Hashtags
Kvibisi, Georgia0 Monthly reads · No posts last week
August 11

Now in Kvibisi

17
ბაკურ გელაშვილი
Kvibisi · 2 months ago
დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ
დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ ყველას. 26 მაისი საქართველოს ღირსების და იმედის დღეა. 1918 წლის 26 მაისს ოფიციალურად გაფორმებული გამარჯვების მთავარი იდეური წინამძღვარი IX-X საუკუნეების საქართველოში უნდა ვეძიოთ, იმ დროში, როდესაც დაიწყო ბრძოლა ერთიანი ქართული სახელმწიფოებრიობისათვის. რადგანაც მთლიანი საქართველოს იდეა, ენისა და ტერიტორიის ერთიანობის საფუძველს დამყარებული არასოდეს ჩამქრალა, ისევე როგორც არ ჩამქრალა დამპყრობლისაგან გამიჯვნის მუდმივი სურვილი – არც XV საუკუნეში, არც XVI _XVIII საუკუნეებში, არც XIX საუკუნეში, როდესაც ქართველობისა და საქართველოს გადარჩენის კონკრეტულ ამოცანად ქცეულმა, მან კიდევ უფრო დიდი, ყველაზე დიდი, მიზანი შეიძინა და გაიმარჯვა XX საუკუნის დამდეგს. ილია კი რომელიც XIX-XX სააუკუნეებში მთავარი იდეის მედროშე იყო, თავისი მრავალმხრივი საქმიანობით შორეულ საუკუნეებში არსებილ იდეას მოუყარა თავი. სამწუხაროდ 1918 წელს ილია აღარავის გახსენებია და ჩეული უმადურობა გამოიჩინეს მის მიმართ. 1918 წელს მიიღეს საბჭოთა რუსეთის კონსტიტუცია. როცა ნოე ჟორდანიას ამ კონსტიტუციის შესახებ აზრი ჰკითხეს მან ასე უპასუხა: ,,ველურ ქვეყანას ველური კონსტიტუცია სჭირდება.” ნოე ჟორდანიასვე ეკუთვნის შესანიშნავი გამოთქმა: ,,ბოლშევიზმი ამ ქვეყანად დასტოვებს მხოლოდ საფლავის ქვას, რომელზედაც შთამომავლობა ასეთ წარწერას გააკეთებს: აქ განისვენებს რუსული ნიჰილიზმი”. საინტერესოა იმ პერიოდის გამოჩენილი მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის დისწულის კონსტანტინე აფხაზის ნათქვამი: ,,ბოლშევიკებმა რუსეთი ლაბორატორიად აქციეს, სადაც ცდებს ადამიანებზე ატარებენო”. ჟორდანიასეული შეფასება მგონი მაგ ქვეყნისათვის დღესაც კლასიკად რჩება. გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! დღეს, სამწუხაროდ საქართველო კვლავ მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშეა. კვლავ ტერიტორიების მოწიწკვნის დილემის წინაშე.
ბაკურ გელაშვილი
Kvibisi · 2 months ago
მთავრობაძე გარდაიცვალა...
1917 წელის 27 თებერვალს დაემხო ნიკოლოზ მეორის ხელისუფლება. IV სახელმწიფო სათათბიროს წევრმა კარლო ჩხეიძემ პეტროგრადიდან გამოგზავნილი კონსპირაციული დეპეშით აცნობა მომხდარი ამბავი თავის თბილისელ სოციალ-დემოკრატ თანაპარტიელებს: ,,მთავრობაძე გარდაიცვალა. აცნობეთ ნათესავებს და ნაცნობებს.’’#ბაკურგელაშვილი #საინტერესოფაქტები
ბაკურ გელაშვილი
Kvibisi · 3 months ago
ორეშკინს გადაეცით....
ცნობილი ამბავია, რომ რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე III მმართველობის დროს ერთ-ერთი რიგითი ჯარისკაცი ევგენი ორეშკინი დათვრა მეფის დაწესებულებაში. ის ძალიან აგრესიულად იქცეოდა. მის დაშოშმინებას იმპერატორის პორტრეტისკენ მითითებით ცდილობდნენ, რაზეც ორეშკინმა უპასუხა: "მიმიფურთხებია თქვენი იმპერატორისთვის!". ის დააპატიმრეს და საქმე აღძრეს იმპერატორის შეურაცხყოფისთვის, რაც სიკვდილით დასჯას, ან სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებდა. როდესაც თვითონ იმპერატორი ალექსანდრე გაეცნო ამ საქმეს მან სიტყვასიტყვით შემდეგი რეზოლუცია დაბეჭდა: "საქმე შეაჩერეთ, ორეშკინი გაათავისუფლეთ, ამიერიდან ჩემი პორტრეტები არცერთ სალოთაო დაწესებულებაში აღარ დაკიდოთ. ჰო, კიდევ, ორეშკინს გადაეცით, რომ მეც მიმიფურთხებია მისთვის". #ბაკურგელაშვილი#საინტერესოფაქტები
ბაკურ გელაშვილი
Kvibisi · 3 months ago
ქაჯთა ციხე
ქაჯის ციხე. ისტორიულ ტაო-კლარჯეთში მდებარეობს, ჩილდირიდან რამდენიმე კილომეტრში. პირველად ქაჯთა ციხე 2007 წლის სექტემბერში ვნახე, და დღემდე მომყვება ის განცდა, ფიქრი რაც ამ ქმნილების ხილვის შემდეგ დამეუფლა. საოცარი პეიზაჟი... არ ნახული მაშტაბურობა ციხის!.. მოდიხარ და ათასი კითხა გაწუხებს, ნეტა ვინ ააგო?! რა ხელმა ააგო?! მართლა რუსთაველის გმირების სამყოფელი ადგილია?! რამდენი, ბრძოლა და ლხინი ახსოვს მის შემოგარენს! რამდენი, უსახელო გმირის სახე ახსოვს მის მრავალსაუკუნოვან ნათალ კლდესა თუ უზარმაზარ ლოდებს?! მოდიხარ და კითხვები გტანჯავს, გინდა პასუხები, მაგრამ ამაოდ, რადგან ყველა კითხვის პასუხი ჟამთა კრიალოსანზე ჩამარცვლილა. ბოლოს მიიხედავ და უნებურად პოეტის ცნობილი სიტყვები გახსენდება: ,,ნეტა ამ ხედებს ქვეყანაზე რა შეედრება...არადა არაფერი არ შეედრება...
ბაკურ გელაშვილი
Kvibisi · 3 months ago
ბორჯომ-პარკი
ბაკურ გელაშვილი
Kvibisi · 3 months ago
სამწუხაროდ, ივანე ჯავახიშვილი სამცნიერო წრის წარმომადგენლებს ახსენდებათ მხოლოდ
დღეს, უახლესი ისტორიის გამორჩეულად დიდი მოაზროვნისა და მეცნიერის, უნივერსიტეტის დამაარსებლისა და საქართველოში პირველი სამეცნიერო სისტემის ფუძემდებლის ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა! ძნელად თუ ვიპოვით, საკითხს, რომელზეც დიდ ივანე ჯავახიშვილს, სიღმისეული კვლევა არ ჩაეტრებინოს. განსაკუთრებით ფასდაუდებელია მისი ქართველი ერის ისტორია. ფასდაუდებელია მოსი ღვაწლი არქეოლოგიისა და წყაროთმცოდნეობის საკითხების შესწავლაში. უდიდესია მისი, როლი ქართული ეკონომიკის ისტორიის შესწავლაში. ბუნებრივია, მე ვერ შევაფასებ ამ დიდებული მეცნიერის სამაცნიერო თუ საზოგადოებრივ საქმიანობას, უბრალოდ გავიხნებ ჩემი სტუდენტობის დროს მარიამ ლორთიფანიძის მონათხრობს ივანე ჯავახიშვილოს შესახებ. 1939 წლის სექტემბერში, როდესაც უნივერსიტეტში ჩავირიცხეთ მე, ოთარ ჯაფარიძე, გივი კიღურაძე და კიდევ რამდენიმე ჩვენი ამხანაგი, დავიწყეთ ლექციების ცხრილში ივანე ჯავახიშვილის ძებნა. გვეწყინა, რომ არც პირველ და არც მეორე კურსს ჯავახიშვილის ლექცია არ ჰქონდა, რადგან ის თურმე მესამე კურსიდან იწყებდა სპეციალური კურსების ჩატარებას. მალე გავარკვიეთ, ახლა რომ კორნელი კეკელიძის სახელობის კაბინეტია, იქ უკითხავდა იურისტებს ქართული სამართლის ისტორიას. მივედით და ვთხოვეთ მათ, მოეცათ საშუალება, რომ დავსწრებოდით ბატონი ივანეს ლექციებს.თვალწინ მიდგას მისი აუდიტორიაში შემოსვლის სურათი – შემოვიდოდა დიდი სასმენი აპარატით და შავი “პორტფელით”, დადებდა ამ “პორტფელს” მაგიდაზე, ამოალაგებდა ბარათებს (ბარათების სისტემა ჰქონდა), დაალაგებდა მაგიდაზე და იწყებდა ლექციის კითხვას – ჯერ დებულებას წამოაყენებდა და შემდეგ ამ ბარათებიდან წაიკითხავდა საილუსტრაციო მასალას – ვთქვათ, X დებულებას როგორ ასაბუთებს ვახტანგის სამართალი. ხდებოდა სხვაგვარადაც – თავდაპირველად წაიკითხავდა ბარათიდან ამონაწერს, შემდეგ იწყებდა მის განზოგადებას. ამით აჩვევდა სტუდენტებს, რომ უნდა ამოხვიდე წყაროდან და წამოაყენო დებულება, მაგრამ შეიძლება ჯერ დებულება ჩამოაყალიბო და შემდეგ დაასაბუთო წყაროებით. ,,მისი ლექცია ცოტა ძნელად მოსასმენი და რთული იყო. თანაც, ჩვენ მაშინ სამართლის ისტორიისა არაფერი გაგვეგებოდა, მაგრამ ძალიან პატიოსნად დავდიოდით და ვუსმენდით. მახსენდება ერთი შემთხვევაც – ყოველი ლექციის ბოლოს რამდენიმე წუთს ტოვებდა შეკითხვებისთვის. რადგან ცუდად ესმოდა, გვთხოვდა, რომ შეკითხვები წერილობით მიგვეწოდებინა. ერთ მშვენიერ დღეს მას გადასცეს რვეულის პატარა ფურცელი. ბატონმა ივანემ წაიკითხა – “არსებობს სტალინის მოძღვრება, რომ ქართველები ერთად ჩამოყალიბდნენ XIX საუკუნის 60-იან წლებში, თქვენ კი საიდან იწყებთ ქართველი ერის ისტორიას?” ხომ წარმოგიდგენიათ, რა სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა აუდიტორიაში? ყველას ერთი ფიქრი უტრიალებდა – რა მოხდება? ბატონმა ივანემ წყნარად აიღო ეს ქაღალდი, დაკეცა, წვრილ-წვრილად დაანაკუწა, მელნის ჩასადგმელში ჩაყარა, ჩაალაგა თავისი ბარათები, მოჰკიდა “პორტფელს” ხელი და გავიდა. გაოგნებულები გამოვედით გარეთ. მე, აღშფოთებულს იმით, თუ რატომ არ გასცა პასუხი, ჩემი მეგობრები მაწყნარებდნენ – ივანე ჯავახიშვილის საქციელი ამ სიტუაციაში ერთადერთი სწორი გამოსავალი იყოო. მერე და მერე მივხვდი, რომ, მართლაც, ეს ყველაზე მართებული ქმედება იყო – ჯავახიშვილმა ამ შეკითხვის ავტორი პასუხის ღირსადაც კი არ ჩათვალა. საბედნიეროდ, უკვე ჩავლილი იყო რეპრესიების ტალღა. თანაც ივანე ჯავახიშვილი აკადემიკოსი და უმაღლესი საბჭოს დეპუტატი იყო და ასეთი რამ აღარ ემუქრებოდა, თორემ ეს ამბავი რომ სათანადო ადგილზე მივიდოდა, ამაში ორი აზრი არ არსებობს. ივანე ჯავახიშვილს მთელი ქალაქი აღმერთებდა. მახსოვს, როცა ვიღაცამ ხმა მოიტანა მისი გარდაცვალების თაობაზე, წამსვე, მთელი თბილისი ქუჩაში გამოეფინა… მახსოვს მისი დაკრძალვა. მე და ჩემი მეგობარი ნიკო ქანთარია ერთი საათით ადრე გამოვედით სახლიდან, მაგრამ წყნეთის ქუჩას რომ მოვუახლოვდით, წინ წამოსვლა უკვე შეუძლებელი გახდა. ძლივს მოვახერხეთ უნივერსიტეტის ღობესთან მოსვლა. იმას აქეთ ვერაფრით შემოვაღწევდით. მახსოვს, როგორ გამოასვენეს და ისიც მახსოვს, რომ ჩვენს ირგვლივ ყველა – ქალიც და კაციც ქვითინებდა. მთელმა ქართულმა ინტელიგენციამ დაიტირა ივანე ჯავახიშვილი, რადგან მას აიგივებდნენ ეროვნულობასთან. მისი დამსახურება იყო მოკრძალებული დამოკიდებულება ქართული უნივერსიტეტის მიმართ. მამაჩემიც კი, რომელსაც ეს უნივერსიტეტი არ დაუმთავრებია, მის წინ გავლისას ჩერდებოდა, ქუდს მოიხდიდა, თავს დაუხრიდა და შემდეგ აგრძელებდა გზას." ბოლოს მინდა ვთქვა, რომ დიდი ქართველი მეცნიერი,სამწუხაროდ მხოლოდ სამეცნიერო წრის წარმომადგნლებისგან ფასდება. მე მაინც ვფიქრობ მისი ღვაწლი ბევრად სათანადო დაფასებას საჭიროებს.
ბაკურ გელაშვილი
Kvibisi · 3 months ago
საუკუნეებია მართლა ჯვარს გვაცვეს
რა რჯულის მტერი არ ჰყოლია საქართველოს,რა განსაცდელი არ დაუძლევია, მაგრამ ისეთი მოუშორებელი ჭირი, როგორიც ჩვენი ჩრდილოელი მეზობელია მგონი არც მოიძებნება ,,ქართლის ცხოვრებაში". ჯვარცმის დღეს, მხოლოდ ერთმორწმუნე თუ მიიტაცეებს მიწებს. ასეთი ბოროტი სახელმწოფო მეორე არაა ამ ცისქვეშეთში. უკვე საუკუნეებია მართლა ჯვარს გვაცვეს. სამწუხაროდ, ჩვენი სახელმწიფოს უპრინციპობამ და საუკუპაციო ზონიდან ჩვენი საპოლიციო ძალების გამოყვანამ ოკუპანტები უფრო გაათავხედა. ე.წ. სასაზღვრო ზოლის მაცხოვრებლები სრულიად დაუცველები არიან როგორც გატაცებისგან, ისე საკუთრების უფლების შეზღუდვა-დაკარგვისაგან. ისიც, უნდა ითქვას რომ ჩვენში დაკარგული ტერიტორიების ტკივილი და განცდა განელებულია, გამომდინარე იქიდან რომ მმართველ ხელისუფალთთვის პრიორიტეტი არაა ყოველდღიური ოკუპაცია. ამ წამს გამოვიდა ზურაბიშვილი და დარჩი სახლში მოუწოდა ხალხს, და დღეს გატაცებულ ადამიანებზე და მიტაცებულ ტერიტორიებზე სიტყვაც კი არ უთქვამს.. როგორც მთავარსარდალი პირდაპირ უნდა ჩასულიყო საოკუპაციო ზოლთან და ადგილზე წინ აღუდგომოდა მავთულხლართებს. მაგრამ, არც კი დაუგმია. ამ ყველაფრის მერე მოღობავენ აბა რა ჯანდაბას იზავენ.
ბაკურ გელაშვილი
Kvibisi · 3 months ago
პეტრეს ციხის ადრინდელი სახელი უნდა იყოს ყვერბილის ციხე. ეკუთვნოდა ავალიშვილების ფეოდალურ საგვარეულოს. დარაჯობდა ლიკანიდან ისტორიულ სოფლების ფაფისა და ნუასაკენ (ახლანდელი ქ. ბორჯომის უბნები) მტკვარზე გადამავალ ხიდსა და გზას. XVI საუკუნეში ოსმალთა მიერ თორის დაპყრობის შემდეგ პეტრეს ციხე ოსმალური ადმინისტრაციული ცენტრი იყო. ამავე ხანებში პეტრეს ციხის რაბათი დაიცალა მოსახლეობისაგან. ციხე შედგებოდა ციტადელისა და მასთან დაკავშირებული ქვედა ეზოსაგან. პეტრეს ციხის გალავანსა და შიდაციხეს შორის შემორჩენილია სხვადასხვა ნაგებობის ნაშთები, შიდაციხეში — საცხოვრებელი დარბაზების, ხაროების, ქვევრების ნანგრევებია. გალავანში დატანებულია სათოფურები და სალოდეები. ციხე მრავალჯერ შეუკეთებიათ; ზოგან გამოირჩევა ადრინდელი თარაზული წყობის კედლები. მათი თანადროულია (XI-XII საუკუნეები) ციხის ძირში ყვერბილის ნასოფლარი, ეკლესიითა და სასაფლაოთი. ამ ციხეში მოკლეს, ერეკლე II შვილიშვილი ლეონი ლეკებმა.
ბაკურ გელაშვილი
Kvibisi · 3 months ago
სიმი არ გაწყდება? თუ კი გაწყდება...
1944 წლის 15 ივლისს. გერმანიაში მრავალი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ კვლავ დაიგეგმა ჰიტლერის ლიკვიდაცია. როგორც მანამდე არაერთხელ, ამ შეთქმულების დროსაც გადარჩა ჰიტლერი. ყველა შეთქმული უსასტიკესად იქნა დასჯილი. ფიურერს მოახსენეს: ყველა შეთქმულს როიალის სიმზე ჩამოვკიდებთ, რომლის ბოლოც მეხორცის კაუჭზე იქნება მიბმულიო. ჰიტლერი ჩაფიქრდა: სიმი არ გაწყდება? თუკი გაწყდება, მეორედ ჩამოვკიდებთ!-იყო პასუხი. ამავე შეთქმულებიდან ერთ-ერთს ბეკს ჯალათმა რომელსაც გარკვეული ურთიერთობა ჰქონდა გენერალ ფრომთან მიუბრუნდა და უთხრა: ,,ერთადერთი, რაც შემიძლია გაგიკეთო, ისააა, რომ თავის მოკვლის საშუალება მოგცე. -ამ სიტყვების შემდეგ მან ბეკს წინ რევოლვერი? დაუდო. მასში ერთადერთი ვაზნა იდო. მიდი! ბეკმა ტყვია დაიხალა, მაგრამ მოხდა სასწაული იგი დაიჭრა. მას ფრომის ბრძანებით რევოლვერში მეორე ტყვია ჩაუდეს. მაგრამ ამჯერადაც გადარჩა. ბოლოს ფრომის ნებართვით, ორ ტყვია დახლილი და ჯერ კიდევ ცოცხალი იქ მყოფმა ჯარისკაცმა გაისტუმრა საიქაოს.☠? #საინტერესოფაქტები#ბაკურგელაშვილი
ბაკურ გელაშვილი
Kvibisi · 3 months ago
ლუდის ბოთლები რაღას ნიშნავს?!
სტუდენტებმა უკვე შეავსეს აუდიტორია და ლექციის დაწყებას ელოდნენ. შემოვიდა ლექტორი და მაგიდაზე მინის ცარიელი ქილა დადგა.– დღეს მინდა ცხოვრებაზე გესაუბროთ. რა შეგიძლიათ თქვათ ამ ქილაზე?– ის ცარიელია, – თქვა ვიღაცამ.– მართალია. – დაუდასტურა ლექტორმა, ამოიღო მოზრდილი ქვებით სავსე ტომსიკა და ცარიელი ქილა ქვებით გაავსო. – ახლა რა შეგიძლიათ თქვათ ამ ქილაზე?– ახლა ქილა სავსეა, – თქვა ერთ-ერთმა სტუდენტმა. ლექტორმა ახლა ბარდის მარცვლები ამოიღო და ქილაში ჩაყარა. ბარდამ ქვებისგან დატოვებული ცარიელი ადგილები შეავსო. – ახლა რას იტყვით?– ქილა ნამდვილად სავსეა, – თქვა ვიღაცამ.მაშინ ლექტორმა სილა ამოიღო და ქილაში ჩაყარა მანამ, სანამ სილამ ბოლომდე არ შეავსო ქილის ცარიელი ადგილები.– აი, ახლა ხომ ქილა სავსეა! – ახმაურდნენ სტუდენტები. მაშინ ეშმაკურად მომღიმარმა ლექტორმა ორი ბოთლი ლუდი ამოიღო და ქილაში ჩაასხა.– ამჯერად ქილა ნამდვილად სავსეა! – თქვა მან. – მე თქვენ აგიხსნით რა მოხდა. ქილა – ეს ჩვენი ცხოვრებაა, ქვები – ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ჩვენს ცხოვრებაში: ჩვენი ოჯახი, შვილები, საყვარელი ადამიანები, ყველაფერი ის, რასაც ჩვენთვის უზარმაზარი მნიშვნელობა გააჩნია; ბარდის მარცვლები – ეს ის საგნებია, რომლებიც არც ისე მნიშვნელოვანია: მაგალითად, ავტომანქანა, ძვირფასი ტანსაცმელი და სხვ.; ხოლო სილა – ეს არის უმნიშვნელო მოვლენები ჩვენს ცხოვრებაში, პატარ-პატარა, წვრილი პრობლემები, რომლებიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში. მე რომ თავიდანვე ქილაში სილა ჩამეყარა, მაშინ ადგილი აღარ დარჩებოდა არც ქვებისთვის და არც ბარდის მარცვლებისთვის. ამიტომ, არასოდეს მისცეთ უფლება სხვადასხვა წვრილმანებს, რომ შეგივსონ მთელი თქვენი ცხოვრება და თვალები დაგიხუჭონ უფრო მნიშვნელოვან მოვლენებსა და საგნებზე. ლექცია დამთავრებულია.– პროფესორო, – იკითხა ერთმა სტუდენტმა, – და ლუდის ბოთლები რაღას ნიშნავს?პროფესორს გაეღიმა:– ის ნიშნავს იმას, რომ მიუხედავად პრობლემებისა, ყოველთვის არსებობს დრო მოდუნებისა და ორი ბოთლი ლუდისათვის. P.S. მეგობრებო! როდის შემოვა პროფესორი ჩვენს აუდიტორიაში?!
ბაკურ გელაშვილი
Kvibisi · 3 months ago
ღორის ხორცის ჭამა სასტიკა ამიკრძალეს
სიცოცხლის ბოლო წლებში ივანე კრილოვს ექიმებმა მკაცრი დიეტა დაუნიშნეს, რომელსაც ის კეთილსინდისიერად იცავდა. ის ხშირად დადიოდა მაღალი საზოგადოების წვეულებებზე, მორიგი წვეულების დროს ჭამის მოყვარული კრილოვი დამწუხრებული უყურებდა სუფრაზე დალაგებულ სხვადასხვა კერძებს. ერთ-ერთმა გენერალმა ეს შეამჩნია და დამცინავად წარმოთქვა: - ბატონი კრილოვი ისე იყურება, რომ ცოტა ხანში ალბათ ჩვენც შეგვჭამს. კრილოვმა მას გაუღიმა და უპასუხა: - თქვენ არაფერი გაქვთ სანერვიულო გენერალო, ექიმებმა ღორის ხორცის ჭამა სასტიკად ამიკრძალეს.#ბაკურგელაშვილი#საინტერესოამბები
ბაკურ გელაშვილი
Kvibisi · 3 months ago
14 აპრილი ქართული ენის დაცვის დღეა
დღეს ქართული ენის დაცვის დღეა! დღე როდესაც ქართველმა ერმა დაიცვა ეროვნული ღირებულება, ის ენა, რომელ ენაზეც მთაწმინდელები, ხანძთელები, ოპიზრები და სრულიად საქართველო მეტყველებდა და წერდა ზოგად საკაცობრიო ღირებულების ძეგლებს. ენა რომელზეც ამეტყველდა ვეფხვისტყაოსანი და რამდენი რამ ჩამოვთვალო! არ მახსენდება დამპყრობელი გარდა ერთისა, რომელიც ასე უდიერად მოპყრობოდეს ქართულ ენას! მინდა, 1978 წლის 14 აპრილს, ვინც დედა ენა დაიცვა, ვინც უშიშრად აღუდგა ამ საუნჯის განადგურების მსურველებს, ყველას მადლობა შევწირო, იმ თავგანწირვისათვის რომელიც მათ გამოიჩინეს 14 აპრილს. განსაკუთრებით დიდი მადლობა, ჩემს თანასოფლელს, მწერალს და საზოგადო მოღვაწეს, ბატონ ნოდარ გრიგალაშვილს, რომელიც ერთ-ერთი აქტიური მონაწილე და ლიდერი გახლდათ, 14 აპრილს მოწყობილი მანიფესტაციის. საუკუნოდ იყოს ხსენება მისი და ყველა იმ ადამიანის, ვინც სამწუხაროდ დღეს ვერ აღნიშნავენ ამ მნიშვნელოვან თარიღს.
ბაკურ გელაშვილი
Kvibisi · 4 months ago
ტალეირანი-პერიგორი
შარლ მორის დე ტალეირან–პერიგორი , (დ. 1754 - გ. 1838) — ფრანგი პოლიტიკოსი და დიპლომატი, რომელსაც ეკავა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა სხვადასხვა რეჟიმის დროს, დაწყებული დირექტორიიდან დამთავრებული ლუი-ფილიპის მთავრობით. სიტყვა ტალეირანი გახდა მედროვეობისა და უპრინციპობის სინონიმი. 1838 წელს 17 მაისს გარდაიცვალა შარლ მორის დე ტალეირან–პერიგორი. როცა ეს ამბავი პარიზელებმა გაიგეს, ერთმა იხუმრა-რისთვის დაჭირდა მუსიე ტალეირანს ასეთი ტყუილი
ბაკურ გელაშვილი
Kvibisi · 4 months ago
ნარვასთან გამარჯვების შემდეგ
პეტრე I ნარვასთან გამარჯვების შემდეგ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მისმა არმიამ თითქმის მთლიანი არტილერია დაკარგა, ამიტომ საჭირო გახდა მეტალის მარაგის სასწრაფოდ შევსება. პეტრე არ გამოირჩეოდა რელიგიურობით, სწორედ ამიტომ მისი ბრძანებით ეკლესიებს ზარები დახსნეს და მათგან ზარბაზნები დაამზადეს. ეკლესიამ ვერ აიტანა ასეთი ქონებრივი დანაკლისი და მალე მთელ რუსეთში ხატებმა მირონდენა დაიწყეს. პეტრემ თავისთან მოიხმო პატრიარქი და შემდეგი სიტყვებით მიმართა: - ამიერიდან სადაც ხატებს მირონდენა დაეწყებათ, იქაური მღვდლების საჯდომებს სისხლდენა დაეწყებათ. ამ სიტყვების შემდეგ "სასწაულებრივი" მირონდენა მთელ რუსეთში შეწყდა. #საინტერესოფაქტები#ბაკურგელაშვილი #religion
ბაკურ გელაშვილი
Kvibisi · 4 months ago
,,ერთმორწმუნეობის'' სისხლიანი პოლიტიკის მოკლე ქრონოლოგია საქართველოში!
ყველაზე გულგრილად, უფრო სწორედ მეხსიერების დონეზე მაინც რომ გავიხსენეთ ჩვენი ქვეყნის ისტორიის ის სამწუხარო პარალელები, რომელიც ე.წ. ,,ერთმორწმუნე'' რუსეთან იძულებით გვაკავშირებდა, მხოლოდ დიდ ტკივილსა და სისხლის ღვრას წავაწყდებით. პირადად მე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ისტორიიდან აი რა მახსენდება: 1. 1783 წლის გეორგევსკის ტრაქტატი-საქართველოს მიტოვება და ღალატი რუსეთისგან; 2. 1770 წელს ასპინძის ბრძოლაში ტოტლებენისგან ერეკლეს მიტოვება აწყურის ციხესთან ბრძოლის დროს და მცდელობა ერეკლეს ჩამოგდებისა. 3. 1800 წელის პავლე პირველის მანიფესტი ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შესახებ. 4. 1801 წელს რუსეთის იმპერატორისგან მრავალსაუკუნოვანი ბაგრატიონთა ტახტის გაუქმების გადაწყვეტილება. 5. 1802 წელის 12 აპრილი სიონის გარშემო რუსული ჯარის ალყის შემორტყმა და ქართველი თავადაზნაურების იძულებით მეფის რუსეთის წინაშე ფიცის დადება; 6. 1803 წლიდან დაიწყეს მასიური გადასახლებები ბაგრატიონების შორეულ რუსეთში. 7. 1804 წელს დაიდო იძულებით ფაქტიურად მოღალატური ელაზნაურის ტრაქტატი სოლომონ II-სთან რუსეთის მხირდან; 8. 1809 წელს რუსები შეიჭრნენ ქუთაისში და ჯარი შეიყვანეს; 9. 1810 წელს საქართველოს მთავარსარდალი გენ.ტორმასოვი ქუთაისში ჩავიდა იმერეთის სამეფო გაუქმებულად გამოაცხადა; შეიპყრეს იმერეთის მეფე; 10. 1804-1828 წელებში გაუქმეს გურიის სამთავრო; 11. 1858 წელს სვანეთის სამთავრო გააუქმეს; 12. 1810 წელს შევიდნენ აფხაზეთში. 13. 1811 წელს გაუქმე მრავალსაუკუნოვანი ქართული მართმადიდბებლი ეკლესიის ავტოკეფალია, არ დაგავიწყდეთ მონღოლებს არც კი დაუბეგრავთ ეკლესია და საეგზარქოსო დააწესეს ვარლამის და თეოფილაქტე რუსანოვის ხელმძღვანელობით, რომლისგანაც დაწყევლილ იქნა საქართველო და ქართველობა, პასუხს შეეწირა დიმიტრი ყიფიანი (მოკლეს); 14. 1811 წელს იძულებ სით გადასახლეეს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ანტონ II; 15. 1802 წელს მოხდა პოლიტიკური გამოსვლა კახეთში, სიხსლში იქნა ჩახშობილი რუსეთის მიერ; 16. 1804 წლის აჯანყება აღმოსვალეთ საქართველოს მთიანეთში-აქაც ქართული სისხლი დაიღვარა ერთმორწმუნეებისგან; 17. 1841 წელს მოხდა გურიის მაშტაბური აჯანყება, აქაც ,,ერთმორწმუნეობამ'' დიდი სისხლის დაღვარა ჩვენი მამულისშბვილების; 18. 1814 წელს დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსო გაუქმეს; 19. 1819-1820 — ანტიკოლონიური სახალხო აჯანყება ცარიზმის რეაქციული პოლიტიკის წინააღმდეგ. რა დროსაც ე.წ. ეკლესიის რეფორმის დროს უამრავი საეკლესიო სიწმინდე და ქონება ჩაირცხეს რუსეთის ხაზინაში, ფაქტიურად გაძარცვეს ქართული ეკლესია; 20.1820 წლის 4 მარტს რუსეთის მთავრობამ დააპატიმრა ექვთიმე გენათელი, დოსითეოს ქუთათელი, დარეჯან ბატონიშვილი (სოლომონ I-ის ასული) და რამდენიმე გავლენიანი თავადი და აზნაური და მათი რუსეთში გაგზავნა გადაწყვიტა; პარალელურად დარბიეს რაჭა და რაჭველები; 21.1819 წლის იმერეთის აჯანყების დროს დოსითეოს ქუთათელი რუსეთის ხელისუფლებამ დააპატიმრა, როგორც აჯანყების ერთ-ერთი მოთავე. რუსეთში გადასახლების დროს იგი გზაში მოკლეს. 22. 1832 წლის შეთქმულების მონაწილეები გადასახლეს და სატიკად დასაჯეს. 23. 1924-1937 წლებში ათასობით ადამიანი დახვრიტეს და გადაასახლეს; 24. დღემდე არ ვიცით ტიციან ტაბიძისა და სხვათა საფლავები, იძულებით თავი დახოცინეს ცისფერ ყანწელების წარმომადგენლებს; 25. დევნიდნე ქართულ ენას, აღდომას ერთმორწმუნე რუსეთის შიშით წინაპართა საფლავებზე ვერ გავიდოდა ადამიანი; გადაღებეს და გაუქმეს ასეულობით ქართული ტაძრები, ზოგი აფეთქეს და მათ ადგილზე სასტუმროები და მთავრობის სახლები დადგეს; 26. დაიწყეს დემოგრაფიული ექსპანსია 27. გაუქმეს ქართული სკოლები; 28. ყველა ოფიციალურ სტრუქტურას რუსი ჩინოვნიკი ჩაუყენეს სათავეში, ქართველები მეორე ხარისხოვანი გახდნენ; 29. მკაცრი იყო ცენზურა და ამას შეეწირა ქართველ მწერალთა მრავალი თაობა; 30. გაასაჩუქრეს ძირძველი ქართული მიწები (ჰერეთი და სხვ.) 31. 1921 წელს დაიპყრეს კვლავ საქართველო დაიღუპა უამრავი ადამიანი (კოჯორ-ტაბახმელის მიდამოებში) 32. 1921 წელს დამხეეს და ემიგრაციაში გადახვეწეს ეროვნული მთავრობა; 33. მოგვიწყეს 1956 წლის სისხლიანი დღეები თბილისში; 34. სასტიკად დევნიდნენ ქართულ პროფესურას, ივანე ჯავახიშვილი გამოაგდეს და სხვა უამრავი მის მიერვე დაარსებულ უნივერსიტეტიდან; 35. 1978 წელს მოინდომეს ქართული ენის სტატუსის შეცვლა; 36. 1989 წლის 9 აპრილი, დახოცეს და სასტიკად აჩეხეს ახალგაზრდობა; 37. აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ძმა-ძმას აკვლევინეს, დანარჩენი თვითონ წააკლეს. 38. 90-იანების სისხლიანი მარათონი მოაწყეს თბილისში... 39. 2008 წელს მოახდინა საქართველოს დაბობვა, ტერიტორიების მიტაცება და უამრავი მშვიდობიანი ადამიანი დახოცეს; მეგობრებო ეს მოკლედ რაც გამახსენდა, ისე ზემოთ ნახსენებ თითვეულ თარიღში უდიდესი სისხლი აქვს დაღვრილი ამ ბოროტების იმპერიას ჩვენს მიწაზე თუ შორეული რუსეთის დილეგებში; დღემდე აგრძელებს აგრესიულ და სისხლისმღვრელ ქმედებებეს საქართველოსა თუ კავკასიური ქვეყნების მიმართ! და ყოველივე ამის მერე გამოვიდეს ვინმე ქორვაჭარი და მითხრას რუსეთი არ არის ოკუპანტი და მას უნდა მოვეფეროთ რადგან ერთმორწმუნეაო! მაპატიეთ იმისთვის რომ კიდევ ბევრი მათ მიერ ჩადენილი მავნებლური საქმე ვერ ჩამოვწერე რადგან ცოტა დავიღალე! #politics #religion
ბაკურ გელაშვილი
Kvibisi · 4 months ago
რაბათი
#photo
ბაკურ გელაშვილი
Kvibisi · 4 months ago
როგორი გვამიცაა, ისეთი მირონი სდის
1925 წელს მოსკოვში გრანდიოზული სკანდალი აგორდა. ლენინის მავზოლეუმის ქვეშ კანალიზაციის მილი გასკდა და მთელი მავზოლეუმი ფეკალურმა მასამ დაფარა. მართალია მაგ დროს მავზოლეუმი ხისგან იყო აშენებული, მაგრამ შიგნით ნამდვილი ლენინის გვამი ეგდო. მთელი მოსკოვი ფეხზე დგას, კომუნისტური ელიტა შეშფოთებულია და არ იცის როგორ მოახერხონ ლენინის გვამის ხსნა ფეკალური მასიდან. სწორედ ამ დროს მავზოლეუმთან პატრიარქმა ტიხონმა ჩაიარა, რომელიც უკვე 81 წლის იყო და არაფერი ჰქონდა დასაკარგი. მან მავზოლეუმს ღიმილით შეხედა და ხმამაღლა წარმოთქვა: - როგორი გვამიცაა, ისეთი მირონი სდის.#ბაკურგელაშვილი#საინტერესოფაქტები
ბაკურ გელაშვილი
Kvibisi · 4 months ago
როგორც ჩანს მერების ინვენტარიზაცია მიდის
როგორც ჩანს, ქვეყანაში მერების ინვენტარიზაცია მიდის ამ მერების ასარჩევად სახელმწიფომ მილიონობით ლარი დახარჯა. ისევ და ვისევ ხალხის ფული. დახარჯეს არანაკლები სახელმწიფო თუ პარტიული რესურსი. აღარ ვსაუბობ იმ ძალადობასა და დაშინებაზე, რაც მათ ,,ასარჩევად" ამომრაჩეველმა გადაიტანა. ახლა დგანან და ,,აპანღურებენ" ისე, რომ აღარც კი აგდებენ ხალხს ძაღლად, რომ განუმარტონ რატომ ტოვებენ თანამდებობებს. საზოგადოებისთვის კი ნათელია რატომაც, მაგრამ ეგ ყოფილი მერები თუ ერთხელ მაინც დაფიქრდნენ, რა მალე დაარიცხა ცვეთა თავიანთმა დამნიშნავმა პოლიტიკურმა გუნდმა. მართველი გუნდიც სარგებლობს კორონათი, რადგან ამ ფონზე ნაკლებ ხმაურს გამოიწვევს.
ბაკურ გელაშვილი
Kvibisi · 4 months ago
პიკასო და მისი გერნიკა
"ხელოვნება არ არის დემოკრატია". ჯ.რ.რ მარტინი. p.s. მარტინს ვერ დავეთანხმები, ხშირად ხელოვნებაა დემოკრატიის ჟანგბადი. ეს ნახატი პიკასოს გერნიკაა, სადაც ასახულია ქალაქ გერნიკას დაბომბვა 1936 წელს. ამ ნახატით ავტორმა გადმოცა საკუთარი პროტესტი მოძალადეების მიმართ მაშინ როდესაც მას შესაძლოა სხვა საშუალება არ ჰქონდა. თუმცა როდესაც ის გამოძიებამ დაიბარა და პიკასოს მისივე ნახატზე კითხეს: ეს თქვენი შემოქმედებააო? ხელოვანმა ლაკონურად უპასუხა არა ბატონებო თქვენიო! ასე რომ იმ ეპოქაში, როდესაც არადემოკრატიული მმართველობა იყო, პიკასომ სწორედ დემოკრატიული ხელოვნებით გადმოცა არადემოკრატიული ძალადობის შედეგები.
ბაკურ გელაშვილი
Kvibisi · 4 months ago
ხარება ოშკის მშენებლობისა
963 წლის ხარება დღეს დაიწყო ოშკის მშენებლობა. ოშკის დიდებული სავანის მადლი ყოფილიყოს მახარებელი ყოველივე კარგის სრულიად საქართველოსთვის. ხარება დღეს გილოცავთ! #art #photo #religion
August 11

Now in Kvibisi

17
Tuesday
24° / 10°
Wednesday
22° / 9°
Thursday
21° / 10°
Friday
22° / 8°
Saturday
20° / 7°
Exchange rate
1 USD
3.09
1 EUR
3.63