Hashtags
Zeda Kondidi, Georgia259 Monthly reads · No posts last week
August 5

Now in Zeda Kondidi

27
Kristina Kenchadze
Zeda Kondidi · 2 weeks ago
მოგზაურობა
ზოგისთვის მოგზაურობა დასვენების,განტვირთვის და ყოველდღიური ერთფეროვნებისგან გაქცევის საშუალებაა, ზოგისთვის კი თავგადასავლების,ისტორიების,სხვადასხვა კულტურის გაცნობის და აღმოჩენების საშუალება. უძველესი ისტორიული ქვეყნები დღემდე მასპინძლობს მილიონობით ტურისტსა და მოგზაურს. სამყაროს გაჩენის დღიდან იწერება ისტორია, ყველა ეპოქას თავისი დამახასიათებელი ისტორიული ნიმუში მოეპოვება. სწორედ,ეს ხდის მოგზაურობას უფრო საინტერესოს,შინაარსიანს და სასურველს. ძველი ეგვიპტე,რომი, არაბული ქვეყნები,თუ აზიის ნაწილი სამოგზაუროდ ძალზედ საინტერესოა, თავისი ისტორიით შინაარსითა და დიდი თავგადასავლებით,რომლებსაც უდიდესი მმართველები თუ იმპერატორები ქმნიდნენ. საკმარისია რომელიმე ისტორიულ ქალაქში ფეხი შედგა,რომ შენს თვალწინ ძველი ისტორია,ომები თუ ქალაქის აღორძინება გადაიშლება.შემორჩენილი ძეგლებით წარმოდგენა გექმნება ზოგადად ამ ქვეყნის წარსულზე, მაგრამ არის ისეთი ქვეყნებიც,სადაც სამოგზაუროდ წასვლა არა ისტორიული წარმომავლობის გამო, არამედ გეოგრაფიული მდებარეობის გამო ღირს. ზღვისპირა, ოკეანეთისპირა ქვეყნები მრავალ ტურისტს იზიდავს, თავისი ლამაზი ბუნებით, ოკეანის თუ ზღვის მომაჯადოვებელი სილამაზით და საუცხოოდ დასვენების სურვილით. მაგრამ მსოფლიოში მოგზაურობა გვერდზე გადავდოთ მანამ,სანამ საქართველოს არ მოვინახულებთ, არ ვნახავთ მის ლამაზ ქედებს, მწვერვალები, ბუნებას,კანიონებს, ისტორიულ ძეგლებსა თუ გამოქვაბულებს რატომ უნდა ვიმოგზაუროთ საქართველოში? ქართველებისთვის "სტუმარი ღვთისაა",რაც კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის საქართველოში მოგზაურობას. მადისამღძვრელი,მრავალფეროვანი ქართული სამზარეულო თავისი გამორჩეული გემოებით გულგრილს არავის ტოვებს. საქართველოს ყველა კუთხეს აქვს, არაერთი ტრადიციული კერძი, რომელიც კარგად ახასიათებს ამა თუ იმ კუთხეს. ქართული ღვინო ისტორიით უძველესია ევროპაში. ნაპოვნი ყველაზე ადრეული ნიშნები მევენახეობისა და ღვინის წარმოშობაზე მიუთითებს საქართველოში ღვინის კულტურის არსებობაზე დაახლოებით 7000 წლის წინ,რაც საქართველოს ღვინის სამშობლოს სტატუსს ანიჭებს. მევენახეობით საქართველოს რეგიონებს შორის ყველაზე განთქმული არის კახეთი, შემდეგ მას მოჰყვება ქართლი,იმერეთი,რაჭა-ლეჩხუმი, და ქვემო სვანეთი. საქართველო ასევე გამოირჩევა ქართული ხალხური ცეკვით. ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიას მრავალი საუკუნის ისტორია აქვს. ჩვენამდე მოღწეული არქეოლოგიური და უძველესი ლიტერატურული ძეგლებით დასტურდება,რომ ქართული ხალხური ქორეოგრაფიის ისტორიული წინამორბედი ყოფილა სამონადირეო ცეკვა, ნაყოფიერების ღმერთის მთვარის ("შუმპა") პატივსაცემად შესრულებული რიტუალური ფერხული. საქართველოში საკმაოდ ბევრი სახეობის ცეკვა არსებობს,რომლებიც საკუთარი კუთხისთვის დამახასიათებელ სულს გვაჩვენებს. სვანეთი მინდა გაგიზიაროთ ჩემი შთაბეჭდილება და ის ემოციები,რაც სვანეთში მოგზაურობის დროს განვიცადე. სვანეთის ყველა ადგილს თუ კოშკს თავისი ისტორია აქვს, სამზარეულო კი მრავალფეროვანი გემოებით გამოირჩევა. სვანეთს მომხიბვლელს და საინტერესოს კი შემონახული იერსახე ქმნის. ბუნებისა და კოშკების გარდა ასევე ძალიან მოვიხიბლე მოჩუქურთმებული, ერთი სიმაღლის, ერთ ხაზზე ჩაყოლებული ფერადი სახლებით. ჩემთვის სვანეთი საქართველოს ყველაზე საინტერესო და იდუმალებით მოცული კუთხეა,რომელიც დარწმუნებული ვარ ყველანაირი ხასიათის ადამიანს დააინტერესებს და მოხიბლავს @feedc #feedcgrant #სვანეთი #მოგზაურობასაქართველოში #მოგზაურობა
+21
August 5

Now in Zeda Kondidi

27
Wednesday
25° / 19°
Thursday
25° / 21°
Friday
26° / 20°
Saturday
26° / 21°
Sunday
26° / 21°
Exchange rate
1 USD
3.09
1 EUR
3.65