერთდით ზუმში. ძალიან საინტერესო ტრენინგია და გპირდებით, რომ არ ინანებთ. გაიცემა სერტიფიკატიც... პ.ს უკვე დაიწუო #ტექნოლოგიები #ახალიამბები
August 11

Now in Tsalenjikha

21
Tuesday
22° / 13°
Wednesday
25° / 19°
Thursday
25° / 19°
Friday
27° / 18°
Saturday
25° / 17°
Exchange rate
1 USD
3.09
1 EUR
3.63