Hashtags
Dedoplis Tskaro, Georgia444 Monthly reads · No posts last week
August 5

Now in Dedoplis Tskaro

22
მაგდა ჯერვალიძე
Dedoplis Tskaro · 2 weeks ago
ეკოლოგია და გარემოს დაცვა
"ეკოლოგია" oikos — სახლი, გარემო, და logos — შეცნობა, სწავლა) — ბიოლოგიის ნაწილი, რომელიც ცოცხალ ორგანიზმებს შორის ურთიერთკავშირებს, აგრეთვე ცოცხალ ორგანიზმებსა და მათ საცხოვრებელ გარემოს ურთიერთდამოკიდებულებას შეისწავლის. ტერმინი „ეკოლოგია“ ზოგჯერ ცნება გარემოს დაცვის აღსანიშნავადაც გამოიყენება, თუმცა ბოლო წლებში ამ ორი ტერმინის გამიჯვნის ტენდენცია შეიმჩნევა , სადაც "ეკოლოგია" აღნიშნავს ბიოლოგიის დარგს, ხოლო "გარემოს დაცვა" - ადამიანის საქმიანობის შედეგად მისი გარემოს დეგრადაციასთან დაკავშირებულ საკითხებს. არსებობს ტერმინ "ეკოლოგიის" კიდევ რამდენიმე განმარტება: 1)ეკოლოგია არის მეცნიერება, რომელიც მიმართულია ცოცხალ არსებათა განთავსების და განაწილების, მათ გარემომცველ სამყაროსთან ურთიერთობის და წონასწორობის პირობების შეცნობისაკენ. 2)ეკოლოგია ბუნების ეკონომიკაა. 3)ეკოლოგია გარემოს ორგანულ და არაორგანულ კომპონენტებთან ცოცხალი ბუნების ურთიერთობების შემსწავლელი მეცნიერებაა. 4)ეკოლოგია არის მეცნიერება, რომელიც ცოცხალ ბუნებაში არსებულ რთულ ურთიერთკავშირებს სწავლობს. ეკოლოგიას ასევე აქვს რამოდენიმე დარგი: 1)ანთროპოეკოლოგია - ადამიანის ეკოლოგია 2)გარემოს დაცვა - გამოყენებითი ეკოლოგია 3)გეოეკოლოგია 4)დინამიური ეკოლოგია 5)ზოგადი ეკოლოგია - ბიოეკოლოგია 6)სოციალური ეკოლოგია ზოგადად ეკოლოგია 21-ე საუკუნის ერთ–ერთი გლობალური პრობლემაა, რადგან თანამედროვე მეცნიერულ – ტექნოლოგიური მიღწევების პარალელურად თანდათან იზრდება ეკოლოგიური პრობლემებიც. საქართველო, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, მეტად მწვავედ დგას ამ პრობლემების წინაშე. ჰაერის, წყალისა და გარემოს საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დანაგვიანება და დაბინძურება, ეს სწორედ ის ძირითადი საკითხებია, რომლებსაც საზოგადოება უკვე დიდი ხანია აქტიურად განიხილავს. ასევე ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ დღეს არსებული მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა გამოწვეულია ბუნებაზე საზოგადოების ინტენსიური ზემოქმედებით, მეურნეობის მრავალდარგობითა და ბუნებრივი რესურსების არარაციონალური ხარჯვით. საყურადღებო და მნიშვნელოვანია დაბინძურებისგან ატმოსფერული ჰაერის დაცვის საკითხი, რადგან არსებობს მოსაზრება, რომ ჩვენი ჰაერი კანონით დადგენილ ნორმაზე მეტ ტოქსიკურ ნაერთებს შეიცავს. ჰაერის დაბინძურების კუთხით ყველაზე მეტად საქართველოს დიდი ქალაქები გამოირჩევა, ამის ძირითადი მიზეზი კი ავტოტრანსპორტისა და მსხვილი საწარმო ობიექტების გამონაბოლქვია.ზოგადად ეკოლოგიური საფრთხეების ერთ-ერთი ძირითადი გამომწვევი ფაქტორი ხომ ზუსტად ეს გამონაბოლქვია. როგორც ცნობილია ავტოტრანსპორტის წილი ქვეყნის მთლიან გაფრქვევაში 62-78% – ს შეადგენს. დამაბინძურებელი ნივთიერებების გამოყოფას ხელს უწყობს, როგორც ავტომობილის ტექნიკური პრობლემები, ისე საწვავის დაბალი ხარისხი. გასათვალისწინებელი და საყურადღებოა, რომ დაბინძურებული გარემო და ჰაერი პირდაპირ აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. ბუნებრივია იზრდება სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების რიცხვიც. შესაბამისად საუბარია იმაზე, რომ თბილისში სისხლძარღვებისა და ქრონიკული დაავადებების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ჰაერის დაბინძურებაა. დედაქალქში ჰაერს განსაკუთრებით სმოგი აბინძურებს, ის კვამლის, ნისლისა და მტვრის ნარევია, რომელიც ფაბრიკა-ქარხნებისა და ტრანსპორტის გამონაბოლქვისგან წარმოიქმნება. ბუნებრივია ამის მთავარი მიზეზი დღეს არსებული ავტომობილებითა და სხვა ტრანსპორტით გადატვირთული ქუჩებია. ეკოლოგიური პრობლემები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ქვეყნის განვითარების დონეზე. განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მყოფ ქვეყნებს სხვადასახვა გარემოსდაცვითი პრობლემები შეიძლება ჰქონდეთ და მათ მოსაგვარებლადაც სწორედ სხვადასხვა ღონისძიებების გატარება დასჭირდეთ. რაც უფრო ინდუსტრიულად განვითარებულია ქვეყანა, მით მეტია ნარჩენის წარმოქმნის, ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურების რისკი, ხოლო ეკონომიკურად ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში, გარემოს სხვა მხრივ ადგება ზიანი, კერძოდ, ბუნებრივი რესურსის გადამეტებული მოხმარებით. მაგ: ტყეების გაჩეხვა, გადაჭარბებული ძოვება და ა.შ., რაც სერიოზულ უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყნების ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. სამინისტროს ამოცანაა იზრუნოს გარემოს დაცვასა და ბუნებრივი რესურსების გონივრულად გამოყენებაზე, ადგილობრივ და საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, არსებული რესურსებით, მაქსიმალურად აიცილოს გარემოზე ისეთი ზიანის მიყენება, რასაც გამოუსწორებელი შედეგები ექნება შემდგომი თაობებისთვის. ამავდროულად აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვა აუცილებელ კავშირში უნდა იყოს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკის განვითარებასთან. გარემოს დაცვა და ეკონომიკის განვითარება სწორედ ადამიანის კეთილდღეობას ემსახურება და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ თითოეული დამოუკიდებლად განიხილებოდეს, ან ერთმანეთს უპირისპირდებოდეს. საქართველოში ატმოსფერული ჰაერი ბინძურდება ავტოტრანსპორტიდან, ენერგეტიკული სექტორიდან, სამრეწველო ობიექტებიდან და სოფლის მეურნეობის დარგებიდან. ადამიანი სხვა ორგანიზმების მსგავსად,თავის საარსებო გარემოზეა დამოკიდებული.ეს ურთიერთობა რთულია,რომელიც ევოლუციის პარალელურად მუდმივად იცვლებოდა და იცვლება დღესაც.დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ენერგოაღჭურვილობასაც,რომელიც საზოგადოების განვითარებისშესაბამისად იცვლებოდა:ადამიანის საკუტარ ენერგიას შინაური პირუტყვის ენერგია ცვლიდა,მას კი-ქარისა და წყლის ენერგია,შემდეგ დენთის და ორთქლის ენერგია,ელექტროენერგია,ატომის ენერგია. ანთროპოგენური ფაქტორები და გარემოს ცვლილება,საზოგადოების ადრეულ საფეხურზე,სხვა ბუნებრივ ფაქტორებთან შედარებით,იგი სუსტი იყო,შემდეგ თავისი მაშტაბებით და მნიშვნელობით გაუტოლდა მათ და გადააჭარბა კიდეც. ვფიქრობ,უნდა ვეცადოთ,რომ მოვუფრთხილდეთ ჩვენს გარემოს და მთლიანად ეკოლოგიას. გარემო,ეს ის ადგილია სადაც ჩვენ- ადამიანები ვცხოვრობთ და თითოეულს გვჭირდება სუფთა გარემო და გაწმენდილი ჰაერი. იმისათვის,რომ ოდნავ მაინც ვიყოთ დაცულები თუნდაც ჯანმრთელობის მხრივ ჩვენ თავად უნდა მოვუფრთხილდეთ გაფემოს,ეკოსისტემას.#დაიცავიგარემოშენსგარშემო #ადაპტირებულიგარემო #ჯანსაღიცხოვრება #ახალიამბები #feedcgrant #feedc #გარემოსდასაცავად #იზრუნეგარემოზე #გარემო #ეკოლოგია #გარემოსდაბინძურება #გარემოსდაცვა
+9
მაგდა ჯერვალიძე
Dedoplis Tskaro · 3 weeks ago
თეატრი
თეატრი-ესაა ტერმინი,რომელშიც ისახება უძველესი სასოფლო-სამეურნეო,სამონადირო თამაშებისა და სახალხო რიტუალების ფესვები.ეს არის ხელოვნების დარგი,სადაც ჩანს ნიჭიერი ადამიანის მიერ სამყაროს აღქმის უნარი,რომ ხელოვნების ეს დარგი ძალიან დიდ გრძნობებს,ემოციებს,ნიჭსა და სიყვარულს იტევს. თეატრის გამოხატვის ერთ-ერთი სპეციფიქკური საშუალებაა სცენური მოქმედებები,რომლებიც სრულდება პუბლიკის წინაშე მსახიობთა გამოსვლის,როლების შესრულების დროს. ძველ საბერძნეთზე შეიძლება ითქვას,რომ თეატრის სამშობლოა.იქ არსებობდა თეატრის სხვადასხვა სახეობები თავისი ტრადიციებითა და სცენური ტექნიკით. ძველად მდიდარი და მრავალფეროვანი სანახაობრივი ფორმები შექმნა აღმოსავლეთშიც: ინდოეთში,ჩინეთში,იაპონიაში, ინდონეზიაში და სხვაგან. აღორძინების ხანის პირველივე ევროპული პროფესიული თეატრი იყო- იტალიური ნიღბების ხალხური კომედია. თეატრალური ხელოვნების გავრცელებული ნაწარმოებია-სპექტაკლი.იგი იქმნება დრამატული ან მუსიკალური-ხელოვნური ნაწარმოების საფუძველზე,რეჟისორის ჩანაფიქრის შესაბამისად,მსახიობების მონაწილეობით. სპექტაკლი თამაშია,თეატრის თამაში.მასში რაღაც ამბავია მოცემული,ზოგჯერ მხიარული,ზოგჯერ კი სევდიანი.ის ყოველთვის რაღაცაზე გვაფიქრებს,რაღაცას გვასწავლის,გვაიძულებს ვიყოთ შთაბეჭდილების ქვეშ. საქართველოში უამრავი თეატრია,ჩვენს ქვეყანასაც დიდი ტრადიციები აქვს ამ მიმართულებით. ძველი დროიდან გვსმენია ბერიკებზე,ჯამბაზებზე,რომლებიც საზოგადოების გართობაზე საკუთარი ტექნიკითა და პროფესიონალიზმით ზრუნავდნენ. დღევანდელობაში ყველაზე ცუდი ისაა,რომ მას საჭიროზე ნაკლებ ყურადღებას უთმობენ. თეატრი პატარა სახლია,პატარა ოჯახი,რომელშიც ხან პრობლემებია,ხან კი სიმშვიდე სუფევს.ამ სიმშვიდესაც და პრობლემებსაც მსახიობები გადმოგვცემენ. დიდი ნიჭია,როდესაც ცდილობ და გამოგდის კიდეც ადამიანის გაცინება და ამასთან ერთად ატირებაც.დიდი ნიჭია ისიც,რომ სცენაზე დგახარ და თან იცი,რომ უამრავი ადამიანი გიყურებს.ეს ყოველივე რთული და სანერვიულოა,მაგრამ მთავარია,რომ ხალხი ხედავს მსახიობებისგან გადმოღვრილ დიდ შრომას და ემოციას. მაყურებლის წინაშე გამოსვლისას მსახიობები უამრავ რამეზე ფიქრობენ,თუნდაც იმაზე,თუ როგორ შეასრულებენ როლს,მოეწონებათ თუ არა მაყურებლებს,ეყოფათ თუ არა ძალები იმისთვის,რომ ყველაფერი სრულყოფილად გამოუვიდეთ,და შეძლებს თუ არა ის ტაში,რომელსაც ხალხისგან მიიღებს იყოს დამსახურებული. თეატრში მისული ადამიანების წინ ცოცხლად ხდება მოქმედება. საოცარი ემოციები მოდის ჩვენამდე.ეს არის სულიერი საზრდო,რომელიც ადამიანს ამშვიდებს,ყოვდღიური რუტინისგან ათავისუფლებს,სხვა სამყაროში გადაჰყავს და ხდის უფრო კეთილშობილს ვიდრე იყო. ნამდვილი ხელოვნება არც ძველდება და არც კვდება,ის ცოცხობს და ყოველ ახალ ეპოქასთან ერთად ახალ ძალას იძენს.ზოგადად ხელოვნება საყოველთაოა,ამას არც დრო გააჩნია,არც საზრვრები და არც ეროვნება,იგი უნდა შეიგრძნო. მინახავს,როდესაც მსახიობი ისე შესულა გმირის როლში,რომ შთაბეჭდილების ქვეშ დიდხანს მოვქცეულვარ.მიფიქრია იმაზეც,თუ რამხელა ძალისხმევად დასჯდომიათ ეს ყოველივე მათ და უფრო მეტი აღფრთოვანება დამუფლებია. კონსტანტინე გამსახურდიაც ხომ ამას ადასტურებს თავის უკვდავ ნაწარმოებში. "ხელოვნება თავად უკვდავებაა...მხოლოდ ოსტატს ვერ ეწვევა სიკვდილი". თეატრის მესურნეები,რეჟისორები და მსახიობების "ოსტატები"არიან,თავისი საქმის ოსტატები,გარდასახვისა და ემოციური გარდაქმნის სპეციალისტები. მე ვფიქრობ,რომ მსახიობებს უნდა ქონდეთ მეტი გასაქანი,იყვნენ მუდამ აქტიურ მდგომარეობაში.არ უნდა იყოს იმის პრობლემა,რომ თეატრს არ ყავს მაყურებელი,არ აქვთ სურვილი დაესწრონ სპექტაკლს,რომელიც თუნდაც 2 საათი გრძელდება. მსახიობებს უნდა უფასდებოდეთ ყოველი ნაბიჯი,გამოხედვა,მოძრაობა,ემოცია და შრომა,რომელსაც არა მარტო საკუთარი წარმატებისთვის,არამედ თითოეული ჩვენთაგანისთვის დებენ ამა თუ იმ როლში.#სოხუმისთეატრი #ოპერისთეატრი #რუსთაველისთეატრი #ქართულითეატრი #ქართველიმსახიობიქალი #ქართველიმსახიობი #ახალიამბები #მსახიობიქალი #მსახიობი #კინომატოგრაფია #კინომსახიობი #მსახიობისცხოვრება #თოჯინებისთეატრი #ოპერისადაბალეტისთეატრი #თეატრი #ხელოვნება #feedc #feedcgrant #feedcgrant
+24
Headline
Dedoplis Tskaro · 3 months ago
დიდ ბრიტანეთში მემკვიდრეობის საკითხებს განიხილავენ
ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ინტენსიური თერა
დიდ ბრიტანეთში მემკვიდრეობის საკითხებს განიხილავენ
ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ინტენსიური თერა
Headline
Dedoplis Tskaro · 3 months ago
თურქეთში კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვი 87-ით გაიზარდა
თურქეთში კორონავირუსით ბოლო 24 საათში კიდევ 87 ადამიანი დაია
თურქეთში კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვი 87-ით გაიზარდა
თურქეთში კორონავირუსით ბოლო 24 საათში კიდევ 87 ადამიანი დაია
Headline
Dedoplis Tskaro · 3 months ago
პირველი დღე დაღუპულთა გარეშე
6 აპრილს ჩინეთში არცერთი სიკვდილის შემთხვევა არ დაფიქსირებულ
პირველი დღე დაღუპულთა გარეშე
6 აპრილს ჩინეთში არცერთი სიკვდილის შემთხვევა არ დაფიქსირებულ
Headline
Dedoplis Tskaro · 3 months ago
მედ-პერსონალის აქცია საბერძნეთში
საბერძნეთში ექიმებმა ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქცია მოაწ
მედ-პერსონალის აქცია საბერძნეთში
საბერძნეთში ექიმებმა ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქცია მოაწ
Headline
Dedoplis Tskaro · 3 months ago
ესპანეთში დაღუპულთა რიცხვი მცირდება
ესპანეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი მეოთხე დღეა მცირდებ
ესპანეთში დაღუპულთა რიცხვი მცირდება
ესპანეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი მეოთხე დღეა მცირდებ
Headline
Dedoplis Tskaro · 3 months ago
საფრანგეთი ყველაზე დიდი ეკონომიკური კრიზისის წინაშეა
საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა, ბრუნო ლე მარი
საფრანგეთი ყველაზე დიდი ეკონომიკური კრიზისის წინაშეა
საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა, ბრუნო ლე მარი
Headline
Dedoplis Tskaro · 4 months ago
ნიუ-იორკის სკოლები “Zoom”-ს აღარ გამოიყენებენ
ნიუ-იორკის განათლების დეპარტამენტი სკოლებს მოუწოდებს, რომ “Z
ნიუ-იორკის სკოლები “Zoom”-ს აღარ გამოიყენებენ
ნიუ-იორკის განათლების დეპარტამენტი სკოლებს მოუწოდებს, რომ “Z
Headline
Dedoplis Tskaro · 4 months ago
იტალიაში მაფიის შემოსავლები იზრდება
მწერალმა რობეტო სავიანომ, რომელიც ცნობილი ბესტსელერის „გომორ
იტალიაში მაფიის შემოსავლები იზრდება
მწერალმა რობეტო სავიანომ, რომელიც ცნობილი ბესტსელერის „გომორ
Headline
Dedoplis Tskaro · 4 months ago
შეერთებულ შტატებში ყველაზე რთული კვირისთვის ემზადებიან
“სამწუხაროდ ეს იქნება ძალიან რთული პერიოდი უმარავი სიკვდილით
შეერთებულ შტატებში ყველაზე რთული კვირისთვის ემზადებიან
“სამწუხაროდ ეს იქნება ძალიან რთული პერიოდი უმარავი სიკვდილით
მარიამი გოგოჭური
Dedoplis Tskaro · 4 months ago
მოხალისეები ვზრუნავთ თქვენზე!# დარჩით სახლში tbilisi თბილისიtbilisi თბილისი #goodplaces
Headline
Dedoplis Tskaro · 4 months ago
18 ქვეყანა, რომელშიც კორონავირუსი ჯერ კიდევ არ დაფიქსირებულა
ჩინეთში კორონავირუსი პირველად 12 იანვარს დაფიქსირდა და ამ დრ
18 ქვეყანა, რომელშიც კორონავირუსი ჯერ კიდევ არ დაფიქსირებულა
ჩინეთში კორონავირუსი პირველად 12 იანვარს დაფიქსირდა და ამ დრ
Headline
Dedoplis Tskaro · 4 months ago
მსოფლიოში კორონვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობმ 60,000-ს გადააჭარბა
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 60,
მსოფლიოში კორონვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობმ 60,000-ს გადააჭარბა
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 60,
Headline
Dedoplis Tskaro · 4 months ago
შენჟენში კატებისა და ძაღლების საკვებად გამოყენება აიკრძალება
მას შემდეგ, რაც კონორავირუსის გავრცელება ველური ცხოველების ხ
შენჟენში კატებისა და ძაღლების საკვებად გამოყენება აიკრძალება
მას შემდეგ, რაც კონორავირუსის გავრცელება ველური ცხოველების ხ
Nh Panda
Dedoplis Tskaro · 4 months ago
❤️?????
Nh Panda
Dedoplis Tskaro · 4 months ago
??
Nh Panda
Dedoplis Tskaro · 4 months ago
Nh Panda
Dedoplis Tskaro · 4 months ago
???
ნანუკა თარალაშვილი
Dedoplis Tskaro · 1 year ago
??
August 5

Now in Dedoplis Tskaro

22
Thursday
30° / 19°
Friday
31° / 20°
Saturday
33° / 21°
Sunday
33° / 21°
Monday
33° / 22°
Exchange rate
1 USD
3.08
1 EUR
3.66