Hashtags
Jvari, Georgia0 Monthly reads · No posts last week
August 5

Now in Jvari

28
Ramin Bulia
Jvari · 3 months ago
Atari 2600
Atari 2600 - მეორე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი შემუშავებული Atari, Inc-ის მიერ. გამოვიდა 1977 წლის 11 სექტემბერს. იგი იქცა პირველ წარმატებულ კონსოლად სათამაშო კარტრიჯზე და მიაწერენ მიკროპროცესორზე დაფუძნებული კონსოლების პოპულარიზაციას Atari 2600-ის თავდაპირველად ერქვა Atari VCS, Video Computer System-ის აბრევიატურა. Atari 5200-ის გამოშვების შემდეგ მას გადაერქვა სახელი Atari 2600-ით. სისტემას თან მოჰყვებოდა ორი ჯოისტიკი, პადლი და ერთი სათამაშო კარტრიჯი: თავდაპირველად Combat ხოლო მოგვიანებით Pac-Man
Ramin Bulia
Jvari · 3 months ago
NINTENDO
Nintendo Entertainment System (აბრევიტურა NES) — 8 ბიტიანი სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, რომელიც შექმნა იაპონურმა კომპანია ნინტენდომ. იგი პოპულარული იყო 1980-იანი წლების მეორე ნახევარსა და 1990-იან წლებში. რუსეთსა და საბჭოთა კავშირის რამდენიმე ქვეყანაში ცნობილია Dendy-ის სახელწოდებით — Nintendo Entertainment System-ის არაოფიციალური კლონირებული ვერსია. კონსოლი პირველად გამოვიდა იაპონიაში 1983 წელს Famicom-ის სახელით, ხოლო 1985 წელს სახელშეცვლილი NES გამოიცა ევროპასა და აშშ-ში. კონსოლი აღმოჩნდა წარმატებული და შეძლო ამერიკის და იაპონიის მთლიანი ბაზრის დაპყრობა. იგი გამოიცა თამაშების ფართო პაკეტთან ერთად, რომელთა შორის ყველაზე პოპულარული გახდა „Super Mario Bros“. მარიო იქცა კორპორაცია ნინტენდოს თილისმად. იმ დროში NES ყველაზე მეტად გაყიდვადი კონსოლი გახდა. ოფიციალური მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით გაიყიდა 60 მილიონ ეგზემპლიარზე მეტი და 500 მილიონამდე ვიდეო თამაში. მიუხედავად იმისა, რომ სისტემა გამოვიდა ვიდეო თამაშების ინდუსტრიის კრიზისის მოვლენებიდან ცოტა ხნის შემდეგ ბევრი კრიტიკოსი სწორედ მას მიაწერს სათამაშო ბაზრის აღორძინებას და მესამე თაობის ვიდეო თამაშების კონსოლების ეპოქის დაწყებას. ინდუსტრიის კრახის შემდეგ წარმატებული აპარატული მახასიათებლებისა და თამაშების მდიდარი ბიბლიოთეკის წყალობით, იმედგაცრუებულ მომხმარებლებსა და აგრეთვე დეველოპერ კომპანიებს ვიდეო თამაშებისადმი ინტერესი კვლავ გაუჩნდათ. 1990-იან წლებში NES-ის პოპულარობა დაეცა. მთავარი მიზეზი ბაზარზე ახალი თაობის 16 ბიტიანი კონსოლების გამოჩენა იყო, როგორებიც არის Sega Mega Drive და Super Nintendo Entertainment System. თუმცა, ამის მიუხედავად, NES-ის გამოშვება გაგრძელდა 2003 წლამდე. კონსოლის წარმოება ოფიციალურად შეწყდა 1995 წელს, მაგრამ კონსოლის თამაშების ბიბლიოთეკა დღესაც ხელმისაწვდომი არის თანამედროვე კომპიუტერულ სისტემებზე სხვადასხვა ემულატორების წყალობით. NES-ის თამაშები, აგრეთვე ხელმისაწვდომია Nintendo Wii-ზე Virtual Consol-ის მშვეობით. 2009 წელს საიტ IGN-მა Nintendo Entertainment System-ს თავის სიაში „25 ყველა დროის საუკეთესო კონსოლი“ პირველი ადგილი მიუჩინა ხოლო „PC Magazine“-ის სიაში "10 საუკეთესო კონსოლი" NES-მა Sega Dreamcast-ის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა. 2016 წლის 14 ივლისს გახდა ცნობილი, რომ ნინტენდო მუშაობდა კონსოლის ხელახალი ვერსიის გამოცემაზე, რომელიც გამოვიდა 2016 წლის 11 ნოემბერს და თან ახლავს 30 ჩაშენებული თამაში და ერთი კონტროლერი.
Ramin Bulia
Jvari · 3 months ago
Play Station
PlayStation 32-ბიტიანი სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, რომელიც გამოშვებული იქნა Sony Computer Entertainment-ის მიერ 1994 წლის დეკემბერს იაპონიაში, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში - 1995 წლის სექტემბერს. PlayStation არის PlayStation სერიის პირველი კონსოლი. იგი როგორც ნაწილი მეხუთე თაობის თამაშების კონსოლისა, კონკურენციას უწევდა Nintendo 64-სა და Sega Saturn. 2000 წელს გამოვიდა "სლიმ" ვერსია სახელწოდებით PSone, რომელმაც ჩაანაცვლა ორიგინალი ნაცრისფერი კონსოლი. PlayStation არის პირველი "კომპიუტერული გასართობი პლატფორმა", რომლის გაყიდვების საცალო რაოდენობამ 100 მილიონ ეგზემპლიარს მიღწია 9 წლისა და 6 თვის განმვალობაში კონსოლი დადებითად იქნა შეფასებული კრიტიკოსების მიერ; მათ შეაქეს კონსოლის 3D განზომილების ხარისხი. PlayStation-ის მომდევნო კონსოლი არის PlayStation 2, რომელზეც თავსებადია მისი წინამორბედის თითქმის ყველა ვიდეო თამაში. საბოლოოდ, გამოშვებიდან 10 წლის შემდეგ გაყიდული იქნა 102 მილიონი ეგზემპლიარი. 2006 წლის 23 მარტს, გამოსვლიდან 11 წლის შემდეგ და PlayStation 3-ის გამოსვლიდან რამდენიმე თვით ადრე სონიმ შეწყვიტა კონსოლის მხარდაჭერა
Ramin Bulia
Jvari · 3 months ago
Magnavox Odyssey
Magnavox Odyssey — პირველი კომერციული სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, გამოცემული კომპანია Magnavox-ის მიერ 1972 წელს აშშ-ში, ხოლო ევროპაში 1973-ში. კონსოლი შემუშავებული იქნა მცირე ჯგუფის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობდა რალფ ბაერი. Odyssey არის თეთრი, შავი და ყავისფერი ყუთი, რომელიც უერთდება სტანდარტულ ტელევიზორს და თან ახლავს ორი მართკუთხა კონტროლერი. მას შეუძლია ეკრანზე გამოსახოს სამი კვადრატული წერტილი შავ-თეთრ რეჟიმში თანხლები ხმის გარეშე. მოთამაშეები ეკრანზე ათავსებენ პლასტიკურ გადასაკრავს ვიზუალური ეფექტების მისაღებად, სადაც ერთი ან ორი მოთამაშე აკონტროლებს თავიანთ წერტილებს კონტროლერზე არსებული სამი ღილაკის საშუალებით. კონსოლისთვის აგრეთვე შემუშავდა მსოფლიოში პირველი სინათლის პისტოლეტი, რომელიც იყიდებოდა ცალკე. კონსოლის შექმნის იდეა ბაერს 1966 წლის აგვისტოში მოუვიდა და სამი წლის განმვალობაში მან, ბილ ჰარისონთან და ბილ რაშტან ერთად შექმნა კონსოლის შვიდი წარმატებული პროტოტიპი. მეშვიდე პროტოტიპი, ცნობილი როგორც „Brown Box“, (ქართ. ნაცრისფერი ყუთი) ნაჩვენები იქნა რამდენიმე მწარმოებლისთვის, რის შემდეგაც 1971 წლის იანვარში კომპანია Magnavox დათანხმდა მის წარმოებას. კონსოლი გამოვიდა 1972 წლის სექტემბერში და წლის ბოლოს გაყიდვებმა 69,000-დან 100,000-მდე ასლს მიაღწია. მთლიანობაში გაიყიდა 350,000 ასლი და 1975 წელს მისი წარმოება შეწყდა. 1978 წელს ამას მოჰყვა ახალი კონსოლის, Magnavox Odyssey²-ის გამოცემა. 28 შექმნილი თამაშიდან ერთ-ერთი, კერძოდ პინგ-პონგი-ს სიმულაცია, იქცა Atari-ის წარმატებული არკადული თამაშის, „Pong“-ის შთაგონების წყაროდ. Odyssey-ს გამოშვებამ განაპირობა ვიდეო თამაშების ინდუსტრიის კომერციულად ზრდა და საფუძველი ჩაუყარა პირველი თაობის ვიდეო თამაშების კონსოლების ეპოქას.
Anano Sajaia
Jvari · 4 months ago
Tamar Kvaratskhelia
Jvari · 5 months ago
Lily Saladze
Jvari · 7 months ago
Jvari
Khat Otkhozoria
Jvari · 10 months ago
⚘⚘
თეკლა ბჟალავა
Jvari · 11 months ago
ინწრას ჩანჩქერი
Tamar Kvaratskhelia
Jvari · 1 year ago
მდინარე მაგანას ისტორიული ხიდი გერმანელების მიერ აშენებული
Tamuna Gelovani
Jvari · 1 year ago
ბორჯომი??
Tamuna Gelovani
Jvari · 1 year ago
გამარჯობა??
August 5

Now in Jvari

28
Wednesday
28° / 18°
Thursday
29° / 20°
Friday
30° / 20°
Saturday
33° / 21°
Sunday
35° / 20°
Exchange rate
1 USD
3.09
1 EUR
3.65