Hashtags
Garbani, Georgia740 Monthly reads · No posts last week
August 3

Now in Garbani

3
Sophie Gujaraidze
Garbani · 2 weeks ago
მითოლოგიის წარმოშობის საფუძვლები
ვფიქრობ, რომ მითოლოგიის წარმოშობა განაპირობა თავად ადამიანის ადამიანურობამ. ყველაფერმა იმან, რაც ადამიანის ფუნდამენტური თვისებაა. პირველ რიგში, აღსანიშნავია , რომ უძველესი ადამიანი ბუნებასთან და ზოგადად სამყაროსთან უფრო ახლოს იყო ,ვიდრე დღევანდელი. მითოლოგიაც ხომ სწორედ უძველესი ადამიანის წარმოდგენებისა და ფიქრების ნაყოფია. ამიტომ,ადამიანი მუდმივად აიგივებდა საკუთარ თავს მის გარემომცველ გარემოსთან . მისთვის საკუთარი თავიც ისეთივე ბუნების ნაწილი იყო , როგორიც მაგალითად ხე ან რომელიმე ცხოველია, ეს გაუცხოვება, რასაც ახლა ვხედავთ, ადამიანსა და ბუნებას შორის , და მისი დამორჩილების სურვილი, დროის გასვლასთან ერთად განვითარდა. ეს მიგვანიშნებს იმაზე , რომ ადამიანი თავიდან სხვანაირი იყო და ახლა სხვანაირია. ამაში ვგულისხმობ ბუნების მიმართ დამოკიდებულების შეცვლასა და ასევე მისი რწმენა -წარმოდგენების გაუფასურებასაც. როგორც უკვე ვთქვი , ადამიანი გრძნობდა, რომ სამყაროს ნაწილი იყო , ამიტომ მას აინტერესებდა ყველაფერი მის გარშემო. სწორედ იმიტომ , რომ ადამიანია , ლოგიკურია მისთვის უნდა არსებულიყო ყველაფრის ახსნა, რადგან ჩვენ დღესაც მუდმივად ვეძებთ უამრავ კითხვაზე პასუხს. ადამიანი არსებაა , რომელიც მუდმივი ძიების პროცესშია , უბრალოდ საძიებელი საკითხები იცვლება ხოლმე . მას აინტერესებდა, რატომ ამოდის მზე , რატომ ჩადის დასავლეთით , რატომ მონაცვლეობს სხვადასხვა სეზონი, რა არის ბუნებრივი მოვლენების მიზეზი , რამ განაპირობა ყველაფრის ისე მოწყობა , როგორც არის მოწყობილი . იმის გამო , რომ პასუხებს იმდროინდელი ადამიანები ვერ მიიღებდნენ , რადგან არ იცოდნენ დედამიწის წრიული ბრუნვის შესახებ , არ იცოდნენ ვარსკვლავების რაობის შესახებ და ა.შ. მათ სჭირდებოდათ პასუხები ქაოსის ცოტათი მაინც ჩასახშობად., მათ უნდა ეპოვნათ ამგვარი ყოფის მიზეზი, ამიტომ ვფიქრობ, მითები სწორედ ადამიანის მიერ საკუთარ კითხვებზე გაცემული პასუხებია. ადამიანს სჭირდება, იცოდეს რატომ არსებობს , როგორ არსებობს , ან როგორ იარსებებს, როცა დიდი დაძინების ქარაფზე ავა, ვინ არსებობს მის გარდა კიდევ სამყაროში და ა.შ. როგორც ვიცით, მითი არის რაიმეს მოთხრობა , რომელიც სხვისგან არის მოწოდებული და ის ძირითადად გვასწავლის ან გადმოგვცეს ისეთ ამბებს, რომლებიც საკრალურ დროში მოხდა. ანუ მაშინ, როცა ჯერ კიდევ ყველაფერი დაიწყო . საინტერესოა ისიც , რომ მითების პერსონაჟები ძირითადად ზებუნებრივი არსებები არიან , რომლებიც რაღაცას ასწავლიან ადამიანს, მაგალითად როგორ გამოჭედონ რკინა , როგორ დაამზადონ ესა თუ ის ნივთი და ა.შ. ხშირად ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი რამეები სწორედ ზებუნებრივი არსებების შექმნილი თუ მოტანილია . ჩემი აზრით , აქ კარგად ჩანს რომ ადამიანი საკუთარ ცხოვრებაში მომხდარ ყოველივე კარგს სწორედ ზებუნებრივს უკავშირებდა, იმას, რაც მისი აზრით მასზე აღმატებული იყო. ამის ნათელი მაგალითია პრომეთეს მიერ ცეცხლის ჩამოტანა ადამიანებისთვის , პრომეთე ერთგვარი შუამავალია ღმერთებსა და ადამიანებს შორის , არც მთლად ღმერთია და არც ადამიანი , მაგრამ ადამიანზე აღმატებული კია, რადგან მან ადამიანებს ცეცხლი მისცა . ვფიქრობ , რომ მითის გაჩენა კიდევ ერთმა ადამიანურმა მიზეზმა განაპირობა , რაზედაც ვოლტერიც წერდა : "ღმერთი რომ არ არსებობდეს, აუცილებელი იქნებოდა მისი გამოგონება."იმის გამო , რომ მითების პერსონაჟები ძირითადად ღმერთები , ნახევრად ღმერთები ან ღმერთებისთვის დამახასიათებელი ზებუნებრივი ძალების მქონე ადამიანები არიან , შესაძლოა, აქ იკვეთებოდეს ადამიანისთვის ღმერთის არსებობის აუცილებლობა. ჩემი აზრით,ამ მითებში არსებული ღმერთები სწორედ ადამიანის მიერ შექმნილი ღმერთები არიან , რომლებიც იმას აწესრიგებდნენ სამყაროში , რაც ადამიანისთვის გაუგებარი იყო . საკმაოდ რთული საკითხია , რადგან არ ვიცით, ის ადამიანური დაკნინება და მასზე აღმატებულის არსებობა საიდან მოდის და რამ განაპირობა, ან რატომ არ ფიქრობდა უძველესი ადამიანი, რომ სწორედ ის შეიძლებოდა ყოფილიყო იმ ცეცხლის გამჩენი,რომელიც მას პრომეთემ უბოძა. რატომ მიაწერდა მნიშვნელოვან რაღაცებს ზებუნებრივ, მისტიურ არსებებს? ვფიქრობ, რომ პასუხი სამყაროს არსებობის მიზეზსა და მის შემქმნელზე არის დამოკიდებული,რადგან არსებობს ბევრი თეორია .ზოგი ფიქრობს, რომ სამყარო უცხოპლანეტელებმა შექმნეს ,რომლებმაც ადამიანს თავიდან ასწავლეს თვითგადარჩენისთვის საჭირო ქმედებები და უნარები . ამ თეორიის მიხედვით შესაძლოა , ადამიანში სწორედ ამიტომ დარჩა ფიქრი იმისა , რომ არსებობს ვინმე მათზე უფრო მეტად მცოდნე ,ვინც მათზე ზრუნავს. სხვა თეორიით სამყარო ღმერთმა შექმნა .ამ მოდელის მიხედვით ადამიანთა რასა ადამისა და ევას შთამომავალია. როგორც ვიცით , ადამიანსა და ღმერთს კონტაქტი არ გაუწყვიტავთ ადამიანის სამოთხიდან გამოსვლის შემდეგ და ისინი იმდენ ხანს ურთიერთობდნენ, სანამ მადლი ბოლომდე არ დაიკარგა .შესაძლოა, ამ ურთიერთობაში იყო სწორედ ის სწავლება-სწავლის პრინციპი , რომელიც შემდეგ ღრმად ჩაიბეჭდა ადამიანის ქვეცნობიერმა . აღსანიშნავია,რომ მითები კოლექტიური შემოქმედებისა და საერთო ცნობების შედეგია. მას ერთი ავტორი არ ჰყავს, რომც ჰყოლოდა, ამას ჩვენ ვერასდროს დავადგენდით ,რადგან საავტორო უფლებები არასდროს იყო მნიშვნელოვანი უძველესი ადამიანისთვის. როგორც ვიცით , მითოლოგიური ცნობიერება დაფუძნებულია რელიგიურ წარმოდგენებზე, ესენია - ტოტემიზმი , ანიმიზმი და მაგიზმი. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია ანიმიზმი , რაც გასულიერებას ნიშნავს. უძველესი ადამიანის წარმოდგენით, გარემოში ყველაფერი ცოცხალია და ადამიანის მსგავსად გააჩნია სული,რაც თავისთავად მეტყველებს იმაზე , რომ მას ახასიათებს ადამიანური თვისებები. ჩემი აზრით, ანიმიზმა მნიშვნელოვნად განავითარა მითოსური აზროვნება. საინტერესოა ისიც , რომ მითი უძველესი ადამიანისთვის რეალობაში ნამდვილად მომხდარი ამბავი იყო , რომელიც ,მიუხედავად იმისა, რომ მისი წინაპრების მონათხრობია, მაინც არსებობდა მათ რეალობაში და მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა საზოგადოების ტრადიციულ ყოფაზე. შეიძლება ითქვას , რომ არა მხოლოდ მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა , არამედ მთლიანად წარმართავდა ადამიანის ცხოვრებას. მითი იყო ის ნიმუში , რომელიც ადამიანს საკუთარი წინაპრებისგან გადმოეცა და რომელიც სანიმუშო მაგალითი იყო მისი ქმედებების წარმართვისთვის. მითი განსაზღვრავდა ადამიანის მონადირეობის პროცესს , მოქმედებდა მის ნაყოფიერებაზე , ის განაპირობებდა ბარაქიანობისთვის საჭირო რიტუალებს და ა.შ. მნიშვნელოვანია , რომ სწორედ მითი ადგენდა მორალურ სტანდარტებს , ქმნიდა კარგსა და ცუდს , მითში არსებული სიუჟეტის მიხედვით გამოიცდებოდა ადამიანი თავის სიწმინდესა და ღირსეულობაში . ასევე შეიძლებოდა, მითი გამხდარიყო უდანაშაულო ადამიანის დაღუპვის მიზეზი , მაგალითად ასეთი შემთხვევების შესახებ მახსენდება მითიური წარმოდგენები ალქაჯების შესახებ.თუკი ადამიანი ალქაჯობაში ეჭვმიტანილი გახდებოდა , თუნდაც მისი გარეგნობის რაიმე ნიშნის გამო , დიდი ალბათობით, კოცონზე დაწვა არ ასცდებოდა. ვფიქრობ, ეს მაგალითი კარგად გვიჩვენებს ადამიანის ცხოვრებაში მითოსური აზროვნების უდიდეს მნიშვნელობას , ხშირად სასიცოცხლოსაც კი.მითი ადამიანისთვის იყო სამყაროს მომაწესრიგებელი მოდელი , რომელიც შემდეგ თითოეული ადამიანის ცხოვრებაში ჩნდებოდა. თუ გავითვალისწინებთ იმას , რომ ადამიანმა საკუთარ თავს შეუქმნა უამრავი წესი, იმისთვის, რომ რაღაც მიეღო სამყაროსგან , საფიქრებელია , რომ უძველესი ადამიანი თავიდანვე კარგად იაზრებდა პრინციპს - იმისთვის რომ მიიღო - უნდა გასცე. როგორც შოთა იტყოდა ,,რასაცა გასცემ შენია , რაც არა დაკარგულია”,- მან კარგად იცოდა , რომ ნებისმიერ რაიმეს აქვს საზღაური ცხოვრებაში .თუმცა საიდან ჰქონდა ადამიანს ეს ცოდნა? ნუთუ ეს ცოდნა საკუთარი გამოცდილებით არის მიღებული და შემდეგ მითოსურად გადააზრებული ? ვფიქრობ , რომ არსებობს მეორე ვარიანტიც, თუ რატომ შეზღუდა რეალურად ადამიანმა საკუთარი თავი. თუკი სამყარო მართლაც ამ პრინციპით არ მუშაობს და თუ უძველეს ადამიანსაც არ ჰქონდა ეს გააზრებული , შესაძლოა, რომ ეს შეზღუდვა დაფუძნებული იყოს ადამიანის ერთ-ერთ თვისებაზე - თვითგვემაზე .რადგან ამ თვისების გამო, ადამიანი ფიქრობს , რომ ცხოვრებაში რაღაცას არ იმსახურებს , რაღაცას იმიტომ ვერ შეძლებს, რომ ის ამისთვის არასაკმარისად ღირსეულია . მართალია , 21-ე საუკუნეში მითოსური აზროვნება ისეთი ინტენსიურობით აღარ გვაქვს,როგორც ადრე , მაგრამ, ვფიქრობ, ასეთი ტიპის აზრები ადამიანთა უმეტესობას გასჩენია. დავუკვირდეთ , ჩვენს ცხოვრებაში მომხდარი მოულოდნელი კარგი ამბავი როგორც გვახარებს, ასევე ცოტა გვაშინებს კიდეც , რადგან ჩვენთვის ეს უცნაურია, ვფიქრობთ, რატომ და რისთვის გაგვახარა ცხოვრებამ და შესაძლოა, ამ სიხარულის მერე უბედურებასაც კი მოველოდეთ ,რადგან ჩვენში რატომღაც გამჯდარია ის ფიქრი , რომ ადამიანის ცხოვრებაში მომხდარი მოულოდნელი კარგი ამბავი მალე შეიძლება ცუდით შეიცვალოს . იქნებ ასე ფიქრობდა უძველესი ადამიანიც.სწორედ, ამიტომ აკვირვებდა მას ყოველივე კარგი და მიაწერდა ზებუნებრივ მოვლენებსა თუ არსებებს. საბოლოო ჯამში, მინდა ვთქვა , რომ მითი არის ის, რაც თანამედროვე ადამიანისთვის მისტიკური საიდუმლოა. ვხსნით ბევრ რამეს , მაგრამ თავად ის მიზეზები , რამაც მითი წარმოშვა , ყველაფერი, რამაც უძველესი ადამიანის ფსიქოლოგიის ასე განვითარება გამოიწვია , ვფიქრობ , რომ დღემდე საკამათოა. თუმცა დავას არ იწვევს მითის გავლენის შეფასება ადამიანთა სოციუმში , რადგან ამას უამრავი ისტორიული მაგალითი და ფაქტი ადასტურებს . კარგად ვიცით, თუ რამდენად იყო ადამიანის ცხოვრება დამოკიდებული მითიურ პერსონაჟებზე , მათ ხასიათსა თუ ქმედებებზე .#feedc #feedcgrant#ხელოვნება
Sophie Gujaraidze
Garbani · 2 weeks ago
ჩინეთი,როგორც გლობალური აქტორი
ისეთი თემის განსახილველად , როგორც არის ჩინეთი , როგორც გლობალური აქტორი , ვფიქრობ ,საჭიროა ჯერ ზოგადად ჩინეთის თავისებურებებზე და მის მნიშვნელოვან ტრანსფორმაციაზე გავამახვილო ყურადღება . ჩინეთი დღევანდელ მსოფლიოში მისი კულტურითა და ისტორიით ,ასევე გეოგრაფიული და დემოგრაფიული მასშტაბურობით გამოირჩევა.ის განსაკუთრებული ქვეყანაა, რომელსაც აქვს საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული კულტურა, საკუთარი ინდივუდუალიზმი და ა.შ. ამასთანავე ,ჩინეთი ცივილიზაციაა. რა თქმა უნდა , არსებობს ევროპული ცივილიზაციაც , მაგრამ ჩინეთი ერდაერთი სახელმწიფო - ცივილიზაციაციაა. ჩინეთის ისტორია საკმაოდ საინტერესოა , თუმცა ყველაზე გარდამტეხი პერიოდი მაინც იმპერიალიზმის დამხობა იყო , რომელიც გახდა ერთგვარი პირველი ნაბიჯი ჩინეთის აღმავლობის დაწყებისკენ. ჩინელი ხალხი იბრძოდა იმპერატორის დამხობისთვის.ამასთანავე ისინი იბრძოდნენ ძლიერი გლობალური სახელმწიფოების წინააღმდეგ. ერთ-ერთი მათგანი დიდი ბრიტანეთია, რომელთანაც პირველ და მეორე ოპიუმის ომებში მწარედ დამარცხდა ჩინეთი , და ეს პერიოდი მის ისტორიაში ცნობილია , როგორც ,,ჩაგვრის საუკუნე “.,,ჩაგვრის საუკუნეში” ხალხი ყველაზე მეტად დაზარალდა,რადგან ამ დროს ჩინეთი იძულებული იყო ისეთ ხელშეკრულებებზე მოეწერა ხელი, რომელიც მას აზიანებდა . ეს ეხებოდა ძირითადად ეკონომიკურ სფეროს , რადგან ქვეყანა პორტებს უხსნიდა უცხოურ საქონელს და მის დახლებზეც ყველაზე მეტი ადგილი უცხოურ ნაწარმს ეკავა. ასეთი პროდუქტი იყო ოპიუმიც , რომლის გაყიდვაც ცინის დინასტიაში იკრძალებოდა, თუმცა ინგლისს მისი სავაჭრო არეალების გაფართოება სურდა. ჩინეთმა ამის შემდეგ კიდევ უამრავი აჯანყება გამოსცადა, ასევე გადაიტანა ,,კულტურული რევოლუცია” და მხოლოდ რეფორმების გატარებისა და პოლიტიკის გახსნის შემდეგ გამოვიდა მსოფლიო ასპარაზზე. მისი ეს გამოსავლა განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო , რადგან მან მსოფლიოს შესთავაზა აქამდე არათუ პრაქტიკაში , არამედ თეორიაშიც არარსებული - ,,ერთი სახელწმწიფო , ორი სისტემის” პრინციპი, რისი დახმარებითაც მან დაიბრუნა ჰონკ- გონგი. დენ სიაოპინმა, ცნობილმა , როგორც თანამედროვე ჩინეთის შემოქმედმა მარგარეტ ტეტჩერთა შეხვედრისას ძალიან საინტერესო სიტყვები წარმოთქვა - ,,ჩინეთი არც ისე სულელია , რომ შეაგდოს ღუმელში ქათამი ,რომელიც ოქროს კვერცხებს დებს” .ვფიქრობ , ამ სიტყვებიდან ნათლად ჩანს, რომ ჩინეთი დაიწყებდა ბრძოლას საკუთარი დაკარგული ტერიტორიების ადრე თუ გვიან შემოსაერთებლად და საკმაოდ საფუძვლიანად შეინარჩუნებდა ყველაფერს , რაც მას დასჭირდებოდა როგორც ეკონომიკური , ასევე სოციალური და კულტურული სტაბილურობისათვის. იმისათვის , რომ ჩინეთი გლობალური სამყაროს ნაწილად აღვიქვათ , ვფიქრობ ,გლობალიზმის თემასაც უნდა შევეხო, რომელიც არც თუ ისე კონკრეტულია. ტერმინი ,,გლობალიზმი” თავდაპირველად მხოლოდ ეკონომიკურ ჭრილში გამოყენებოდა , თუმცა შემდეგ ამ სიტყვამ იმაზე დიდი დატვირთვა შეიძინა , ვიდრე ამას თავად მისი პირველად გამომყენებელი ფიქრობდა. ჩემი აზრით , გასაკვირი არცაა ,რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროცესების აღსაწერად სწორედ ეკონომიკასთან დაკავშირებული ტერმინი გამოიყენება , რადგან ეკონომიკა მსოფლიოს ღერძია , მისი მამოძრავებელი და სასიცოცხლო წყარო.დღესდღეობით გლობალიზაციის ძალიან ბევრი განსაზღვრება და აღქმა არსებობს , თუმცა უნდა აღვნივნიშნო , რომ გლობალიზაცია ძირითადად მაინც სამყაროს დაპატარავების პროცესად უნდა აღვიქვათ . ეს დაპატარავება ეხება როგორც კულტურულ სფეროს , ასევე ეკონომიკურსა და სოციალურს. რაც შეეხება აღქმას , გლობალიზაციას აღმოსავლეთ ნახევარსფეროში ძირითადად აღიქვამენ როგორც ,,ამერიკანიზაციას” , რადგან დღესდღეობით სამყაროში ერთერთი ყველაზე ძლიერი ქვეყანა სწორედ ამერიკაა. ხალხს მიაჩნია , რომ ეს პროცესებიც ზუსტად ამერიკას უკავშირდება . ჩემთვის, ჩინეთი სწორედ ამიტომ არის საინტერესო , რომ იგი ის ქვეყანაა , რომელიც დასაწყისში მსოფლიომ და მათ შორის ვერც ამერიკამ ჯეროვნად ვერ შეაფასა, ვერ განსაზღვრა მისი პოტენციალი, და დროდათაგანმავლობაში ჩინეთი დადგა ამერიკის წინ, როგორც ერთ-ერთი ძლიერი ,ანგარიშგასაწევი სახელწმიფო. ამ ორ ქვეყანას შორის , თავად მათი ლიდერები,სხვადასხვა დროს თითქმის ერთნაირად აფასებდნენ ურთიერთკავშირს . ,,შეერთებული შტატები მხოლოდ მიესალმება ჩინეთის მზარდ როლს საერთაშორისო ასპარაზზე.ჩინეთის მშვიდობიანი განვითარება მომგებიანია,როგორც ამერიკისთვის , ასევე დანარჩენი მსოფლიოსთვის.ამავე დროს , ჩინეთმა ამერიკასთან ერთად უნდა გაინაწილოს ლიდერობის ტვირთი და პასუხისმგებლობა” - ბარაკ ობამა. თითქმის იმავეს ამბობს ჩინეთის პრეზიდენტი , სი ძინ პინი - ,,ჩინეთ- ამერიკის ურთიერთობაში ერთი ქვეყნის დანაკარგი მეორეს ქვეყნის მოგებას არ ნიშნავს.ჩვენ ისეთი თანამშრომლობა უნდა დავამყაროთ ,რომლის დროსაც ერთმანეთის მიმართ სტრატეგიულ და გრძელვადიან ნდობას გავაღვივებთ.ჩვენ იმაზეც უნდა ვიფიქროთ , რომ საერთო ინტერესების დაცვას ერთობლივი ძალისხმევით შევუდგეთ და ამასთან თანამშრომლობა ყველა მიმართულებით გავაღრმავოთ” . განსაკუთრებით საინტერესოა , რომ 2010 წელს , ცნობილმა ამერიკელმა პოლიტოლოგმა ზბიგნევ ბჟეზისკიმ ბარაკ ობამას შესთავაზა ,,Great -2” სისტემა , რომლის ფარგლებშიც ჩინეთისა და ამერიკის ლიდერები არაფორმალური შეხვედრებისას განიხილავდნენ , როგორც მათი ქვეყნების ურთიერთობას , ასევე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს. ეს სისტემა უფრო მეტად ვაშინგტონისთვის იყო კარგი, თუმცა სი ძინ პინმა ამ შემოთავაზებას მოხერხებულად აარიდა თავი , რადგან ჩინეთი ემხრობა მრავალპოლარულ მსოფლიოს და არა მხოლოდ ორი ან ერთი ქვეყნის გლობალურ აქტორობას. გლობალიზაცია ადამიანების ცხოვრებაში სხვადასხვა სფეროებში ვლინდება და განსხვავებულად იჩენს თავს , ამიტომ ჩინეთს, როგორც გლობალურ აქტორს , განვიხილავ გლობალიზაციის ყველა ფორმაში. პირველ რიგში , გლობალიზაცია ვლინდება კომუნიკაციაში , რაც გულისხმობს ადამიანებისთვის შესაძლებლობას ,,მომენტალურად დაუკავშირდნენ ერთმანეთს მიუხედავად მათი ადგილმდებარეობისა და სახელწმიფო საზღვრებისა” [დავითაშვილი 2003 : 195 ] . კომუნიკაციის საკითხში ერთ - ერთი ყველაზე დიდი გიგანტი ჩინური კომპანია ,,ჰუავეია” , რომელიც განსაკუთრებით ჰეგემონობს სამხრეთ ამერიკის ტერიტორიაზე. მეორე სფერო ორგანიზაციებია, რომლებიც ტრანსნაციონალურ ფუნქციებს ასრულებენ. ამ საკითხთან დაკავშირებით ზურაბ დავითაშვილი საკუთარ წიგნში - ,,ნაციონალიზმი და გლობალიზმი” წერს , რომ ტრანსნაციონალურ კორპორაციებში ჩინეთის როლი უმნიშვნელოა. რაც შეეხება ჩინეთის მონაწილეობას ეკოლოგიურ პროცესებში ,რაც გლობალიზმის გამოვლენის მესამე ფორმაა, შემიძლია ვთქვა , რომ თავად ჩინეთი საკუთარ ქვეყანაში საკმაოდ საფუძვლიანად ებრძვის გარემოს დაბინძურებას და გლობალურადაც ამ საკითხით ხშირად ინტერესდება. მეოთხე სფერო ეს პროდუქტების მსოფლიო ბაზარზე გავრცელებაა. ჩინეთი ამ მხრივ ნამდვილად ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი მეწარმე ქვეყანაა, რომელმაც არამხოლოდ სხვა ქვეყნებში დაარსა საკუთარი ქარხნები , არამედ საკუთარ ტერიტორიაზე შექმნა სხვადასხვა სავაჭრო ზონები , რამაც ხელი შეუწყო ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების შემოდინებას , კაპიტალის დაბანდებას და ეკონომიკის განვითარებას. მეხუთე სამხედრო სფეროა , რომელშიც ჩინეთი ნამდვილად ნათლად იჩენს თავს. როგორც ვიცით , ჩინეთი ფლობს ბირთვულ იარაღს და არის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი. ამ ქვეყანას საკმაოდ მრავალრიცხოვანი არმია ჰყავს , რომლის განვითარებაზეც სულ უფროდაუფრო მეტი იუანი იხარჯება ჩინეთის ბიუჯეტიდან.აღსანიშნავია ისიც , რომ სამხედრო საკითხში ჩინეთი ხშირად დამკვირვებლის როლს იკავებს და საერთაშორისო კომფლიქტებში არ ერევა . იგი ყველა დაპირისპირებულ სახელმწიფოს დიპლომატიის გზით კონფქლიქტების მოგვარებისკენ მოუწედებს. როგორც დავინახეთ , ჩინეთი რიგ გლობალიზაციის სფეროებში საკმაოდ წარმატებულად ავლენს თავს , თუმცა , ყველა მათგანში მისი აქტიურობა არ იგრძნობა. ვფიქრობ , განსაკუთრებული ყურადღების ღირსია ჩინეთის ურთიერთობები აფრიკასა და სამხრეთ ამერიკასთან . ჩინეთს სჭირდება საკმაოდ იაფი ნედლეული , რისი ძირითადი მომწოდებლებიც სწორედ ეს არეალებია,ამიტომ ჩინეთი საკმაოდ ტაქტიკურად იღებს ამ ქვეყნებისგან სარგებელს , თუმცა იგი ეხმარება კიდეც მათ. ასევე გასცემს კრედიტებს , რასაც შემდეგ ქვეყნები ნავთობის სახით აბრუნებენ.ჩინეთი საკმაოდ დაინტერესებულია აფრიკის კონტინენტით და უნდა ითქვამს , რომ იგი თანმიმდევრულ ნაბიჯებს დგამს ამ ტერიტორიაზე პოზიციების გამყარებისთვის. ჩინეთის პოლიტიკა , რომლის მიხედვითაც ჩინეთი უკავშირდება პარტნიორ ქვეყანას ეკონომიკურად , თუმცა არ ერევა მის პოლიტიკასა თუ კულტურაში, უფრო მეტად მიმზიდველია განვითარებადი ქვეყნებისთვის , ვიდრე სხვა ძლიერი სახელმწიფოების ჰეგემონობა . სწორედ ამიტომ აფრიკის ნავთობის მწარმოებელი ქვეყნები : ალჟირი, ნიგერია, ანგოლა , სუდანი , გაბონი ჩინეთის პარტნიორთა ჩამონათვალშია.საინტერესოა , რომ ამ კონტინენტზე კონტროლის დაწესება არა მხოლოდ ჩინეთის მიზანია , არამედ ამერიკისა და დასავლეთის ქვეყნებისაც.ამ მოსაზრებას ადასტურებს ის ფაქტი , რომ მხოლოდ სუდანში ჩინეთმა 20 მილიარდი აშშ დოლარის ინევსტიცია განახორციელა , რაც ხელს უწყობდა მთელ ქვეყანაში ნავთობის წარმოებაზე კონტროლის მოპოვებას , თუმცა სუდანი ორად გაიყო . მკველვრების ნაწილი ფიქრობს , რომ სუდანში არეალობა სწორედ დასავლეთის მიერაა გამოწვეული , რათა ხელი შეეშალათ ჩინეთის ამ რეგიონში გაბატონებისთვის. ასეთივე სიტუაცია გვხვდება ლიბიაშიც , სადაც კადაფის რეჟიმის საპირისპიროდ დაწყებულმა კამპანიებმა ოფიაციალურ პეკინს საკმაოდ შეუცვალა გეგმები. ასეთივე ურთიერთობა აქვს ჩინეთს სამხრეთ აფრიკის ქვეყნებთანაც, რომლებიც კარგი პლაცდარმია ჩრდილო ამერიკასთან მიმართებით. ჩინეთის ინტერესი ლათინური ქვეყნების მიმართ 2000 წლიდან გაიზარდა , რაც განპირობებული იყო ეკონომიკური რესურსების მზარდი მოთხოვნილებით. ჩემი ,აზრით მთავარი კითხვაა - შეიძლება თუ არა რომ ჩინეთი აღვიქვათ , როგორც გლობალური აქტორი ? ზემოთ აღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე , პასუხი ცალსახად დადებითია. ჩინეთი იქ ქვეყანაა, რომელიც უახლოეს მომავალში გლობალიზაციის საკითხს შეცვლის ხალხისთვის, რადგან ხალხისთვის გლობალიზაცია არ იქნება მხოლოდ ვესტერნიზაცია , რადგან ახლა უკვე მონაწილეობას აზიური სახელმწიფო მიიღებს. 2020 წელს ჩინეთის საგარეო მინისტრმა,ვინ იმ , ყოველწლიურ ბრიფინგზე განაცხადა , რომ : ,,გლობალიზაციას მეტად ინკლუზიური და ყველასთვის სასარგებლო განვითარება სჭირდება.გლობალიზაცია წარმოადგენს გარდაუვალ ტრენდს,რომელიც მსოფლიოს განვითარებასა და ადამიანთა პროგრესის ძლიერ ტალღას უზრუნველყოფს.გლობალური ეკონომიკა უამრავი წყაროსგან წარმოშობილი ოკეანეა და შეუძლებელია,წყაროების ერთმანეთისგან იზოლირება.გლობალიზაციაზე უარის თქმას და პროტექციონიზმის აღზევებას მომავალი არ აქვს “ . ამ განცადებაში , ვფიქრობ , ნათლად არის გამოხატული ჩინეთის მზაობა იყოს გლობალური აქტორი მსოფლიოში.#feedc #feedcgrant#ბიზნესი
Sophie Gujaraidze
Garbani · 1 month ago
ჩემი ხედვა
ვიღებ My Vision -ის გამოწვევას და გთავაზობთ ჩემს ხედვას ! რომანტიზმის წარმომადგენლისა და ცნობილი ესპანელი მხატვრის ფრანცისკო გოიას ეს ტილო , როელიც მე-18 საუკუნეში დაიხატა , ჩემთვის არა მხოლოდ ფანტაზია და მითოლოგიური სიუჟეტია , არამედ თანამედროვეობის განსახიერება.#ჩემიხედვა #myvision #ჩაერთე #ხელოვნება
Sophie Gujaraidze
Garbani · 2 months ago
თბილისი ^^
#ჩემითბილისი ^^
Gode Marr
Garbani · 2 months ago
LIttle prince
,,ადამიანი ანთებულ სანთელს უნდა გაუფრთხილდეს, ის შეიძლება სუსტი ნიავის დაქროლვებაზეც კი ჩაქრეს" ? Tbilisi #littleprince #cute #opinion #art #photo
Sophie Gujaraidze
Garbani · 3 months ago
️ვაჟა-ფშაველა
,,რაც უნდა განვითარების უმაღლეს მწვერვალს მიაღწიოს კაცობრიობის ცხოვრებამ,მაინც მასში უნდა ჩანდეს ისევ ბუნება საერთოდ...ჩვენ ბუნებაში ვართ - იგი ჩვენშია,საით,როგორ შეგვიძლიან იგი თავიდან ავიშოროთ,იმას გავექცეთ,დავემალნეთ?! ცოცხალნიც მისნი ვართ,მკვდარნიც." ?? ▪️ვაჟა-ფშაველაTbilisi #art #photo
Sophie Gujaraidze
Garbani · 3 months ago
რამაიანა
,,მაგრამ ვინც არის მხნე და მამაცი უნდა მოდრიკოს მან თვითონ ბედი" ? რამაიანა? #poetry Tbilisi
Sophie Gujaraidze
Garbani · 3 months ago
Albert Einstein
success is a failure in progress and someone who has never failed cannot truly be a successful person. Tbilisi
Sophie Gujaraidze
Garbani · 3 months ago
ცოტა ავხორცი დალი 2
უმრავლეს შემთხვევაში მონადირისათვის ქალღმერთთან ურთიერთობა საბედისწეროა. გარემოებათა გამო იგი ვერ იცავს ტაბუს. ეჭვიანი ქალღმერთი სჯის მონადირეს ღალატისათვის, თუ იგი ცოლის შერთვას დააპირებს. ისჯება მონადირე დალთან ურთიერთობის გამჟღავნებისთვისაც, თუნდაც ეს უშუალოდ მისი ბრალი არ იყოს. ქალღმერთი მაინც მას აკისრებს პასუხისმგებლობას. დალი ჯიხვის ან თეთრი შუნის სახით ეცხადება სატრფოს, გაიტყუებს მთებისკენ. მონადირე თავისდაუნებურად აღმოჩნდება დაკიდული სალ კლდეზე, სადაც ფეხს ვერ იკიდებს და კლდიდან ჩამოვარდნილი იღუპება. სხვათა შორის, დალი მწარედ განიცდის სატრფოს დაღუპვას და დასტირის მას. მასთან გატარებული ღამისთვის დალი თავის სატრფოს საჩუქრად აძლევს რაიმე ნივთს, რაც სიმდიდრისა და ბარაქიანობის საწინდარია. მოგვაქვს ნაწყვეტები ტექსტებიდან: `განთქმული მონადირე იყო ბაილ-ბეთქილი. დალს შეუყვარდა და ქმრობა სთხოვა. დალმა აჩუქა მანდილი. დალის მადლით კარგი ნანადირევით ბრუნდებოდა ყოველთვის~. `ერთ ოჯახში დალი დადიოდა. ამ ოჯახს ბიჭი ჰყავდა. დალს შეუყვარდა და ბევრი ოქრო მისცა საჩუქრად.~ ზოგი ვარიანტით, დალი სამეურნეო საქმიანობაშიც მხარში უდგას ადამიანს (თავის სატრფოს). მანგურს პურის მკის დროს დალი ეხმარებოდა. თუ მონადირის ცოლი ან დედა შეასწრებდა სატრფოსთან მწოლიარე დალის და მის თმებს რძით განბანდა, დალი წყვეტდა საყვარელთან კავშირს, ოჯახს კი ბარაქიანობას უტოვებდა. ზოგიერთი თქმულებით, დალს ფრთებიც აქვს: `ერთი დალი წინ მიფრინავს, ყოველ ნაბიჯზე სახლის სიმაღლე ნახტომს აკეთებს~. მისი ფრთის შეხება ჭრილობას ამრთელებს. ეს კიდევ ერთი ნიშანია ნაყოფიერების ქალღმერთისა, რომელსაც შეუძლია როგორც ავადმყოფობის შეყრა, ისე მისგან განკურნება. დალი დედობრივი ნიშნითაც არის აღბეჭდილი. იგი ხორციელი ქალივით მშობიარობს, შვილს აჩენს. დალის ციკლის თქმულებებში არც ბავშვის სახელია ცნობილი, არც მისი შემდგომი ბედი. ამირანის თქმულების ბევრი ვარიანტი მის მშობლად დალს ასახელებს. ამ ეპიზოდთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ ღმერთი დალს შვილის გაჩენას უკრძალავს. `დალს ყველაფრის უფლება კი არა აქვს. იგი ღმერთის _ ხოშა ღერბეთის ნაწილია, მაგრამ დიდი ღმერთი ნებას არ რთავს, შვილი გააჩინოს. ამიტომ კივის კლდეში დალი მშობიარობისას. მგელიც ამიტომ მიუჩინა ხოშა ღერბეთმა _ მთავარმა ღმერთმა. მონადირე მეფსაი მეთხვიარმა უშველა დალს, მგელი მოკლა და შვილი გადაურჩინა~. ამ თემაზე არსებობს სვანური ხალხური ლექსი `დალი კლდეზე მშობიარობს~, რომელშიც მოთხრობილია, რომ მონადირემ კლდიდან ქალის კივილი გაიგონა და დაინტერესდა. დედას საგზალი მოამზადებინა და გზას გაუდგა. მიადგა თეთრ კლდეს. აიხედა და დაინახა, რომ დალს ახლადდაბადებული ბავშვი გადმოუვარდა. ქვევით პირდაღებული მგლები უცდიდნენ, რომლებმაც პირი სტაცეს ბავშვს და გაიქცნენ. მონადირე გამოეკიდა მგელს, მოკლა და ქალღმერთს შვილი დაუბრუნა. მადლობის ნიშნად დალი საჩუქარს აძლევს მონადირეს ან ნადირის მოკვლის უნარით აჯილდოებს. დალს უჭირს მშობიარობა, წვალობს. მას სჭირდება ადამიანის ნახელავი რაიმე ნივთი, რაც გაუადვილებს მშობიარობას. `ერთმა კაცმა კლდეში მშობიარე დალი ნახა, დალს მშობიარობა უჭირს თურმე. უთხოვია, ადამიანის ნახელავი რამე მომიტანეო. ამ კაცმა ცოლის კიდობნიდან თეთრი ნაჭერი ამოიღო და დალს წაუღო. დალმა მადლობის ნიშნად საჩუქარი მისცა. ის დამალული ჰქონდა იმ კაცს და სულ ბედნიერად ცხოვრობდა, ჭირი არ უნახავს~. გაწეული სამსახურისთვის დალი ადამიანს სიუხვით ასაჩუქრებს, რაც ნაყოფიერების ქალღვთაებასთან მისი სიახლოვის ნიშანია. Tbilisi #art #photo #mithology
Sophie Gujaraidze
Garbani · 3 months ago
ღვთაება ბარბარ-ბარბოლი
ხალხურ სიტყვიერებასა და ეთნოგრაფიაში ზოგჯერ თავს იჩენს რელიგიური სინკრეტიზმი, როცა სხვადასხვა რელიგიის ელემენტები ერთმანეთს ერწყმის. ასეთია ღვთაება ბარბალე ანუ ბარბარე. ქრისტიანული ბარბარე ცნობილია, როგორც აღმოსავლური წმინდანი, რომლის სახელი გავრცელდა სხვა ქვეყნებში. ქართული მასალის მიხედვით აშკარაა, რომ ქრისტიანული წმინდანის სახემ შეიფარა ნაყოფიერების ღვთაება, რომლის თაყვანისცემა ყველაზე უკეთ სვანეთში შემორჩა. ბარბოლი (როგორც მას სვანეთში ჰქვია) მსხვილფეხა საქონლის მფარველი ღვთაებაა, შეუძლია მისი გამრავლება და წველის ბარაქის მომატება. რაც ყველაზე უფრო საგულისხმოა, ბარბოლისადმი მიძღვნილ რიტუალებში მონაწილეობდნენ მხოლოდ ქალები, რაც ადრეულ ეტაპზე სწორედ ნაყოფიერების ქალღმერთის _ დიდი დედის კულტის თავისებურებას წარმოადგენდა. შესაწირავს (ყველიან კვერებს ან ხაჭაპურებს) უფროსი ქალი მიართმევდა ხოლმე. ქალღმერთის ატრიბუტებს შეადგენდა კვირისტავის მსგავსი საგნები და რძის პროდუქტების შეზავებული შესაწირავები, რაც მდედრობითი ნაყოფიერების სიმბოლური გამოსახულება იყო. ბარბოლი რომ კერიასაც უკავშირდებოდა, ამაზე მიუთითებს ლიქურაშის დღეობები, რომლებიც ოჯახებში იმართებოდა რიგრიგობით. მონაწილეები შუა ცეცხლის გარშემო დააბამდნენ ფერხულს და ამის მერე გამოეთხოვებოდნენ მასპინძელს. ბარბოლობის უშგულის დღეობები უფრო ფართო მასშტაბის იყო _ სასოფლო, რომელშიც იკვეთება ბარბალეს მიერ მიწის მოსავლიანობის მფარველობა. მას ვაჟიშვილების გამრავლების ფუნქციასაც მიაწერდნენ. დასავლეთ საქართველოში ბარბალობას მეკვლეობა-ფერხობა იცოდნენ, რასაც ოჯახის უფროსი ქალი ასრულებდა. იგი შესაწირავებით ხელში კერის პირას ლოცულობდა მიწის მოსავლიანობისა და ადამიანთა კეთილდღეობისათვის. ბარბალეს სახელი ავადმყოფობასაც უკავშირდება, განსაკუთრებით თვალის სნეულებას. მას შეეძლო როგორც დასჯა ავადმყოფობით, ისე მორჩენა. ამიტომ მის შესაწირავებში იყო სანთლისგან გაკეთებული `თვალის კაკლები~. ბევრი ნიშანი წარმოგვიდგენს ბარბალეს, როგორც მზის ღვთაებას. მზის დაბნელებისას მას მოუხმობდნენ საშველად. ხალხის რწმენით, ბარბალობის მზე სამი დღე გაჩერებულია და მერე უკან ხტება (დღე მატულობს). ცეცხლის დღეობები სვანეთში ბარბალეს სახელზე იმართებოდა. ბარბალობის დღესასწაული დეკემბერში ტარდებოდა (სვანურში დეკემბერს ბარბლაში ჰქვია) და ეს დღე ბედობის დღედ ითვლებოდა. Tbilisi Samegrelo-Zemo Svaneti #mithology
Sophie Gujaraidze
Garbani · 3 months ago
მადლობა ბავშვობის ლამაზი მოგონებისათვის
95 წლის ასაკში,16 აპრილს გარდაიცვალა ლეგენდარული ტომი და ჯერის ილუსტრატორი და ოსკაროსანი Gene deitch. RIP
Sophie Gujaraidze
Garbani · 3 months ago
დამოუკიდებელი საქართველო უკვე აღარც მათ აინტერესებდათ ...
1921 წლის 17 მარტს იტალიური გემი ნოე ჟორდანიას სტამბოლისკენ მიაქანებდა. სტამბოლში ნ.ჟორდანია ინახულეს საფრანგეთისა და იტალიის ელჩებებმა და ორივემ თავიანთი მთავრობის სახელით მას მათ სამშობლოში მიპატიჟება გადასცეს. ჟორდანიამ საფრანგეთის მიპატიჟება არჩია. 1921 წლის წლის აპრილის პირველ რიცხვებში ნ.ჟორდანია საფრანგეთში ჩავიდა საფრანგეთის ელჩი შევალიეს თანხლებით,მაგრამ სადგურზე მას ოფიციალურ პირთაგან არავინ დახვედრია. ეს უკვე ნიშნავდა, რომ საფრანგეთის მთავრობა ნოე ჟორდანიას იღებდა არა როგორც საქართველოს პრეზიდენტს, არამედ კერძო პირს... ასეთივე გულგრილობა გამოხატეს ბელგიამ და ინგლისმაც, რომელთაც ცოტა ხნის შემდეგ მიმართე ნ.ჟორდანიამ ბრიუსელსა და ლონდონში ჩასვლისას. დამოუკიდებელი საქართველო უკვე აღარც მათ აინტერესებდათ ... ▪️გურამ შარაძე - ,,უცხოეთის ცის ქვეშ" Tbilisi
Sophie Gujaraidze
Garbani · 3 months ago
️კარლ სეიგანი – ,,მკრთალი ლურჯი წერტილი"
,,შეხედეთ ამ წერტილს კიდევ ერთხელ. ის აქ არის. ის ჩვენი სახლია. ეს ჩვენ ვართ. ყველა ვინც კი გიყვართ,ყველა ვისაც იცნობთ, ყველა ვის შესახებაც გსმენიათ, ყველა ადამიანი რომელსაც ოდესმე უარსებია, ყველას მანდ უცხოვრია. მთელი ჩვენი სიხარული და ტანჯვა, ათასობით რელიგია, იდეოლოგია და ეკონომიკური დოქტრინა, ყოველი მონადირე და შემგროვებელი, ყოველი გმირი და მხდალი, ყოველი ადამიანი რომელიც ცივილიზაციას ჰქმნიდა და ადამიანი რომელიც მას ანადგურებდა, ყოველი მეფე და გლეხი, ყოველი შეყვარებული წყვილი, დედა, მამა, ყოველი დაიმედებული ბავშვი, გამომგონებელი და მკვლევარი, მორალის ყოველი მასწავლებელი, კორუმპირებული პოლიტიკოსი, ყოველი სუპერვარსკვლავი, ლიდერი, წმინდანი და ცოდვილი, ყველა და ყველაფერი რაც კი ისტორიას ახსოვს მზით განათებულ ამ მკრთალ წერტილზე ცხოვრობდა." Tbilisi
Sophie Gujaraidze
Garbani · 3 months ago
◾გალაკტიონ ტაბიძე - ,,თოვლი"
,,მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის ქალწულებივით ხიდიდან ფენა: მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის და სიყვარულის ასე მოთმენა. ძვირფასო! სული მევსება თოვლით: დღეები რბიან და მე ვბერდები! ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ უდაბნო ლურჯად ნახავერდები. ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება: იანვარს მოძმედ არ ვეძნელები, მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება შენი თოვლივით მკრთალი ხელები."? Tbilisi #art #photo
Sophie Gujaraidze
Garbani · 3 months ago
ნოე ჟორდანიას დღიურიდან
,,ყველა ადამიანი არის ღვთის ნაპერწკალი,საჭიროა მისი აღმოჩენა,ან სურვილი მისი აღმოჩენისა.ადამიანს მე ვუცქერი წინასწარი თანაგრძნობით : მისი ავი მაწუხებს , კარგი მახარებს. ამიტომ სრულიან მიუღებელია მისი ჩაქოლვა , მისი დამცირება, წაქცევა. მიყვარს დამარცხება,წაქცევა გლახა აზრის , გლახა მიმართულების ; არ მიყვარს წაქცევა თვით ადამიანის"Tbilisi
Sophie Gujaraidze
Garbani · 3 months ago
ანანა - გუნდა
აფხაზურ მითოლოგიაში ანანა-გუნდა მეფუტკრეობისა და ნადირობას უკავშირდება. მისი სახელი ნიშნავს `გუნდის დედას~, იგულისხმება ფუტკრების გუნდი, ოჯახი. ამ ნიშნით იგი ემსგავსება მცირეაზიურ ნაყოფიერების ქალღმერთს, რომელსაც ზოგან ფუტკრის სახით წარმოიდგენენ. მის მთავარ ქურუმ ქალს `დედა ფუტკარი~ ერქვა. ანანა-გუნდას სახელს ნაყოფიერების სხვა ნიშნებიც ახლავს. აფხაზებში იგი შვილოსნობისა და გვარის გამრავლების მფარველადაც ითვლებოდა. მისდამი ლოცვებს აღავლენდნენ გაზაფხულზე, ფუტკრების ნაყრობის (გამრავლების) დროს და ზაფხულში თაფლის შეგროვების წინ. ანანა-გუნდას სახელს უკავშირდება აფხაზების ჩვეულება ძროხის შეწირვისა. გათხოვილ ქალს მამისეული სახლიდან უგზავნიდნენ ძროხას, რომელსაც მანამდე მონიშნავდნენ _ ყურის წვერს მოაჭრიდნენ. ამ ძროხის მოზვერს ყოველ წელს სწირავდნენ ანანა-გუნდას მისი დღეობის დროს. დეკეულის გაჩენის შემთხვევაში ღვთაებას ფქვილისგან დამზადებულ პროდუქტს სწირავდნენ. გალის რაიონსა და სამეგრელოში ამ ღვთაებას ჯარა-გუნა ან ჯგერაგუნა ერქვა. ბზიფის აფხაზებში თუ ვინმე ფიჭიან ხეს იპოვნიდა, თვლიდნენ, რომ იგი ანანა-გუნდამ დააპურა. Tbilisi Abkhazia #art #photo #mithology
Sophie Gujaraidze
Garbani · 3 months ago
სამძიმარი
სამძიმარი ანუ სამძივარი (ორივე სახელი გვხვდება ხალხში) ერთ-ერთი პოპულარული პერსონაჟია ხევსურულ მითოლოგიაში. შეიძლება ითქვას, რომ იგი ამ რეგიონში განასახიერებს ნაყოფიერების ქალღმერთს და ბევრი ნიშნით ენათესავება დალს. მითოლოგიური გადმოცემებით, ღვთისშვილებმა დალაშქრეს ქაჯავეთი _ ქაჯთა ქვეყანა, გაანადგურეს იგი ხახმატის გიორგის მეთაურობით. იქიდან წამოიღეს განძი, გამოირეკეს საქონელი და წამოიყვანეს ქაჯის ქალები სამძიმარი (სამძივარი), მზექალი, აშექალი და სიმენქალი. ეს ქალები ღვთაებათა დობილები (ხევს. `მოდეები~) გახდნენ, ღვთაებათა სალოცავების ახლოს დაბინავდნენ და ეხმარებოდნენ მას. ხალხში ამბობენ: `ყველა ჯვარს საკუთრივ ხყვანდა დობილნი. ხევისბერი ასე ახსენებს: და-დობილნო, ციხე-კრის ანგელოზნო, მოლაშქრე და-დობილნო. თუ ჯვრის წინაშე ყმებს ექნებათ უწმინდურობა და არ ასრულებენ ჯვართ შემონათვალს, მაშინ და-დობილნი გაუჩენენ სახადს, წითელას, მიუსევენ მებალინჯეთ. ეს შეიძლება სიკვდილითაც დამთავრდეს~. მათგან ყველაზე უფრო სიცოცხლისუნარიანი სამძიმარი აღმოჩნდა, მის სახელს უკავშირდება მითიური მოთხრობები, სხვებისა კი მხოლოდ სახელები შემორჩა ხალხის ხსოვნას. სამძიმარი, ქაჯის ქალი, ხახმატის გიორგის მოდეა (დობილი), რომელსაც ხალხი ელჩს უწოდებს. როცა ხახმატის ჯვარი თავის საყმოზე განრისხდებოდა, მასთან სამძიმარი შუამავლობდა, `ელჩობდა~. იგი ცდილობდა ღვთისშვილის მოლბობას, რათა მას ეპატიებინა ყმებისთვის შეცოდება და გული მოებრუნებიან მათზე. სამძიმარი იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ თითქმის უტოლდებოდა თავის მოძმე ჯვარს. ხახმატის ჯვარში ძირითადად ორ სალოცავს ლოცულობდნენ: ერთი იყო გიორგი ნაღვარმშვენიერი, მეორე _ სამძიმარ-ხელი, ყელღილიანი. სამძიმარი გამწყრალ ჯვარს ევედრებოდა ადამიანის საკეთილდღეოდ და არ მოეშვებოდა, სანამ გულს არ მოულბობდა. ხალხის თქმით, მას `ელჩობა მაუდიოდა~ (ევალებოდა). სამძიმარის მნიშვნელობას ისიც უსვამს ხაზს, რომ ხევსურეთში იგი ყველა ჯვართან გამოჩნდებოდა შუამავლად ანუ დედა ქალღმერთივით ადამიანებს მფარველობდა. სამძიმარი ყველა ნიშნით მატრიარქალურ ქალღვთაებას ჰგავს, რომელსაც თავიდანვე დიდი ძალა და მნიშვნელობა ექნებოდა, თორემ მერე, პატრიარქალურ-გვაროვნული ხასიათის ჯვარ-ხატებთან _ ღვთისშვილებთან ამას ვეღარ მოიპოვებდა და ისევე გაფერმკრთალდებოდა, როგორც სხვა დობილები. მიუხედავად იმისა, რომ სამძიმარი ქაჯავეთიდანაა მოყვანილი, მას ხალხი `ღვთის ნასახს~ ეძახის. ეს ეპითეტი უფრო ძველი წარმოდგენების ნიადაგზე შეიქმნა. ამბობენ, `სამძიმარს დიდ ყელსაბედ სდებივ~. ამ ყელსაბამს, მძივს უკავშირებს ზოგი მეცნიერი ღვთაების სახელს _ სამძივარი (მძივის მქონე). სამძიმარს ტანი მზესავით ულაპლაპებს. ვისაც ის დაუახლოვდებოდა, ყისმათიან-იღბლიანი იყო. მას რამდენიმე მუდმივი ეპითეტი აქვს: ხელი, ყელღილიანი, ქაჯის ქალი. `ხელი~ ხევსურთა განმარტებით მხიარულს, თამამს, კოხტასა და ლამაზს ნიშნავს. მართლაც, იგი მიმზიდველი არსებაა, უყვარს კოპწიაობა, სამკაულების ტარება, თავმანდილის `დაგრუშვნა~. ხალხური ლექსი ასე გვაცნობს სამძიმარს: `მე ვარ ხელსამძიმარიო, მე ვარ ქაჯის ქალიო, ვაჟიერებ ჩემ ღილ-ქამარსაო, ოქროს თმიანი და ოქროს ქოშებიანიო. მაშინ ძლივ მქონდა შაძლებაიო, ვიარებოდი ქალივითაო, ნაოჭიანი ჩავიცვიდიო, ქოქომონ გავაბრიალნიდიო.~ იგი ყოველთვის სატრფიალოდ არის განწყობილი და საცოლე ჭაბუკებს თავბრუს ახვევს. ნაქადაგარი ტექსტების მიხედვით, სამძიმარის მიჯნურთა მთელი წყება სახელდება. ამ სასიყვარულო კავშირით სამძიმარი თავის სატრფოს საშიშროებას არ უქმნის, მაგრამ ასეთ ვაჟებს სხვა ქალთან ქორწინება სამუდამოდ ეკრძალებათ. ოქროსთმიანი და ოქროსქოშებიანი ელჩ-ქალი სატრფოთა სიმრავლეს საამაყოდ თვლიდა. იგი თვითონ ეტანებოდა მამაკაცებს, რასაც დაუფარავად აცხადებდა: `აბულეთაურთ საღირასაო საცოლედ ვეწონებოდიდიო. ჩავეხვივიდი, ჩაუწვიდიო, ძუძუ-მკერდს გამავიხვიდიდიო.~ მაქციობა, გარეგნობის შეცვლა სამძიმარის ერთ-ერთი თვისებაა. იგი სხვა ქალის სახით ეცხადებოდა თავის სატრფოებს, რომლებმაც არც კი იცოდნენ, რომ ქალღვთაებასთან ჰქონდათ ურთიერთობა. ამით ის იცავდა თავისი სასიყვარულო კავშირის საიდუმლოს, მაგრამ როგორც კი გამჟღავნდებოდა მისი არაჩვეულებრივი, არამიწიერი წარმომავლობა, უმალ ტოვებდა იქაურობას. `იმ ჩემსა გადმონაფრინდომსაო, იქავ აჩნიან ნაკოჭვარნიო~, არის ნათქვამი ერთ ლექსში. ხევსურულ ყაიდაზე გამოწყობილი სამძიმარი ხორციელი ქალის სახეს იღებდა, ამიტომაც ცდებოდნენ შეყვარებული მამაკაცები. მასაც იზიდავდა სარძლოს როლში გამოსვლა და დიასახლისობაზეც არ ამბობდა უარს. სოფელ ბუჩუკურთაში უცხოვრია ვინმე ხოლიგას, რომელიც უცოლო ყოფილა და არც ჰქონია ქორწინების ნება, რადგან მასთან სამძიმარს უცხოვრია ხორციელი მეუღლის ჯუათ ელენეს სახით. რძალს ერთხელ დედამთილისთვის მასანთო-ხმიადების გამოცხობა უთხოვია სამგზავროდ. თვითონ გაიკეთეო, უთქვამს დედამთილს. სამძიმარი საქმეს შეუდგა, თითის ერთი ჩაკვრა ერბოთი დიდი ქვაბი ხავიწი მოუხარშავს. ამ სასწაულით გამჟღავნდა მისი ვინაობა და ისიც საჩქაროდ გაფრინდა. სამძიმარის ერთი შეხებაც კი ამრავლებს პროდუქტს, რაც მის ნაყოფიერების უნარზე მეტყველებს. ნაწველ-ნადღვების (ე. ი. რძის პროდუქტის) უბარაქობისა და საქონლის ზარალის შემთხვევაში ხევსური ქალები სამძიმარს ევედრებოდნენ. ქაჯავეთიდან წამოყვანილ საქონელსაც სამძიმარი და მისი დობილები მწყემსავდნენ. სამძიმარს ევედრებოდნენ უშვილო ქალები და მექორწილეებიც მისთვის ამზადებდნენ სპეციალურ პურებს, რადგან იგი ბედის გამრიგეც იყო. Tbilisi #mithology #art #photo
Sophie Gujaraidze
Garbani · 3 months ago
ქალღმერთის ზოომორფული ატრიბუტები კავკასიურ მითოლოგიაში
კავკასიის ხალხთა ტრადიციულ ხელოვნებაში ფართოდაა გავრცელებული ცხოველთა გამოსახულებანი ან მათი საშუალებით შედგენილი კომპოზიციები, რომლებიც არქაულ დროში იღებენ სათავეს და ხალხის კოსმოგონიურ და რელიგიურ რწმენა-წარმოდგენებში პოულობენ ახსნას. გვიანდელი ხანის მითოლოგიები, რომლებშიც მკვეთრად ანთროპომორფული ღვთაებები არიან, შეიცავენ საკმაოდ მნიშვნელოვან ცხოველურ პლასტს. რელიგიის ისტორიიდან ცნობილია, რომ ის ღვთაებები, რომლებსაც ატრიბუტის სახით ახლავს ესა თუ ის ცხოველი, ადრე ამ ცხოველის სახით უნდა ყოფილიყვნენ თაყვანცემულნი. ნაყოფიერების ქალღვთაებასაც გააჩნია როგორც მცენარეული (ვაზი, ია და ვარდი), ისე ცხოველური (გველი, ლომი, ჯიხვი ან ირემი) ატრიბუტები, რომლებიც ხშირად ერთ კომპოზიციას ქმნიან, ზოგჯერ კი ერთმანეთს ენაცვლებიან. დედა ქალღმერთის ცხოველურ სიმბოლოთაგან ერთ-ერთია ირემი ან ჯიხვი (მითოლოგიური სიმბოლოს თვალსაზრისით, ისინი იდენტურნი არიან). სიცოცხლის ხის კომპოზიციაში ასტრალურ ნიშნებთან ერთად ხშირად გვხვდება ეს ცხოველები. კავკასიელთა ფოლკლორში ირემი თუ ჯიხვი ხშირად წარმოდგენილია, როგორც ზებუნებრივი ნიჭის მატარებელი და ღვთაებრივ სამყაროსთან დაკავშირებული არსება. მან ცაზეც კი დატოვა თავისი ნაკვალევი, რომელსაც ხალხში ირმის ნახტომს ეძახიან. მონადირეების მიერ ირმის დევნა ძალზე გავრცელებული და საკმაოდ მნიშვნელოვანი დეტალია კავკასიურ ფოლკლორულ ძეგლებში. სწორედ ირემს მიჰყავს მონადირე საკრალურ ადგილთან (სადაც შეიძლება განძიც ინახებოდეს), რასაც აუცილებლად მოჰყვება არსებითი გარდატეხა არა მარტო მონადირის (მეფის), არამედ საზოგადოების ცხოვრებაშიც. მაღალმთიან რაიონებში ამგვარი თქმულებები ჯიხვს უკავშირდება. ნიშნიანი ჯიხვი ნადირობისა და ნაყოფიერების ღვთაების კუთვნილებაა ან თავად ქალღმერთი იღებს მის სახეს და დამსახურებისამებრ სჯის ან ასაჩუქრებს მონადირეს. ხალხურ სიტყვიერებასა და ხელოვნებაში განსაკუთრებით აქცენტირებული იყო ამ ცხოველთა რქები. Tbilisi #news #art #photo #mithology ავტ.ქეთევან სიხარულიძე
Sophie Gujaraidze
Garbani · 3 months ago
ფოტოგრაფია კარანტინში
ისევე , როგორც ყველა ჩვენგანს , ჯემიმა იონგსაც კარანტინში უწევს ყოფნა , თუმცა ის არ გაჩერებულა . ,,იზოლაციის დროს , მე ვმუშაობ მაგიდასთან , რომელიც ფანჯარასთან დგას და ყოველ მზის ამოსვლისას სხვივები ეცემა მას. დავიწყე იმის გაანალიზება , თუ რა ხდებოდა გარეთ .აქედან შემიძლია დავინახო მწვანე მინდორი ,სადაც ადამიანები თავიანთ განსაკუთრებულ ერთ საათს ატარებენ გარეთ . ვარჯიშობენ, ძაღლებს ასეირნებენ ან უბრალოდ თამაშობენ, მაგრამ მცირე ჯგუფებად , სოციალური დისტანციის გამო.დავიწყე მინდორზე მიმდინარე პროცესებისა და ხალხის გადაღება შავ და თეთრ ფერებში , რათა კონტრასტი მეტად გამომეხატა .პირველ რიგში ,ყურადღება ხაზებს, ტექსტურას,ფორმებს და ჟესტებს მივაქციე , ხოლო შემდეგ სივრცეს და მის მნიშვნელობას.მინდორი არ არის ვრცელი , მაგრამ ადამიანები პატივს სცემენ და უთმობენ ერთმანეთს სივრცეებს " წერს ფოტოგრაფი. Places In Tbilisi
+5
Sophie Gujaraidze
Garbani · 3 months ago
რამაიანა და მწარე სიმართლე
,,ვისაც ცუდი სურს,იგი მტერია თუ გინდა იყოს მშობელი მამა" რამაიანა? Tbilisiჩემი აზრით, კარგი იქნებოდა ამის გააზრება , ხშირად მესმის ხოლმე მსგავსი ფრაზები : დედაა და კარგი უნდოდა, ალბათ ვერ გათვალა ., რაც არ უნდა იყოს მამაშენია და პატივი უნდა სცე , ან კიდევ დედაა და 9 თვე მუცლით გატარა . ჩემთვის ასეთ შეგონებებს აზრი არ აქვს , კიდევ ვერ გაგვიაზრებია ალბათ , როგორები ვართ ადამიანები , და ისიც რომ არ აქვს მნიშვნელობა ოჯახის წევრია თუ უცხო , ყველას შეუძლია შენთვის ცუდის გაკეთება. მშობელი დედაც ისევე გაგწირავს , როგორც შენი მტერი . ყველაფერი ადამიანზეა დამოკიდებული . სისულელეა ხატი მზრუნველი დედისა , რომელიც ლამის საზოგადოა და ასევე მამისა , რომელიც ყველაფერს გააკეთებს შენს დასაცავად . ყველაზე მეტად ის შეგონება მეზიზღება - ამდენი ხანი მუცლით გატარა და მერე გზარდა და შენ ამას როგორ აკეთებ , როგორ უნდა აწყენინო?! მერე მე მინდოდა გამაჩინეთ მეთქი თუ უსასრულობიდან მოვითხოვე რომ დაბადება მინდოდა ? ადამიანი რასაც აკეთებს , აკეთებს თავისთვის . მშობლებს უნდათ შვილი და არა შვილებს დაბადება . თავისი თავის გამო აკეთებენ ამას. იმის გამო რომ 9 თვე მუცლით გვატარეს არ ვართ ვალდებულები მათ წინაშე . მესმის , რომ გვიყვარს მშობლები და რასაც მათთვის გავაკეთებთ ყველაფერი ჩვენი კეთილი სურვილის გამო უნდა იყოს და არა მოვალეობის .
Sophie Gujaraidze
Garbani · 2 weeks ago
ჩინეთი,როგორც გლობალური აქტორი
ისეთი თემის განსახილველად , როგორც არის ჩინეთი , როგორც გლობალური აქტორი , ვფიქრობ ,საჭიროა ჯერ ზოგადად ჩინეთის თავისებურებებზე და მის მნიშვნელოვან ტრანსფორმაციაზე გავამახვილო ყურადღება . ჩინეთი დღევანდელ მსოფლიოში მისი კულტურითა და ისტორიით ,ასევე გეოგრაფიული და დემოგრაფიული მასშტაბურობით გამოირჩევა.ის განსაკუთრებული ქვეყანაა, რომელსაც აქვს საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული კულტურა, საკუთარი ინდივუდუალიზმი და ა.შ. ამასთანავე ,ჩინეთი ცივილიზაციაა. რა თქმა უნდა , არსებობს ევროპული ცივილიზაციაც , მაგრამ ჩინეთი ერდაერთი სახელმწიფო - ცივილიზაციაციაა. ჩინეთის ისტორია საკმაოდ საინტერესოა , თუმცა ყველაზე გარდამტეხი პერიოდი მაინც იმპერიალიზმის დამხობა იყო , რომელიც გახდა ერთგვარი პირველი ნაბიჯი ჩინეთის აღმავლობის დაწყებისკენ. ჩინელი ხალხი იბრძოდა იმპერატორის დამხობისთვის.ამასთანავე ისინი იბრძოდნენ ძლიერი გლობალური სახელმწიფოების წინააღმდეგ. ერთ-ერთი მათგანი დიდი ბრიტანეთია, რომელთანაც პირველ და მეორე ოპიუმის ომებში მწარედ დამარცხდა ჩინეთი , და ეს პერიოდი მის ისტორიაში ცნობილია , როგორც ,,ჩაგვრის საუკუნე “.,,ჩაგვრის საუკუნეში” ხალხი ყველაზე მეტად დაზარალდა,რადგან ამ დროს ჩინეთი იძულებული იყო ისეთ ხელშეკრულებებზე მოეწერა ხელი, რომელიც მას აზიანებდა . ეს ეხებოდა ძირითადად ეკონომიკურ სფეროს , რადგან ქვეყანა პორტებს უხსნიდა უცხოურ საქონელს და მის დახლებზეც ყველაზე მეტი ადგილი უცხოურ ნაწარმს ეკავა. ასეთი პროდუქტი იყო ოპიუმიც , რომლის გაყიდვაც ცინის დინასტიაში იკრძალებოდა, თუმცა ინგლისს მისი სავაჭრო არეალების გაფართოება სურდა. ჩინეთმა ამის შემდეგ კიდევ უამრავი აჯანყება გამოსცადა, ასევე გადაიტანა ,,კულტურული რევოლუცია” და მხოლოდ რეფორმების გატარებისა და პოლიტიკის გახსნის შემდეგ გამოვიდა მსოფლიო ასპარაზზე. მისი ეს გამოსავლა განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო , რადგან მან მსოფლიოს შესთავაზა აქამდე არათუ პრაქტიკაში , არამედ თეორიაშიც არარსებული - ,,ერთი სახელწმწიფო , ორი სისტემის” პრინციპი, რისი დახმარებითაც მან დაიბრუნა ჰონკ- გონგი. დენ სიაოპინმა, ცნობილმა , როგორც თანამედროვე ჩინეთის შემოქმედმა მარგარეტ ტეტჩერთა შეხვედრისას ძალიან საინტერესო სიტყვები წარმოთქვა - ,,ჩინეთი არც ისე სულელია , რომ შეაგდოს ღუმელში ქათამი ,რომელიც ოქროს კვერცხებს დებს” .ვფიქრობ , ამ სიტყვებიდან ნათლად ჩანს, რომ ჩინეთი დაიწყებდა ბრძოლას საკუთარი დაკარგული ტერიტორიების ადრე თუ გვიან შემოსაერთებლად და საკმაოდ საფუძვლიანად შეინარჩუნებდა ყველაფერს , რაც მას დასჭირდებოდა როგორც ეკონომიკური , ასევე სოციალური და კულტურული სტაბილურობისათვის. იმისათვის , რომ ჩინეთი გლობალური სამყაროს ნაწილად აღვიქვათ , ვფიქრობ ,გლობალიზმის თემასაც უნდა შევეხო, რომელიც არც თუ ისე კონკრეტულია. ტერმინი ,,გლობალიზმი” თავდაპირველად მხოლოდ ეკონომიკურ ჭრილში გამოყენებოდა , თუმცა შემდეგ ამ სიტყვამ იმაზე დიდი დატვირთვა შეიძინა , ვიდრე ამას თავად მისი პირველად გამომყენებელი ფიქრობდა. ჩემი აზრით , გასაკვირი არცაა ,რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროცესების აღსაწერად სწორედ ეკონომიკასთან დაკავშირებული ტერმინი გამოიყენება , რადგან ეკონომიკა მსოფლიოს ღერძია , მისი მამოძრავებელი და სასიცოცხლო წყარო.დღესდღეობით გლობალიზაციის ძალიან ბევრი განსაზღვრება და აღქმა არსებობს , თუმცა უნდა აღვნივნიშნო , რომ გლობალიზაცია ძირითადად მაინც სამყაროს დაპატარავების პროცესად უნდა აღვიქვათ . ეს დაპატარავება ეხება როგორც კულტურულ სფეროს , ასევე ეკონომიკურსა და სოციალურს. რაც შეეხება აღქმას , გლობალიზაციას აღმოსავლეთ ნახევარსფეროში ძირითადად აღიქვამენ როგორც ,,ამერიკანიზაციას” , რადგან დღესდღეობით სამყაროში ერთერთი ყველაზე ძლიერი ქვეყანა სწორედ ამერიკაა. ხალხს მიაჩნია , რომ ეს პროცესებიც ზუსტად ამერიკას უკავშირდება . ჩემთვის, ჩინეთი სწორედ ამიტომ არის საინტერესო , რომ იგი ის ქვეყანაა , რომელიც დასაწყისში მსოფლიომ და მათ შორის ვერც ამერიკამ ჯეროვნად ვერ შეაფასა, ვერ განსაზღვრა მისი პოტენციალი, და დროდათაგანმავლობაში ჩინეთი დადგა ამერიკის წინ, როგორც ერთ-ერთი ძლიერი ,ანგარიშგასაწევი სახელწმიფო. ამ ორ ქვეყანას შორის , თავად მათი ლიდერები,სხვადასხვა დროს თითქმის ერთნაირად აფასებდნენ ურთიერთკავშირს . ,,შეერთებული შტატები მხოლოდ მიესალმება ჩინეთის მზარდ როლს საერთაშორისო ასპარაზზე.ჩინეთის მშვიდობიანი განვითარება მომგებიანია,როგორც ამერიკისთვის , ასევე დანარჩენი მსოფლიოსთვის.ამავე დროს , ჩინეთმა ამერიკასთან ერთად უნდა გაინაწილოს ლიდერობის ტვირთი და პასუხისმგებლობა” - ბარაკ ობამა. თითქმის იმავეს ამბობს ჩინეთის პრეზიდენტი , სი ძინ პინი - ,,ჩინეთ- ამერიკის ურთიერთობაში ერთი ქვეყნის დანაკარგი მეორეს ქვეყნის მოგებას არ ნიშნავს.ჩვენ ისეთი თანამშრომლობა უნდა დავამყაროთ ,რომლის დროსაც ერთმანეთის მიმართ სტრატეგიულ და გრძელვადიან ნდობას გავაღვივებთ.ჩვენ იმაზეც უნდა ვიფიქროთ , რომ საერთო ინტერესების დაცვას ერთობლივი ძალისხმევით შევუდგეთ და ამასთან თანამშრომლობა ყველა მიმართულებით გავაღრმავოთ” . განსაკუთრებით საინტერესოა , რომ 2010 წელს , ცნობილმა ამერიკელმა პოლიტოლოგმა ზბიგნევ ბჟეზისკიმ ბარაკ ობამას შესთავაზა ,,Great -2” სისტემა , რომლის ფარგლებშიც ჩინეთისა და ამერიკის ლიდერები არაფორმალური შეხვედრებისას განიხილავდნენ , როგორც მათი ქვეყნების ურთიერთობას , ასევე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს. ეს სისტემა უფრო მეტად ვაშინგტონისთვის იყო კარგი, თუმცა სი ძინ პინმა ამ შემოთავაზებას მოხერხებულად აარიდა თავი , რადგან ჩინეთი ემხრობა მრავალპოლარულ მსოფლიოს და არა მხოლოდ ორი ან ერთი ქვეყნის გლობალურ აქტორობას. გლობალიზაცია ადამიანების ცხოვრებაში სხვადასხვა სფეროებში ვლინდება და განსხვავებულად იჩენს თავს , ამიტომ ჩინეთს, როგორც გლობალურ აქტორს , განვიხილავ გლობალიზაციის ყველა ფორმაში. პირველ რიგში , გლობალიზაცია ვლინდება კომუნიკაციაში , რაც გულისხმობს ადამიანებისთვის შესაძლებლობას ,,მომენტალურად დაუკავშირდნენ ერთმანეთს მიუხედავად მათი ადგილმდებარეობისა და სახელწმიფო საზღვრებისა” [დავითაშვილი 2003 : 195 ] . კომუნიკაციის საკითხში ერთ - ერთი ყველაზე დიდი გიგანტი ჩინური კომპანია ,,ჰუავეია” , რომელიც განსაკუთრებით ჰეგემონობს სამხრეთ ამერიკის ტერიტორიაზე. მეორე სფერო ორგანიზაციებია, რომლებიც ტრანსნაციონალურ ფუნქციებს ასრულებენ. ამ საკითხთან დაკავშირებით ზურაბ დავითაშვილი საკუთარ წიგნში - ,,ნაციონალიზმი და გლობალიზმი” წერს , რომ ტრანსნაციონალურ კორპორაციებში ჩინეთის როლი უმნიშვნელოა. რაც შეეხება ჩინეთის მონაწილეობას ეკოლოგიურ პროცესებში ,რაც გლობალიზმის გამოვლენის მესამე ფორმაა, შემიძლია ვთქვა , რომ თავად ჩინეთი საკუთარ ქვეყანაში საკმაოდ საფუძვლიანად ებრძვის გარემოს დაბინძურებას და გლობალურადაც ამ საკითხით ხშირად ინტერესდება. მეოთხე სფერო ეს პროდუქტების მსოფლიო ბაზარზე გავრცელებაა. ჩინეთი ამ მხრივ ნამდვილად ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი მეწარმე ქვეყანაა, რომელმაც არამხოლოდ სხვა ქვეყნებში დაარსა საკუთარი ქარხნები , არამედ საკუთარ ტერიტორიაზე შექმნა სხვადასხვა სავაჭრო ზონები , რამაც ხელი შეუწყო ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების შემოდინებას , კაპიტალის დაბანდებას და ეკონომიკის განვითარებას. მეხუთე სამხედრო სფეროა , რომელშიც ჩინეთი ნამდვილად ნათლად იჩენს თავს. როგორც ვიცით , ჩინეთი ფლობს ბირთვულ იარაღს და არის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი. ამ ქვეყანას საკმაოდ მრავალრიცხოვანი არმია ჰყავს , რომლის განვითარებაზეც სულ უფროდაუფრო მეტი იუანი იხარჯება ჩინეთის ბიუჯეტიდან.აღსანიშნავია ისიც , რომ სამხედრო საკითხში ჩინეთი ხშირად დამკვირვებლის როლს იკავებს და საერთაშორისო კომფლიქტებში არ ერევა . იგი ყველა დაპირისპირებულ სახელმწიფოს დიპლომატიის გზით კონფქლიქტების მოგვარებისკენ მოუწედებს. როგორც დავინახეთ , ჩინეთი რიგ გლობალიზაციის სფეროებში საკმაოდ წარმატებულად ავლენს თავს , თუმცა , ყველა მათგანში მისი აქტიურობა არ იგრძნობა. ვფიქრობ , განსაკუთრებული ყურადღების ღირსია ჩინეთის ურთიერთობები აფრიკასა და სამხრეთ ამერიკასთან . ჩინეთს სჭირდება საკმაოდ იაფი ნედლეული , რისი ძირითადი მომწოდებლებიც სწორედ ეს არეალებია,ამიტომ ჩინეთი საკმაოდ ტაქტიკურად იღებს ამ ქვეყნებისგან სარგებელს , თუმცა იგი ეხმარება კიდეც მათ. ასევე გასცემს კრედიტებს , რასაც შემდეგ ქვეყნები ნავთობის სახით აბრუნებენ.ჩინეთი საკმაოდ დაინტერესებულია აფრიკის კონტინენტით და უნდა ითქვამს , რომ იგი თანმიმდევრულ ნაბიჯებს დგამს ამ ტერიტორიაზე პოზიციების გამყარებისთვის. ჩინეთის პოლიტიკა , რომლის მიხედვითაც ჩინეთი უკავშირდება პარტნიორ ქვეყანას ეკონომიკურად , თუმცა არ ერევა მის პოლიტიკასა თუ კულტურაში, უფრო მეტად მიმზიდველია განვითარებადი ქვეყნებისთვის , ვიდრე სხვა ძლიერი სახელმწიფოების ჰეგემონობა . სწორედ ამიტომ აფრიკის ნავთობის მწარმოებელი ქვეყნები : ალჟირი, ნიგერია, ანგოლა , სუდანი , გაბონი ჩინეთის პარტნიორთა ჩამონათვალშია.საინტერესოა , რომ ამ კონტინენტზე კონტროლის დაწესება არა მხოლოდ ჩინეთის მიზანია , არამედ ამერიკისა და დასავლეთის ქვეყნებისაც.ამ მოსაზრებას ადასტურებს ის ფაქტი , რომ მხოლოდ სუდანში ჩინეთმა 20 მილიარდი აშშ დოლარის ინევსტიცია განახორციელა , რაც ხელს უწყობდა მთელ ქვეყანაში ნავთობის წარმოებაზე კონტროლის მოპოვებას , თუმცა სუდანი ორად გაიყო . მკველვრების ნაწილი ფიქრობს , რომ სუდანში არეალობა სწორედ დასავლეთის მიერაა გამოწვეული , რათა ხელი შეეშალათ ჩინეთის ამ რეგიონში გაბატონებისთვის. ასეთივე სიტუაცია გვხვდება ლიბიაშიც , სადაც კადაფის რეჟიმის საპირისპიროდ დაწყებულმა კამპანიებმა ოფიაციალურ პეკინს საკმაოდ შეუცვალა გეგმები. ასეთივე ურთიერთობა აქვს ჩინეთს სამხრეთ აფრიკის ქვეყნებთანაც, რომლებიც კარგი პლაცდარმია ჩრდილო ამერიკასთან მიმართებით. ჩინეთის ინტერესი ლათინური ქვეყნების მიმართ 2000 წლიდან გაიზარდა , რაც განპირობებული იყო ეკონომიკური რესურსების მზარდი მოთხოვნილებით. ჩემი ,აზრით მთავარი კითხვაა - შეიძლება თუ არა რომ ჩინეთი აღვიქვათ , როგორც გლობალური აქტორი ? ზემოთ აღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე , პასუხი ცალსახად დადებითია. ჩინეთი იქ ქვეყანაა, რომელიც უახლოეს მომავალში გლობალიზაციის საკითხს შეცვლის ხალხისთვის, რადგან ხალხისთვის გლობალიზაცია არ იქნება მხოლოდ ვესტერნიზაცია , რადგან ახლა უკვე მონაწილეობას აზიური სახელმწიფო მიიღებს. 2020 წელს ჩინეთის საგარეო მინისტრმა,ვინ იმ , ყოველწლიურ ბრიფინგზე განაცხადა , რომ : ,,გლობალიზაციას მეტად ინკლუზიური და ყველასთვის სასარგებლო განვითარება სჭირდება.გლობალიზაცია წარმოადგენს გარდაუვალ ტრენდს,რომელიც მსოფლიოს განვითარებასა და ადამიანთა პროგრესის ძლიერ ტალღას უზრუნველყოფს.გლობალური ეკონომიკა უამრავი წყაროსგან წარმოშობილი ოკეანეა და შეუძლებელია,წყაროების ერთმანეთისგან იზოლირება.გლობალიზაციაზე უარის თქმას და პროტექციონიზმის აღზევებას მომავალი არ აქვს “ . ამ განცადებაში , ვფიქრობ , ნათლად არის გამოხატული ჩინეთის მზაობა იყოს გლობალური აქტორი მსოფლიოში.#feedc #feedcgrant#ბიზნესი
August 3

Now in Garbani

3
Tuesday
11° / 3°
Wednesday
12° / 3°
Thursday
12° / 3°
Friday
12° / 4°
Saturday
16° / 4°
Exchange rate
1 USD
3.08
1 EUR
3.63
1 Bitcoin
34663.71