Hashtags
Gamdlistskaro, Georgia38 Monthly reads · No posts last week
August 11

Now in Gamdlistskaro

21
Ana Ana
Gamdlistskaro · 1 week ago
პირველად ვამაყობ საკუთარი შემოქმედებით
#ჯანსაღიცხოვრება
Gio Maldzigashvili
Gamdlistskaro · 2 months ago
"ყვავილების შეუცვლელი დედოფალი"
უძველესი დროიდან ვარდი რჩება ყვავილების შეუცვლელ დედოფლად, სიდიადისა და სილამაზის სიმბოლოდ. მისი სილამაზე და მისტიურობა ადამიანის ყურადღებას იპყრობა. ის უყვარდათ და თაყვანს სცემდნენ , მას ხოტბას ასხავდნენ უძველესი დროიდან. ვარდი პოპულარობით და სიყვარულით სარგებლობდა ყველა ერში. არქეოლოგიური მონაცემებით ვარდრი დედაიწაზე უკვე 25 მილიონი წელია არსებობს, ხოლო მისი ხელოვნური მოშენება 5000 წელია მიმდინარეობს და ამ დროის უდიდესი ნაწილში ის ითვლებოდა წმინდა სიმბოლოდ.#news #cooking #art #photo #food #live#events #chef #cookingtime #masterchef #cheflife #cooking #scooterclubgeorgia
Gio Maldzigashvili
Gamdlistskaro · 3 months ago
იტქლიური დესერტი "ტირამისუ"
ყველამ იცის ცნობილი იტალიური დესერტი ტირამისუ, მაგრამ მისი წარმოშობის ამბავი ალბათ ბევრს არ სმენია. მის შესახებ მრავალი ლეგენდა არსებობს, ერთ-ერთი ვერსიით, XVII საუკუნეში ეს დესერტი პირველად ქალაქ სიენაში მომზადდა ტოსკანის დიდი ჰერცოგის – კოზიმო დე მედიჩის სტუმრობის პატივსაცემად, რომელიც ტკბილეულის დიდი მოყვარული გახლდათ. ჰერცოგი მოიხიბლა ნუგბარით და მას სასწრაფოდ zuppa del duca (ჰერცოგის სუპი) დაარქვა. რეცეპტმა ბოლოს ფლორენციამდეც მიაღწია, სადაც იმ დროს თავს იყრიდა მსფოლიო კულტურის ელიტა. ტირამისუ იქცა მეფის კარის საყვარელ ჩაროზად და ვინაიდან მას აფროდიზიაკად თვლიდნენ (მიაწერდნენ აღმგზნებ მოქმედებას) – ამის გამო მეფის კარისკაცები ყოველი სასიყვარული პაემნის წინ zupa del duca-თი იტკბარუნებდნენ პირს. რეცეპტმა ფლორენციიდან ვენეციაში ჩააღწია, სადაც მას ტირამისუ შეერქვა (იტალიურიდან ითარგმნება, როგორც ,,ამიტაცე”) და იქიდან გავრცელდა მთელ მსოფლიოში. "მაქვს გადაკეთებული ტირამისუს ვერსიები". ახლა კი შემოგთავაზებთ ტირამისუს ტრადიციულ რეცეპტს საჭირო პროდუქტებია: 500 გ. მასკარპონე (შეგვიძლია შევცვალოთ ნებისმიერი ნაღების მდნარი ყველით) 100 გ. შაქრის პუდრა 4 კვერცხი 250 გ. ჰაეროვანი ბისკვიტის ორცხობილა სავოიარდი, იგივე ქალის თითები 1 ჭიქა მგარი ყავა ესპრესო (ან ხსნადი ყავა) 1 ჭიქა ღვინო მარსალა ან კონიაკი ან ყავის ლიქიორი კაკაოს ფხვნილი – ზემოდან მოსაყრელად მომზადება: კვერცხის ცილები და გულები გავაცალკევოთ. კვერცხის გულები და შაქარი კარგად გავთქვიფოთ. ხის კოვზით ავზილოთ მასკარპონე და დავუმატოთ კვერცხისა და შაქრის ნაზავი. ცალკე კარგად გავთქვიფოთ კვერცხის ცილა, სანამ თეთრ ჰაეროვან მასად არ იქცევა და დავუმატოთ მომზადებულ მასას. ალკოჰოლური სასმელი და ყავა ერთმანეთში ავურიოთ, შიგ ამოვავლოთ ორცხობილას ნაჭრები და დავალაგოთ ერთ ფენად. ზემოდან გადავუსვათ მომზადებული კრემი და ასე გავაგრძელოთ ბოლომდე. ბოლო ფენას წავუსვათ კრემი და მოვაყაროთ კაკაოს ფხვნილი. მომზადებული დესერტი შევდგათ მაცივარში 6-7 საათით.#news #cooking #art #photo #food #live#events #chef #cookingtime #masterchef #cheflife #cooking #scooterclubgeorgia
Gio Maldzigashvili
Gamdlistskaro · 3 months ago
Sheep ribs with vegetables
#news #cooking #art #photo #food #live#events #art#cheflife #chef #cookingtime #masterchef #cheflife #cooking #scooterclubgeorgia #news
Gio Maldzigashvili
Gamdlistskaro · 3 months ago
"Кумел" ტრადიციული ბებოს რეცეფტით დამზადებული.
კუმელ არის ჯანსაღი სასმელი, რომელიც დამზადებულია ფერმენტირებული შავი პურით ან ჭვავისგან. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება სულაც არ იყოს მომხიბლავი, საბჭოთა კავშირში ის იმდენად პოპულარულია, ასე ითვლება მეტსახელად ”კომუნისტი კოკა-კოლა”, სასმელი გარკვეულწილად წააგავს ლუდს, მაგრამ სინამდვილეში არა. მისი ზუსტი აღწერა შეუძლებელია, კუმელა მდიდარია B ვიტამინების კომპლექსით, კალციუმით, მაგნიუმით, ფოსფორით, ცილებით, ნახშირწყლებით. მასში შედის ათი სახეობის ამინომჟავა და სასარგებლო რძის მჟავა. გარდა იმისა, რომ კლავს წყურვილს, აქვს კვებითი, მატონიზებელი და ბაქტერიოციდული თვისებებიც. ის აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, ახდენს ნაწლავების მიკროფლორის ნორმალიზებას და სასიკეთოდ მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე.#events #art#cheflife #chef #cookingtime #masterchef #cheflife #cooking #scooterclubgeorgia #news
Gio Maldzigashvili
Gamdlistskaro · 3 months ago
"აღდგომის დღესასწაული"
ეს დღე წარმოუდგენელია წითელი კვერცხის და პასკის გარეშე. დამერწმუნებით, გემრიელი პასკის ყიდვა დღეს არცთუ ისე იოლია. ყველაფერს სახლში, საკუთარი ხელით გამომცხვარი სჯობს. მინდა შემოგთავაზოთ პასკის საკუთარი რეცეპტი. ვეცდები თითოეული წვრილმანი დეტალებში აგიწეროთ, რომ უფრო გაგიადვილდეთ მისი მომზადება. მთავარია მონდომება და ყველაფერი გამოგივათ. გაითვალისწინეთ, რომ როცა ცომის მოზელას იწყებთ, სამზარეულოში მაქსიმალურად უნდა იყოს ტემპერატურული რეჟიმი დაცული, რადგან პასკის ცომს უპირველეს ყოვლისა, სითბო სჭირდება. ასევე ყველა ინგრედიენტი თბილი უნდა იყოს. სასურველია ტემპერატურა 35 გრადუსზე დაბლა არ ჩამოვიდეს, რათა ცომს აფუება არ გაუჭირდეს. მაშ ასე, პირველ რიგში მოვიმარაგოთ 4 ჩაის კოვზი მშრალი საფუარი 100 მლ. რძე 200 მლ. ნაღები 1 მწიკვი ყვითელი ყვავილი 750 გრ. ფქვილი 250 გრ. შაქარი 5 ცალი კვერცხი 170 გრ. კარაქი 1/2 ჩაის კოვზი მარილი 200 გრ. ქიშმიში 1 ვანილის ჩხირი 150 გრ. ცუკატის ასორტი მშრალი საფუარი გავხსნათ თბილ რძეში, გასააქტიურებლად დავამატოთ 2 ს.კ. ფქვილი და 1 ს.კ. შაქარი. ნაღებს დავუმატოთ მწიკვი ყვითელი ყვავილი და მივიყვანოთ ადუღებამდე. საფეხური 2 როცა საფუარი ამოვა, გადავასხათ დიდ ჯამში. კვერცხის გულები, ვანილი და შაქარი ავთქვიფოთ გათეთრებამდე. ჯამში, სადაც საფუარი მოვათავსეთ, დავამატოთ გამდნარი კარაქი, კვერცხისა და შაქრის მასა, თბილი ნაღები და ფქვილი. საფეხური 3 მოვზილოთ რბილი და ელასტიური ცომი. დავტოვოთ რამდენიმე საათით. როდესაც ზომაში კარგად გაიზრდება, დავამატოთ ცუკატები, ფრთხილად გადავურიოთ და გადავიტანოთ ½ ცომი პასკის ფორმებში. საფეხური 4 ისევ ვაცალოთ ამოსვლა ცომს და ბოლოს შევდგათ კარგად გახურებულ ღუმელში 50 წუთით. გამოვაცხოთ 170 C ზე.#events #art#cheflife #chef #cookingtime #masterchef #cheflife #cooking #scooterclubgeorgia #news
Gio Maldzigashvili
Gamdlistskaro · 3 months ago
Chef და არა პოვარი.
მზარეულის გაგონებაზე თუ მხოლოდ "ოსტრი" ღიპიანი მამაკაცი და "ეს ისეთი პროფესიაა ჭამა არ გაკლდება" გახსენდება. მაშინ უნდა გითხრათ, რომ რეალობისაგან ძალიან შორს ხართ. ეს პროფესია უნდა ფასდებოდა 4 სიტყვით, ეს იქნება: ხელოვანი, მომთმენი, მელომანი და პერფექციონისტი. დავიწყოთ ხელოვანით. თქვენ შეიძლება იფიქროთ, რა არის გაფორმება? მოაყაროთ მიკრო ბალახი და მორჩა. მაგრამ ეს ასე არ არის. თეფშზე კერძის გაფორმებით მზარეული ერთგვარ სანახაობას დგავს, სადაც იგი ემოციებს, ფერთა გამას ერთად ათავსებს. კერძის დიზაინი გამოხატავს მზარეულის ხედვას. რაც შეეხება პერფექციონზმს. ყველა სამზარეულოს აქვს ერთი დაუწერელი კანონი, ან აკეთებ იდეალურად, ან საერთოდ არ აკეთებ და არ აქვს მნიშვნელობა ბევრი შეკვეთა გაქვს თუ დროში ვერ ეტევი, უბრალოდ ყვირი და აკეთებ საქმეს!!! მოთმენა რაც ყველა პროფესიაში საჭიროა, თუმცა სამზარეულო ამის გარეშე არ არსებობს. თუ ფიქრობთ, რომ აქ რამეს დააშავებ და თავზე ხელს გადაგისვამენ მაშინ სჯობს რამე მშვიდი პროფესია შეარჩიოთ. იცოდეთ, რომ ამ სფეროში ბევრი შენიშვნის ატანა მოგიწევს. მელომანია დიდ როლს თამაშობს ჩვენს გემოვნებაზე, გვიყვარს კარგი მუსიკა? ესეიგი კერძებსაც ემოციით ამზადებ.#cooking #food #cuisine #masterchef #chef #news
Gio Maldzigashvili
Gamdlistskaro · 3 months ago
" ძალა ერთობაშია "
ამ იგავარაკის თანახმად, ძველად ცხოვრობდა მეფე, რომელსაც ოცდაათი შვილი ჰყავდა. ერთ დღესაც, როდესაც იგრძნო სიკვდილის მოახლოება, მან უხმო შვილებს და სთხოვა მათ 30 ისრის მოტანა. შეკრა ისინი ერთ კონად და გადატეხა დააპირა, მაგრამ ვერ გადატეხა. შემდეგ თითო-თითოდ სცადა ისრების გატეხვა და ადვილად შეძლო ეს. ამის შემდეგ შვილებს უთხრა: " თუ ერთად იქნებით, მტერი ისევე ვერ გავტეხოთ, როგორც მე ვერ გავტეხე შეკრული ისრების კონა. თუკი ყველანი არ ვიზრუნებთ ერთმანეთის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე, ვერ შევძლებთ ვირუსის გავრცელებისგან თავის არიდებას. თუკი ჩვენ ვერ ავირიდებთ ვირუსის ფართო გავრცელებას, ჩვენი ჯანდაცვის სისტემის რესურსები არ იქნება საკმარისი და საფრთხე შეექმნება ჩვენი და ჩვენი ახლობლების სიცოცხლეს. ადამიანის სიცოცხლეზე მაღლა კი არც რომელიმე რელიგიური წესის აღსრულება დგას და არც რომელიმე სამართლებლივი ნორმის დაცვის საჭიროება. ამიტიმ, კიდევ ერთხელ. #დარჩისახლში ამ სახლში ყოფნის დროს გადავწყვიტე ხილით ამეწყო საქართველოს რუკა. #cooking #food #cuisine #masterchef #chef #news
Gio Maldzigashvili
Gamdlistskaro · 4 months ago
ქართველები დესერტების მხრივ ცოტა ჩამორჩენილები ვართ.
ბავშვობაში მახსოვს დედაჩემის უგემრიელესი მჭადის გემო და ყოველთვის მაინტერესებდა როგორ ამზადებდა ასეთ გემრიელ მჭადს, ბოლოს მივხვდი, რომ კერძის მთავარი ინგრედიენტი სიყვარული და მზრუნველობაა. რომელსაც ვერცერთი ძვირათ ღირებული პროდუქტი ვერ ჩაანაცვლებს. ხოდა მეც გადავწყვიტე სიყვარულით მომემზადებინა. ზოგადად მჭადის და ყველის დიდი მოყვარული ვარ. ყოველთვის მაინტერესებდა მოტკბო მჭადის გემო. ერთ დღესაც გადავწყვიტე მჭადის სახით შემექმნა დესერტი, ქართული მილფეი. ✓სიმინდის ფქვილი 250 გრ ✓კვერცხი 1 ცალი ✓შაქარი 100 გრ ✓მარილი მწიკვი ✓გამაფხვიერებელი 10 გრ კრემი: ✓ნაღები 350 გრ ✓შაქარი 170 გრ ✓ყველი მასკარპონე 150 გრ ✓ ვანილი 5 გრ მომზადების წესი: სიმინდის ფქვილს, მარილს, გამაფხვიერებელი, კვერცხს, შაქარს ვათავსებთ ერთად და შევზელთ იმდენივე წყლით რამდენსაც მოითხოვს. ერთგვაროვან მასას რომ მივიღებთ საცხობ ქაღალდზე გავშალოთ თანაბრად 3 მმ სიმაღლის სისქეზე. ამას ვაცხობთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180° ზე. 5-7 წთ. სანამ ცომი გამოცხვება მანამ მოვამზადოთ კრემი. ნაღები და შაქარი მოვათავსოთ ღრმა ჭურჭელში და მოვურიოთ მიქსერით მანამ სანამ არ გასქელდება და მიქსერს არ წამოყვება კრემი. ამის შემდეგ ვამატებთ ყველ მასკარპონეს და ვანილს. ისევ ვიწყებთ შეზელვას მანამ სანამ ერთმანეთში კარგად არ გაიხსნება და არ შესქელდება.#chef #cuisine #food #georgia #tbilisidaily #tbilisi #stayathome #food #foodislove #loveisfood #scooterclubgeorgia #cooking #masterchef
Gio Maldzigashvili
Gamdlistskaro · 4 months ago
სხვილოს ციხე.
შესანიშნავი კადრები და ყველასთვის საყვარელი ხმები #news #goodplaces #photo #art #religion #events #crypto
Gio Maldzigashvili
Gamdlistskaro · 4 months ago
"Chellang" შედეგად შექმნილი კერძი.
გათანამედროვებული მჭადის მილფეი.#cheflife #chef #cookingtime #masterchef #cheflife #cooking #scooterclubgeorgia
Gio Maldzigashvili
Gamdlistskaro · 4 months ago
ყველაფერი გენიალური მარტივია.
ხოლო სამზარეულოს შემთხვევაში გემრიელიც. ამის მაგალითი ჩემს მიერ მომზადებული პასტა. გემო ნამდვილად სარესტორნე დონის აქვს. ეს არის პასტა კრევეტებით, თეთრი ღვინით და პომიდვრის სოუსით ✓პასტა 100 გრ ✓კრევეტები 70 გრ 16/20 ზე ✓თეთრი ღვინო 30 მლ ✓პომიდვრის შოუში 70 გრ ✓ საქონლის ბულიონი 30 მლ ✓კარაქი 30 გრ ✓ნიორი 1 კბილი ✓ხახვი 10 გრ ✓მარილი, პილპილი გემოვნებით მომზადების წესი: პასტას ვხარშავთ ადუღებულ მარილიან, ზეთიან წყალში არაუმეტეს 7-9 წთ, რათა ბოლომდე არ მოიხარშოს და მივიღოთ ალდენტე. იტალ: (al'dente). როგორც კი მზად იქნება გადავწუროთ და მისი ნახარში შევინახოთ. პასტას არავითარ შემთხვევაში არ გადავავლოთ ცივი წყალი, რადგან სახამებელი იკარგება. უბრალოდ გარშემო ზეთი მოვასხათ, რომ ერთმანეთს არ მიეწების, წამოურიოთ და გადავდოთ. კრევეტები პომიდვრის სოუსით.ცხელ ტაფაზე ვასხავთ ზეთს და კარაქის რაოდენობის 1/2_ს. ვყრით დაკეპილი ხახვს და ნიორს. როგორც კი მიიღებს ოქროს ფერს, ამის მერე ვამატებთ კრევეტებს და ვწვავთ გაოქროსფერებამდე . ამას ვამატებთ ღვინოს და ვაცდით აორთქლება, შემდეგ საქონლის ბულიონს, პასტის ნახარშ წყალს და პომიდვრის სოუსს. შევაზავოთ მარილი, პილპილით დავამატოთ მოხარშული პასტა და ვურიოთ 2 წუთის გაავლობაში იმისთვის, რომ გემო გაუჯდეს.#cheflife #chef #cookingtime #masterchef #cheflife #cooking #scooterclubgeorgia
August 11

Now in Gamdlistskaro

21
Wednesday
29° / 12°
Thursday
27° / 12°
Friday
26° / 11°
Saturday
24° / 11°
Sunday
23° / 12°
Exchange rate
1 USD
3.08
1 EUR
3.62