Hashtags
Darcheli, Georgia0 Monthly reads · No posts last week
August 12

Now in Darcheli

26
Izabel Kiria
Darcheli · 3 months ago
პასუხი წერილს "მომავლიდან" რომელიც იტალიელმა მწერალმა - ფრანჩესკა მელანდრიმ მისწერა მსოფლიოს კორონა
პასუხი წერილს "მომავლიდან" რომელიც იტალიელმა მწერალმა - ფრანჩესკა მელანდრიმ მისწერა მსოფლიოს კორონა ვირუსზე ...? სალამი სენიორიტა ფრანჩესკა ?‍♀️ მე იზაბელი ვარ, საქართველოდან - თქვენ ჯორჯიას ეძახით, ამერიკის ჯორჯია არ გეგონოთ ოღონდაც, უფრო აქეთ აღმოსავლეთ ევროპაში ვართ, ცოტა აზიისკენაც ანუ შუაში ??☺️ თქვენმა წერილმა, რომელიც ალბათ, მეც შემეხებოდა, რა თქმა უნდა, ჩემამდეც მოაღწია, მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩემს პასუხს თქვენც მიიღებთ, რადგან მე პატარა ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქე ვარ, თქვენგან განსხვევაბით, თუმცა მე მაინც გწერთ სწორედ იმ მომავლიდან, რომელზეც თქვენ გვესაუბრებოდით ანუ მას შემდეგ, რაც მომავალი "გვიწინასწარმეტყველეთ" 1 თვე გავიდა, სწორედ მაშინ, როდესაც თქვენს წერილს ვკითხულობდი, მიუხედავად იმისა, რომ გადაჭარბებულად ვთვლიდი და "ლიტერატურულ ტრაგედიად" შევრაცხე, გულისიღრმეში, ვაღიარებ, შიშის ფაქტორი პანდემიის წინაშე უფრო გამიმძაფრდა , არამხოლოდ მე, ჩემს თანამოქალაქეებსაც, ტრაგიკულად აღქმადი იყო ეს ყველაფერი, რადგან, სწორედ მაშინ, როცა სოციალური ქსელი თქვენმა წერილმა მოიცვა, ჩვენი ქვეყანა ვირუსის გავრცელების პიკისთვის ემზადებოდა, ზოგმა?! არა, უფრო უმრავლესობამ ამ ხმამაღალი გზავნილის მერე ნამდვილად დაიჯერა, რომ რამდენიმე დღეში ჩვენთანაც "იტალია განმეორდებოდა", თან ყველაფერი თითქოს თქვენი "წინასწარმეტყველების" მიხედვით მიდიოდა. ერთმანეთის მიყოლებით იხურებოდა მაღაზიები, სხვადასხვა საჯარო დაწესებულებები, მორიგეობით შემოიხაზა წითელი ზონები საქართველოს რუკაზე, დაიკეტა ქალაქები, აშენდა საველე საავადმყოფოები, გაჩერდა მანქანები, შეჩერდა ღამის ცხოვრება, ჩვენც უფრო მივეჯაჭვეთ სიციალურ ქსელებს, ფეისბუქს, ინსტაგრამს.. დისტანციურ მუშაობაზეც გადავედით, შინ დარჩენისკენაც მოვუწოდეთ ერთმანეთს, ვირუსის საწინააღმდეგო ყველა აქსესუარიც მოვირგეთ, თითქოს წესრიგის არ მოყვარულმა ქართველებმა ორ მეტრიანი დისტანციის დაცვაც დავიწყეთ, წამიერად ბნელ 90-იანებში დავბრუნდით და ახლა უკვე არა მხოლოდ პურის, არამედ ყველაფრის რიგში დავდექით მაღაზიებთან, ლამის ეკლესიის კარებიც მოგვიხურეს, აპოკალიფსზეც ბევრი ვისაუბრებთ, საინფორმაციოები კი მხოლოდ კოვიდ - 19-ზე საუბრობდნენ - საქართველო და მსოფლიო, ეპიცენტრი - ევროპა- იტალია და მეც ამის გაგონებაზე სულ თქვენი წერილი მაგონდებოდა და ჰოი, უცებ განგაშის ზარმაც შემოჰკრა... პირველი გარდაცვლილის შესახებაც გვაუწყეს... განვიცადეთ, შევეგუეთ, ნამდვილად ყველაფერი თქვენს სიტყვებს მიჰყებოდა... ჰო მართლა, აივნებზე ჩვენც გამოვედით, ხან ტაში შემოვკარით, ხანაც სანთლები ავანთეთ, პირდაპირ აივნებიდან გავაჟღერეთ მთავარი საუფლო საგალობელი "ქრისტე აღსდგა", ... ამასობაში იყო მეორე გარდაცლილი, მესამე, მეოთხე, მეხუთე.... შიშის დუმილი, ავინებზე აღარც ჩვენ გამოვდიოდით, ბოლო მონაცემებით 11 გარდაცვლილი ფიქსირდება ქვეყანაში, თუმცა მიუხედავად ამისა, დაინფიცირებულებს და გამოჯანმრთელებულებს შორის თითქმის თანაფარდობაა, მეტიც მედიკოსებმა ისიც კი გვაუწყეს, რომ ამ ეტაპზე ჩვენმა ქვეყანამ ვირუსზე გაიმარჯვა, სადღაც ხმაც დაირხა, რომ მალე ტურისტების გამასპინძლებასაც კი შევძლებთო, ეკონომიკა ამუშავდებაო, სიცოცხლე დაბრუნდებაო ქუჩებში და ადამიანების დაზაფრულ გულებში. ანუ, ღვთის წყალობით ჩვენთან იტალია არ განმეორდა... თქვენი წერილის დასკვნით ნაწილს ვემხრობი მხოლოდ და მეც მჯერა, რომ ამ ყველაფრის დასრულების შემდგომ, ყველაფერი შეიცვლება, არაფერი იქნება ძველებურად, მაშ როგორ იქნება იკითხავს ვიღაც?! თქვენს წერილში ეს ნაწილი გავრცობილი არ იყო, ჩემეული ვერსიით კი, ვეჭვობ ყველაფერი გაცილებით უკეთესად იქნება, ადამიანები ყველაფერს მეტად დააფასებენ, ერთმანეთის სიყვარულს ორმაგად ისწავლიან, ერთმანეთს გაუფრთხილდებიან და გარემოსაც, ისტორიის ახალი ერა დაიწყება, ცხოვრება პანდემიის შემდგომ, უფრო სწორად პანდემიიდან პანდემიამდე, ჩვენც ასე მოვედით აქამდე, ძველი ჟამიანობების შემდგომ და ეს ცხოვრება ალბათ ისევ იგივე გზას გაივლის, თუმცა არა ჩვენ...შემდეგი თაობები.. თქვენი წერილი, კი იქ შორეულ მომავალში, სახელცვლილ ვირუსთან საბრძოლველად გამოადგებათ ☺️ კეთილი სურვილებით და პოზიტიური მომავლის იმედით#კოლხი ??❤ Izabel
ბექა ჭითანავა
Darcheli · 3 months ago
b.illustrator
ყველასათვის ცნობილი მსახიობი სერიალიდან ქაღალდის სახლი ? შესრულების დრო 3 საათი 32 წუთი.. შეკვეთებს ვიღებ ინტაგრამზე თუ გექნებათ სურვილი b.illustrator ᗰᎩ ᑎᗴᗯ Sketch ?️ . ʸᵒᵘ ᶜᵃⁿ ᵒʳᵈᵉʳ ʷⁱᵗʰ ᵐᵉ - ᵇ.ⁱˡˡᵘˢᵗʳᵃᵗᵒʳ . © ©#billustrator #georgianart#beshqeni #dayart#illustration #illustrate#art #ილუსტრაცია#artist #sketch#sketching #procreate#drawing #digitalart #digitalillustration#ursulolita #úrsulacorberó#ursula#tokyo#lacasadepapel#ქაღალდისსახლი
ბექა ჭითანავა
Darcheli · 3 months ago
b.illustrator
შესრულების დრო 3 საათი ? შეკვეთებით ვხატავ ვისაც გაქვთ სურვილი შეგიძლიათ ინსტაგრამს ეწვიოთ b.illustrator .... ᗰᎩ ᑎᗴᗯ ᏆししᑌᔑᎢᖇᗩᎢᏆᝪᑎ ?️ . . ʸᵒᵘ ᶜᵃⁿ ᵒʳᵈᵉʳ ʷⁱᵗʰ ᵐᵉ - ᵇ.ⁱˡˡᵘˢᵗʳᵃᵗᵒʳ . © ©#billustrator #georgianart#beshqeni #dayart #illustration #illustrate#art #ილუსტრაცია#artist #sketch#sketching #procreate #drawing #digitalart #digitalillustration
ბექა ჭითანავა
Darcheli · 3 months ago
მართალია რომ კიმ ჩენ ინი გარდაიცვალა?
მოვკარი ყური გვერდებზე სადაც იყო საუბარი იმაზე რომ მის გარდაცვალებას ჩრდილოეთ კორეა მალავს თუმცა მაინც გავრცელდა ხმები რომ ავადმყოფობას გადაყვა ?#კიმჩენინი #ჩრდილოეთკორეა #politics #news
ბექა ჭითანავა
Darcheli · 3 months ago
როგორ იქმნება ილუსტრაცია ?
თუ გაინტერესებთ როგორ ვქმნი procrate ის გამოყენებით ილუსტრაციას შეგიძლიათ ჩართოთ ვიდეო ? თუ გექნებათ სურვილი მეტი ნამუშევარი იხილოთ და თავადაც შეუკვეთოთ ეწვიეთ ჩემს ინსტაგრამს : b.illustrator ʸᵒᵘ ᶜᵃⁿ ᵒʳᵈᵉʳ ʷⁱᵗʰ ᵐᵉ - ᵇ.ⁱˡˡᵘˢᵗʳᵃᵗᵒʳ . © © #billustrator #georgianart#beshqeni #dayart#illustration #illustrate#art #ილუსტრაცია#artist #sketch#sketching #procreate#drawing #digitalart #digitalillustration#howtodraw
Loading...
Izabel Kiria
Darcheli · 3 months ago
ჩვენი პრეზიდენტი არის "კარანტინაში"
???❤
Loading...
Izabel Kiria
Darcheli · 3 months ago
"შეიძლება დაკავებული იყოთ სერიოზული პრობლემებით, მაგრამ მიუხედავად ამისა, ქუჩაში ამაყად თავაწეულმა უნდა იაროთ ყვავილით საღილეში"?? არსებობენ წიგნები თავგადასავლებზე, სიყვარულის ისტორიებზე, დეტექტივებზე, რომელთა უმრავლესობა თავისდაუნებურად გვასწავლიან ცხოვრებას და გარკვეულ კვალს ტოვებენ ჩვენს ცხოვრებაში ან სულაც თითოეული ფრაზა წიგნდან ამოკითხული ფურცლებზევე რჩება, თუმცა არსებობს წიგნები, რომლებიც გვასწავლიან ცხოვრებას, სწორად აზროვნებას და ფიქრებს, სრული ამ სიტყვების მნიშვნელობით ? ერთ-ერთი ასეთი წიგნი არის დეილ კარნეგის "როგორ დავძლიოთ მღელვარება და დავიწყოთ ცხოვრება". ამ წიგნის მთავარი მოტივი მისი სწორად აღქმა და გაგებაა, აუცილებელია მისი სიღრმისეული გააზრება და უმთავრესი ფრაზების რამდენჯერმე გადაკითხვაც კი, თუ გვინდა, რომ მას ერთჯერადი ეფექტი არ ჰქონდეს. ამ წიგნში ამოკითხული ფრაზების მხოლოდ თეორიული ცოდნა ვერ იქნება სარგებელი, აუცილებელია მისი პრაქტიკაში დანერგვა, ყოველდღიურ რეალობაში- საყოფაცხოვრებო ნივთებივით უნდა გამოვიყენოთ თითოეული ფრაზა ? იმისთვის, რომ წიგნის წაკითხვის სურვილი უფრო მეტად გაგიმძაფრდეთ გთავაზობთ კიდევ ერთ ციტატას წიგნიდან, რომელიც ჩემს ფიქრებს მუდამ თან დასდევს ? " ჩვენი ცხოვრება ისაა, რასაც ჩვენ მასზე ვფიქრობთ. მართლაც, თუ ჩვენ ბედნიერებაზე ვფიქრობთ, საკუთარ თავს ბედნიერებად ვგრძნობთ, თუ ჩვენ სევდიანი ფიქრები გვეწვევა, ჩვენ დამწუხრებულები ვართ. თუ ჩვენ ფიქრებში შიში სუფევს, ჩვენ გვეშინია, თუ ჩვენი გონება ავადმყოფობაზე ფიქრითაა დაკავებული, სავსებით დასაშვებია, რომ მართლა დავავადმყოფდეთ. თუ ჩვენ წარუმატებლობაზე ვფიქრობთ, ალბათ რაღაცაში ფიასკოს განიცდით. თუ საკუთარი თავის მიმართ სიბრალული შეგვიპყრობს, ყველა თავს აგვარიდებს - თქვენ ის ხართ, რასაც საკუთარ თავზე ფიქრობთ, თქვენ სწორედ ის ხართ, რასაც ფიქრობთ" დამეთანხმებით, რომ ნამდვილად ღირებული წიგნია წასაკითხად, სხვა თუ არაფერი მარტო სათაური რად ღირს ? "როგორ დავძლიოთ მღელვარება და დავიწყოთ ცხოვრება" კეთილი სურვილები და წარმატებები თქვენ ?❤☀️ გამომყევით FB-ზე კოლხის ბლოგი - #art #photo
Izabel Kiria
Darcheli · 3 months ago
აღგომა - თანაფა დღე
ნამიანი დილა თენდებოდა ხოლმე, დედას შემოძახილით, გაიღვიძეთ და ჩვენი დაუფიქრებელი წამოხტომა, დაუზარებლად, ალბათ ისე, როგორც არასდროს, წითელი კვერცხების ჭახუნი - ქრისტე აღსდგა- ჭეშმარიტად აღსდგას- შემოძახილით ? დედას მომზადებული სააღდგომო გემრიელობების დაგემოვნება, დიდუბიანი მოსაცმელები, ბევრი წითელი კვერცხისთვის, მეზობლის გოგო-ბიჭებთან კვერცხების ჭახა-ჭუხი, სასაფლაოზე კვერცხის გადაგორების ტრადიციის შესრულება - მიუხედავად, იმისა, რომ ვიცოდით ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს უნდა გავსულიყავით მიცვალებულების მოსახსენიებლად - რატომღაც მაინც აღდგომის დღეს გავდიოდით - ეს არის ჯერ კიდევ შორეული ბავშვობის მოგონებები, თანაფა დღეზე, მაშინ, როცა წითელი კვერცხები ბავშური ბედნიერების წყარო იყო და მისი მნიშვნელობა საფუძვლიანად არც ვიცოდი, ხოლო როდესაც უკვე წამოვიზარდე და აღდგომა ჩემთვის უდიდესი საუფლო დღესასწაული გახდა, აღდგომის დილა სხვა ბედნიერების გრძნობა იყო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ღამენათევ-ნაზიარები დილა თენდებოდა. წლებმა მოიტანა ყველა ცვლილება და დღევანდელი უჩვეულო აღდგომაც ? თუმცა აღდგომის მადლით, ესეც ჩაივლის - ეს ხომ სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების მუწყებელია ? ქრისტე აღსდგა - ჭეშმარიტად აღსდგა ! ? ასევე მინდა გაგიზიაროთ, მრავალი ტრადიცია და მათი ისტორია, რომლის გარეშე აღდგომის დღესასწაული წარმოუდგენელია ? წითელი კვერცხი ? აღდგომის დღესასწაულზე კვერცხის წითლად შეღებვის ტრადიციის ბევრი ვერსია არსებობს, მათ შორის გთავაზობთ ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ისტორიას, რომელიც მარია მაგდალინელს უკავშირდება, მარიამმა იმპერატორს ძღვნად კვერცხი მიართვა და ახარა: – ქრისტე აღდგა! “ამის დაჯერება ისევე ძნელია, როგორც ამ კვერცხის გაწითლება” – ჩაიღიმა იმპერატორმა და სიტყვა არც ჰქონდა დასრულებული, რომ კვერცხი ჯერ გავარდისფრდა, ბოლოს კი გაწითლდა. გაოცებულ ტიბერიუსს მარიამმა მოუთხრო იესო ქრისტეს ცხოვრებაზე, ჯვარცმასა და მკვდრეთით აღდგომაზე. კვერცხი ზოგადად სიცოცხლის სიმბოლოა, წითლად შეღებვა კი იმისა, რომ ჯვარცმული მაცხოვრის სისხლით გამოსყიდულ კაცობრიობას მარადიული სიცოცხლე მიენიჭა. ეს მოვლენა გახდა დასაბამი იმისა, რომ ქრისტიანებს უფლის აღდგომა სიმბოლურად ერთმანეთისთვის წითელი კვერცხით მიელოცათ. კვერცხის შეღებვის ტრადიცია წითელ პარასკევს, ანუ ქრისტეს ჯვარცმის დღეს უკავშირდება და ყოველი წლის წითელ პარასკევს, მზის ჩასვლამდე ხდება შეღებვა ?? პასკა - ხატისპური („მე ვარ პური ზეცით გადმოსული") ამ ბოლო ხანს საკმაოდ აქტუალური გახდა, რეალურად რა ეწოდება სააღდგომო ტკბილ პურს?!? პასკა სარიტუალო პურია, რომელიც, ებრაული პასექის დღესასწაულს უკავშირდება, რადგან ამ დროს ხმიადებს, უსაფუარო პურებს აცხობდნენ. ხმიადები იესო ქრისტესა და 12 მოციქულის საიდუმლო სერობაზეც იყო. მაგრამ ხატის პური არ არის. არადა, ხატის პური-სახატო ქადაა, იგივე ტკბილი პური, რომელსაც მთაში აცხობდნენ. პურის სახეობებს სხვადასხვა ფუნქცია ჰქონდა დაკისრებული: სააღდგომო, საშობაო. მაგალითად: რაჭაში განატეხ პურს აცხობდნენ, ეს ის პურია, რომელიც ბოსელში შეჰქონდათ აღდგომის, შობის ღამეს, რაც და­კავშირებული იყო გამრავლებასთან. აღდგომაც ხომ გაზაფხულზე, ბუნიობის პერიოდშია, რაშიც ახალი სიცოცხლის დაწყება იგულისხმება. თუმცა მე პირადად, როგორც ერთ-ერთი რიგითი ქრისტიანი მოხარული ვიქნები თუ ხატის პურით ჩავანაცვლებთ პასკას და უფრო გამოყენებადი სიტყვა გახდება ქართულ ენაში ??? ჯეჯილი - ბზობის კვირას ძველი ქრისტიანული ჩვეულების, მიხედვით, ხორბალს თესენ. ამისთვის ლანგარზე წყალში დასველებულ ბამბას დებენ და მასზე მუჭით მცირეოდენ ხორბალს მიმოფანტავენ. ხორბალი ღვივდება და ჯეჯილად იზრდება. ჯეჯილი ახალი ცხოვრების დაწყების სიმბოლოა, რომელიც ქრისტემ კაცობრიობას თავისი აღდგომით მიანიჭა. მწვანე ჯეჯილზე გაგორებული წითელი კვერცხები სიკვდილის ძლევის სიმბოლოა. ძველი ქრისტიანული წესის თანახმად, მორწმუნეები აღდგომის დღესასწაულს ერთმანეთს პასკითა და ჯეჯილში ჩადებული წითელი კვერცხებით ულოცავენ ?☘?? კიდე ერთხელ გილოცავთ აღდგომიდ ბრწყინვალე დღესასწაულს - იხარეთ აღდგომის მადლით ? შეგიძლიათ კომენტარებში გაგვიზიაროთ თქვენი სააღდგომო სუფრა ??❤#აღდგომა #თანაფა
Izabel Kiria
Darcheli · 3 months ago
წლის ფოტო, როდესაც ყველას გვგონია, რომ პრემიერი განცადების გაკეთებისგან თავს იკავებს, აი ისიც ?
Izabel Kiria
Darcheli · 4 months ago
"- გაბრიელ, ცოლისთვის არასდროს გიღალატია? - არა ჩემო მართა, ღმერთის შიში მქონდა ყოველთვის,მე და ანეტა ჯვარდაწერილები ვიყავით. - შენ ოტია, შენც ღმერთის შიში გქონდა? - მე მიყვარდა. " მზე რომელიც ღამე ამოდის #art #photo
Izabel Kiria
Darcheli · 4 months ago
"შოკისმომგვრელი კადრები მართლმადიდებელი საქართველოდან"
ბერძნული საინფორმაციო პორტალი ავრცელებს ვიდეოს სათაურით – „შოკისმომგვრელი კადრები მართმადიდებელი საქართველოდან”. „როცა გინდა იპოვი გზას” – ვკითხულობთ საიტზე, სადაც ნაჩვენებია, როგორ იცავს დისტანციას მრევლი ქართულ ტაძრებში. წყარო:
Izabel Kiria
Darcheli · 4 months ago
60 გამოჯანმრთელებული გვყავს ??❤#კორონავირუსი #გამოჯანმრთელებული #საქართველო
Izabel Kiria
Darcheli · 4 months ago
ბოდიში, რომ ანტიქრისტეს მიმდევრებს და პოლიტიკურად ანგაჟირებულებს თავი ვერ მოვაწონე - სოფო ბედია
"ხელოვანი ადამიანები ყოველთვის ეხმაურებოდნენ ასეთ ისტორიულ თარიღებს სიმღერებით! დღეს ახალი გამოწვევის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა და ეს გამოწვევა covid-19-ია! ჩემი იდეით და ინიციატივით მომღერალთა 20 კაციანმა შემადგენლობამ გადავწყვიტეთ გამამხნევებელი მესიჯი გაგვეგზავნა საზოგადოებისთვის” რომელ ხარისხზეა საუბარი, ნაუცბათევად, როგორც შეგვეძლო და ცხოვრება როგორც გვიწყობდა ხელს, ისე გავაკეთეთ. მხოლოდ კეთილი და გასამხნევებელი მესიჯით გაკეთებული ვიდეორგოლია, რომლითაც სახლში დარჩენას მოვუწოდებთ. მე ხომ არ ვამბობ, რომ ეს იდეალური კლიპია, აქ მისი მესიჯია მთავარი და არა ხარისხი. ის მარტში, ცაიტნოტურ პირობებში ჩაიწერა და გაკეთდა. გვინდოდა, ხალხისთვის სიყვარული გაგვენაწილებინა. რაც შეეხება ეკლესიის და პატრიარქის კადრების გამოყენებას, ძალიან გულშიჩამწვდომია. ვისაც შეგნებული გემოვნება აქვს, ძალიან მოეწონათ და შეეხოთ ეს კადრები. ბოდიში, რომ ანტიქრისტეს მიმდევრებს და პოლიტიკურად ანგაჟირებულებს თავი ვერ მოვაწონე. რელიგია და პატრიარქი ჩემთვის უმთავრესია, მე ამას ყველგან ვიტყვი. ეს არ არის განსახილველი თემა. აღარ ვაპირებ კომენტარის გაკეთებას, უბრალოდ თქვენ შემატყობინეთ კოლეგის “საყვარელი” სტატუსის შესახებ. კოლეგებს აღარ გამოვეხმაურები. თავს ვალდებულად არ ვთვლი, რომ რამე ავუხსნა. ეს სიმღერა არც ცრხა აპრილისთვის მიგვიძღვნია, მისი ეთერში გაშვების თარიღი უბრალოდ დაემთხვა 9 აპრილს. რა შუაშია ცხრა აპრილი და ტიტები ამ სიმღერასთან? " - წერს სოფო ბედია
Izabel Kiria
Darcheli · 4 months ago
ჩემს ეზოში ყველა ტოტი აყვავდა წელს
?????☘????#ბლოგერი #ბლოგი
Izabel Kiria
Darcheli · 4 months ago
სუფთა სახლის ყველა ფილიალი დაიხურა
მაღაზიათა ქსელმა „სუფთა სახლი“ მუშაობა შეაჩერა. ამჟამად ყველა ფილიალი დაკეტილია.
Izabel Kiria
Darcheli · 4 months ago
ტაილანდში ახალშობილებს ვირუსისგან დამცავ ნიღბებს უკეთებენ ?☺️?
Izabel Kiria
Darcheli · 4 months ago
დღის ფოტო მარნეულიდან.
ძაღლი, რომელიც დისტანციას იცავს ??☺️???#კორონავირუსი #კარანტინი #დისტანცია #მარნეული #ძაღლი
Izabel Kiria
Darcheli · 4 months ago
მადლობა გმირებს თავისუფლებისთვის
,,სტკიოდათ, თუმცა ჯერ არ იცოდნენ, რომ თავისუფლება გვაჩუქეს” ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები ❤? 1989 წლის 9 აპრილი - 31 წელი ტრაგედიიდან ?#მადლობათავისუფლებისთვის
Izabel Kiria
Darcheli · 4 months ago
"ცუდია, რომ ესეც ასახსნელი გახდა" - პაარა იმნაძე
„ცუდია, რომ ესეც ასახსნელი გახდა. წლების განმავლობაში შავი ჭირის დროს სწორედ ისეთ პირბადეებს ვიყენებდით. ერთჯერადი პირბადეები საერთოდ არ არსებობდა. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები წაიკითხონ“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.
Izabel Kiria
Darcheli · 4 months ago
ერთმანეთს საქართველოს ჰიმნი მოვასმენინოთ- გიორგი კეკელიძის მიმართვა საზოგადოებას
გიორგი კეკელიძე საზოგადოებას შემდეგი თხოვნით მიმართავს, ვფიქრობ ნამდვილად შესანიშნავი იდეაა, ბრავო მას ????❤ "მეგობრებო და ძვირფასო მედიის წარმომადგენლებო! არსებობს იდეა და ვფიქრობ, აუცილებლად განსახორციელებელი. დრო ცოტაა, მაგრამ სრულიად საკმარისი გახლავთ: დღეს, საღამოს 22.00 წუთზე, სახლებში მყოფებმა, შევაღოთ ჩვენი ფანჯრები და ერთმანეთს საქართველოს ჰიმნი მოვასმენინოთ, ხოლო ვისაც გააჩნია - დროშები გადმოვფინოთ. ეს დღე გმირების ტრაგიკულად დაღუპვის და დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა. იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის და ამ ამბის თქვენს კედლებზე მოფენის. გვახსოვდეს #9აპრილი"#9აპრილი#გიორგიკეკელიძე
August 12

Now in Darcheli

26
Wednesday
27° / 22°
Thursday
26° / 21°
Friday
26° / 21°
Saturday
25° / 21°
Sunday
25° / 18°
Exchange rate
1 USD
3.09
1 EUR
3.65